უკრაინაში ომს ქართველი ძმები ემსხვერპლნენ

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ემსხვერპლეს. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ძმა, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანი, თემურ მაჭარაშვილი აპრილში ზაპოროჟიეს ფრონტზე ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით მოკლეს. თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ომის დაწყების დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა დაბრუნება და ოკუპანტთან ბრძოლა პირველივე დღეს გადაწყვიტეს.

მეტი...

,,ლიბერალები არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს”- დიმიტრი ხუნდაძე

„აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას.  ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი. ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალია“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ. მის თქმით, ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა და  ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს, ამ დროს კი ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაძლოა ტრადიციული, პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ. „ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც…

მეტი...

,,მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ რუსები და დედამიწაზე ერთადერთი ასეთი სახელმწიფო ვართ”- ალეკო ელისაშვილი

,,მიწა-წყალი შემოგვიღობეს კიდევ ზუსტად იმ დღეს, როცა უკრაინული არმიის დანახვაზე რუსები უკან მოუხედავად გარბოდნენ, იმ დღეს ისევ დაგვამცირეს რუსებმა, დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფო ვართ – ტაჯიკეთი არ ეპუებათ, ყაზახეთის პრეზიდენტი ხელს არ ართმევს და ჩვენ ისევ გვჩაგრავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ჩვენ გვამცირებენ ისევ რუსები. „მინდა, აქ წარმოდგენილ უკრაინელებსაც და მთელ უკრაინელ ერს მივულოცო ხერსონის დაბრუნება რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. მეც, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ამ დედამიწაზე, ცრემლებით ვუყურებდი, როგორ ეგებებოდნენ ხერსონელები საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას ოკუპირებულ ქალაქში და როგორი აღტაცებულები სკანდირებდნენ…

მეტი...

,,ოლიგარქების სილუეტები მხოლოდ ოპოზიციის მხარეს, მათ  ზურგსუკან ფიქსირდება და არა ხელისუფლების”- მიხეილ სარჯველაძე

„დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია და მოლდოვასაც, ერთი სხვაობით, იმ სახელმწიფოს, რომელსაც მიღებული ჰქონდა ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მასთან მიმართებაში ევროკომისიამ გასცა რჩევა, რომ ემუშავათ ამ კანონის იმპლემენტაციაზე.  აქვე ვიტყვი, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, რომ თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს ნიშნავს და საქართველოში და ქართულად სხვა რამეს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, სწორედ, ოპოზიციის მეცადინეობით მოხვდა ე.წ 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც და საქართველომ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები რათა დაარწმუნოს ევროკომისია ამავე…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა”- ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 83 კილოგრამს იწონის, რაც მისთვის კატასტროფაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი „ვივამედში“ დღეს შეიკრიბება. „მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ, დღეს უნდა გაიმართოს კონსილიუმი. დილით უთხრეს, რომ დღეს შედგება. რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც რესპუბლიკურ კლინიკაში ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში გადმოგვეცემა და ამერიკელ ექსპერტთან გადავაგზავნით. ჯერ კვლევა არ გვინახავს. 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა. ვთხოვე, რომ ყოველდღე მოხდეს წონის გასინჯვა“, – განაცხად ხაჭაპურიძემ.

მეტი...

,,რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  რუსეთი დღევანდელი ფორმით ვერ იარსებებს და აუცილებელია, მან პოლიტიკური გარდაქმნა განიცადოს. „არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის. რუსეთი ვერ განაგრძობს არსებობას დღევანდელი ფორმით და დღევანდელი მმართველი ელიტებით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფისთვის და გაიაროს პოლიტიკური ტრანსფორმაცია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.    

მეტი...

,,სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ეთქვას დადებითი პასუხი”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, მიმაჩნია, დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, საქართველოს ეთქვას კი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს. ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის“. კითხვაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, თქვენ მიმართავთ მათ, რომ თქვენც გჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ„დიახ,…

მეტი...

სტივ ჯობსის ფეხსაცმელი აუქციონზე 200 000 დოლარად გაიყიდა

უცხოური მედიის ინფორმაციით, სტივ ჯობსის სანდლები აუქციონზე 200 000$-ად გაიყიდა. გამოცემის ცნობით, სანდლები, რომელიც Apple-ის დამფუძნებელს 1970-იან წლებში ეცვა, ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.

მეტი...

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში სამშაბათს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქის მერი, ივან ფედეროვი ავრცელებს. ,,ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე ლიცეუმის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი”, – წერს ივან ფედოროვი Telegram-ზე. ფედეროვის თქმით, რუსი სამხედროები ადგილობრივების სახლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სახლდებიან, საცხოვრებელ პუნქტებში სამხედრო ტექნიკას ათავსებენ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს”- ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს. ,,რამდენიმე თვის წინ დაეწყო ტკივილები. მარცხენა ხელი ატროფირებული, პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლდევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს”,- განაცხადა  ხაჭაპურიძემ. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე დააყენონ სასამართლოში შუამდგომლობა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ თუ მოესწრება ტექნიკურად, შუამდგომლობას დააყენებენ.

მეტი...

,,მთავრობა მიიჩნევს, რომ ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა”- სალოომე ზურაბიშვილი

,,ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტის ჰკითხა, ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ რთულია იმის გაგება, ვის მხარეს არის საქართველო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას. „სრულად უკრაინის გვერდით – რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში. თქვენ თუ ჩამოხვალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია…

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 82 080 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 82 080 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 82 080; ​ტანკი – 2 861; ჯავშანტექნიკა – ​5 773; საარტილერიო სისტემა – 1 850; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 208; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 261; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 511; საკრუიზო რაკეტები – 399; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 351; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 160.

მეტი...

,,საქართველოს საზღვარი 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა”- სალომე ზურაბიშვილი

,,700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან, საქართველოში დაახლოებით, 100 000 დარჩა. ,,მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო,…

მეტი...

საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი დაიწყო

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.

მეტი...

,,გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მედიკოსები მესამე პრეზიდენტის დიაგნოზებს ისევ ვერ ადგენენ. მისი თქმით, ექიმები ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს. ,,ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს. სახსრის ტკივილთან დაკავშირებითაც რაიმე კონკრეტული დიაგნოზი არ დასმულა ანუ შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, რასაც „ვივა-მედის“ ექიმები აცხადებენ, იგივეს დააკოპირებს ქოფი-ფეისთით, იტყვიან, რომ აქვს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი. ამ მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, თავშივე მინდა გავაფრთხილო,”- განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

რუსთავში პიტბულმა 18 წლის ბიჭი დაკბინა

რუსთავში, შარტვას გამზირზე 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა. ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დაშავებული ბიჭის დედის განცხადებით, ეზოში დაბმულმა პიტბულმა აიწყვიტა და მისი შვილი ფეხის არეში დაკბინა. ბიჭს ორ ადგილს ღრმა ჭრილობა აქვს.  

მეტი...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. ,,იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო კი, 22 ნოემბრამდე…

მეტი...

საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. უწყების ცნობით, დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით…

მეტი...

,,მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს”- ზელენსკი პუნქტებს აქვეყნებს

,,მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს – უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები. „უკრაინის წინადადებები ასეთია : 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სურსათის უვნებლობა; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობის აღდგენა; 8. ანტი-ეკოციდი; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დასრულების დაფიქსირება“, –…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე”- პაველ ჰერჩინსკი

,,იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური. „ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ…

მეტი...

,,ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“- რიში სუნაკი ომზე

„ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა.  მისი თქმით,  რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგი მოუტანა. მისი თქმით, ეკონომიკური საკითხები,”რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება“. „ერთადერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს, არის ის, რომ რუსეთი გამოვიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მეტი...

ქუთაისში ესტონელი ტურისტი გაუჩინარდა

ქუთაისში ესტონელი ტურისტი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქუთაისში სამოგზაუროდ ჩავიდა და ახლობლებთან კონტაქტზე არ გასულა.

მეტი...

,,რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი”- შარლ მიშელი

,,რუსეთმა შეწყვიტოს უაზრო ომი და პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას“- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოვიდა. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრის, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში არაფორმალური კონტაქტების გამოყენება, რათა დავარწმუნოთ „დიდი ოცეულის“ ყველა პარტნიორი, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.  

მეტი...

,,რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით აშანტაჟოს. მისი თქმით, რუსეთმა ზაპოროჟიეს სადგური აქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“.

მეტი...

კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. თანამშრომელთა დათხოვნა კომპანიაში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. სამუშაო ადგილები შემცირდება ხმოვანი კონტროლის მოწყობილობების, Alexa-ს მწარმოებელ განყოფილებაში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და საცალო გაყიდვის განყოფილებებში. შემცირება კორპორატიული თანამშრომლების დაახლოებით სამ პროცენტს შეეხება და ამაზონის“  ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თანამშრომლების შემცირების მიზეზი გაურკვეველი მაკროეკონომიკურო გარემოა.

მეტი...

,,ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხალხს გაუნადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ოკუპანტებმა ყველაფერი განგებ გაანადგურეს. ეს არის მათი სპეცოპერაცია. ზამთრის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს ხალხს აბსოლუტურად მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკული ობიექტი ქალაქში და ოლქში დანაღმულია. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვადგინოთ ნორმალური პირობები ჩვენი ხალხისთვის. ყველასთვის აშკარაა, რას ნიშნავს უკრაინა, რას ნიშნავს, ჩვენი დროშის არსებობა. როდესაც არის უკრაინული დროშა, არის ცივილიზებულობა, თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ხალხზე ზრუნავს. არის ყველაფერი, რასაც ანადგურებენ, როდესაც დამპყრობელი მოდის. აი, რას ნიშნავს რუსული დროშა – სრულ განადგურებას. არ არის არც…

მეტი...

რუსეთმა ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა კანადის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კანადის 100 მოქალაქე, მათ შორის მსახიობი ჯიმ ქერი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ,,კანადის პრემიერმინისტრის, ჯ. ტრუდოს რეჟიმის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების, ბიზნესმენების, ექსპერტების, ჟურნალისტების, კულტურის მოღვაწეებისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში შესვლა კანადის 100 მოქალაქისთვის აკრძალულია” – აცხადებენ კრემლში. ცნობისთვის, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები 23 პირს შეეხება, მათ შორის იქნებიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.  

მეტი...

,,ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინა არავითარ პირობებზე არ გაჩერდება თავისი ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. „ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანია რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირ პირობებზე არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, – წერს ზალუჟნი. როგორც ზალუჟნი აცხადებს, საოკუაპციო ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას ხარკოვის მიმართულებით, ასევე ხერსონის მიმართილებით უკრაინელი სამხედროები სტაბილიზაციურ მოქმედებებს ახორციელებენ და…

მეტი...