ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან…

მეტი...

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – მოპარულია პური და ორცხობილები

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პურის მაღაზია გაქურდეს. როგორც ცნობილია, მაღაზიიდან მძარცველებმა პური და ორცხობილები წაიღეს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზიის კარი დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული. ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

,,ივანიშვილმა ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. „რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან – ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და…

მეტი...

,,საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში ოღონდ, პოლიტიკაში”- თეა წულუკიანი

,,ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არა, არამედ რეალურად დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია უნდოდათ. „დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს.…

მეტი...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა…

მეტი...

,,დროა, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება”- ჯო ბაიდენი

,,დროა, ნავთობისა და გაზის კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება”-  ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად. მისი თქმით, კომპანიები იღებენ შემოსავალს იმ კონფლიქტისგან, რომელიც უკრაინას ანადგურებს და მათ ეკისრებათ მოქმედების პასუხისმგებლობა. „მათი შემოსავალი არის ომის შედეგად მიღებული მოულოდნელი სარგებელი“, – აღნიშნა ბაიდენმა, „ვფიქრობ, ეს აღმაშფოთებელია“, – დასძინა მან. ჯო ბაიდენის თქმით, თუკი აღნიშნული  კომპანიები მოგებას მომხმარებლებს გადასცემენ, საწვავის ფასი დაახლოებით 50 ცენტით შემცირდება. „ისინი ამას თუ არ იზამენ, გადაიხდიან უფრო…

მეტი...

,,არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან”- რუსმა მილიარდერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ბიზნესმენი ინსტაგრამზე ავრცელებს. მისი განმარტებით, არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“. ოლეგ ტინკოვი იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, იმუშაოს ფაშიზმზე და  უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეობაზე. ,,მე არ შემიძლია და არც ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი თავის მშვიდობიან მეზობელთან“,- განაცხადა ტინკოვმა.  

მეტი...

უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება

უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება. მისივე თქმით, სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნებიც განაახლა. ,,ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობისა და კომპანიისგან, ესენი არიან: ისრაელი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. მთლიანობაში, 954 ერთეულ ელექტროტექნიკაზე ვსაუბრობთ. დახმარების პირველი ნაწილი უკვე უკრაინაშია, დანარჩენს უახლოეს მომავალში მივიღებთ. რუსულ ტერორს არ მივცემთ ჩვენი გატეხვის უფლებას… მადლიერი ვართ ყველა პარტნიორისა და კომპანიის, რომელიც ჩვენს გადაუდებელ საჭიროებასა და…

მეტი...

,,გვახრჩობდნენ, გვირტყამდნენ…როცა ჩემი და გათხოვების წინააღმდეგ რამეს იტყოდა, სასტიკად ექცეოდნენ”- დაღესტნიდან გამოქცეული დები

დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახში ძალადობას გაექცნენ, მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, მათ ოჯახი და ნათესავები ეძებენ, ემუქრებიან და სწორედ ამიტომ, დებს საქართველოდან, უახლოეს დღეებში, მესამე ქვეყანაში გადაიყვანენ. ,,მე ძმა მეუბნებოდა, რომ მომკლავდნენ, თუ მაგალითად, ვინმეს, ტელეფონით დაველაპარაკებოდი. მაკიაჟის გაკეთებაც კი პრობლემაა, გვახრჩობდნენ, გვირტყამდნენ რკინის ნივთებს. ყოველ ჯერზე, როცა ჩემი და გათხოვების წინააღმდეგ რამეს იტყოდა, სასტიკად ექცეოდნენ. მამა მირტყამდა, მაგალითად იმის გამო, რომ იატაკი კარგად არ მოვწმინდე. ისინი ვერ გაიგებენ, რა არის პრობლემა, მათთვის ეს ნორმაა. საზოგადოებაც თვლის, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დამ.

მეტი...

მოლდოვამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. რუსული მედიის ცნობით, დიპლომატის გაძევება მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტის ჩამოგდებას უკავშირდება. რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო ობიექტის დასაბომბად გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ნაწილების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, გუშინ მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.  

მეტი...

,,უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას”- ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას. მისივე თქმით, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება. „ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს“, – წერს ზალუჟნი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში და კიბერსივრცეში.  

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ,,ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს”, – აღნიშნა გაიდაიმ. მისივე თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება.

მეტი...

,,მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს დამაზიანებელი გავლენა სასურსათო უსაფრთხოებაზ0ე”- ნედ პრაისი

,,გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისივე თქმით, მარცვლეულის შეთანხმების გარშემო ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის. „ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა სურსათის ფასის მკვეთრ ზრდას, შავი ზღვის მარშრუტებზე დაბრუნებული სადაზღვევო კომპანიების და კომერციული გადამზიდავების ნდობის შემცირებას და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.  

მეტი...

,,დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ რეზნიკოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „რუსეთი განაგრძობს სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – წერს რეზნიკოვი.

მეტი...

,,ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია”- ვლადიმერ პუტინი

,,ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: არის თუ არა უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლში ბოლო მოვლენებზე. მისივე თქმით, იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. „იმისთვის, რომ რამის შეთავაზება მოხდეს მოლაპარაკებებზე, საჭიროა, ეს მოლაპარაკებები შედგეს. მოლაპარაკებების საკუთარი პოზიციის წინასწარ გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რათა მოხდეს ეროვნული მიზნების მიღწევა… თუმცა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. აი, ჩვენ სტამბოლში შევთანხმდით, ისინი კი ადგნენ შემდგომ და ყველაფერი ნაგავში…

მეტი...

„მსოფლიოს მეორე არმია“ თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას“,- ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. „დღეს ძალიან კარგად იმუშავებს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ტერორისტების მიერ სამიზნეებად განსაზღვრული ობიექტების უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. მხოლოდ ამ დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს…

მეტი...

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმა სევასტოპოლში გემების აფეთქების პასუხია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაზე მიტანილი მორიგი სარაკეტო იერიში პასუხია სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე. კითხვას, არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, პუტინმა აღნიშნა: „ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“. როგორც რუსული მხარე ამტკიცებს, უკრაინამ შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა დრონებით განახორციელა.

მეტი...

უკრაინა რუსეთისთვის ისევ ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას ითხოვს

უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწოფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს. როგორც მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, რუსეთი იმსახურებს ამ სტატუსის მატარებელი იყოს. „რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო უპილოტო თავდასხმებს. მათ არ რცხვენიათ, რომ იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს მათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი და შესაბამისად მოეპყროს რუსეთს, როგორც გააკეთა ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ”,  – აცხადებს თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი.  

მეტი...

რუსეთმა მობილიზაციასთან დაკავშირებით ყველა აქტივობა შეწყვიტა

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შესრულებული გეგმიდან გამომდინარე, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში  მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით გაგრძელდება. როგორც მინისტრი  სერგეი შოიგუ განმარტავს, 300 000 ახალგაზრდა გაიწვიეს, აქედან 218 ათასი მომზადებას გადის, 82 ათასი ადამიანი კი უკრაინაში გაგზავნეს. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, რუსეთი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა.  

მეტი...

„იქ არც ხორბლისგან და არც გემისგან არაფერი დარჩება“ – პუტინი სოჭიდან

სოჭში გამართული სამეული – აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება ე.წ. მარცვლეულის შეთანხებიდან გასვლის საკითხზეც გააკეთა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, ეს არ არის გასვლა, ეს არის შეჩერება. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა. მისივე შეფასებით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს საზღვაო დერეფნის უსაფრთხოება, რომლითაც მარცვლეულის ექსპორტი ხდება.…

მეტი...

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი სოჭში შეიკრიბა და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს

მშვიდობა და სტაბილურობა – ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც სოჭში შეკრებილმა სამი ქვეყნის ლიდერმა დააფიქსირა. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიაში განვითარება და სტაბილურობა უნდა იყოს. მხარეებმა დაადასტურეს  ვალდებულება, შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები. ერთობლივ განცხადებაში საუბარია, რომ მხარეები  ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, სამეულმა ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. „რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის…

მეტი...