„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებენ თამაშგარე… ყველას ვამხელ“ – მოსამართლე გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავებით იმუქრება, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „ანგრევს“. „როგორც ჩვეულებრივი მოსამართლე ხმას ვერ ვიღებდი, როგორც საბჭოს წევრი, როგორც მოსამართლეთა წარმომადგენელი, ჩემი ამ სტატუსიდან გამომდინარე ჩემი სამომავლო გეგმა და სამომავლო მიმართულება იქნება, ღიად ვისაუბრო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, მას ტოვებენ თამაშგარე. ანულირება კეთდება ამ ინსტიტუციის. არის მცდელობა, სასამართლო კორპუსში დაყოფა მოხდეს კარგ მოსამართლეებად, პროფესიონალებად და კეთილსინდისიერებად და მეორე მხრივ, მოსამართლეების ე.წ.შავი სიის შედგენა, რომლებიც სისტემას უნდა მოშორდნენ. პირველ რიგში, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. მოხდება ყველა იმ სუბიექტის…

მეტი...

„არასამთავრობო სექტორი – პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა “ – მოსამართლე

მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და პოლარიზებული სუბიექტების ერთობას უწოდებს. „საერთაშორისო საქართველოს“ ხელმძღვანელს კი გურუდ მოიხსენიებს. „არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა. მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.  

მეტი...

„ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?!“ – მოსამართლე

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, აცხადებს, რომ ლევან მურუსიძისა და მისი საბჭოს წევრად არჩევა ევროკავშირში გაწევრიანების შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. „აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?!  სერიოზულად განიხილავთ ამას? – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი მედიასთან. მისივე შეფასებით, არასამთავრობო სექტორი, ვინც ე.წ. სასამართლო კლანზე საუბრობს, პოლარიზებული სუბიექტების ერთობაა.  

მეტი...

„უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები“ –  მოსამართლე ლევან მურუსიძე

მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ  იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და უზრდელებს უწოდებს. „ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ“ –  ასე პასუხობს  მურუსიძე საბჭოში მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას. „გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე? რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება…

მეტი...

პოლონეთი უკრაინელ ლტოლვილებს ვერ შეინახავს

პოლონეთის პირველი ქვეყანაა, რომელმაც,  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლტოლვილები ყველაზე დიდი რაოდენობით მიიღო. ამ დრომდე, პოლონეთი ათი ათასობით ლტოლვილს პატრონობდა, თუმცა, არსებულ ხარჯებს ვერ უმკლავდება. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  ლტოლვილებს შეღავათის ნაწილი გაუუქმდება. პოლონური მედიის ინფორმაციით,  მთავრობა კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ლტოლვილებს საიდენტიფიკაციო ნომერს მიანიჭებენ. „ვერ დავაფინანსებთ ლტოლვილების საცხოვრებლებს სამუდამოდ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 80 000 ლტოლვილი, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ“, – აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მომავალი წლიდან,  უკრაინელ ლტოლვილებს კომუნალური გადასახადების დაფარვა მოუწევთ.  საუბარია კომუნალურების  50 და 75%-იან დაფარვაზე. კერძოდ, ქვეყანაში 120 დღეზე მეტხანს მყოფმა ლტოლვილებმა…

მეტი...

სახალხო დამცველის მოადგილე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

სახალხო დამცველის მოქმედ მოადგილეს და სახალხო დამცველობის კანდიდატს, დღეს, პარლამენტში მოუწია ეპასუხა კითხვაზე – არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი. კითხვა: არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბურჯანაძეს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დაუსვა. „ჩვენ ერთ საქმესთან დაკავშირებით შეფასება გვაქვს გაკეთებული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა განხორციელდა და ეს საქმე ამ შემთხვევაში არის „კარტოგრაფების საქმე“, სადაც ჩვენ პირდაპირ დავადგინეთ, რომ სახეზე შეიძლება იყოს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ასეთი შეფასება არ გვქონია. ასე რომ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, – განაცხადა…

მეტი...

„ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს“ – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინა-რუსეთს შორის „დიპლომატიურ შეთანხმებაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს იგივეს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს. „დიპლომატიური შეთანხმების” ნებისმიერი შეთავაზებები ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები, მაშინ როდესაც აგრესორი პასუხისმგებლობას აირიდებს. ეს მხოლოდ პუტინის ტრიუმფი და საერთაშორისო სამართლის კოლაფსია. რისთვის? უკრაინის კონტრიერიში ეფექტიანად მიმდინარეობს, უბრალოდ თქვენ დახმარება გააგრძელეთ”, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.  

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ინიციატივას აყენებს და საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს, ე.წ. ყირიმის პლატფორმა სხვა რეგიონების დეოკუპაციისთვისაც იყოს გამოყენებული. იგივე, საუბარია აფხაზეთზე, რომელიც ოდესღაც დაიპყრეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, მნიშვნელოვანია,  „ყირიმის პლატფორმა“ გახდეს საწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, რომლებიც ოდესღაც დაიპყრეს: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე. პრეზიდენტმა ყურადღება უკრაინის დეოკუპაციაზე გაამახვილა აღნიშნა, რომ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროა  სამხედრო და ფინანსური დახმარება და  სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ.

მეტი...

,,პუტინის ომმა უკრაინაში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა”- რიში სუნაკი

,,პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა,”– ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად დიდი ბრიტანეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. „სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერ-მინისტრი. ამჟამად ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა. ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას. ეს ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თქვენ დამინახეთ კოვიდის დროს,…

მეტი...

,,უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა”- ოტმან კარასი

,,უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი არის საზოგადოება, რომელიც მუშაობს მშვიდობისთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. „საქართველოს ძალიან რთული პერიოდი და სიტუაცია აქვს. მე ვიყავი საქართველოში, რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში. მე ვიცი საქართველოს პრობლემები. უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა. ამიტომ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. მთავრობის წევრებმა დღესვე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გაასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის საფუძველზე, 1 ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.  DRG…

მეტი...

,,თუ რუსეთი არ განადგურდება, ისევ დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად”- ოლექსი დანილოვი

„თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ დაგვიწყებიათ, არა?“ – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს. დანილოვი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზაც კადიროვს იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. ,,დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა”,- წერს დანილოვი.  

მეტი...

,,ბრიუსელში იყვნენ არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად”- იონათამიშვილი ვაშაძე-ჯაფარიძეზე

,,გიორგი ვაშაძისა და ზუტაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტით დადასტურდა, საქართველოს როგორი არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერი ნიდერლანდების მოქმედი პრემიერისგან,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ბრიუსელში ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვიზიტს. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბრიუსელში არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად იყვნენ. „მეორე მხრივ, კომიკურია, როცა ეს ადამიანები ბრიუსელში იყვნენ არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად. კიდევ ერთხელ დაანახეს ადამიანებს, რამდენად არაკომპეტენტური არიან. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზეა გადასული, რაც არის პერსპექტივაზე მუშაობა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს სტატუსი რადიკალურმა…

მეტი...

,,კლინიკები პაციენტებს განსაზღვრულის გარდა, დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ”-ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან უკვე დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება. „მთავრობაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, ყველაზე სწორი და აპრობირებული სისტემით დაფინანსებას. ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „დიარჯი“ მეთოდოლოგიით დაითვლება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ წონის მიხედვით – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია, სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შემდეგ 2016…

მეტი...

26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისია (სემეკ) უმასპინძლებს. კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის…

მეტი...

,,300-ლარიან ბინის ქირის დახმარებას უკრაინიდან ლტოლვილი 500-მდე ოჯახი იღებს, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას კი 1050-ზე მეტი ადამიანი”- აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეისათვის 300-ლარიან ბინის ქირის დახმარებას უკრაინიდან ლტოლვილი 500-მდე ოჯახი იღებს, ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას კი 1050-ზე მეტი ადამიანი. „ჩვენი სახელმწიფო თებერვლის თვიდან აქტიურად დგას უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების გვერდით, 15 ივლისიდან დევნილების სააგენტოს გადმოებარა მათზე ზრუნვა, გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ, რომ სჭირდებათ დახმარება. ვეხმარებით როგორც ყოველთვიური ქირით, ასევე სოციალური დახმარებით. ეს არის ზუსტად იგივე განაკვეთები, რაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილებს აქვთ. 6 თვით მოვახდინეთ აღნიშნული პროგრამის გახანგრძლივება. ივლისის შემდეგ 1.8 მილიონი ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები და ბინის ქირები. 200 000 ლარი…

მეტი...

,,უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია, არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას”- შალვა პაპუაშვილი

„უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  პარლამენტის თავმჯდომარემ  საქართველოს 2008  და 90-იან წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გაუზიარა. მისი თქმით, აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება და საერთაშორისო…

მეტი...

,,ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას”- შალვა პაპუაშვილი

„თანამედროვეობის ყველაზე რთული და უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, მოხარული ვარ, მოგმართოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე უკრაინის  მეგობრებსა და პარტნიორებს. ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა,  გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი  სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით,  ქართველმა ხალხმა რუსული ოკუპაციის სისასტიკე მრავალი წლის წინ, ჯერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდგომ კი 2008 წელს გამოსცადა.  „24 თებერვალს…

მეტი...

,,ჩვენ ყველა ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით საბოლოო გამარჯვებამდე”- ნენსი პელოსი

,,ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველა ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით საბოლოო გამარჯვებამდე,” – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა  ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით. „ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო შეერთებული შტატების კონგრესი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე. ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ეს პლატფორმა შეიქმნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა…

მეტი...

,,ოპოზიციის რიტორიკა, რომ საქართველოს მხარეს აშშ-სგან ზურგის შექცევა ელოდა, ნედ პრაისის მხრიდან სილაგაწნული აღმოჩნდა”- მიხეილ სარჯველაძე

,,აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია, შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება,” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. „ოპოზიციის ნარატივი, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, შეესაღებინათ, როგორც სიმართლე საზოგადოებისთვის, რომ აშშ-სგან გაწყრომას და ზურგის შექცევას ელოდა საქართველოს მხარე, ეს რიტორიკა სილაგაწნული აღმოჩნდა ნედ პრაისის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და არსებობს თანამშრომლობა აშშ-სთან. ამ რიტორიკას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას უკუსვლაზე, უმჯობესია, ალბათ,…

მეტი...

რიში სუნაკი მეფე ჩარლზ II-ს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რაში სუნაკი ბუკინგჰემის სასახლეში ის მეფე ჩარლზ II-ს  შეხვდა. მოგვიანებით დაუნინგ სტრიტზე სუნაკი განცხადებას გააკეთებს. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ბრიტანეთში ახალი პრემიერმინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს.

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიაზრეს, რომ საბავშვო ბაღი არ არის ქვეყნის მართვა”- ალეკო ელისაშვილი

,,ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დამაკნინებელია პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქვეყნისთვის. „აღმაშფოთებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილი, ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ. ვერ გაიაზრეს, რომ საბავშვო ბაღი არ არის ქვეყნის მართვა. ქვეყანა ისე არ უნდა მართო, როგორი ინსტიქტებიც ბავშვებს აქვთ – ვიღაცას ზეიმზე გვერდით არ დაუდგება, ლექსს არ იტყვის და ბუშტს არ დაიკავებს. ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის…

მეტი...

,,უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს”- ოლაფ შოლცი

,,ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მისი ბრძოლის მხარდაჭერას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, “მარშალის გეგმა 21-ე საუკუნისთვის – თაობის ამოცანაა, რომელიც ახლავე უნდა დაიწყოს”. „ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი ქვეყნის ისტორია არ არის ერთნაირი. მაგრამ ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ რეკონსტრუქცია ყოველთვის შესაძლებელია და რომ არასდროს არ არის ნაადრევი ამ ამოცანის გადაჭრა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

,,ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა”- ღარიბაშვილი

,,ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა,” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ტვიტერში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. „მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის  აფხაზეთის და დნესტრისპირეთის”- ზელენსკი

,,ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის დროშის ყირიმში დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმში მყოფი მცხოვრები ხალხისთვის. „ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი…

მეტი...

,,ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი”- სამადაშვილი

,,ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი,”– ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც საქართველოში როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ. „რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიიღებს.…

მეტი...

,,უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი განადგურდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი რაკეტებითა და ირანული დრონებით განადგურდა. აღნიშნული შესახებ ზელენსკიმ ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპის ლიდერებს ვიდეომიმართვთ ესაუბრება. მისი თქმით, უკრაინა მზადაა  უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპისკენ მიგრაციის რეგულირება.

მეტი...

,,პრეზიდენტის და მმართველი ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს”- ხატია დეკანოიძე

,,ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად,”- ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის და მმართველი  ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ,,ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსგან. ეს ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი…

მეტი...

,,სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს”- ხატია დეკანოიძე

,,სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს,”- ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებლად იმუშავებენ სანქციების  მიმართულებით. „სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, რომ სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოს სანქციებზე არავინ საუბრობს, საუბარია, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინაში რუსეთს სამხედრო აგრესიის მიმართულებით, უნდა დაუწესდეს სანქციები“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

,,დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ პროგრესს”- გიორგი ვაშაძე

,,ყველაზე კატასტროფულად შეფასებული არის დასავლეთზე თავდასხმები,  ომში დადანაშაულება, რომ თითქოს ომის დაწყება უნდა ვიღაცას საქართველოში, ეს არის ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ნეგატიურად სდევს საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, რადგან , ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვერ ხედავენ პროგრესს. ,,2022 წლის ივნისში საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ ამ შანსის რეალიზება არ მოხდა იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები…

მეტი...

„საქართველოს რუსეთს ვერ მიუერთებ – მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“- ოქრიაშვილი ივანიშვილს

„საქართველოს რუსეთს ვერ მიუერთებ – მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“,”- ამ სიტყვებით პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი ”შემოუგდო” საზოგადოებას. ,,ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ღალატის პარტიამ“, არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი შემოგვიგდო საზოგადოებას. ვციტირებ: „არამხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა“. მაშინვე გამახსენდა ბატონი გია ხუხაშვილის სიტყვები: „ბიძინა, ვის აშანტაჟებ, „ჭე“ კლასში თამაშობ!“…

მეტი...

 ,,ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

„ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. „რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა,  არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა,…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს – ,,როიტერი”

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამი შესახებ ინფორმაციას  „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემაზეა საუბარი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. Hawk სისტემა არის “პატრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემის წინამორბედი, რომელიც დამზადებულია Raytheon Technologies-ის მიერ, რომელიც უკრაინისთვის რჩება მაგიდის მიღმა, განუცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს.

მეტი...

აფეთქება ოკუპირებულ მელიტოპოლში – დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსული პროპაგანდისტული არხის, ZaTV-ის ოფისთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი. დაშავებულებს შორის ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქეა, ზოგიერთი კი კომპანიის თანამშრომელი. ამ დროისთვის უცნობია, მანქანის აფეთქება უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ დაგეგმილი.

მეტი...

ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი – ქეთევან…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 68 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 68 420 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 68 420; ​ტანკი – 2 611; ჯავშანტექნიკა – 5 321; საარტილერიო სისტემა – 1 674; სარაკეტო სისტემა – 377; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 190; თვითმფრინავები – 271; ვერტმფრენი – 248; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 372; საკრუიზო რაკეტები – 350; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 054; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 149.

მეტი...