„FUCK”… “DICK…”მთელი შენობა იყო აჭრელებული სხვადასხვა ფრაზებით და ბავშვები ამ სიტყვებს იძახდნენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ „მწვანე სკოლის“ მშობელთან  

„მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც ერთ-ერთი მშობელი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, იმ კონკრეტულ დილით, რაც ბავშვებმა სკოლის კედლებზე წაიკითხეს, წარმოუდგენელი სიბინძურე იყო.  „მარტო „ამ ცხოვრების დედა“ კი არ ეწერა,“ ძალიან ბევრი სიბინძურე ეწერა, რაზეც რეაგირება საჭირო და აუცილებელი იყო, აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში მშობელი. მისივე ინფორმაციით, კონკრეტულ მოსწავლეს. როგორც მოსწავლეებთან, ისე მასწავლებლებთან ძალიან კარგი უღტიერთობა ჰქონდა.     

მშობელი: სკოლამ მოგვწერა, რომ სამი დღე სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლა რა შუაშია ვერ ვხვდები.

მთლიანად, მთელი სკოლა დაზიანებულია. ერთ-ერთ ფლიგელშია ბავშვი შესული. ეს რაც მოხდა არის უბედურება. როგორია, ბავშვები დილას სკოლაში მივიდნენ და მერხები, კედლები, დაფები, კარები დაზიანებული დახვდათ. მარტო „ამ ცხოვრების დედა“ კი არ ეწერა, იქ ძალიან ბევრი რამე ეწერა.  დამტვრეული იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ წარწერები იყო. მთელი შენობა იყო აჭრელებული სხვადასხვა ფრაზებით  – „აბა დამიჭირე“ და ა.შ. სასწაული ის არის, რომ ბავშვს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. ერთი თვის წინ იყო გამოფენა, ეს ბავშვი ჩვეულებრივად მივიდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვერ ვხვდები სკოლისკენ რატომ იშვერენ ხელს.

მედიაცენტრი მთავარი“: გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე  სკოლიდან თანხის გადაუხდელობის გამო გაუშვეს. თქვენც ხომ არ გქონიათ სწავლის საფასურის დავალიანება?

მშობელი: აბსურდია. სამი თვე არ მქონდა თანხა გადახდილი და ზედმეტი სიტყვა სკოლაში არავის უთქვამს. ჩვეულებრივად ვუთხარი, რომ ვერ ვიხდიდი. ახლა, დეკემბერშიც,  5 რიცხვში უნდა გადამეხადა, მაგრამ, ჯერ არ გადამიხდია. ჩვეულებრივად შედიან ამ მდგომარეობაში. ცუდი სკოლა რომ იყოს და რეალობა იყოს ის, რასაც წერენ, როგორ ფიქრობთ, ამ სკოლაში ჩემს შვილებს გავაჩერებდი?  ჩემი შვილები ამ სკოლამ თავისუფლად გაზარდა და ზრდის.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორც თქვენ ამბობთ, სკოლაში დილით მისულ ბავშვებს შენობა დაზიანებული და აჭრელებული დახვდათ. შეიძლება, უცხო ადამიანი ღობეზე გადაძვრა, თუმცა, შენობაში როგორ შეაღწია?

მშობელი:  საქმეც ეგ არის, საინტერესოა, შენობაში როგორ შევიდა.  მაგრამ სკოლა რეაგირება არ უნდა მოეხდინა, დილით სკოლის კედლები ასეთ დღეში რომ ხვდება? ვერ ვხვდები. როცა ვიცი, რომ ჩემი შვილიც იმ სკოლაში სწავლობს, ამხელა თანხას ვიხდი, არ უნდა იყვნენ ბავშვები დაცულები? მე ჩემი შვილი მინდა რომ იყოს დაცული. მე არ ვიცი შიგნით რა მოხდა, მაგრამ სკოლამ დილით ნახა მდგომარეობა და იმოქმედა ადეკვატურად. ისეთ კომენტარებს წერენ, წარმოუდგენელია ამის გააზრება. „მაგ სკოლაში ბავშვებს თუ გააჩერებთ, თქვენ ჯალათები ხართ“,  რა სისულელეა, მე ხომ ვიცი რა ხალხი მუშაობს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ბუნებრივია, მომხდარით ყველა დაზარალდა – მოსწავლეებიც და მშობლებიც…

მშობელი: რა თქმა უნდა. ესე შეიძლება? ამ სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობს. ასე ერთი ხელის აღებით ლანძღო სკოლა, როცა არ იცი რა მოხდა. მოდი ჯერ გაერკვიე.  როგორც ვიცით, დედამ გადაიყვანა ბავშვი სკოლიდან. იქ უამრავი ბავშვი სწავლობს და ბუნებრივია მოსწავლეები, მშობლები, ყველანი ნერვიულობენ რაც მოხდა.  მოხდა საშინელება, ხორცი რომ მეწვის ისეთი კატასტროფა მოხდა. ფაქტია, რომ ბავშვი, ვინც მსგავსი წარწერები გააკეთა, ძალიან ცუდად იყო. ესე არ ხდება შევარდე შენ სადღაც და  წარწერები აკეთო. ბავშვს დახმარება სჭირდებოდა.

ზოგი წერს, მე ვიცი რაც ხდება მაგ სკოლის, როგორი ჯალათები მუშაობენო. მაგ სკოლაში ჯალათები არ შემხვედრია ჯერ-ჯერობით.

ბავშვები დილით მივიდნენ და ეს დახვდათ. ჩემი შვილი ყვებოდა, „ეს: და „ეს“ ეწერაო და გაოგნებული იყო. ეწერა: „„FUCK”… “DICK”..“ „ამ სისტემის დედაც“… „აბა დამიჭირეთ“  და ა.შ.  წარწერები წითელი “პულვიზატორით” იყო გაკეთებული და პატარებიც და დიდებიც, ყველანი ამ სიტყვებს იძახდნენ. ასე შეიძლება, არ უნდა ემოქმედა სკოლას?

ტრიალებს ეს ერთი წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“. არ მიმაჩნია სწორად. ამას რომ პატარა ბავშვი კითხულობს, ბავშვებს სხვანაირი ფსიქიკა აქვთ. უცებ აიტაცა ყველამ და ეს ძალიან საშიშია.

ბავშვები მეკითხებიან რა ხდება დედა. ვაჩერებ, ვეუბნები არ ილაპარაკონ. ისიც არ ვიცი რა ვუთხრა. წარმოიდგინეთ როდესაც შვილი მიდის სკოლაში და ხვდება ეს. სკოლაში სადაც ჰგონია, რომ დაცულია.   ჩვენ ხომ არ ვიცით, შეიძლება, იმ წარწერის უკან კიდევ რაღაც დახვდეთ ბავშვებს. რამდენი შემთხვევა ვიცით, როცა უცხოეთში, სკოლებში, სასწავლებლები შევარდნენ და ტრაგედია დატრიალდა, რომ  მოსწავლეები მოკლეს, მასწავლებელი მოკლეს. ბავშვები ამას მარტივად იღებენ.  სკოლას რა უნდა ექნა, არ უნდა გამოეძახა პოლიცია?

ასე სკოლის ლანძღვა წარმოუდგენელია. იქ, მასწავლებლების გარდა, ხომ სხვა მოსწავლეებიც სწავლობენ, ხომ შეიძლება, ვინმემ ბავშვებს წამოაძახოს: „შენ მწვანე სკოლაში დადიხარ“?

მსგავსი თემები