,,უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან,”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთი, შესაძლოა, კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებდეს. „უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობა მათი მხარდაჭერაა”, – განაცხადა დიპლომატმა. ცნობისათვის, ბრიუსელში დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება. მინისტრები განიხილავენ თეირანის როლს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად.

მეტი...

ვინ არის სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი – მედიაში დაკავების კადრები ვრცელდება

თურქულ მედიაში, სტამბოლის ცენტრში, ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ქალის დაკავების კადრები ვრცელდება. დაკავებული სირიის მოქალაქე აჰლამ ალბაშირია. არსებული ინფორმაციით, შემოწმდა უსაფრთხოების 1200 კამერა, რომლებმაც დააფიქსირა ქალი, რომელმაც ქალაქის ცენტრში ასაფეთქებელი ჩანთით დატოვა. სამართალდამცველებმა შეისწავლეს მისი მარშრუტები შემთხვევის ადგილისკენ. სპეცოპერაცია 21 მისამართზე ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი 46 ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, დაკითხვისას მან აღიარა,  ქურთისტანის მუშათა პარტიასთან [PKK] თანამშრომლობა და თქვა, რომ აფეთქება სწორედ PKK-მა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე…

მეტი...

King David-ის მიმდებარედ კლდის ნაწილი ჩამოიშალა

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს King David-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ დროსთვის სავალი გზა ჩახერგილია. დაშავებულთა შესახებ ან ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

,,ვინც ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს”- გია ვოლსკი

,,ის, ვინც დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპარლამენტს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ცალკეულ პიროვნებაზე კანონპროექტის მორგება და ამაზე საუბარი ევროპარლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არის ევროსტრუქტურების დისკრედიტაცია. „ევროსტრუქტურებიდანაც საკმაოდ კეთილგანწყობილი რეკომენდაცია მივიღეთ. არსებობს უკრაინაში მიღებული კანონი, არსებობს კრიტერიუმები და თუკი ამ კრიტერიუმებზე რამე დასამატებელია ან ამოსაკლები, ამის გარჩევა სამუშაო ჯგუფებში შეიძლებოდა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ეს არ მოხდა. ამ საკითხის განხილვა ისე, რომ ეს უნდა ეხებოდეს ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ის იგულისხმა,…

მეტი...

,,შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც პარტია თავიდან ბოლომდე ჩამოშალა”- გიორგი მუმლაძე

,,რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია” – ამის შესახებ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც  პარტია”თავიდან ბოლომდე უძრაობამდე მიიყვანა”. ,,დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, ”ნაციონალურ მოძრაობაში” განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია…

მეტი...

2022 წლის III კვარტალში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციიტ, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობიტ, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. „შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.9 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი  გაიდაის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს. „უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – განაცხადა გაიდაიმ. მისი თქმით, ბელოგოროვკა რუსული ძალების მხრიდან მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშაა და „სოფლიდან არაფერია დარჩენილი“.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში – ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია ღამით სოფელ ოზურგეთის გზაზე მოხდა. 70 წლამდე ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მეტი...

,,ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონო სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თურქი ხალხის ტკივილს იზიარებს. „ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში.“ ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა…

მეტი...

,,ქუჩაში პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას”- პაატა მანჯგალაძე

,,როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და პირველი გავალ მე, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ მიიღო. „უკრაინაში ეს კანონი მიიღო თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ და საქართველოში ოლიგარქია გვაქვს ხელისუფლებაში. მთავრობის წევრებს მარიონეტებს ეძახიან, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს ივანიშვილს, ღარიბაშვილი და კობახიძე კი დარჩნენ მის თანაშემწედ და ხელის ბიჭად. ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როგორც კი უკრაინა მიაღწევს წარმატებას და ფაქტია აღწევს, დაიწყება…

მეტი...

,,ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება და ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს. „შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს სტოლტენბერგი. ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერაქტის ბრძანება კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

მეტი...

აშშ 14 ფიზიკურ პირს და 28 სუბიექტს სანქციებს უწესებს

აშშ-ის  სახელმწიფო ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ახალი სანქციები ინდივიდებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს შეეხება, რომლებიც მუშაობენ სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე რუსეთის ომისთვის უკრაინაში. მისი თქმით, სანქციები 14 ფიზიკურ პირს და 28 სუბიექტს, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს შეეხებათ. ,,ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, ჩავარდეს რუსეთის ომის ძალისხმევა და უარი ეთქვას  საჭირო აღჭურვილობაზე სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გზით”, – განაცხადა ილენმა.

მეტი...

,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ”- ირაკლი ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე

,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებს. ზარქუა აშშ-ს ურჩევს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციები დროულად შეასრულონ. ,,ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი. ჩვენ მიუხედავად ამ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთოს/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს რომ ის რეკომენდაციები, რაც არის…

მეტი...

,,აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის”- ნიკოლ ფაშინიანი

,,აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 54 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. „აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებს „ჩვენს მოქალაქეებს“ უწოდებს და ამავდროულად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ესვრის მათ. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 54 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 16. არის თუ არა ეს აზერბაიჯანული მხარის ნარატივის რეალიზება, რომლის მიხედვითაც „მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია?“,- განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

ილონ მასკი “ტვიტერზე” გადასახადის დაწესებას გეგმავს

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ყველა მომხმარებეს შე­ეძ­ლე­ბა ჰქონდეს  ვე­რი­ფი­კა­ცი­ის დამადასტურებელი ლურჯი ნიშანი . აღნიშნული ”სერვისისთვის” სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­თვი­უ­რად 20 დოლარის გადახდა მოუწევთ. იმ ან­გა­რი­შებს, რომ­ლე­ბიც უარს იტყვი­ან თან­ხის გა­დახ­და­ზე, ლურ­ჯი ნი­შა­ნი ჩა­მო­ერ­თმე­ვათ. “ამ­ჟა­მად მთე­ლი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – დაწერა მასკმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მასკმა გამოკითხვაც ჩაატარა,  რომ­ლის კი­თხვაც ასე იყო ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი: თუ რამ­დენს გა­და­იხ­დი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის ნიშ­ნის­თვის? გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმე­ტე­სო­ბამ “არ გა­და­ვიხ­დი­დი“ პა­სუ­ხი აირ­ჩია, რაც მასკმა ერთი სი­ტყვით შე­ა­ფა­სა: “სა­ინ­ტე­რე­სოა“.

მეტი...

,,გავათავისუფლებთ ყველა ტერიტორიას, სცენარის გეგმები მუშავდება”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას, გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება,”- მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს. ,,ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას, გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე, ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სოლიდარისა და ავდევკას მიმართულებით მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით, მუშავდება სცენარი ხერსონის…

მეტი...

გათავისუფლებულ სნიგირევსკში მასობრივი საფლავები და წამების ოთახები ნახეს

ნიკოლაევის ოლქის სნიგირევსკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ოკუპანტებს  წამების კამერები ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კითხავდნენ. ,,წამების ოთახი იყო პოლიციის რაიონულ სამმართველოში, შემდეგ წამების ოთახი მოაწყვეს სნეგირევსკის რესტორანში, ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. ხალხმა დაგვირეკა და თქვა, რომ წამების ყვირილი ძალიან ისმოდა. ხალხი, ვინც იქ მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, სხვა ქუჩებზე, ნათესავებთან უნდა გადასულიყვნენ, რომ ყვირილი არ გაეგოთ”, – განაცხადა ივან კუხტამ. ცნობისთვის,სნიგირევკა ოკუპაციისგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მეტი...

სლოვენიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს

წინასწარი მონაცემებით, სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროფესიით ადვოკატმა ნატასა პირც მუსარმა გაიმარჯვა და  ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. არსებული ინფორმაციით, 54 წლის პირც მუსარმა მეორე ტურში ხმების 53.86 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა – 46.14 პროცენტი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი ხმების 99 პროცენტი. კომისიის მონაცემებით, გუშინ ჩატარებულ არჩევების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9 პროცენტი შეადგინა.  

მეტი...

უკრაინამ დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით,  რუსები „აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას მდინარის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე“. მისივე თქმით, რუსებს შავ ზღვაში 14 საბრძოლო ხომალდი ჰყავთ და ერთი რაკეტების გადამზიდი ჰყავთ, რომელიც გამოსაყენებლად მზად რვა ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.

მეტი...

,,გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება”- მიხაილო პოდოლიაკი

,,გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ომის შემდეგ საინტერესო პროცესი იქნება. „ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას. გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, სოლედარისა და ავდეევკის მიმართულებით. მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით; მუშავდება სცენარი ხერსონის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად,…

მეტი...

სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა.

მეტი...

„ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები ვერ მიაღწევს მიზანს“ – თურქეთის პრეზიდენტი

ტერორისტული აქტი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მონაწილეობით – ასეთია შეფასება, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემდეგ კეთდება. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ტერორისტულ აქტში მონაწილეებს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, ეს არის მორიგი მცდელობა თურქეთის დაპყრობის, თუმცა, შედეგს ვერ მიიღებენ. „დაჭრილები სწრაფად გადაიყვანეს მიმდებარე საავადმყოფოებში. შესაბამისი ქვედანაყოფები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატეობრივი თავდასხმის მონაწილე დამნაშავეებისა და მათ უკან მდგომების გამოსავლენად. ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაპყრობის მცდელობები დღეს ვერ მიაღწევს მიზანს, როგორც გუშინ.  ჩვენი ერი დარწმუნებული იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ, ყველა…

მეტი...

ხორსონში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონის ოლქში, ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის სასტიკი დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელზეც მასალების შეგროვება გრძელდება. „გამომძიებლებმა  დააფიქსირეს 400-ზე მეტი „რუსული ომის“ დანაშაული. აღმოჩენილია მტკიცებულებების – როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები, ყველა სათანადოდ აგებს პასუხს” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, რომელიც ოკუპანტებმა დატოვეს და გავიდნენ, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, სისასტიკის კვალი აქაც მრავლადაა. „მიმდინარეობს დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება… თითქმის ყველგან დატოვებულია ნაღმები. ტერიტორიის განაღმვისას დაიღუპა ერთი გამნაღმველი და ოთხი  დაშავდა“, – აცხადებს პრეზიდენტი  ზელენსკიმ.

მეტი...

ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ოკუპანტის ქვეყნის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს. ამჯერად სარაკეტო შეტევა ხარკოვზე მოხდა. „რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს“ – აცხადებს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო განგაში და დაუყოვნებლივ თავშესაფრებში ჩავიდნენ. მსხვერპლის შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...