„იყო 116 კილო, ამ წუთში არის 73,6 კილო “ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილს კვლევა ჩაუტარა. როგორც კლინიკიდან გამოსული ექიმები აცხადებენ, მდგომარეობა საგანგაშოა. „კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი შესული იყო 116 კილო, ახლა არის 73,6. ახლა ავწონეთ ამ წუთას. კლება ძალიან სერიოზულია. ეს შეიძლება საკმაოდ მძიმედ შეფასდეს. ერთ-ერთი ავტორიტეტული და კარგი კლინიკაა, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება. ძალიან სწრაფად ხდება წონის კლება“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ექიმმა თენგიზ წულაძემ მედიასთან. სახალხო დამცველი, ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მივიდა

მეტი...

სახალხო დამცველი, ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მივიდა

ნინო ლომჯარია, კონსილიუმის წევრ ექიმების ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკაში მოვიდა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ექიმები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას შეისწავლიან და დასკვნას სასამართლოში წარადგენენ. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დღეს შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შემდეგაც მომზადდება დასკვნა. სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რა ფორმით ჩაერთვებიან პროცესში. „მხოლოდ რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. ვუთხარი, რომ მოსული არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. ასევე, მივიღეთ წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების შესახებ. დანარჩენი დრო მასთან ექიმებმა გაატარეს.  სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა მისი დროებით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე, თუ სასჯელის გადავადებაზე…

მეტი...

„დაღუპულების გამოსაყვანად შევედით, დაგვცხეს, დაჭრილები გვყავს“ – ქართველი მებრძოლი

უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტთან დაღუპული და დაჭრილი ქართველი მებრძოლების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პერიმეტრი მთლიანად რუსი სამხედროების ალყაშია. როგორც ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩქიშვილი ამბობს, სცადეს ბახმუტში შესვლა, თუმცა უკან მოუწიათ დახევა. „ვართ ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის მი­სად­გო­მებ­თან, სა­დაც არი­ან ჩვე­ნი და­ღუ­პუ­ლე­ბი. გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვე­დით და დაჭ­რი­ლი გვყავს, ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ომი იყო. დაგ­ვცხეს, გა­მო­ვე­დით უკან, უნდა და­ვის­ვე­ნოთ და ისევ შე­ვი­დეთ. ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი ჩვე­ნია, ქა­ლაქ ბახ­მუ­ტის შე­მო­გა­რენ­ზე არი­ან მომ­დგრე­ბი ერთ მხა­რე­ზე. ბახ­მუ­ტი ჩვე­ნია, ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლე­ბით“- ამ­ბობს ქუქჩიშ­ვი­ლი. შეგახსენებთ, რომ ბახმუტთან, რუს სამხედროებთან შეტაკებისას 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.

მეტი...

„ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ვინც არ რიგდება, გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში…“ – მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების შემდეგ პოლიტიკური გზავნილებიც გააჟღერა.  როგორც ბოდბელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, შერიგება ყველას ვალდებულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც წინააღმდეგი წავა, მათი გასტუმრება უნდა მოხდეს. „პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ხოლო ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ“, – აცხადებს მეუფე. მიტროპოლიტის შეფასებით,  ხალხს ვითომ ევროპა უნდა და ეკლესიაზე იწყებენ შეტევას. „ვითომ ევროპა უნდა ჩვენთან ხალხს და შეხედეთ, იწყებენ ხოლმე ეკლესიაზე შეტევას. ტელევიზიებს დავალებებს აძლევენ, გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ. მიშას დროს, სახელმწიფომ დაარიგა „შავ ჯიპებს“…

მეტი...

“საშინაო დავალება მოგვცეს, მათი ბავშვები ვინ არიან“ – მეუფე იაკობი 12 პუნქტიან გეგმაზე

ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს ეხება, მეუფე იაკობი მორიგ განცხადებას აკეთებს.  როგორც  ბოდბელი მიტროპოლიტი კითხულობს, „ საშინაო დავალება მოგვცეს… მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ“. მეუფე კითხვაზე პასუხს ითხოვს – დღეს თუ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ამის გამო უნდა ვიჩაგრებოდეთ? „დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის…

მეტი...

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაეცა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, კლინიკაში მისი შვილი დაეცა. როგორც ალასანია ამბობს, ეს ფაქტი მას დაუმალეს. „გავიგე, რომ დაეცა.  თვითონ არაფერი უთქვამს, მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, რაღაცები დამადესო“, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ალასანიას შეფასებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. „წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა.  შეიძლება, ამისი ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც…

მეტი...

აშშ რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში  წინასწარ განზრახული სისასტიკით მოქმედებს. ლოიდ ოსტინის შეფასებით, მოსკოვს მიზანში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს ამოღებული. „რუსეთი წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, – აცხადებს ოსტინი.  

მეტი...

ისაკაძის ქუჩაზე მანქანების მოძრობა მთლიანად იზღუდება

ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე  წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან   გაგარინისა და  ისაკაძის ქუჩების კვეთამდე. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ  მგალობლიშვილის ქუჩის,  ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით. ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.    

მეტი...

უკრაინა რუსეთს მოლაპარაკებისთვის პირობებს უყენებს

უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი 4 პუნქტის შესრულებას ითხოვს. პირობებთან დაკავშირებით ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია  საუბრობს. უკრაინული მხარის თქმით, მზად არიან,  უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა, ამისთვის რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს. დატოვოს უკრაინა; გადაიხადოს რეპარაციები; დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე; ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. როგორც არახამია განმარტავს, აღნიშნული პუნქტების შესრულების შემდეგ უკრაინა მზად არის, მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდეს.  

მეტი...

რუსეთმა და ბელორუსმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

რუსეთმა და ბელარუსმა თანამშრომლობის მორიგი პროექტები განიხილეს და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრ ჩავიდა, რომელმაც ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან გამართა. ხელი მოეწერა დოკუმენტს  რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. შოიგუმ და ლუკაშენკომ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ომის დასრულება უკრაინის ინტერესებში არ შედის და ყველაფერს აკეთებს პროცესის გასახანგრძლივებლად. „თუ უნდათ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელ, ან თუნდაც პოლონელ, ან რომელიმე დაქირავებულ მებრძოლამდე, ეს მათი საქმეა. არც მე და არც ჩვენი სპეციალური ძალები ვერ ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან სერიოზული მოლაპარაკებისთვის. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ომი. ამ შემთხვევაში…

მეტი...

უკრაინამ რუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა

მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკრაინის მხრიდან სანქცირებულები არიან. უკრაინამ სანქციები ათ სასულიერო პირს დაუწესა. როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, აღნიშნული სასულიერო პირები რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ან გაამართლეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ასევე, ისინი პრორუსულ ნარატივებში არიან „ბრალდებულები“. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის კუთხით ყოვლისმომცველ მუშაობას აგრძელებს და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელი ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა და მიიმალა, დაკავებულია

1960 წელს დაბადებულ ო.გ-ს, რომელმაც ამბროლაურში საკუთარი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა, დაკავებულია. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. რაჭაში,…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს გარკვეული გარანტიები სჭირდება

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარკვეული გარანტიები უნდა შესთავაზოს. როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, დასავლეთმა კონკრეტული ვარიანტები უნდა მოიფიქროს, რომელსაც პუტინს იმ შემთხვევაში შესთავაზებს, თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. „არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ არის შიში,  ნატო მის კარს მიაღწევს რაც შესაძლოა რუსეთისთვის საფრთხე აღმოჩნდეს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც ვართ მზად – როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.  

მეტი...

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი და სოლედარი ყველაზე მძიმე და ცხელი წერტილია

ბახუტში მომხდარ შეტაკებებთან და დაღუპულებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია რომ ბახმუტი და სოლედარი ყველაზე მძიმე და ცხელი წერტილებია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერი კეთდება ამ წერტილებში მყოფი მებრძოლების დასახმარებლად. „დონეცკის ოლქში – ბახმუტი და სოლედარი  ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც  დაცვა უკავიათ. ყველა, ვინც იქ არის, უდიდეს დაფასებას იმსახურებს” – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ბახმუტში შეტაკებებს 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ხუთი ქართველის ოჯახს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს

ერთ დღეში ხუთი მსხვერპლი – მძიმე დღე უკრაინაში. ხუთი ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლას შეეწირა. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა. დაღუპულები არიან:  დავით რატიანი;  გია ბერიაშვილი;  ბახვა ჩიქობავა;  დავით გობეჯიშვილი;  დავით მენაბდიშვილი;  ნიკოლოზ შანავა;  არკადი კასრაძე; ალიკა ცაავა; ზაზა ბიწაძე;  ვიტალი ორბელაძე;  ტატო ბიგვავა;  რატი შურღაია;  გიორგი გრიგოლია;  კირილ შანავა;  დანიელ გერლიანი;  ალუდა ზვიადაური; კახა…

მეტი...