ბელორუსი საზღვართან 9 000-მდე რუს ჯარისკაცს განათავსებს

ბელორუსში რუსი სამხედროები ჩადიან. როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი უსაფრთხოება და ქვეყნის დაცვაა. ბელორუსის უსაფრთხოება კი რუსმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, საზღვრების დასაცავად, ბელორუსში დაახლოებით 9000 რუსი სამხედრო განლაგდება. თავდაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსის, ვალერი რევენკოს ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქვეყანაში უკვე ჩადიან.  

მეტი...

საშიში და სარისკო დასახლებები თბილისში, სადაც კუსტარული გამათბობლების აფეთქების რისკი მაღალია (ვიდეო)

კუსტარულად და არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებზე ენერგოომბუდცმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და სარისკი და სახიფათო დასახლებებიც დაასახელა. „ჯერ კიდევ არ ვართ უსაფრთხოდ. ჯერ კიდევ არის, როგორც დედაქალაქის, ისე მუნიციპალიტეტების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს დამონტაჟებული. ან, შეიძლება იყოს ისეთი დანადგარები, რომელიც შენობაში საერთოდ არ უნდა იყოს, ან, ქსელი იყოს არასწორად გაყვანილი. რისკი ამ მხრივ მრავალია. საუბარია დანადგარებზე, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს დახურულ ფართში და განკუთვნილია მხოლოდ ღია მოხმარებისთვის. დაგმანულ სივრცეში ასეთი მოწყობილობების არსებობა ნიშნავს, რომ პირდაპირ გამზადებულია ლეტალური შედეგისთვის“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა…

მეტი...

ექსპერიმენტორიუმის საჩუქარი დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ექსპერიმენტების მუზეუმმა- ექსპერიმენტორიუმმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების შვილიშვილებს უმასპინძლა და მათ უსასყიდლოდ წარმოუდგინა სამეცნიერო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა. ბავშვებს, შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ფიზიკის ექსპონატები და პრაქტიკულად გამოეცადათ თითოეული მათგანი. მათ, ასევე, მუზეუმის გიდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქიმიის ლაბორატორიაში ჩატარებულ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ცდებში. ექსპერიმენტორიუმი არის ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ფიზიკის 80-მდე ექსპონატი და ქიმიის ლაბორატორია. თვალსაჩინო ექსპონატებითა და პრაქტიკული ცდებით, მუზეუმი მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მუზეუმი 2016 წელს თბილისში დაარსდა და მეცნიერებით დაინტერესებული ბავშებისა და ზრდასრული ვიზიტორების გაოცებას იწვევს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ექსპერიმენტორიუმს…

მეტი...

„გამათბობლები, რომელიც პირდაპირ იწვევს სიკვდილს“ – სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ზამთრის სეზონის მოსახლეობასა და „მკვლელი  გამათბობლების“ პრობლემაზე ენერგოომბუდსმენმა  სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მწარე რეალობას ჯერ კიდევ ვხვდებით, რომელიც დაკავშირებულია „მკვლელ“ და დიდი საფრთხის შემცველ გამათბობლებთან. ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე არის მრავალი. ცივი სეზონი პიკში შედის და ახლა ყველამ გათბობა უნდა ჩართოს. პირველ რიგში, ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ გამათბობელი,…

მეტი...

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივის კიდევ ერთხელ მიაგებს. ინფორმაციას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. 17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს; დღეისათვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000- მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა…

მეტი...

ვეტერანის დღესთან დაკავშრებით, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ღონისძიებებში მონაწილეობას უფასოდ მიიღებენ

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 და 17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და, ასევე, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანმა, ან/ და მისმა ოჯახის წევრმა, აღნიშნულ ტერიტორიებზე უფასოდ დაშვების მიზნით, უნდა წარმოადგინოს მისი ან/და მისი ოჯახის წევრის ვეტერანის მოწმობა. „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული პატივისცემისა და თანადგომისთვის. ცნობისთვის,…

მეტი...

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

13 წის მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. მკურნალი ექიმის შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოზარდი მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა.  

მეტი...

„ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება“ – ენერგოომბუდსმენი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდცმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნა  ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. „როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ელექტროენერგიით გამოწვეული შემთხვევა, დავინტერესდი, ხომ არ იყო მომსახურე კომპანიის ნაწილში რაიმე დარღვევა. ჩემი, როგორც ენერგოომბუდსმენის თემა გახლავთ ის, რომ კომპანიამ მოგვაწოდოს სათანადო მომსახურება, მათ შორის პირველ რიგში, უსაფრთხოებას ვგულისხმობ, მაგრამ აქ ჯერ ოფიციალური ახსნა-განმარტება მოსული არ არის, პირველივე ჯერზე გამოიკვეთა ის, რომ იყო ღიად დარჩენილი, თუ დაზიანებული სადენი, რომელსაც არ მიხედა იმ კომპანიამ, რომელსაც…

მეტი...

„ძალიან ბერი დამთხვევაა“ – დაკითხვიდან გამოსული ლაშა ფურცხვანიძე

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა. „ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ და აღნიშნა, რომ მას პოლიციაში ისევ დაიბარებენ. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა.…

მეტი...