H1N1 ვირუსი საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გადაიტანა – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე ​გრიპის ვირუსი, საქართველოს  ათასობით მოქალაქემ უკვე გადაიტანა გრიპი და H1N1 -ს დიდი პრობლემებისა და გართულებების გარეშე გაუმკლავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალური შედეგის მიზეზი ხდება ექიმთან გვიანი მიმართვა, ქრონიკული დაავადებები და რისკის ფაქტორი. ამ დროისთვის 10 ადამიანია დაღუპული.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვირუსით მსოფლიოში ყოველწლიურად მოსახლეობის 1% იღუპება. ის დედამიწაზე არსებული ყველაზე მასობრივი დაავადებაა.

პაატა იმნაძე ​მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმს, თუ მაღალი ტემპერატურა გრძელდება სამი დღის განმავლობაში, ხოლო რისჯგუფის პაციენტებში 38 ტემპერატურა ერთი დღის განმავლობაში. ასევე, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან ჰიგიენა.  ვირუსი ძირითადად ხვდება რაიმე ზედაპირზე, სიცივეში დიდხანს ძლებს, აქედან გამომდინარე, დაბინძურებულ ზედაპირზე ხელის შეხებით გადადის.

რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, პაატა იმნაძის თქმით, სასურველია პირბადე ავადმყოფმა გაიკეთოს, თუ არ უჭირს სუნთქვა.

“პირბადეს აქვს თავისი მოხმარების წესი. ყველაზე ეფექტიანია თუ ის უკეთია ავადმყოფს, თუ სუნთქვა ძალიან არ უჭირს, ვირუსი გადადის ნერწყვით, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია სახლში იქნება თუ ქუჩაში, პირბადის გამოყენება.  მას აქვს მოხმარების წესი. არ უნდა დაგვავიწყდეს და შიგნითა ზედაპირი პირიქით არ უნდა მივიკრათ​რაც შეეხება პრეპარატ “ტამიფლუს”, პრეპარატის დეფიციტი სააფთიაქო ქსელში არ არის, ხოლო ის უფასოა სოციალურად დაუცველებისთვის, ორსულებისა და რისკჯგუფის პაციენტებისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მთავარში”.

მისივე ინფორმაციით, H1N1 შედარებით ახალი ვირუსია, ის დედამიწაზე 2009 წლიდან ცირკულირებს.

“ათასობით ადამიანი, როცა ავად ხდება, სამწუხაროდ ვიღაც, ძირითადად გვიანი მიმართვის გამო, შესაძლოა დაიღუპოს. მთავარია ექიმს დროულად მიმართოს, განსაკუთრებით იმან, ვისაც აქვს რაიმე რისკის ფაქტორი და არ ჩათვალოს, რომ გრიპი არის ჩვეულებრივი დაავადება”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები