ბათუმში მოზარდს დენმა დაარტყა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გვიან ღამით მცირეწლოვანს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი გარე განათების ბოძს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა. თვითმხილველების ცნობით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

მეტი...

კულტურის სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ ძველი აკლდამები აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს. პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ. სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. „აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და…

მეტი...

,,ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას ეხმაურება. „ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თავდგირიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი  შანტაჟი გახდა, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

მეტი...

 ,,დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”- გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსი ოკუპანტები უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას აგრძელებენ. „დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის 500-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა. მათივე ცნობით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც კი განადგურების საფრთხის ქვეშაა.

მეტი...

,,ირანული დრონების თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება. „ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

მეტი...

რუსულმა ძალებმა კრივოი როგში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა კრივოი როგის რეგიონში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს, რის გამოც რეგიონის მრავალი დასახლება და ინგულეცის მიკრორაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილზე ენერგეტიკოსები მუშაობენ. ,,ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული სქემები, მაგრამ ამას დრო დასჭირდება”, – აღნიშნა ვილკულმა.

მეტი...

წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა, ჭრილობა მიყენებული აქვს თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში. პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა.  გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ომში გამარჯვებაში“ – იენს სტოლტენბერგი 

,,უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი – წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში“,-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება. „მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის…

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში – ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში –  გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ჭრილობები თავისა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაპირისპირება ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები  სამმა ადამიანმა მიიღო. ამ დროისთვის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,ვმუშაობთ რეზოლუციაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერო-ში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას. „გავმართე შეხვედრა გაერო-ს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების შესახებ კომპენსაციის მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.    

მეტი...

,,ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას”- იენს სტოლტენბერგი

,,უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას. „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო ჩვენი მჭიდრო…

მეტი...

,,რუსეთის მიერ ირანისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა მისი გაკოტრების აღიარებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დაკარგვის ტრაექტორიაზე მყოფი რუსეთი შიშით ცდილობს სხვის ჩათრევას თავის თანამზრახველებში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ირანისთვის  სამხედრო დახმარების მოთხოვნა, მისი გაკოტრების აღიარება​ა. ,,ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს ასეთი დახმარებისთვის მიმართა, კრემლის მიერ მისი სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე და ბოლოს თეირანს თაყვანს სცემდნენ, რომ საკმაოდ მარტივი ყოფილიყო მათთის თვითმფრინავები და რაკეტები”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული „გრინსერვის პლუს“-ის თანამშრომელი დევი კახოიძე და საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი ადვოკატმა ლევან კაჭარავამ გვიან ღამით მოინახულა. ადვოკატის თქმით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. „მოვინახულე დევი კოხოიძე და ბექა მურღვლიანი, ორივე მათგანი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ მიიჩნევენ, რომ ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული. მზადყოფნას აცხადებენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ხელთ არსებული ინფორმაცია“, – აღნიშნა მედიასთან ადვოკატმა ლევან კაჭარავამ. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია 9 ადამიანი.  

მეტი...

„დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი“ – დაკავებული ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული კომპანია „გრინსერვის პლუს“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, მამუკა ბლიაძემ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფურცხვანიძე უდანაშაულო და გაოგნებულია და დგას მყარად. „შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი. ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმოუციათ.  მას გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში საერთოდ ვერ ხედავს.…

მეტი...