,,მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმას ეხმიანება, რომელსაც ახალშობილი ემსხვერპლა. მისი თქმით,  რუსეთი პასუხს აგებს იმ ბოროტების გამო, რაც მან უკრაინას მოუტანა. ,,ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვილნიანსკის საავადმყოფოს სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩვილი გარდაიცვალა, ქალი კი დაშავდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ისევ ხალხია. ოკუპანტებმა კუპიანსკის მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა სერვისი მუშაობს ადგილზე. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს. სამაგიეროდ, ის…

მეტი...

,,დეკემბერ-იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,წელს, გრიპის შემთხვევების მატება შედარებით ადრე დაიწყო, გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით,  ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი, ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები  H1-N1 ტიპის ვირუსის. „საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ- იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა…

მეტი...

კახეთში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ორთვენახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძე, ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ის თბილისში გადაიყვანა. ცოლის დაჭრისათვის, სამართალდამცავებმა დაჭრილის ქმარი, 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ბებიასთან იმყოფებიან. გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას…

მეტი...

,,დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს“- ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ”მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. ,,მალე გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული შემოაბიჯებს 23 ნოემბერი, მას მერე რაც უფლის არსებობა გავითავისე, მისი მხედარიც ყველაზე ახლობელი გახდა ჩემთვის, წმინდა გიორგის სასწაულებრივი ძალა, ისტორიიდან, დიდგორის ბრძოლიდან კი არა შევიმეცნე, არამედ საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ, ჩემი ოჯახისთვის წმინდა გიორგი ძალიან ძვირფასია. შარშან 23 ნოემბერს, გიორგობას მას შევავედრე: „წმინდა მხედარო, მის ნატანჯ სხეულს მის ფაქიზ სულსაც შენ უწინამძღვრე-თქო…“ მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა. და დიახ, წმინდა გიორგისთან ერთად ჩვენც ვდიდგორობთ, ამ დღეებში მორიგი უსამართლო და სამარცხვინო…

მეტი...

მკვლელობა ხარაგაულში – დაკავებულია ერთი პირი

მკვლელობა ხარაგაულში –  სამართალდამცველებმა მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სისხლიანი გარჩევა, რომლსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. გარჩევა ქუჩაში გაგრძელდა, რასაც 4 გასროლა მოჰყვა.

მეტი...

სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და იძულების ბრალდებით ბიზნესმენი დააკავეს

სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და იძულების ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. საქართველოში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, გიდონ ჰაკამი ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ბიზნესმენი მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა მის მეგობარ ახალგაზრდა ქალზე. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 11″-139 და 126″ მუხლებით.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა იყოს უკვე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას. მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის მკაცრი სტრატეგია როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორი წარმოუდგენია მაგალითად ერთ თვეში. სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად ეკონომიკური განვითარება როგორი უნდა იყოს ქვეყნის, მათ შორის როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს…

მეტი...

აფეთქება იერუსალიმში – არის მსხვერპლი

იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებულის  მდგომარეობა მძიმეა, ისინი  საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პირველი აფეთქება იერუსალიმის შესასვლელთან, დილის 07:06 საათზე მოხდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. “ისრაელის არმიის რადიოს” ინფორმაციით, აფექთება ადგილზე დადგმულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მეორე აფეთქება დაფიქსირდა ქალაქის “რამოტის გასაყარზე” დილის 7:30 საათზე, განაცხადა პოლიციამ. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან 3 ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით იქნა ევაკუირებული. ისრაელის პოლიცია იძიებს  ვინ დგას მომხდარის უკან.

მეტი...

სომხეთში პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” სამიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის ორგანიზატორი პარტია „ნაციონალ-დემოკრატიული პოლუსი“ იყო. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ – „რუსეთი მტერია!“. აქტივისტების განცხადებით, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, სომხეთის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს. დღეს სომხეთში კვლავ იგეგმება აქციის გამართვა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის სომხეთში 2020 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად ჩავა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკვე ერევანში იმყოფება.

მეტი...

,,ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე, რომ ქურქუმალ ვაიტის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი გაქვს, კი უნდა გამოაცხადო თვითლიკვიდაცია”- ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავთან დაკავშირებით, მოკლეს პოსტს აქვეყნებს. ,,ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე რომ ქურქუმალ ვაიტის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი გაქვს პარტიას ქართველი ხალხისთვის, კი უნდა გამოაცხადო თვითლიკვიდაცია,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც თავმჯდომარის არჩევის წესზე იმსჯელებენ.

მეტი...

 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, დააკავეს 28 წლის კაცი, რომელსაც ბრალად 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობა ედება. რვა წლის გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს აშანტაჟებდა. შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა. დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს.  

მეტი...

გასულ დღე-ღამეში სუმის ოლქის დასახლებებში 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე.  გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა სპეციალური პუნქტები, რომლებიც ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება და საშუალებას მისცეს მოსახლეობა საბაზისო სერვისებს უფასოდ მიიღოს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია ოთხი ათასი ასეთი პუნქტი.

მეტი...

კრემლი სავარაუდოდ, საინფორმაციო ფონს ამზადებს ბელგოროდის ოლქზე “უცხო დროშით” შეტევისთვის – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლი ინფორმაციულ წინაპირობებს ქმნის, რუსეთის ბელგოროდის ოლქში “ცრუ დროშის” თავდასხმისთვის. მათივე ცნობით, ეს სავარაუდოდ, რუსეთს მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის აღდგენის მცდელობაა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ჰიპოთეზის გახმოვანება იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ და სხვა რუსული წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დაიბრუნონ კონტროლი კუპიანსკზე, ხარკოვის ოლქზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ უკრაინის თავდასხმის საფრთხე. ანალიტიკოსების თქმით,  რუსეთის განცხადებები ბელგოროდის რეგიონზე უკრაინის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ აბსურდულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ფართო საზოგადოების დაშინებას ომის მხარდასაჭერად.

მეტი...

2 ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ”ვაგნერის” წევრი „სიმამაცის ორდენით” დააჯილდოვეს

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებულმა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული, კონსტანტინ კისილიოვი „სიმამაცის ორდენი” და მეთაურის თანამდებობით დააჯილდოვეს. კისილიოვი ორი ქალის მკვლელობისთვის, 2017 წლიდან  9-წლიან სასჯელს იხდიდა. „ვაგნერში“ კი, 2022 წლის სექტემბერში გაწევრიანდა მას შემდეგ, რაც კოლონიაში პატიმრების დასაქირავებლად იმყოფებოდა სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. არსებული ინფორმაციით,  კისილიოვის ცოლმა ქმრის ყოფილ თანამესაკნეებს განუცხადა, რომ მან ორდენი და მეთაურობა იმის გამო მიიღო, რომ  საარტილერიო შეტევისას ქვედანაყოფიდან მხოლოდ ის გადარჩა.  

მეტი...

სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანაში ჩავიდა, სადაც  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. შეგახსენებთ, დღეს სომხეთის დედაქალაქში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები – რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.

მეტი...

,,დეოკუპაციის პროცესს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება ანელებს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების პროცესს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება ანელებს. მისი თქმით, ფრონტზე საომარი მოქმედებების ინტენსივობა ძალიან მაღალია. ,,დეოკუპაციის პროცესს ანელებს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება. ომის ინტენსივობა ძალიან მაღალია – ყოველდღიურად 60 000 დაბომბვა ჩვენს პოზიციებზე. რა თქმა უნდა, იარაღის მოცულობა, რომელიც უნდა მივიღოთ – კერძოდ, გარკვეული ჭურვები – უზარმაზარია და ამის სწრაფად გაკეთება ლოგისტიკურად რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

„რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე”- ნიკა მელია

,,რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე. 2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით,  19 წლის წინ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა. „დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე. დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო…

მეტი...

,,ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება”- ოლივერ ვარჰეი

,,ევროკავშირის ლიდერებმა მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება,” – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა  კვლავაც დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე. „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მკაფიო კრიტერიუმებს და სტანდარტებს და დაფუძნებულია თითოეული ქვეყნის დამსახურების პრინციპზე, რჩება ჩვენს გეოსტრატეგიულ ინტერესებში. ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მათ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება. ევროპამ…

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო დაბომბეს – დაიღუპა ახალშობილი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ახალშობილი დაიღუპა. „ღამით, რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილებას. მწუხარება იპყრობს ჩვენს გულებს – ახალშობილი მოკლეს”, – წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი.  

მეტი...

,,მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც”- ლიუდას მაჟილისი

ევროდეპუტატ ლიუდას მაჟილისის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო და  მკაფიო პერსპექტივა უნდა მიცეს საქართველოსაც.  ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს განაცხადა, სადაც გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს. „2004 წელს ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღის შემდეგ, ჩვენ მუდამ გვესმის საუბრები გაფართოებით გადაღლილობაზე, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გაფართოების გარეშე ყოფნის გადაღლილობა გვჭირს. მგონი, ჩვენ ამოვწურეთ ის რეაქტიული სიგნალები, რომლებსაც ვუგზავნით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა დარჩნენ. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, დაუახლოვდით ევროკავშირს, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ მოიცადეთ და იყავით კანდიდატები. მსოფლიოს მოთმინება ამოუწურავი არ არის. ჩვენ ასე…

მეტი...

,,რუსებს კიდევ 3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლიათ”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს აქვს საკმარისი რაკეტები კიდევ  3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელონ. მისივე თქმით, რუსეთს ზოგიერთი სახეობის რაკეტის 10%-ზე ნაკლები დარჩათ „თავდასხმა, რომელიც 15 ნოემბერს მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. თუ ვსაუბრობთ ისეთ დაბომბვაზე, როგორიც იყო, მაშინ მაქსიმუმ სამი-ოთხი ასეთი დაბომბვა შეუძლიათ“, – განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – დაშავდა 22 ადამიანი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დღეს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.

მეტი...