მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბელორუსი კიევს არ დაარტყამს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

მეტი...

„შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა“ – მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე. ჩანაწერში ისმის მერის მოადგილის განცხადება: „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს“. ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის განათების თანამედროვე სისტემისა და ლამინირებული ჭავლის სისტემის მართვის ავტომატური პულტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი. აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი…

მეტი...

ლიკანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ბინაში მცხოვრები ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპისთვის, აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობა სრულად არის ევაკუირებული. აფეთქების შედეგად, კორპუსის ნაწილი დაინგრა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.  

მეტი...

„ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“ – გარდაცვლილი 13 წლის მარიტას დედის წერილი

„მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები“ – ასეთია ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტას დედის პირველი კომენტარი მომხდარ ტრაგედიაზე. მარიტას დედა ვრცელ წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის დევი მეზურნიშვილს, რომელმაც მის შვილს უკანასკნელი სურვილი შეუსრულა და მისი მეგობრები გადაარჩინა. „ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი… ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს. მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ…

მეტი...

მერის მოადგილე აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანი პროექტის შესაბამისად გაკეთდა  

ვაკის პარკის მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, პროექტი არ შეცვლილა და სამუშაოები ისე ჩატარდა, როგორც პროექტში იყო. „უსაფრთხოების რელე რჩება მთავარ საკითხად. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა რელემ. სამუშაოები ჩატარდა ისე, როგორც იყო  პროექტში. პროექტის მსვლელობისას რადენიმე შეხვედრა ჩატარდა და არც ერთხელ დაფიქსირებულა პრეტენზია პროექტის ავტორის მხრიდან, რომ რაიმე არ კეთდებოდა პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორი არაერთხელ იყო ადგილზე და არასდროს უთქვამს რომ რამე კეთდებოდა პროექტის გვერდის ავლით“ – აცხადებს ანდრია ბასილაია. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 3 მოზარდი…

მეტი...

ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი დაზიანებული აქვს

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული. მას საოპერაციოდ ამზადებენ. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში  ჩართული არ ყოფილა და ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა და ამ შემთხვევის შესახებ გაიგეს. შეგახსენებთ, რომ ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია 3 ადამიანი დაშავდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. საუბარია ხელყუმბარის აფეთქებაზე.  

მეტი...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დააჯილდოვა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა  მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს თავადი იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადასცა. პრეზიდენტის განკარგულებით, ჯილდოები გადაეცათ “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. ჯილდოს მფლობელები გახდნენ:  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი; გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი; პოლონეთის სეიმის მარშალი ელჟბეტა ვიტეკი და პოლონეთის სენატის მარშალი ტომაშ გროძკი; ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე იური რატასი; ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენი. ასევე, იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები მიიღეს: ნორვეგიის…

მეტი...

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, დაკავებულია 7 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში შვიდი პირი დააკავეს. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრო მლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის…

მეტი...

ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, არის დაშავებული

თბილისში, აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, ლაღიძის ქუჩაზე, ხელყუმბარა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.  

მეტი...

დემნა გვასალია აცხადებს რომ საქართველოში ვერ ბრუნდება, რადგან ემუქრებიან

მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ული დირექტორის, დემნა გვასალიას განცხადებით, ის სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგანაც, აქ ღიად ემუქრებიან. დემნა გვასალიამ, რომელმაც რამდენიმე კვირის უკან თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო მიიღო, აღნიშნულ თემაზე  NYT Style Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა. დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომის დროს, ის  11 წლის იყო. ომის დაწყების შემდეგ მის ოჯახს თბილისშ მოუწია გამოქცევა, როგორც ათასობით სხვა ოჯახს. დიზაინერი საქართველოს დიდი სიყვარულით იხსენებს და წუხს, რომ ვერ ჩამოდის და ამისი მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაციაა. ამბობს, რომ პირ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მას შე­უყ­ვარ­და, სექ­სკლუ­ბე­ბი და საკ­რუ­ი­ზო ად­გი­ლე­ბი გა­აც­ნო. “მას­წავ­ლა რო­გორ მყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ…

მეტი...

„ნეკასიანები VS ნიკასიანები… თითქმის არავინ ლუკასიანები“ – სასულიერო პირი დოროყაშვილ-ბასილაშვილის საქმეზე

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პირველი ჩოგნის – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის მხარდამჭერები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ზოგი ნიკოლო ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ტაშს უკრავს, ზოკი კი პირიქით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს   არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. „ერთ პატარა საოცარ ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას.. ნეკასიანები VS ნიკასიანები. თითქმის არავინ ლუკასიანები“,- წერს არქიმანდრიტი. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა.  

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე – იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება. აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები  გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე), ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,…

მეტი...

„ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“ – მოსამართლე

„თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება“ – აღნიშნა მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვლის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დეტალურად ახსნა რა იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მოსამართლემ ყველა ეპიზოდზე გააკეთე განმარტებები, მათ შორის „ჩოგნების ჩარტყმის“ თემაზე. როგორც მოსამართლე ხარჩილავამ განმარტა, პირიქით, დოროყაშვილი ძალადობმა ბასილაშილზე. „გავაკეთებ მცირე განმარტებას, თუ რატომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. შეგახსენებთ რაში ედებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი. მას ბრალი ედებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობაში 2015 წლიდან 2020 წლის 21 მაისამდე, რაც გამოიხატა ბრალის დადგენილების მიხედვით სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში,…

მეტი...

„სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა” – მოსამართლე ბასილაშვილის საქმეზე

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ აღიარა და გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლემ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დეტალურად ახსნა რა გახდა აღნიშნული გამამართლებელი განაჩენის საფუძველი. „საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე,…

მეტი...

უკრაინაში გუშინ მეორე ქართველიც დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს ერთ დღეში ორი ქართველი მსხვერპლი ჰყავს. მიხეილ ყაფლანიშვილთან ერთად, გუშინ ალექსანდრე მარტიაშვილის დაიღუპა. რუსეთ-უკრაინის ომში, ამ დრომდე 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის მოხდება დაღუპული მებრძოლების საქართველოში გადმოსვენება. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მეტი...

„ამ ქალბატონმა განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს… ვიბრძოლებ ბოლომდე“ – ნელი დოროყაშვილი

„მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას“ – აცხადებს ნელი დოროყაშვილი. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგნის, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. როგორც დოროყაშვილი აცხადებს, მოსამართლემ, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლებით განაჩენი გამოუტანა საქართველოს ქალებს. „სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში…

მეტი...