„ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის“ – მოკლული გოგონას მამა

2018 წელს, სასტიკი წამებით მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაკავებული ადვოკატის გათავისუფლების წინააღმდეგია და უფრო მეტიც, მისთვის საადვოკატო საქმიანობის შეწყვეტას ითხოვს.

შეყვარებულის მიერ მოკლული 20 წლის გოგონას მამის, მამუკა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადვოკატის დაკავება მისი შვილის მკვლელობის საქმეს არ ეხება.

„არანაირი კავშირი ჩემ ოჯახს არ დაკავებასთან არ აქვს. არც არავის დაპატიმრება შედის ჩემს ინტერესებში, თუმცა, ამ ქალბატონს, მინიმუმ უნდა აეკრძალოს საადვოკატო საქმიანობა. მან, როცა ჩემი შვილის მკვლელს იცავდა, ჩემი შვილის მიმართ ისეთი უხამსი შეფასებები გამოიყენა, მას ადამიანების დაცვისა და საადვოკატო საქმიანობის უფლება არც უნდა ჰქონდეს. ყველა ადვოკატმა კარგად გაიგოს რასაც ვამბობ და შეაფასოს, რამდენად მორალური, ეთიკური, ზნეობრივი და სამართლიანი იყო ის, რაც ამ ქალბატონმა ჩემი მოკლული შვილის მიმართ იკადრა“ – განუცხადა მოკლული გოგონას მამამ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და დედა-შვილი შსს-მ, ცრუ დასმენის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად ედებათ პირადი მოტივით ჩადენილი დანაშაული, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მოკლული 20 წლის გოგონას საქმეს, მკვლელობისთვის  მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილს სწორედ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი იცავდა. ანა ნაცვლიშვილი 2018 წელს განსაკუთრებული სისასტიკით საკუთარმა შეყვარებულმა მოკლა. ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გასამართლებლად, მოკლული გოგონას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

მსგავსი თემები

One Thought to “„ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ციხიდან გამოსაშვები არ არის“ – მოკლული გოგონას მამა”

  1. I simply want to tell you that I am all new to blogs and absolutely loved you’re web blog. More than likely I’m planning to bookmark your website . You definitely have beneficial article content. Thank you for revealing your website page.