,,პოლიტიკური ძალა, სადაც კეზერაშვილი აფართოებს საკუთარ გავლენებს ნაძარცვი ფულის წყალობით”- კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობაზე”

,,ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც კეზერაშვილი აფართოებს საკუთარ გავლენებს ნაძარცვი ფულის წყალობით“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გადაყენებაა იმ პროცესის მთავარი იდეა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. „ამ გავლენებით წარიმართება ის პროცესები, რასაც პარტიაში ვხედავთ. ერთი დაჯგუფება არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის, რომელსაც წარმოადგენს ხაბეიშვილი, მეორე მხარეს კი არის ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. სინამდვილეში, თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის საინტერესო. ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორით შეიცვლება. ეს პროცესი უკავშირდება არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ მელიას გადაყენებას. მელიას გადაყენებაა მთავარი იდეაა იმ პროცესისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ…

მეტი...

,,კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას”- კარენ დონფრიდი

,,საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა…ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას,”- ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს. მისი თქმით, კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელია და  მხარს უჭერს მას. „ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს…

მეტი...

,,გთხოვთ გადმომასვენებინეთ ერთადერთი შვილი”- თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილის ცხედარს ოჯახს დავალიანების გამო არ ატანენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს. ,,ვთხოვ მთავრობას, რომ ერთადერთი შვილი გადმომასვენებინოს,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა. 15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდი თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩაიყვანეს, თუმცა მოზარდი კვირას გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ცხედარს ოჯახს დავალიანების გამო არ ატანენ. დავალიანება 44 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სიის ათეულშია

Goal-მა 2023 წლის­თვის “ოქ­როს ბურ­თის” პრე­ტენ­დენ­ტთა სია გა­ნა­ახ­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, “ნა­პო­ლი­სა” და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცველი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა ხუთი პო­ზი­ცი­ით დაწინაურდა და ათე­ულ­ში მოხვდა. “ოქ­როს ბურ­თის” ტოპ-ათე­უ­ლი ასე გამოიყურება: 1. ლეო მესი (პსჟ) 2. ნე­ი­მა­რი (პსჟ) 3. კი­ლი­ან მბა­პე (პსჟ) 4. ერ­ლინ ჰო­ლა­ნი (მან­ჩეს­ტერ სიტი) 5. რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი (ბარ­სე­ლო­ნა) 6. ვი­ნი­სი­უ­სი (რე­ა­ლი) 7. კე­ვინ დე ბრუ­ი­ნი (მან­ჩეს­ტერ სიტი) 8. ჯა­მალ მუ­სი­ა­ლა (ბა­ი­ერ­ნი) 9. მო­ჰა­მედ სა­ლა­ჰი (ლი­ვერ­პუ­ლი) 10. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი)

მეტი...

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ”- სენატორი

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ,”- ამის შესახებ  -შშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე  სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა გადაიხედოს აშშ-ის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ,,ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ცდილობს, პოზიტიური როლი ითამაშოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ თავად საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ. ჩვენ ამ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ, რათა იქ რეფორმები განხორციელდეს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს დახმარება უნდა მივაბათ იმას, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მართალია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ეს არ არის კარგი იდეა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას…

მეტი...

ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ცვლილების თანახმად ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია. ხოლო ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.  

მეტი...

რუსეთმა 83 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 83 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 83 110; ​ტანკი – 2 878; ჯავშანტექნიკა – ​5 804; საარტილერიო სისტემა – 1 860; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 261; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 531; საკრუიზო რაკეტები – 374; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 362; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 160.

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად”- სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

,,კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, იყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირების შესახებ ჩვენს საერთო ხედვაზე. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი…

მეტი...

,,საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”- პოლონეთის ელჩი ნატო-ში

ნატო-ში პოლონეთის ელჩის განცხადებით, მათ სასაზღვრო სოფელში რაკეტის ჩამოვარდნაზე “საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”. “საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, – განაცხადა სატკოვსკიმ. მისი თქმით, ინციდენტი არ მოხდებოდა, რუსეთი უკრაინას თავს რომ არ დასხმოდა და არ ჩართულიყო ომის დანაშაულებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის განცხადებით, რაკეტა რუსული წარმოებისაა.

მეტი...

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრსა და ოდესაში

Ukrinform-ის ინფორმაციით, დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა მდინარე დნეპერზე მდებარე ქალაქ დნიპროში. ქალაქის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა. აფეთქება 08:56 საათზე გაისმა კიევშიც. კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით,  რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ამასთან, უკრაინის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, დილიდან  საპორტო ქალაქ ოდესაში რაკეტა ისროლეს.  

მეტი...

2022 წლის იანვარი-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარი-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი) – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი- ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით. „2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ…

მეტი...

ბაგებში ხის დარგვის აქცია გაიმართა

თბილისში, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე ხის დარგვის აქცია გაიმართა. ტაძრის ეზოში 50-მდე კვიპაროსისა და 400-მდე ტუიას ნერგი დაირგო. დარგვის აქცია საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მოსახლეობამ, ტაძრის მრევლმა და ვაკის გამგეობის წარმომადგენლებმა მიიღეს. “საპატრიარქოს ფონდი “გაამწვანე საქართველო” ეროვნული სატყეო სააგენტოს მუდმივი პარტნიორია, ჩვენ არაერთი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭაჭიაშვილმა.

მეტი...

,,პუტინი შეეცდება უკრაინის მორჩილებაში გაყინვას”- გაეროში აშშ-ის ელჩი

გაეროში აშშ-ის ელჩის განცხადებით,  უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების აფეთქება ვლადიმერ პუტინის მცდელობა და განზრახული ტაქტიკაა, რომ “გაყინოს კიევი მორჩილებაში”. ,,ეს ტრაგედია არასდროს მოხდებოდა, რომ არა რუსეთის უაზრო შეჭრა უკრაინაში და მისი ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ თუ ძალით ვერ დაიკავებს უკრაინას, ის შეეცდება ქვეყნის მორჩილებაში გაყინვას”,- განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.    

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას  431 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას  431 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1266-ზე მეტი. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 423, ხარკოვის ოლქში – 264, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 64, ზაპოროჟიეს ოლქში -70 ლასტროვის ოლქში – 64. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

კანადა უკრაინას 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინას დამატებით, დაახლოებით 34 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ. სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს. დახმარება მოიცავს: დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად; 18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის;  10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით.  

მეტი...

”Warner Bros”-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ამერიკულმა კომპანიამ Warner Bros-მა რუსულ ჰოლდინგს National media group-ს მიმდინარე წელს საკუთარი ფილმების ჩვენება აუკრძალა. გამოცემის ცნობით,  საახალწლო არდადეგებზე რუსები “ჰარი პოტერს” ვეღარ უყურებენ. ცნობისთვის, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.

მეტი...

,,თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ”- ოლექსი რეზნიკოვი

,,თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ,”- ასე აფასებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას. „რამშტეინ 7“ რამდენიმე სიტყვით : თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ახალი ინიციატივებისთვის. ველით დიდ შედეგებს გერმანიაში მომავალ შეხვედრამდე“, – წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.  

მეტი...

სეზონური გრიპის ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. ,,იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება”,…

მეტი...

უკრაინის უშიშროებამ კადიროვზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “ტელეგრამ” არხი ავრცელებს. მედიის ცნობით,  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს სურს, კადიროვი მუხლებზე დააყენონ ფართომასშტაბიანი ომისა და აგრესიული სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის.

მეტი...

ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე თქმით,, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს. „ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, – განაცხადა შს მინისტრმა. მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი. მინისტრის ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას ოკუპანტები დაკავებულებს აწამებდნენ.

მეტი...

,,უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მიმსი თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები, შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია…

მეტი...

,,თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას  მშვიდობა გვექნება, თუ ზელენსკი მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. მისივე თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე, კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დადგება შეთანხმების დრო. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს…

მეტი...

,,რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, რისი გაკეთებაც სცადეს, ვერ მოახერხეს”- მარკ მილი

,,რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად..რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს,”- ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელების მიზანი, ფიზიკურად გააძევონ რუსეთი უკრაინიდან სამხედრო გზით, ძალიან რთული ამოცანაა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. „რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან. წააგეს სტრატეგიულად, წააგეს ოპერაციულად და ვიმეორებ, ტაქტიკურადაც წააგეს. რისი გაკეთებაც მათ სცადეს, ვერ მოახერხეს. მათი მიზნების სტრატეგიული გადახედვა, მათი უკანონო შემოჭრა, ყველაფერმა წარუმატებლობა განიცადა. თითოეულმა მათგანმა. დაახლოებით 900-მდე კილომეტრის ფრონტის გასწვრივ უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს ერთმანეთის მიყოლებით, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან“,- განაცხადა გენერალმა. მისივე განცხადებით,…

მეტი...