„ჰელოუინის“ დღესასწაულს 120 ადამიანი ემსხვერპლა

სეულში „ჰელოუინის“ დღესასწაულს 120 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა, ინფორმაციას CNN ავრცელებს. უბედური შემთხვევა კი მასობრივმა ჭყლეტვა, გამოიწვია. როგორც სეულის სახანძრო დეპარტამენტში განმარტავენ, გვამები შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზიზი გულის გაჩერებაა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

ლარსის საზღვარზე დაღესტნიდან გამოქცეული 4 და დააკავეს, მათ საქართველოში არ უშვებენ

ამ წუთებში, ინფორმაცია ვრცელდება ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსი სამხედროების მხრიდან დაკავებულ დებზე, რომლებიც დაღესტნიდან გამოიქცნენ და საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მესაზღვრეებს დები ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ჰყავთ დაკავებული. დები ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები კი აცხადებენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ, მშობლებმა ერთ-ერთ მათგანის თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ. არსებული ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს.…

მეტი...

გაუფრთხილდი სიცოცხლეს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაზის გამათბობლებით გამოწვეული უბედური შემთხვევებისგან თავდასაცავად, ენერგოომბუსმენის აპარატი რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის გაფრთხილებას იწყებს. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რეგიონებში გასვლა ნოემბრის თვიდან დაიწყება და მისი სლოგანი იქნება „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. „მსგავსი გაფრთხილებებით და კამპანიით, გასულ წელს, საკმაოდ ბევრი უბედური შემთხვევა ავიცილეთ თავიდან. უსაფრთხოების კამპანია გასულ წელს საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ფაქტობრივად, კარზე ვაკაკუნებდით და მომხმარებლებს ვაფრთხილებდით მოსალოდნელი საშიშროებისა და ზამთრის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით. 2 წელი დავკარგეთ და კამპანია ვერ ჩავატარეთ კორონავირუსის პანდემიის გამო. წელს ამ კამპანიას აუცილებლად გავაგრძელებთ ვეცდებით, შემოდგომის პერიოდი გამოვიყენოთ. ჯერ კიდევ არის…

მეტი...

კიევი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვიზიტისთვის ემზადება – უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევი  ემზადება ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ვიზიტისთვის. მისი თქმით, ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უკვე გამართა პირველი  სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სუნაკის კიევში ვიზიტზე შეთანშხმდნენ. ელჩმა აღნიშნა, რომ  სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა სუნაკის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურად და გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

მეტი...

რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს

რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე მომხდარი „თავდასხმებია“. ,,კიევის რეჟიმის მიერ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტების მონაწილეობით განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსული მხარე წყვეტს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში”,- ნათქვვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა.

მეტი...

,,რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად უკრაინამ ლუგანსკის ოლქის 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის განცხადებით, რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან  3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მისივე თქმით, დეოკუპირებულ დასახლებებში შესვლა ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს. ,,ლუგანსკის ოლქში ისევ გრძელდება საომარი მოქმედებები, ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ, თუმცა გარკვეული შეფერხებებიც გვაქვს რაც მოსალოდნელი იყო. მთავარი წინააღმდეგობა ახლა რთული ბუნებრივი პირობებია, ფაქტობრივად განუწყვეტლივ წვიმს, რაც აფერხებს საომარ მოქმედებებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ოლქში 3 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ჯერჯერობით იქ შესვლა აკრძალულია, ვინაიდან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს, ასევე არ წყდება საჰაერო იერიშები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში…

მეტი...

აშშ-მ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2 ერთეულ ზალპური ცეცხლის მობილურ სისტემა HIMARS-ს, 500 მართვად ჭურვს 155-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1300-ზე მეტ გადასატან ანტისატანკო სისტემებას, 125 ერთეულ ჯავშანმანქანა Humvee-ს და 4 ანტენას სატელიტური კავშირგაბმულობისთვის. საბრძოლო მასალა უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადაეცემა.    

მეტი...

რუსეთმა „დოჟდის“ ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე უცხო ქვეყნების აგენტების სიაში შეიყვანა

რუსეთმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ხელმძღვანელი ნატალია სინდეევა და  ჟურნალისტები, ეკატერინე კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი უცხო ქვეყნების აგენტების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მათი “პოლიტიკური საქმიანობაა“. ტელეკომპანია „დოჟდი“ 2008 წელს დაარსდა. „დოჟდმა“ რუსეთიდან მაუწყებლობა 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.

მეტი...

გენერალი  ლაპინი, რომელსაც კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლაპინის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას Kremlin_Russian-ს ოფიციალური არხი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კადიროვი ლიმანის დაკარგვაში სწორეს ლაპინს ადანაშაულებდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. ლაპინის გათავისუფლების შესახებ დამატებით დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარმენ ნადირაძის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. დაუდგენელი პირი ნადირაძის სახლში მაშინ შევიდა, როდესაც ოჯახის წევრები იქ არ იმყოფებოდნენ.  უკან დაბრუნებულებმა კი შენიშნეს, რომ კარი ღია იყო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მეტი...

,,რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი”- დის მკვლელობაში ბრალდებული

,,რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი, ”- ამის შესახებ  დის მკვლელობაში ბრალდებულმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. ზურაბ ალადაშვილის განცხადებით, მას არ ახსოვს, თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს. „ბრალდებულს გვიან ღამით შევხვდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადამიანი განადგურებულია, ამბობს, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, რაც არ უნდა მომისაჯონ, ის ჩემთვის აღარაფერი იქნებაო. თავს არ იძვრენს ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამ ეტაპისთვის მას ყველაფერი ზედმიწევნით არ ახსენდება და ამიტომ ვერ ამბობს, რომ დაულაგებელი და უაზრო ნათქვამი არ გამოუვიდეს. როცა დროებითი მოთავსების…

მეტი...

,,საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ რუსეთი მეზობლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს”-ნედ პრაისი

,,2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა რუსეთის მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად სოჭში დაგეგმილი შეხვედრაზე. მისი თქმით, პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად. „როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას, ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ…

მეტი...

ვეტერანთა ჰოსპიტალმა დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას. აქციის ფარგლებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 65 ბენეფიციარს_22 ვეტერანსა და ვეტერანის ოჯახის 43 წევრს. განხორციელდა 260 სამედიცინო ვიზიტი. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას იღებდა ვეტერანთა ჰოსპიტლის მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის…

მეტი...

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ,მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, მიხეილ ყაფლანიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს, ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი, ხარკოვის ოლქიდან კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მიხეილ ყაფლანიშვილს საქართველოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს. მას 29 ოქტომბერს, დამპალოს სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამწუხაროდ 21 ოქტომბერს, უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი…

მეტი...

ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა.

მეტი...

„ვინ ან რა არის ვლადიმერ პუტინი?!“

ამოუცნობი არსება ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული – ასეთია უკრაინის მოკლე შეფასება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში კი, როგორც ზელენსკი აცხადებს, ამოუცნობია, ვინ ან რა არის ის. „ჩემთვის უკვე რთული სათქმელია, ვინ არის ან რა არის პუტინი. პუტინი დღეს – ეს ადამიანების გარემოცვაა, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული, რომლებიც დგამენ აგრესიულ ნაბიჯებს ერის გასანადგურებლად. ჩვენ არ ვართ მზად, აი ასე ავდგეთ და ვისაუბროთ პუტინთან, საერთო ჯამში კი ამ რეჟიმთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის მოსწავლეებსა და ლექტორებთან მიმართვისას. პრეზიდენტი ისევ იმეორებს, რომ ოკუპანტთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მას სისხლით…

მეტი...

დის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მოკლულის ძმას პატიმრობა შეუფარდეს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის უკან გამოაცხადა. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ კი პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებული ისევ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ არაფერი ახსოვს. შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, კონფლიქტში ბრალდებულის და, როგორც გამშველებელი ისე ჩაერთო. ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, ახალგაზრდა ქალი ასფალტის საფარზე დაეცა და მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

„ვთავაზობ, რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა წამოაყენოს“ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის 20 წლამდე გახანგრძლივებას ხელს მოაწერს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის მზადაა ამ ხელშეკრულებას ხელი სოჭში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მოაწეროს. „გვინდა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მისია განაგრძონ. მზად ვარ, სოჭში ხელი მოვაწეროთ სამშვიდობოების მანდატის 10-15 ან 20 წლით გახანგრძლივების დოკუმენტს. ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა წამოაყენოს. შემიძლია წამოვაყენო ეს წინადადება, მაგრამ რუსეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.  

მეტი...

ავტობუსის მძღოლს, რომელიც 3 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს

 პროკურატურამ, რუსთავში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო – სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა  ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

„ომი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინაში ომის მიმდინარეობის ხანგრძლოვობაზე საუბრობს. როგორც მინისტრი განმარტავს, ზუსტი დროის დასახელება შეუძლებელია, თუმცა, უკრაინელები იბრძოლებენ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევენ. „ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება, რაც აუცილებლად მოვა. კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, როგორიცაა ზამთრამდე ან გაზაფხულამდე“, – აცხადებს კულება. მისი თქმით, რაც დრო გადის, მსოფლიო საზოგადოება უფრო მეტად რწმუნდება, რომ პუტინი უგულებელყოფს თანამოქალაქეების სიცოცხლეს.  

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას. აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე  შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას არაერთი მიმართულებით დაფინანსების გაზრდის და…

მეტი...

რუსთავში დედას და შვილებს ავტომანქანა დაეჯახა

ქალი და 2 მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რუსთავიდან თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად გზაზე გადადიოდა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. დედას დაჟეჟილობები აღენიშნება და ფეხი აქვს მოტეხილი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

უკრაინელებმა რუსი სამხედროები გაანადგურეს, რომლებიც თავდასხმისთვის ემზადებოდნენ

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ისინი მორიგ თავდასხმას გეგმავდნენ. დაჭრილები კი სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. „მოწინააღმდეგის თავდასხმები მოგერიებულია დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში“ – აცხადებენ გენშტაბში. „რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და კონგრესის წევრს ეძებდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ადგილობრივ მედიაში ვკითხულობთ, ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ცდილობდა, ნენსი პელოსს გასწორებოდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე  ყვიროდა „სად არის ნენსი…“ შემდეგ კი შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“. შეგახსენებთ რომ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი შეიჭრა და მის მეუღლეს, ბატონ პელოსს სასტიკად გაუსწორდა. 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აშშ-ის კონგრესის სპიკერის ოჯახზე თავდასხმა მოხდა

მეტი...

“რატომ იბრძვით იმ მიწისთვის, სადაც თხებიც კი არ მიდიან” – ლუკაშენკო აზერბაიჯანსა და სომხეთს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, ბრძოლა შეწყვიტონ. „მეგობრებო, რისთვის იბრძვით? რისთვის იბრძვით ამ მთებში? სამასი ადამიანია უკვე დაღუპული იქ, სადაც ხალხი არ ცხოვრობს! სადაც თხებიც კი არ მიდიან. რატომ ომობთ? თქვენ ორივენი დაჯექით  და შეთანხმდით. და დაე, რუსეთმა განწმინდოს ეს ხელშეკრულება. მაგრამ, თქვენ ხომ ეს არ გინდათ”, – მიმართა ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.  

მეტი...

აშშ-ის კონგრესის სპიკერის ოჯახზე თავდასხმა მოხდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, საკუთარ სახლში უცნობი პირი თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ ნენსი პელოსის წარმომადგენელი ავრცელებს. „დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის რეზიდენციაში სან-ფრანცისკოში და ძალადობრივად გაუსწორდა ბატონ პელოსის. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი დგინდება. პელოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესანიშნავ სამედიცინო დახმარებას უწევენ და მოსალოდნელია მისი სრული გამოჯანმრთელება. სპიკერი [ნენსი პელოსი] იმ დროს არ იმყოფებოდა სან-ფრანცისკოში”, – წერია ნენსი პელოსის წარმომადგენლის განცხადებაში.  

მეტი...

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ეთიშება. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო პერიოდში, “სტრატეგია აღმაშენებელის” საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებაა. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად წარმოდგენილია “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული…

მეტი...