რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, სადაც ისევ პუტინმა უნდა გაიმარჯვოს

რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია იწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წინასწარ იციან, რომ მომავალი პრეზიდენტი ისევ ვლადიმერ პუტინი უნდა იყოს. ინფორმაციას გამოცემა  Meduza ავრცელებს. როგორც გამოცემას კრემლში განუცხადეს, არჩევნების ერთადერთი კანდიდატი ისევ პუტინი იქნება. როგორც გამოცემას წყარო უდასტურებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები და დაგეგმვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის. მისივე ინფორმაციით, სხვა კანდიდატზე საუბარი არც არის და წინასწარ იციან, რომ პრეზიდენტი ისევ პუტინი იქნება.

მეტი...

აფეთქებული ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

47 წლის ბიზნესმენის, გიორგი მაისურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება. ბიზნესმენი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაშავებულ მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აქვს მიყენებული. ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე აღმაშენებლის ხეივანზე, სასტუმრო „ლუქსში“ ააფეთქეს. სასტუმრო ამ ეტაპზე დალუქულია. მთელი დღის განმავლობაში, იქ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ის კომაში იმყოფება, მდგომარეობა კრიტიკულია.

მეტი...

კიევის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე მიიღეს

უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ახალი შეიარაღების მიღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლიჩკო აცხადებს, საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა კიევში უკვე ჩაიტანეს. „თათბირი გაიმართა ჩვენს სამხედროებთან, სადაც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. იმედი მაქვს, რომ კამიკაძე-დრონით და რაკეტებით თავდასხმები და პროვოკაციები აღარ იქნება, თავის დაცვას უკეთესად შევძლებთ”, – აღნიშნა კლიჩკომ.  

მეტი...

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია დაასრულა

უკრაინაში საომრად გასაგზავნად გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულებულია. რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ გეგმა შესრულებულია და მობილიზებულია 300 000 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია. რაც შეეხება უკრაინაში გაგზავნილ წვევამდელებს, როგორც შოიგუ განმარტავს, 82 ათასი მობილიზებული მამაკაცი უკრაინაში გაიგზავნა,  218 ათასი კი რეზერვში ირიცხება. „ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება”, – აცხადებს შოიგუ. შეგახსენებთ, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი ათასობით ადამიანმა დატოვა. ვინც ვერ გაასწრო, ყველგან დასდევდნენ და ძალით მიჰყავდათ კომისარიატებში.  

მეტი...

დის მკვლელობაში ბრალდებული შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს

26 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცი დის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან შოკურ მდგომარეობაშია. რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“,- აცხადებს ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი. საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, სიღნაღის…

მეტი...

„ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, უსრულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში. მისი თქმით, აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. „ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს… გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ, შეუძლებელი ჩანდა, ვერც ვიფიქრებდით, რომ კანდიდატის სტატუსს მივაღწევდით. დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად სარაევოში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიღწეული კანდიდატის სტატუსი აღვნიშნოთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ოფიციალური ვიზიტისას.  

მეტი...

„კომუნისტური პარტია „ასწლეულის მეორე მიზნის“ შესრულების ახალ გზაზე უნდა გაუძღვეს“ – ელჩი ჭოუ ციენი

ჩინეთის ახალი ელჩი  ჭოუ ციენი „მედიაცენტრ მთავართან“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩატარებულ ყრულობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი საკვანძო მომენტს ემთხვევა. „ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა, მე-19 ცენტრალური კომიტეტის სახელით, ყრილობის დელეგატებს საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სრულყოფილად იქნა შეჯამებული ბოლო ხუთი წლის საქმიანობა; სისტემატიზებულად იქნა განხილული პარტიისა და მისი ბირთვის – სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში პარტიის, მთელი ქვეყნისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოცდილება; 23 ოქტომბერს, ჩკპ-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის 1-ელ პლენუმზე სი ძინფინგი არჩეულ…

მეტი...

ქალაქის ცენტრში ნაგვის ბუნკერს ცეცხლი უკიდია

ვაჟა ფშაველას გამზირზე ნაგვის ბუნკერს ცეცხლი უკიდია. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებულ ნაგვის ბუნკერს ქარი აქეთ-იქით აგორავებს.  

მეტი...

პოლონეთში, ერთ-ერთ საწარმოში ქართველი კაცი გარდაიცვალა

პოლონეთში, ერთ-ერთ საწარმოში ქართველი კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული. სავარაუდოდ, ოზურგეთის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლამდე კაცი სამსახურში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

მეტი...

მედვედევი უკრაინისგან ანექსირებული რეგიონების რუსეთის ნაწილად აღიარებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის,  დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. მისი თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს მედვედევი.    

მეტი...

,,უპრიანია, გახარიამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა. საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს“. იონათამიშვილის თქმით, უპრიანი იქნება, თუ გიორგი გახარია წყენის მიზეზს საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში მოძებნის. „პოლიტიკაში ერთ-ერთი დამღუპველია, როცა ადამიანი საკუთარი ამბიციებითა და პირადი ემოციებით გამოდის. ანუ, პირადი წყენა აქვს წინა პლანზე. უპრიანია, ამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს. სხვა მხრივ, ძნელი სანახავია, სხვანაირად ადამიანი როგორ უნდა დაეცეს. ამ რეგრესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

პროკურატურამ დის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა  ძმასთან. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. აღნიშნულით  განაწყენებულმა ბრალდებულმა  ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

,,რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი,”-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა. ,,ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით”, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი,  ერთი სახელმწიფოს ნაწილი იყვნენ. „ყველასთვის გასაგებია: აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით. ჩვენ გვაქვს დიდი კავშირები როგორც…

მეტი...

,,ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ჩვენს მიწაზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” მოკლე პოსტს აქვეყნებს. ზელენსკის განცხადებით, უკაინის ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ქვეყნის მიწაზე. ,,ბომბები ვერ გაგვტეხავს. ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ჩვენს მიწაზე. ჩვენი არმია ძლიერია, მოხალისეები დაუღალავი, პარტნიორები სანდო და ხალხი კი გაუტეხელი,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესი. ასევე, განიხილეს ევროკავშირის მოსაზრებები და მოლოდინები ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის სხვა საკითხებზე, მათ შორის, ხაზი გაუსვეს უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

მეტი...

,,ირანის ხელისუფლება დაღუპული დემონსტრანტების ცხედრებს ოჯახებს არ უბრუნებს”- გაერო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ზოგი დემონსტრანტის ცხედარს ოჯახებს არ უბრუნებს. „ჩვენ ვნახეთ არასათანადო მოპყრობის ბევრი შემთხვევა… ასევე დემონსტრანტების ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას დაშავებული დემონსტრანტები საავადმყოფოებიდან საპატიმროებში გადაჰყავს და უარს ეუბნება ოჯახებს მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ პრესბრიფინგზე. არსებული ინფორმაციით, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლულია სულ მცირე 250 მომიტინგე, ათასობით კი დაპატიმრებულია.

მეტი...

,,არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

,,უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას,”-ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. სასულიერო პირის უარი კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. ,,უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას. საპატრიარქოს არც ერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომლითაც, ზოგადად შეუძლია, ისარგებლოს პირმა, ან…

მეტი...

,,კიდევ რამდენი სისულელე უნდა ავიტანოთ რუსეთისგან?“- გაერო-ში ბრიტანეთის ელჩი

,,უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთარ ვალდებულებებზე, მათ შორის გაერო-ს წესდების შესრულებაზე და დაასრულოს ეს ომი“,- ამის შესახებ გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ბარბარა ვუდუორდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უშიშროების საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება. „24 თებერვალს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს იყო აგრესიის აქტი, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაგმო. მას შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია, მათ შორის ბრალდებები „ბინძური ბომბების“, ქიმიური იარაღისა და ბიოლოგიური კვლევის შესახებ. კიდევ რამდენი ეს სისულელე უნდა…

მეტი...

,,უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა”- გერმანიის პრეზიდენტი

,,უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა და ამ ომმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება „საერთო ევროპულ სახლზე“ დაანგრია,” – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებულმა ვითარებამ  გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო. „როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, არ არსებობს სივრცე ძველი ოცნებებისთვის. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან დღეს. ამ ყველაფერმა გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო, დაუცველობაში, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

მეტი...

,,საპატრიარქო მედიას რეგულაციებს უწესებს” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

,,საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები,”- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველყოფას. ,,საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები. საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგიერთ სიტუაციებში განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება, საპატრიარქოს ანიჭებს უფლებას და შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მითუმეტეს, თუ ეს წესი საკითხის მოგვარებას ემსახურება. ამდენად, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის…

მეტი...

რუსეთში, 22 წლის სამხედრომ “კამაზით” წვევამდელებს გადაუარა – დაიღუპა 2 ადამიანი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა. მედიის ცნობით, მძღოლი 22 წლისაა და თავადაც სამხედროა. შემთხვევა მირნის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე მოხდა.  22 წლის მძღოლი წვევამდელების 20-კაციან კოლონას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2  და დაშავდა  11 წვევამდელი. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

,,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”- რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო მოკლე განცხადებას ფეისბუქით ავრცელებს: ,,უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,”- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მეტი...

,,უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალა – ახლა აქტიურდებიან მოკავშირეები“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მიერ თავდაპირველად მიწოდებულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის სამხედრო კამპანიაში. „ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების უნარით, გამოეყენებინათ საჰაერო თავდაცვის ძველი საბჭოთა სისტემები, რომლებიც მათ უკვე ჰქონდათ. ნატო-ს მოკავშირეები მათ ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალებს აწვდიდნენ, შემდეგ კი უკვე დაიწყეს ახალი სისტემების მიწოდება. გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან…

მეტი...

,,ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა, ჩვენს პარტიაში არ განიხილება”- ხატია დეკანოიძე

,,ტექნიკურ ფორმალიზება, მათ შორის ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა, ჩვენს პარტიაში არ განიხილება,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის ბაზა გაიზარდოს. „ვფიქრობ, ჯერჯერობით რაღაც ფორმალიზებაზე საუბარი ადრეა, რადგან არც მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულად ტექნიკური ფორმალიზება, მე მხედველობაში მაქვს ის სამი პარტია რომელმაც მათ შორის დააანონსეს ე.წ. საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ერთი. მეორე, ძალიან ადრეა ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. მესამე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც…

მეტი...

,,დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით”- გახარია ”იმედს”

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ვიდეო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მის საცხოვრებელ სახლთან, კომენტარის ჩასაწერად მისული იმედის გადამღები ჯგუფი. გახარია ტელეკომპანია იმედს მიმართავს: ,,TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს.  ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”,- წერს გახარია. ცნობისთვის, გიორგი გახარიამ გუშინ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში”დაწერა: “ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს,…

მეტი...

,,ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია,” – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის რადიკალური განცხადებები ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ გაჩნდა იდეა პრაიმერის თაობაზე, ამას ვეთანხმებოდი, რადგან ეს მართლა იქნებოდა პარტიების შოუ, სადაც თითოეულ პარტიას საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის უნდა გაეცნო. ახლა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რას ვეუბნებით? – „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად…

მეტი...

სარფის საბაჟოზე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა

სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთში მიმავალი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო. აღნიშნული პიროვნება  დაკავებულია.

მეტი...

,,რუსი სამხედროები თავდაცვით პოზიციებზე გადადიან”- ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში თავდაცვით პოზიციებზე გადადიან. უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა სავარაუდოდ გააცნობიერეს, რომ უკრაინაში მძიმედ დაკომპლექტებულ და ცუდად მომზადებულ ძალებს ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მოახერხებს თავდაცვითი ხაზების გამაგრებას, მისი ოპერატიული განლაგება დაუცველი დარჩება.

მეტი...

,,გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას  განცხადებას ეხმმიანება, რომლის თქმითაც, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ქადაგიშვილის თქმით, გახარიასთვის ბიძინა ივანიშვილის მას შემდეგ გახდა ოლიგარქი, რაც ხელისუფლებიდან ”გაიქცა”. „ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.  

მეტი...

,,პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის”- კელი დეგნანი

,,ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. „თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას…

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ”- ვიქტორ ორბანი

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“,- წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა, ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში! ”- ვიქტორ ორბანი

,,მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა,”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ორბანი აღნიშნავს, რომ ბრუსელის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და ამორალურია. „მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება  საქართველო ევროკავშირში!“,- წერს ვიქტორ ორბანი.

მეტი...

,,სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე. „სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, დაადასტუროს ეს სოჭში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი ,,ტვიტერში”. ცნობისთვის, 31 სექტემბერს  ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მიემგზავრება, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

მეტი...

,,ბრალდებული არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც…

მეტი...

,,მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა”- მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულია. ,,პაციენტი შემოყვანილია წუხელ, ღამის 2 საათზე, აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო “ლუქსში”, მამაკაცმა ნომერი დაიქირავა და  სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება ხელყუმბარით სცადა.

მეტი...

,,რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, რაინელისთვის მთავარი სინათლე სამშობლოა და ამიტომ უკრაინა გაიმარჯვებს ომში. „იოლი დღე არ არის. რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით. მთავარია შევინარჩუნოთ სინათლე გულში, ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

მეტი...