ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს

„გრინსერვის პლუსის” დირექტორის ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს. იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ამ წუთებში ისევ დაკითხვაზე იმყოფება. ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.  თუმცა დღეს, მისი დაბარება ისევ გახდა საჭირო. გვიან, როცა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა, მედიასთან კომენტარის გააკეთა და არ გამორიცხა, ის, რაც ვაკის პარკში მოხდა, შეგნებულად იყოს გაკეთებული. როგორც ფურცხანიძის ადვოკატი აცხადებს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ეჭვი და საფუძველი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერი ტრაგიკული დღეა. ამ დღეს, სამ არასრულწლოვანს, ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.…

მეტი...

13 წლის ლაზარეს ვაკის პარკში მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის – ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა,  მეხსიერებასთან დაკავშირებით გარკვეული ამოვარდნა შეინიშნება. როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, ის რაც ვაკის პარკში მოხდა, ლაზარეს საერთოდ არ ახსოვს. „ლაზარე უკვე კონტაქტურია, ლაპარაკობს.  ტელეფონზეც დამირეკა და მითხრა, რომ სახლში წამიყვანეთ, მე არაფერი არ მჭირსო.  აქვს ცოტა ამოვარდნები მეხსიერების, არ ახსოვს რაღაცები. ის მომენტი, რაც იქ მოხდა უშუალოდ, საერთოდ არ ახსოვს და ეს ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს. ამას რაც უფრო გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი,” – ამბობს ოჯახის…

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე საექსპერტო შეფასება მათ არ გაუკეთებიათ

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს და აცხადებს, რომ  შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა. „ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“,- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის – ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. აეროპორტში მებრძოლს  ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა. ის მეოცე ქართველი მსხვერპლია უკრაინის ომში. ედიშერ კვარაცხელიას მშობლიურ წალენჯიხაში გადაასვენებენ და იქ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მეტი...

„მოდით, ომი შევაჩეროთ“ – ბელარუსის პრეზიდენტი  

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის შეჩერება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ვინ მტყუანია და ვინ – მართალი. „ვიცით, რომ ომი ცუდია. მე ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მომისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება.  

მეტი...

„ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო“ – გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის  განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს  ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია. მისივე თქმით, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით, ყველა დოკუმენტაცია არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავად იხილოს. „პირადად მე, სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან.  კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით,  ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს…

მეტი...

სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, კარლოტას კითხავენ

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძალადობაში ბრალდებული პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მოწმის სტატუსით ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, კარლოტა ფონდერლინდეს კითხავენ. კარლოტას გამოძახება იმიტომ ახდა საჭირო, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ნელი დოროყაშილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დაპირისპირება, კერძოდ „სახლში მივარდნის“ ეპიზოდი მოხდა. „ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს, ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი“ – ასე მიმართა კარლოტამ სასამართლოს. მისი თქმით, 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები დროს სახლში იყო და ბასილაშვილების მხრიდან დოროყაშვილის…

მეტი...

13 წლის მარიტა ტაძარში დაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა ვაკის სამების ტაძარში დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი  დაიწყო და სამძიმარზე უამრავი ადამიანი მიდის – უცნობები, ნაცნობები, ახლობლები, გამვლელები, სკოლელები… პანაშვიდი 14:00 საათამდე გაგრძელდება. შემდეგ, მოზარდს, რომელიც ჩოგბურთის ჩემპიონი იყო, კორტებზეც მიასვენებენ. შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მარიტას ყველა გლოვობს და დასტირის.  

მეტი...

დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას ინფორმაციით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მალე გაწერენ. „ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს. რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ კიდევ სჭირდება. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, – განაცხადა მარინა ფირცხალავამ. შეგახსენებთ, რომ,  ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად, 13…

მეტი...

„იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა“ – ლაშა ფურცხვანიძე

„გრინსერვის პლუსის” დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცადებით,  ვაკის პარკში მაღალი ხარისხით ჩატარებულ სამუშაოებზე სრულად არის პასუხისმგებელი და არანაირი წუნი თუ ხარვეზი შადრევანს არ ჰქონია. „სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული.  აპარატურა სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, ანგარიშებიც არსებობს.  ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია, შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ გეტყვით“ – განაცხადა ფურცხვანიძემ…

მეტი...

მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა  28-მდე გაიზარდა. აფეთქებისას, მიწის ქვეშ, მაღაროში  110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. გადარჩენილი 58  მაღაროელი კლინიკებში გადაიყვანეს. ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში, 300 მეტრის სიღრმეში აფეთქების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

მეტი...

13 წლის მარიტას, რომელიც ვაკის პარკში დენის დარტყმამ იმსხვერპლა, დღეს დაკრძალავენ

13 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს კრძალავენ. წარმატებულს, გამორჩეულს, ჩემპიონს ჩოგბურთში, საუკეთესო მეგობარს ყველა გლოვობს. შემთხვევის ადგილი, ვაკის პარკი, სადაც ტრაგედია მოხდა სავსეა ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით. მარიტას დღეს ყველა, ნაცნობი თუ უცნობი დასტირის და ემშვიდობება. გოგონას პანაშვიდზე თბილისის მერი კახა კალაძეც მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდი კი ვაკის სამებაში გაიმართება. ვუსამძიმრებთ ყველას და ვგლოვობთ!  

მეტი...

„რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა“ – მერიის წარმომადგენელი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურებული იყოს, რომ ვაკის პარკში განხორციელებული სამუშაოები  სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. გიგაშვილმა პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა. მას განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. „ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტურად, დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია. ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, რატომ  მოხდა. ეს ყველაფერი არის…

მეტი...

ლაშა ფურცხვანიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს

„გრინსერვის პლუსის” დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა. როგორც  დაკითხვიდან გამოსულმა ფურცხვანიძემ აღნიშნა, ვაკის პარკში შადრევანი მწყობრში იყო, ყველაფერი გამართულად მუშაობდა და არ გამორიცხავს, ის ტრაგედია, რაც მოხდა წინასწარ განზრახულიც იყოს. „ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი იყვნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. სამჯერ ჩახტა ძაღლი აუზში, ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია. ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ…

მეტი...