მარკ ცუკერბერგმა სამსახურიდან 11 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

კომპანია Meta-მ სამსახურიდან 11 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.  ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. ცუკერბერგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას რთულს უწოდებს და დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებაზე სრული პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. „მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ცვლილება, რომელიც Meta-ს არსებობის ისტორიაში განვახორციელეთ. გადავწყვიტე, შევამცირო ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა 13%-ით და 11 000-ზე მეტი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო სამსახურიდან“, – წერს ცუკერბერგი Meta-ს პერსონალისადმი გაგზავნილ წერილში. Meta გათავისუფლებულ თანამშრომლებსს 16 კვირის ანაზღაურებას გადაუხდის, ასევე დაფარავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს 6 თვის განმავლობაში და სხვა სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.  

მეტი...

“საიდუმლო გარიგება” – აშშ უკრაინისთვის  საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეისგან იყიდის

სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებს უკრაინაში გასაგზავნად  საარტილერიო ჭურვებს მიყიდის. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამგვარი მიწოდება ვაშინგტონსა და სეულს შორის “საიდუმლო გარიგების” ნაწილი იქნება. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინაში გასაგზავნად 100 000-მდე საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს, რაც უკრაინას ინტენსიური ბრძოლებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ეყოფა.

მეტი...

,,ზამთრის თვეებში, მოსახლეობაში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო  ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ არის მომატებული.  აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა. „საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 2021 წელს 2,6 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი იყო, ხოლო 2022 წელს, საპროგნოზო მაჩვენებლების ჩათვლით შეადგენს 2,7 მლრდ კვტ. სთ-ს. 2021 წლის შემოდგომაზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) საყოფაცხოვრებო მოხმარებამ შეადგინა 620 მლნ.კვტ.სთ,…

მეტი...

,,გახსოვდეთ, რომ სტაბილური გენიოსი ვარ“- დონალდ ტრამპი

,,სულაც არ ვარ გაბრაზებული, მშვენიერი სამუშაო განვახორციელე,”- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მის მიერ არჩეული რამდენიმე „რესპუბლიკელი“ კანდიდატის კონგრესში შუალედური არჩევნები წაგებამ, ის გააბრაზა. „მივმართავ მათ, ვინც კორუმპირებული მედიის ყალბი ნარატივით იკვებება, რომ მე გაბრაზებული ვარ შუალედური არჩევნების გამო: არ დაიჯეროთ. სულაც არ ვარ გაბრაზებული, მშვენიერი სამუშაო განვახორციელე (კენჭს არ ვიყრიდი!). მომავალს ვუყურებ. გახსოვდეთ, რომ „სტაბილური გენიოსი“ ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

თავდასხმა პოლიციელზე – ბრიუსელში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი პოლიციელი მოკლა

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა. შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა. მოკლულია ერთი პოლიციელი, დაშავდა  ერთი ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „ჩვენი პოლიციის ოფიცრები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. დღევანდელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“. თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. გამოძიებას ანტიტერორისტული უწყება აწარმოებს.

მეტი...

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-მა რუსეთს ჩამოართვა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. სტატუსი რუსეთს აძლევდა საშუალებას, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე. „რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდემპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.  

მეტი...

რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავდა. ამასთან, დაიბომბა ვინიცაც. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.

მეტი...

,,მხოლოდ ერთი ადამიანი, პუტინი არ დაიღალა ომით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,პუტინი შეიძლება დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებას. ,,მათ არ უნდათ ამ ომის დასრულება. სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი – არ დაიღალა ომით,”- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შეიძლება იგრძნოს სანქციების გავლენა, თუმცა ის აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას. ,,თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ. შეუძლებელია მშვიდობის სურვილი…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავსტრიაში ფედერალური ტყის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური ტყის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ავსტრიის სამეურნეო ტყის ინფრასტრუქტურას და ტყის მართვის ავსტრიულ მოდელს გაეცნო. „სატყეო სექტორის განვითარებისა და კანონაღსრულების ეფექტიანობისთვის, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს ავსტრიასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალში არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ”,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა კარავანკენის გეოლოგიური პარკი დაათვალიერეს. ​ ვიზიტი პროექტის „ტყის…

მეტი...

,,მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა”- ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა, რაც ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა. მისივე თქმით,  საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან შესაძლოა, კოვიდინფექციის ახალი შტამები გაჩნდეს. „ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ“, – აღნიშნა გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

რუსებმა ხერსონის მუზეუმიდან ძვირფასი ექსპონატები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით,  ხერსონის რეგიონში, რუსი ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებს,  ანადგურებენ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. “აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა გაძარცვეს შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის რეგიონალური ხელოვნების მუზეუმი და გაიტანეს არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ხერსონის ოლქის სახელმწიფო არქივიდან ამოღებულია ყველა საოფისე ტექნიკა, ასევე საარქივო მასალა, მათ შორის მე-18-19 საუკუნეების დოკუმენტები”, – აღნიშნავს მალიარი. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის საბაბით “რუსეთის ხელისუფლებამ” მოაწყო მატერიალური ფასეულობების და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნივთების მასობრივი ქურდობა.

მეტი...

ესპანეთი და აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებსა და რაკეტებს გადასცემენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი უკრაინას ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს გაუგზავნიან. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო გამშვებებს გადასცემს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის. ესპანეთი კი უკრაინას Hawk-ის ორ ინსტალაციას, ჰაუბიცების ბატარეას და დენის გენერატორებს გადასცემს.

მეტი...

სექსუალური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – საბერძნეთში  73 წლის ქართველი კაცი დააკავეს

საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ბრალი წარუდგინა. ბრალდებული დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა, რაც  პოლიციის თანამშრომლებმა მაშინვე შენიშნეს და ადგილზე დააკავეს. ,,კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის.”- წერს ბერძნული მედია.  

მეტი...

პენსილვანიის შტატში გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო

პენსილვანიის შტატში არჩევნების შედეგების თანახმად, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო. 85 წლის ტონი დელუკა 9 ოქტომბერს ლიმფომით დაიღუპა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ვწუხვართ ჩვენი წარმომადგენლის, ტონი დელუკას დაკარგვის გამო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ამომრჩევლები კვლავ ენდობოდნენ მას და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ მისი არჩევით“, – წერს პენსილვანიის შტატის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტი. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის დასახელება უკვე დაგვიანებული იყო.

მეტი...

უკრაინული მხარის განცხადებით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლას მინიმუმ კვირა დასჭირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მართალია, რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო ხერსონიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს მარტივად და მალე ვერ შესრულდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, საუბარია ათობით ათას სამხედროზე და მათ ტექნიკაზე. „რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს. არც ისე მარტივია  ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. პროცესს  მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. ამავდროულად, ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მეტი...

ევროსაბჭო და ევროპარლამენტი რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაცია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ აღიარებული არ იქნებ. აღნიშნული შეთანხმება უკვე შედგა და ის  ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. „აღნიშნული გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. ამავე განცხადებით, ამგვარი დოკუმენტის მფლობელი შენგენის ვიზაც ვერ მიიღებს. შეთანხმების დამტკიცებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, ის ევროკავშირის საბჭომ…

მეტი...

უკრაინელებმა 41 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინელების წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი. „კარგი ამბავი გვაქვს სამხრეთიდან. ათობითაა უკრაინის დროშების რიცხვი, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ კუთვნილ ადგილს მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში. უკვე  41 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, ვინც მონაწილეობს და უზრუნველყოფს ამ წინსვლას“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. მისივე შეფასებით, ეს არის თავისუფლებისთვის გაღებული სიცოცხლე. „მიუხედავად იმისა, რომ გახარებულები ვართ, უნდა გვახსოვდეს ახლა და სამუდამოდ, რას ნიშნავს ეს წინსვლა, თავდაცვის ძალების ყოველი ნაბიჯი წარმოადგენს უკრაინელების თავისუფლებისთვის გაღებულ სიცოცხლეს. ბოლომდე უნდა გავიაროთ გზა ბრძოლის ველსა და დიპლომატიაში…

მეტი...

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს  

თეთრი სახლის მრჩევლის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯეიკ სალივანის განაცხადებით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. დახმარების შემადგენლობაში მნიშვნელოვან წილ საჰაერო თავდაცვის სისტემები იკავებს. „აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა. მათ შორის ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, – აცხადებს სალივანი. მან კიევში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „გასულ კვირას, როდესაც კიევში ვიყავი, საშუალება მქონდა უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან განმეხილა კონკრეტულად, რა სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე.…

მეტი...