“მთელი “ნაცმოძრაობა” ბეე-ს რომ იძახდა, ახსოვს ეს საქართველოს” – ნუკრი ქანთარია

“თუ მათ უნდათ, რომ ამით ის თქვან,  უმრავლესობა როგორი მორჩილია, მაშინ მე ვურჩევდი, გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი “ნაციონალური მოძრაობა” ბეე-ს რომ იძახდა, ხომ ახსოვს ეს საქართველოს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნუკრი ქანთარია პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას. 

ამასთან, ქანთარიას თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაიჭირონ, მათ შორის, დასაჭერია ლარიც.

“ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ყველა დამნაშავე, ვინც დასაჭერია უნდა დაიჭიროთ, ლარიც დასაჭერია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე უნდა გახდეს საეტაპო მნიშვნელობის დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამას შექმნილი რეალობა გვკარნახობს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ყველა დამნაშავე, ვინც დასაჭერია უნდა დაიჭიროთ, ლარიც დასაჭერია. 
მიუხედავად იმისა, რომ ორი პოლიტიკური მავნებლური ჯგუფი და მასთან ასოცირებული კიდევ სხვა ჯგუფები, სასოწარკვეთილი ცდილობენ, გაასაღონ ტყუილები სიმართლით. ფაქტობრივად, ხდებიან სიცრუის გამყიდველები.

რაღაც ჯგუფი დგას გარეთ და აწერიათ, რომ “რუსეთი ოკუპანტია!”, ალბათ, ჩვენი ყველას ბრალია, რომ ახლა გაიგო ხალხმა ეს ამბავი. თითქოს ჩვენს გამო მოხდა ოკუპაცია, არადა ხომ ვიცით, რომელი ხელისუფლების მეშვეობით მოხდა ეს უბედურება. 

აქციაზე მოიყვანეს ცხვრები და ალბათ, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, რადგან, ცხვარს ყელზე არ აბამენ თოკს. თუ მათ უნდათ, რომ ამით ის თქვან, რომ აი, ხედავთ, უმრავლესობა როგორი მორჩილია, მაშინ მე ვურჩევდი, გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი “ნაციონალური მოძრაობა” ბეე-ს რომ იძახდა, ხომ ახსოვს ეს საქართველოს. თუ მათ უნდათ, რომ მეცხოველეობის განვითარებაში რაღაც წვლილი შეიტანონ, ამაში ჩვენ დავეთანხმებით. 

ამბობენ, რომ “სირცხვილია”. სირცხვილია, პარლამენტის წინ რომ იქნა აღკვეთილი ის შემთხვევა? სირცხვილია ის, რომ იყო გადაცდომები და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბები და სირცხვილი რაშუაშია?”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.  

მსგავსი თემები