„ენერგო – პრო ჯორჯია” – ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

,,ენერგო – პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ,,ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, გუდრუხი, თვალივი, ხარტიშო, ხილიანა, მაღაროსკარი, ლაუშა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – აცხადებენ კომპანიაში.

მეტი...

ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს –  თეა წულუკიანი

ბატონ სააკაშვილს შეიძლება, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, გაიაზროს, რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა. „მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი სამედიცინო თუ სხვა კადრების მიმართ, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია და შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს. რა საკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის. მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის…

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი იერეშებისას 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს. მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, საერთო ჯამში უკრაინის ენერგოსისტემის მთლიანობა სარაკეტო თავდასხმების შედეგად არ დარღვეულა, თუმცა კიევის, ვინიცისა და ოდესის ოლქებში, გარკვეულ წერტილებში დაზიანება ფიქსირდება. რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში სისტემის დასაბალანსებლად ავარიული გათიშვა…

მეტი...

საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე – მარიამ ბიგვავა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს მარიამ ბიგვავა სიმღერით I Believe წარადგენს. კონკურსი 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. საბავშვო ევროფესიტავლის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ 11 დეკემბერს გახდება ცნობილი. მას ჟიური და მაყურებელი ერთად აირჩევს. ონლაინ ხმის მიცემა 9 დეკემბერს JESC.TV-ზე დაიწყება. ხმის მიცემა 3 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც შეიძლება.         

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემამ წლის ადამიანად გამოცხადა

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, წლის ადამიანად დაასახელა. თებერვალში რუსეთის  შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა – წერს ფაინენშალ თაიმსი. ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა ბრიტანულმა გამოცემამ ზელენსკი წლის ადამიანად.

მეტი...

ორი წლის ბავშვმა ხონში თაგვის წამალი დალია

ხონში ორი წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია. მცირეწლოვანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

მეტი...

საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის, რადგან ეს ფასი გადაიხადა 1921, 1992 და 2008 წლებში, იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ათი თვეა, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, კვლავ გამოავლიანა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, მთელმა საზოგადოებამ აჩვენა, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და მთლიანად ევროპის თავისუფლების დაცვა. „მადლობელი ვარ, ბატონო პრეზიდენტო, მიღებისთვის, ჩვენ უკვე რამდენჯერ გვქონდა შეხვედრის საშუალება. აქ ვიყავი ვიზიტით…

მეტი...

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა

უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. მათივე ცნობი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოსოფიევკაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. აფეთქებები გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა კიროვოგრადის, ჩერკასის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში. „უკრენერგოს“ ცნობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ავარიული გათიშვები ფიქსირდება ოდესაში, სადაც სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და ქალაქი დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი. ელექტროენერგია…

მეტი...

8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი

5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღის ტემპერატურა +8 გრადუსმდე მოიმატებს. თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.

მეტი...

უკრაინამ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა. უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.

მეტი...

„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“- კახა ოქრიაშვილი

„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“,- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი უკრაინაში დაღუპული  ქართველი მებრძოლების ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს. ,,ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან. დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა, რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან…

მეტი...

,,სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული”- რატი ბრეგაძე

,,სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული,”- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ყოველთვის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას იღებდა. ,,უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა.…

მეტი...

,,2 წლამდე ბავშვებში უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით”- ინფექციონისტი

ვირუსული ინფექციების მართვა, შესაძლებელია ბინაზე, ოჯახის ექიმების რეკომენდაციითა და ჩართულობით, – ამის შესახებ ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო. „ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე – ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების…

მეტი...

,,ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ” – ღარიბაშვილი

ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან და მათთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 პროცენტის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20 პროცენტი იქნება. “გადავწყვიტეთ და საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადზე, ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს. ამას გარდა, ჩვენი ინიციატივით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, ამით ჩვენ დამატებითი…

მეტი...

,,ღირსეულად დაიკავებს კუთვნილ ადგილს ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით” – მელია ღარიბაშვილზე

,,ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები,”- ასე ეხმიანება უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, პრემიერმა დაღუპული მებრძოლები ფაქტობრივად დაადანაშაულა და მათ სამხედრო პატივით დახვედრა დაამადლა. „33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს – ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში! თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან…

მეტი...

,,გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას”- მიხეილ სარჯველაძე

,,გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიებზე ქულები დაწერის მცდელობებს პასუხი უნდა გაეცეს. ,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, რომ ეს ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ. აშკარად ჩანს, რომ ემოციებით თამაშით ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ყველაფერი ემსგავსება მეორე ტალღას, ამ ქვეყნის ომის მხარედ ქცევის მცდელობებს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. უკადრისი რამ არის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, მოვითხოვდი, რომ მომხდარიყო სასჯელის გადავადება”- გიორგი გრიგოლია

კლინიკა “ვივამედში” სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია მივიდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს უნდა შეხვდეს. გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, სასჯელის გადავადებას მოითხოვდა. “სიტუაცია მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ნუ ამ 6 თვეში მოხდა რაღაც გარკვეული გაუარესება, ის რაც ჩვენ დავწერეთ ბოლო კომისიაში, რომ ამ პირობებში, ჩვენ პირობებში მისი განკურნვა მთლიანად შეუძლებელი იყო, ალბათ ეს დასტურდება. თუ ჩავთვლით, რომ დღევანდელი მდგომარეობა, ვთვლით კი არა ეს ასე არის, რომ უარესია ვიდრე იყო მაისში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მკურნალობა მთლად ადეკვატური არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის…

მეტი...

,,აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში”- პრემიერი

აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელია. „უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო და დღეს, მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და…

მეტი...

,,ღარიბაშვილი ცდილობს, რუსეთისთვის “კუდის ქიცინის” პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს”- პაატა მანჯგალაძე

,,ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რუსეთისთვის “კუდის ქიცინის” პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიქართული განცხადებებით, ირაკლი ღარიბაშვილია. „საქართველოს ნამდვილად სჭირდება მშვიდობა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით განმტკიცდება. ვინც ამას ეღობება, ვინც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიქართული განცხადებებით, ირაკლი ღარიბაშვილია. მან, სამარცხვინო განცხადებით, კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი. ის საუბრობდა, რომ კიევზე შეტევის დროს უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხა. მას შემდეგ კიევზე შეტევა არ ყოფილა და თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში. მე ვსვამ კითხვას: ეს მამაცი ღარიბაშვილი რატომ ვერ ახერხებს…

მეტი...

,,მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა. „უკრაინის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული სამყაროს ფლაგმანი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს 21-ე საუკუნის კურსი. ზელენსკი ასევე განასახიერებს უკრაინელი ხალხის გამბედაობას და გამძლეობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო აირჩია Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, – წერს Financial Times-ი. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებსა და კიევში დარჩენის გადაწყვეტილების გახსენებისას, ზელენსკიმ Financial Times-ს განუცხადა : „მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი, ვერ ვიტან ადამიანების იმედგაცრუებას“.

მეტი...

,,ღვთაებრივი ძროხა”- მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

,,ღვთაებრივი ძროხა… ძროხა არის რომელსაც სიწმინდედ უნდა მიუდგე და ასეთი ძროხები დარბიან მიკროფონებით და შენ ამათთან მიმართებაში არ უნდა გქონდეს პროტესტი, როცა არასწორად მოქმედებენ”, – ამ სიტყვებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი ჟურნალისტებს მოიხსენიებს. მეუფე სტეფანეს განცხადებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურმა გამოთქვა სამართლიანი უკმაყოფილება იმაზე, რომ ანტიეკლესიური პროპაგანდის შედეგად, ადამიანებს მოეხსნათ ღვთის წინაშე შიში. ,,როცა საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურმა გამოთქვა სამართლიანი უკმაყოფილება იმაზე, რომ ანტიეკლესიური პროპაგანდის შედეგად, ადამიანებს მოეხსნათ ღვთის წინაშე შიში და ასეთი საქციელის ჩადენა, როგორიცაა მივარდნა სადღაც მონასტერში და იქ ძარცვა და საშინელი ქმედებების ჩადენა, ამის შესაძლებლობა რომ რაღაცნაირად ნებადართული გახდა მასმედიის მიზანმიმართული…

მეტი...

,,ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ,,ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“. მისი თქმით,  2008 წლის ომის დროს “მიწაზე იყო გართხმული”, ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრძოლის ველიდან გაიქცა. „ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ,…

მეტი...

სემეკი საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით მაღალი დონის საკონსულტაციო შეხვედრა თურქეთში, ქ. სტამბულში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა და ხმელთაშუაზღვის ზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგა სემეკის წევრი, ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, განიხილეს ენერგეტიკული კრიზისი და მისი დაძლევის გზები, ევროპისთვის ენერგიის ტრანზიტის ალტერნატიული შესაძლებლობები, განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებები. დავით ნარმანიამ ისაუბრა საქართველოს,…

მეტი...

,,სამჯერ ვიომეთ, საკმარისია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სამჯერ ვიომეთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში  მშვიდობა და სტაბილურობა,  დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ,,უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და დღეს მსოფლიოში და ევროპაში ძალიან მძიმე ვითარებაა. მე მინდა ასევე შევახსენო, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს რომ არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და თავიანთი სოლიდარობა გამოხატონ სხვა მიმართულებით, ჩვენ როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვართ ვალდებული, რომ ვიზრუნოთ თითოეულ…

მეტი...

,,ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება”- კახა კალაძე

თბილისი მერი კახა კალაძე უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს, უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ბევრს რომ ლაპარაკობენ, წავიდნენ და იომონ წინა პლანზე, კიევში კი არა, სელფებს რომ იღებდნენ”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი ჩვენი ვალდებულებაა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში რომ მშვიდობა და სტაბილურობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. „მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს – რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა. ყველა…

მეტი...

კობა კობალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ,,უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას, კიდევ 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.  ავთო რურუა, როლანდი კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს, ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. ჯამბულათ ხოფერია კი 1 დეკემბერს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხია და ბადრი მარაკელია აფხაზეთის ომის ვეტერანები იყვნენ. ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია კი, აფხაზეთის ომში იბრძოდა, ხოლო ბიძა, ჯამბულათი, ვის სახელსაც უკრაინაში გარდაცვლილი 25 წლის მებრძოლი ატარებდა, 1993 წლის 15 აპრილს, აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების…

მეტი...

,,მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს – გადმოსვენების ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპული სამხედროების  გადმოსვენების ხარჯები მთავრობამ დაფარა. „მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, ამ ომში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას…

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ…”- თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება და მათ ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად. „მინდა სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ, ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს უკვე გავლილი აქვს ის მძიმე ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიები უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას ნიშნავს სამხედრო აგრესია, რას ნიშნავს ომი და რას ნიშნავს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის.…

მეტი...

მკვლელობა ამბროლაურში – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, ძალაში შევიდა. ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა. რუსეთში წარმოებული ან ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლიმიტი ფასი ბარელზე 60 დოლარია. თუმცა, ზღვრული ფასი შესაძლოა, პერიოდულად გადაიხედოს ბაზრის ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით, ამიტომ ზღვრული ფასის ყოველი ცვლილების შემდეგ დგინდება 90 დღიანი გარდამავალი პერიოდი. ამასთან,  2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა ამოქმედდება.  

მეტი...

,,ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის”- ემანუელ მაკრონი

,,ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა. მისი თქმით, ომის დასრულების სამხედრო ვარიანტს ვერ ხედავს. „მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის. გასაგებია, რომ რუსეთმა და განსაკუთრებით პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ სულ მცირე ენერგია და საკვები, რამაც შექმნა ბევრი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომის დაღლილობა და სანქციების დაღლილობა. მნიშვნელოვანია…

მეტი...

,,შეიწყალეთ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი” – გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს

„ჩვენ რომ ევროპული ხელისუფლება გვყავდეს, 3-4 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა. ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ, შაბათს მიღებული რეზოლუცია შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ,,ჩვენ გვაქვს  ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტს- როგორც პირველი ნაბიჯი- ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ,…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმები საგრძნობლად შემცირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ოპერაციების რაოდენობა უკრაინაში საგრძნობლად შემცირდა. უწყების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსული თვითმფრინავები უკრაინაში დღეში ათობით ოპერაციას ასრულებდნენ, როცა 300-მდე ოპერაციას ასრულებდნენ. ,,ეს კლება დიდი ალბათობით უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემების განგრძობადი საფრთხის, რუსული თვითმფრინავებისთვის საფრენ დროს შეზღუდვის და ამინდის გაუარესების შედეგია. იმის გამო, რომ რუსეთის სახმელეთო თავდასხმების ტაქტიკა დიდწილად დამოკიდებულია ვიზუალურ იდენტიფიკაციაზე და უმართავ სროლაზე, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო ოპერაციებს დაბალი რაოდენობით ზამთარში, ცუდი ამინდის პირობებში”, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით კვლავ შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეაში მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვებს „ბომბი”, „იარაღი”, „სატელიტი” და სხვა „პატრიოტული” სახელები დაარქვან

ჩრდილოეთ კორეაში მშობლებს მოუწოდებენ, თავიანთ შვილებს „ბომბი”, „იარაღი”, „სატელიტი” და სხვა „პატრიოტული” სახელები დაარქვან. უცხოური მედიის ცნობით, აქამდე ფხენიანი ნებას რთავდა მშობლებს შვილებისთვის ისეთი სახელები შეერჩიათ, რომლებიც, სამხრეთ კორეაში გავრცელებული სახელების მსგავსად, რბილ ხმოვანზე ბოლოვდება. თუმცა, ხელისუფლების ახალი მოთხოვნის მიხედვით, მოქალაქეებმა უნდა შეიცვალონ და შვილებსაც შეუცვალონ „რბილი” სახელები და უფრო იდეოლოგიური და მილიტარისტული სახელები დაარქვან.

მეტი...