გიორგი გრიგოლია – არ იცვლება გარემო, რომელმაც გამოიწვია სააკაშვილის პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, სიმპტომური მკურნალობა არ მიგვიყვანს კარგ გამოსავლამდე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სიმპტომური მკურნალობით, შედეგი ვერ მიიღწევა, ვინაიდან არ იცვლება გარემო, რომელმაც გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. გიორგი გრიგოლიას თქმით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. „მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის დასაწყისიდან მკვეთრად შეამცირა საკვების მიღება, მაგრამ არავის უთქვამს, რომ მან ასე გადაწყვიტა. შეამცირა, რადგან ვიცით, რომ ჯერ კიდევ ამ კლინიკაში მოხვედრამდე მას ჰქონდა საკვების აუტანლობა და ამიტომ ვერ იკვებება. მინდა, მარტივად ავხსნა, რა მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ოთახში, სადაც არის მოწამლული ჰაერი და ყოველდღე სუნთქავთ ამ ჰაერს, თქვენი…

მეტი...

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. 26 მაისი ქუჩა N13-ში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ახალ აშენებულ კომპლექსში ბინა 63 ოჯახს გადაეცემა. საერთო სამშენებლო ფართი 6700 კვ.მ მოიცავს.

მეტი...

მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავს – მაკა ბოჭორიშვილი

აღნიშნული კომენტარით ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას: „სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე“. ბოჭორიშვილის თქმით, პირველი ამოცანა, რასაც საქართველო ახორციელებს უკრაინის დახმარების მიმართულებით, არ უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული.

მეტი...

ნინო ლომჯარია – ვფიქრობ, სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას, ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება გავაგზავნოთ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სასამართლოს მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით, „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში სულ მცირე, სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. „პარალელურ რეჟიმში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა „სასამართლო მეგობრის მოსაზრების“ მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის  გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც. ამ კვლევის გამოქვეყნებას ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია,…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ბათუმში აქცია გაიმართა

ბათუმში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. “აქციის მიზანია, ომში გმირულად დაღუპულებს პატივი მივაგოთ. როგორც იცით, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა, სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე შევიკრიბეთ. ომში გმირულად დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ. ამ ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. დიდება უკრაინას”, – განაცხადა აქციის მონაწილე, მზია ქედელიძემ.

მეტი...

პუტინი ქერჩში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ქერჩში ჩავიდა და დაზიანებული ხიდით დაინტერესდა, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს აკავშირებს. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მშენებლებს გაესაუბრა, რომლებიც ოქტომბერში აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. რუსეთმა ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. ოფიციალურმა მოსკოვმა 8 ოქტომბერს ანექსირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიით უპასუხა. პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება. საპროტესტო აქციების გამართვა აიკრძალება ისეთ ადგილებთან ახლოს, როგორიცაა: სამთავრობო შენობები, უნივერსიტეტები, სკოლები, ეკლესიები, აეროპორტები და პორტები, რკინიგზის…

მეტი...

ქუჩების ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. ,,7 დეკემბრის 09:00 საათიდან ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება. ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება. მიკროავტობუსები: N496, N439 და…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი, არ გამოგვდის, საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერი გაკეთდა – გია ხურციძე

ჩვენ რაც გვაშინებს არის ის, რომ აქამდე პაციენტ მიხეილ სააკაშვილის წონის კლება მოდიოდა დუნედ, ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსოლიუმის წევრმა, გია ხურციძემ განაცხადა. ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევად პროცესამდე მიდის. „წონის კლებას ემატება ნეიროპათიის გაღრმავება, ნერვების დაზიანება, სიცხე. ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი, არ გამოგვდის. საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერი გაკეთდა. ამაზე მეტი ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაკეთდეს. ამასობაში, პაციენტს ორი-სამი თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებამდე“, – განაცხადა გია ხურციძემ.

მეტი...

თენგიზ წულაძე – მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იყოს გადაყვანილი, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს

როდესაც პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება მრავალ კლინიკაში, უნდა იქნას გაყვანილი ჩვენი ქვეყნიდან სხვა კლინიკაში, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის გამოცდილება დიდი არ აქვს. არ არის ხშირი ასეთი პაციენტები ჩვენთან, – ამის შესახებ ნევროლოგმა, სახალხო დაცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ საააკშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი. „გავსინჯეთ პაციენტი 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. შევაფასეთ, როგორც მძიმე. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, გამოიხატა კუნთების განლევა, საერთო სისუსტე. პაციენტი ვერ დგება, დახმარებით დგება, საუბარში შემოსვლა უჭირს,…

მეტი...

სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს

მედიკოსების საგანგაშო განცხადება – სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გაყვანილი. თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილს აქვს მეოთხე ხარისხის კახექსია, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს .

მეტი...

ჩვენ გვაქვს ტვირთი, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა – თეა წულუკიანი

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისეთი განცხადებების, ქმედებების, რომლებიც უბიძგებენ, ცდილობენ უბიძგონ ჩვენს ქვეყანას, გარკვეული ტიპის არეულობა იყოს, მათთვის ოცნებებში ომიც, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სწორედ არეულობაა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მთავარი მიზანი. „არავითარი განცხადება, არავითარი ამგვარი დესტრუქციული ქცევა არ გვიკვირს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის რეჟიმში, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, რადგან ვართ ხელისუფლება, გვაქვს ტვირთი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ. ამ გზიდან არ გადავუხვევთ. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ყურადღების ფარგლებში იმდენად ხვდება, რამდენადაც…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება, უჭირს. მოწმე ვარ, რომ ვერ იღებს საკვებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. „დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება წაქცევას, რამდენიმე დღის წინ მართლაც ჰქონდა დალურჯებული. ნამდვილად უჭირს ადგომა. ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება წაიქცეს. რაც შეეხება კვებას, უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. სურვილის მიხედვით არა, მოწმე ვარ იმის, რომ ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა ალასანიამ. „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა,…

მეტი...

,,ამ მომენტში უკრაინასთან ვერანაირი მოლაპარაკების პერსპექტივას ვერ ვხედავთ” – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს. „იმაზე, რომ შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა – შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ რაც შეეხება რაიმე სახის მოლაპარაკების პერსპექტივას, ჩვენ ამ მომენტში ამას ვხედავთ“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გასამართად, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს – შევხვდეთ და განვიხილოთ სამოქმედო გეგმა”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ  გადამწყვეტია ერთიანი, კონსოლიდირებული მოქმედება. „მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13:00 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან. შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო…

მეტი...

კახა კალაძე რომის მერს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები…

მეტი...

,,იყო უკრაინელი ჯარისკაცი, ნიშნავს იყო როკსტარი –  იყო რუსი ჯარისკაცი, ნიშნავს იყო ნაძირალა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იყო უკრაინის ჯარისკაცი, ნიშნავს – იყო როკსტარი სიყვარულითა და დიდებით სავსე. ხოლი მისი თქმით, იყო ჯარისკაცი რუსეთში, ნიშნავს – იყო ნაძირალა და გარიყული. “იყო უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი, ნიშნავს – იყო როკსტარი სიყვარულითა და დიდებით სავსე. იყო ჯარისკაცი რუსეთში, ნიშნავს – იყო ნაძირალა და გარიყული. საზოგადოებამ იცის რისთვის იბრძვის და ვინ არიან მათი გმირები. რუსეთის ფედერაციაში არავინ იცის პასუხი კითხვაზე “რისთვის?”, მათ შორის არც რუსულმა პროპაგანდამ”,- წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული. 2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2014-2021 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლომ…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროებისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღისადმი მისალოცი ვიდეომიმართვა ჩაწერა. ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს. ,,ძვირფასო ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო და ვეტერანებო, შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ასევე არასოდეს ვივიწყებთ ჩვენ დაღუპულ გმირებს რომლებმაც უკრაინისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს. ძვირფასო ჯარისკაცებო და მცველებო, უკვე სამი ათწლეული, 9 წელი, 9 თვე და 285-ე დღეა, სამშობლოს იცავთ. დღეს დონეცკის ოლქში, ფრონტის წინა ხაზზე, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ვარ, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს შევხვდები. დღეს ყველა ხედავს რა შეუძლიათ ჩვენ ჯარისკაცებს, ყველა ხედავს…

მეტი...

,,იარაღზე ლაპარაკი არ არის, გენერატორითაც კი არ ეხმარება „ოცნება“ უკრაინას”- გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინას, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ, დღეს საქართველო გენერატორებითაც კი არ ეხმარება. მისი თქმით, 2008 წელს უკრაინა საქართველოს შეიარაღებით ეხმარებოდა, რათა ქვეყანა რუსულ აგრესიას გამკლავებოდა. „უკრაინას, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა, რათა აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“, ეს პრორუსული ძალა, ელემენტარულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გენერატორებითაც კი არ ეხმარება, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც ჩადის „ქართული ოცნება“. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როდესაც თავს გჭრის „ქართული ოცნება“ საქვეყნოდ. ქვეყანას, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ 2008 წელს, დღეს საქართველო, ელემენტარულად, გენერატორებითაც კი…

მეტი...

,,ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა”- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტსაქვეყნებს. ინფექციონისტი ხანგრძლივი ხველის სამკურნალოდ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას უზიარებს. ,,ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს “ხველის წამალი”, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა “უნდა მოურჩინოს”. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს. “ხველის წამლების” ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის…

მეტი...

,,იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა”- ზურაბ ჩხაიძე

,,მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა,”- ამის შესახებ “ვივა მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. ,,მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის…

მეტი...

„სუსტად არის…ადამიანი საკვებს ვერ იღებს“- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი სუსტადაა და ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს. „სუსტად არის, ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს. მის უმადობას და ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს, ვიდრე ეს მიზეზები არ ამოიფხვრება, ადამიანი საკვებს ვერ იღებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ უკრაინაში ომში” – მამუკა მდინარაძე

,,ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების, ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით,  არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ომში, ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები. ,,ირაკლი ღარიბაშვილს ყველა მათგანზე არ ულაპარაკია, რომ ეს ასეა, დიახ, მეც გიდასტურებთ და ეს თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან, არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან…

მეტი...

,,რუსეთთან ნებისმიერი პირობებით სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით,  რუსეთთან ნებისმიერი პირობებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია. მისი თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკებების წინაპირობა უკრაინიდან რუსეთის გასვლა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. მისი თქმით, “ომის კრიმინალები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ზიანი უნდა ანაზღაურდეს. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობისა და მომავალი აგრესიის პრევენციის ერთადერთი გზა”. ,,ნატო არის ალიანსი, რომელიც თავისი წევრების დასაცავად შეიქმნა. რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაიცვას მილიონობით ადამიანი რუსული ომის დანაშაულებისა და ექსპანსიისგან. თუმცა როგორც ზოგადი კომენტარი, ვიტყოდი, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე ესტონეთის პოზიცია მკაფიოა: დღეს თავისუფალი სამყაროს ფოკუსი უნდა იყოს იმაზე თუ როგორ დაეხმაროს…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი 137 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 137-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

,,საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს”- მამუკა მდინარაძე

,,საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის. ,,როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა. „ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ქალაქ რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა განახლებული მემორიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, თავდაცვის ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. აღდგენილია სკვერში არსებული, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა დროს დაღუპულ გმირთა ყველა მემორიალი. გმირთა მემორიალების ხეივანი, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, 26 მაისის ახალი…

მეტი...

,,ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის , მამუკა მდინარაძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებებს ეხმიანება. მდინარაძის თქმით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის. ,,კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდი წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს, მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა…

მეტი...

,,სწორი იყო, რომ ლატვიაში მობილიზაციას გამოქცეული რუსები არ შევუშვით”- ედგარ რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით,  ლატვიის გადაწყვეტილება, არ შეუშვას ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, სწორი იყო. მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს. „სწორია, რომ არ შევუშვით ლატვიაში ისინი, ვინც რუსეთიდან გარბოდა, რათა მობილიზაციისთვის თავი აერიდებინათ. ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, როგორიცაა საქართველო, მიიღეს გაქცეულები და მათი რაოდენობა იქ ძალიან დიდია, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს. ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ეს ადამიანები არ არიან ომის წინააღმდეგები, ისინი ომში საკუთარი მონაწილეობის წინააღმდეგ არიან, ეს კი სრულიად განსხვავებული რამეა“, –…

მეტი...

,,პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და დაზარალებულს დაზიანებები არ აქვს”- ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

ტელეწამყვან, ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია დაზარალებულის მიმართ. ადვოკატის თქმით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული  ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. „ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს. გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? – ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი.…

მეტი...

,,საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია, თუმცა ამას დრო დასჭირდება. მისივე თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რთული და გრძელი პროცესია. „პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, მათ შორის ტექნიკურ მზადყოფნას გულისხმობს, ანუ აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას უსაფრთხოების წესებთან, შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ამაზე მუშაობა კოვიდამდე დაიწყო. სამწუხაროდ, კოვიდმა პროცესი შეაფერხა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს გვეყოლება მისია, რომელიც აუდიტს გააკეთებს და გვექნება დეტალური რეკომენდაციები თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული კუთხით, რომ შესაბამისობაში ვიყოთ. ეს ერთი ნაწილია, მეორე გახლავთ კომერციული მხარე, რომ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 443 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 443 ბავშვი ემსხვერპლა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა 2 719 სასწავლო დაწესებულება, აქედან 332 მთლიანად დანგრეულია. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,ძალიან შეშფოთებულები ვართ ომში ჩათრევაზე მუდმივი ბრალდებებით”- ანდრეი კასიანოვი

,,უკრაინული მხარე შეშფოთებულია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით” –  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული მხარე უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. „ამასთან, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და…

მეტი...

,,მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით” – კასიანოვი

,,სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში ქართველი სამხედროების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ უკრაინა რუსეთისგან. „ჩვენ ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსთვის, იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა თუ სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო. ერთ…

მეტი...

,,უკრაინული მხარე შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით”- კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრიანული მხარე შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. მისი თქმით, უკრაინული მხარე გააგრძელებს საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. “პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო…

მეტი...