„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – მინისტრის მოადგილე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

„პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“ – მისამძიმრებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი შეფასებით, ყველა დამნაშავე, ვინც დღეს მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეა, უმკაცრესად დაისჯება. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

„ყველა უმკაცრესად დაისჯება“ – შს მინისტრის მოადგილე

ვაკეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა დამნაშავე კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება. მან ისაუბრა რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. ასევე ისაუბრა, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების  დაკითხვის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებიც გამოკითხვაც. ასევე, იკითხება კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე“ – აღნიშნა დარახველიძემ. 13 ოქტომბერი ტრაგედიის დღე, რომელმაც ყველა შეძრა. ვაკის პარკში სამ მოზარდს…

მეტი...

შსს-ში 20:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 20:00 საათზე განცხადებას მინისტრის მოადგილე სანდრო დარახველიძე გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ორი კი სიცოცხლეს ებრძვის. მთელი დღის განმავლობაში, პოლიციაში მერიის თანამშრომლები და კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები იკითხებიან. სავარაუდოდ, შსს-ში პასუხისმგებელი პირის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდება.

მეტი...

„მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი“ – ლაშა ფურცხვანიძე  

ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი, კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებელი ის არის. „მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი ყველაფერს“ – აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ მედიასთან. მისი დაკითხვა ამ დრომდე არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების მთავარი კონტრაქტორი „გრინ სერვისი“ იყო და  პროექტი შემოწმებული იყო. დღეს, ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა.  შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.  

მეტი...

ვაკის პარკის სამუშაოების ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში იკითხება

დაახლოებით ნახევარი საათია, კომპანია “გრინ სერვისის” დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც ვაკის პარკში სამუშაოები ჩაატარა,  ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების მთავარი კონტრაქტორი „გრინ სერვისი“ იყო და  პროექტი შემოწმებული იყო. პოლიციაში მერიის სხვა მაღალჩინოსმებიც იკითხებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა.  შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.  

მეტი...

,,შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში  ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით,  მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. ,,შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს” ,- წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა,  კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მეტი...

,,რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება,” – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სერიოზული მომენტი ჩვენს ისტორიაში და რუსეთს ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე უნდა აჩვენონ. „არის ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან ბლეფი არ არის. მას არ შუძლია, საკუთარ თავს ბლეფის უფლება მისცეს. უნდა იყოს მკაფიო, რომ არც უკრაინის მხარდამჭერი ხალხის, ევროკავშირის და მისი წევრების, აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან არ არის ბლეფი. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა…

მეტი...

,,მთლიანი ჩვენება არის ტყუილი”- დოროყაშვილი ბასილაშვილის ძმის ჩვენებაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ჩოგბურთელის ძმის ჩვენებას სიცრუეს უწოდებს. ნელი დოროყაშვილის განცხადებით, თენგიზ ბასილაშვილის ”მთლიანი ჩვენება არის ტყუილი”. დოროყაშვილის თქმით, ყოფილი მაზლი მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დაპირისპირებას შესწრებია. ,,არაფერს ვადასტურებ. შეიძლება, ნიკოლოზის ძმის და ნათესავების გარდა კიდე ვიხილოთ სხვა შორეული ნათესავები, მოვიდნენ: „ეს კარგი ბიჭია, ამას არ იზამდაო“ – ამას ემსგავსება უკვე ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს გააზრებული არ აქვთ, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება მარტივად არის გადასამოწმებელი. დაპირისპირებას შესწრებია, თუმცა ფიზიკურ ძალადობას – არა. ბუნებრივია, მე ამ ხალხის პოზიციის არ მიკვირს, უბრალოდ, ძალიან ბევრი ტყუილია,…

მეტი...

,,გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე“- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება, რომელსაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატის განცხადებით, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ,,გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! – არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი! დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური…

მეტი...

ნახევარი მილიონი დოლარი, 18 000 ყოველ თვე და სხვა ქონება – რას ითხოვდა ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილისგან?!

მსოფლიო ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრების დაკითხვით გრძელდება. დღეს სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვლის ძმას, თენგო ბასილაშვილს კითხავს. მან მოსამართლეს ის ქონება დაუსახელა, რასაც დოროყაშვილი ბასილაშვილისგან ითხოვდა. „ნელი დოროყაშვილის ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო. 500 ათას დოლარს ითხოვდა; ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით; მცხეთის ქუჩაზე სახლს რა სახლიც აჩუქა ნიკამ ლუკას იმ სახლს ითხოვდა; ასევე,  გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს; პარკინგს და ყოველთვიურად 18 000 ლარს ალიმენტის სახით“, – აღნიშნა თენგო ბასილაშვილმა. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

,,დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია”- პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი იკითხება

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იკითხება. გიგა გიგაშვილის განცხადებით,  შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. „გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს,…

მეტი...

მარიტა, 13 წლის ბავშვი, რომელიც ვაკის პარკში დენის დარტყმამ იმსხვერპლა

მარიტა, რომლის ტრაგიკულად გარდაცვალებამ ქვეყანა შეაზანზარა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო. 13 წლის ბავშვს ყველა გლოვობს. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ბავშვი ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეტი...

,,მინდა ბოდიში მოვიხადო”- გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის. უმრავლესობის წევრის განცხადებით,  გახსნილ შადრევანზე და რეკონსტრუქციაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. „ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში,…

მეტი...

,,მოზარდები 55 სკოლაში არ გამოცხადდნენ დილიდან, დამრიგებელმა აცნობა მშობელს” – განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა. მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა. ,,55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა,”- განაცხადა თამარ მეფარიშვილმა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მეტი...

,,სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა”- ექიმი

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მეორე მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი  სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია.  მოზარდი მართვიდ სუნთქვაზე იმყოფება. ,,მოზარდი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს  ნიუ ჰოსოპიტალის ინტენსიური თერაპიის განმყოფილებაში. სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული გართულებები და მზად ვართ ამ გართულებებისთვის.  ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე, გონებადაბინული. იყო შოკური მდგომარეობა, ელექტრო ტრამვა. ხეჩინაშვილის კლინიკაში მოხდა მოზარდის ინტუბაცია. მოზარდი იმყოფება ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში, გართულებები შეიძლება იყოს”- განაცხადა ექიმმა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მეტი...

,,ტრაგედიით მანიპულირებთ, კალაძეს უკავშირებთ – ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს

,,თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით…სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ,”- ამ სიტყვებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა. ოხანაშვილი გიორგი ამილახვარის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სამარცხვინოა. ,,ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით…სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ…

მეტი...

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ხეჩინაშვილის კლინიკიდან „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ,,მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში,”- განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის,  ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ. მოზარდები ბურთის ამოღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. უბედური შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე…

მეტი...

,,ხელში ევროპის ბილეთი გვიჭირავს და შეიძლება გიორგი ვაშაძის გამო ხელიდან გაგვივარდეს”- ალეკო ელისაშვილი

,,ხელში ევროპის ბილეთი გვიჭირავს და შეიძლება გიორგი ვაშაძისა და რამდენიმე უპასუხისმგებლოს გამო ხელიდან გაგვივარდეს,” – ამის შესახებ ”მოქალაქეების” ერთ-ერთმა  დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ოპოზიციას ურჩევს, “ქართულ ოცნებასთან” ერთად მივლინებებში სიარულის ნაცვლად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა. ,,როდესაც ამბობ: რა მინდა ერთ სივრცეში “ქართულ ოცნებასთან”, არ შევალ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მასთან ერთად თვითმფრინავში 15 საათი ზიხარ – არგენტინაში წინ და უკან, თვითმფრინავში ჯდომა „მოსულა“ და სამუშაო ჯგუფში არა?! ეს არ მესმის. რა ევროპელობაზე ვსაუბრობთ, როცა ევროპა პირდაპირ გვეუბნება, რომ სამუშაოდ ერთად უნდა დავსხდეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეტი...

,,გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს – კარგად გაიხედოს თავისი ოფისის ფანჯრიდან და კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა”- ბექა ოდიშარია

,,კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ივანიშვილმა, შემდეგ შეუძლია, ილაპარაკოს მასსა და საქართველოზე,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას. მისი თქმით, ,,იმის გამო, რომ მეგობრობენ „ნაცებთან“ და ნაცმაცუნებთან, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ადამიანებს და ხელისუფლებას, რომლებიც გულწრფელად უდგანან გვერდით მათ და მათ ხალხს“. „პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში, „ტელეგრამ არხი“ იყო და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, რუსული მისგან მესმოდა, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს და რამდენჯერ უნდა დავინდოთ იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ, მართლა განვიცდით. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს. ბიძინა…

მეტი...

,,დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”- ნათქვამია განცხადებაში. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მეტი...

,,უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ, ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს არის ”ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”. ,,უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. დაწყებულია გამოძიება, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში”- განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის ინფორმაციით, პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო კომპანია “გრინ სერვისი” . „ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული,”- აღნიშნა კალაძემ. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მეტი...

,,არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია”- ამილახვარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. ამილახვარის თქმით, არასრულწლოვან ბავშვს  მეთვალყურე უნდა ჰყავდეს, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ,,ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს  იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!”…

მეტი...

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ,,მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”- განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა…

მეტი...

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის – „FACEBOOK“-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა. ,,დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას…

მეტი...

,,პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც გაყიდეს უკრაინა”- ამილახვარი

,,პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავის თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარა განაცხადა. ამილახვარის თქმით, მსგავსი განცხადებები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მიზნით. „სამწუხაროდ, უკვე მრავალი თვეა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს რუსეთთან გარკვეულ კავშირებზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის ტრანზიტული ქვეყანა, მთავარი იერიში არის ბიძინა ივანიშვილზე და მის ვითომ კავშირებზე რუსეთის ფედერაციასთან. მინდა, საზოგადოებას გავახსენო,…

მეტი...

„ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით მიიღეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს.  

მეტი...

,,დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ომი უკრაინაში მათ მიერ არჩეული ხელმძღვანელობის გამო მიმდინარეობს. მისივე თქმით,  დიპლომატია შეუძლებელია ლიდერებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო კანონს. ,,დიპლომატია არის ყველაზე ძლიერი იარაღი, როცა იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება. არ შეიძლება იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. არ შეიძლება იყოს პატივისცემა იმ ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იტაცებს, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით მხოლოდ 10% აქვს იმის, რაც სჭირდება.

მეტი...

საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი მაშველებმა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვარკეთილი 3-ის, პირველი მიკრორაიონის, მე-13 კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით ამოიყვანეს, შემდეგ კი დედა კატასთან დააბრუნეს. აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საჰაერო მილები დალუქონ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატების ჩაცვენის ფაქტები საკმაოდ ხშირია.  

მეტი...

,,არ არის საინტერესო, ფაქტები, ფაქტები, ფაქტები”- კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება საინტერესო არ არის. „არ არის საინტერესო ეგ განცხადება. ფაქტები, ფაქტები, ფაქტები”, – აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, „არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს”.  

მეტი...

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ,  თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველების თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა. დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მეტი...

,,ნიუ-იორკში სიბნელე, სიბინძურე, “ბომჟები”, გიჟები, სიცივე და ცივილიზაციისგან ჩამორჩენილი სამყაროა”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ამერიკის ლანძღვას განაგრძობს და აცხადებს, რომ ნიუ-იორკში ყველაფერი ძალიან ”არათანამედროვეა”. კანდელაკი მეგაპოლისს 2010 წლის მოსკოვს ადარებს. ,,მეგობარმა მითხრა, რომ ნიუ-იორკში სიბნელე, სიბინძურე, “ბომჟები”, გიჟები, სიცივე და რაც მთავარია, ცივილიზაციისგან ჩამორჩენილი სამყაროა, იქ ყველაფერი ძალიან არათანამედროვეა, თითქოს 2010 წლის მოსკოვში ჩახვედი” – წერს თინა კანდელაკი.

მეტი...

,,საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ”- ემანუელ მაკრონი

,,საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთის დოქტრინა ეფუძნება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ის ნათლად არის გაწერილი. „ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი. რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. შეკავება მუშაობს. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო მეტი ნდობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – განაცხადა მაკრონმა.      

მეტი...

ასლან ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების საკითხები განიხილეს და  “აფხაზური ჯარის” თანამედროვე საშუალებებით უზრუნველყოფაზე ისაუბრეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში პანიკური შიშია, რომ მათ რუსულ ჯარში წაიყვანენ და უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნიან, რადგანაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთში პასპორტები აქვთ.

მეტი...

,,ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის”- ელისაშვილი

,,ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის,”- ამ სიტყვებით,  „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა. „როდესაც ვთქვი არაადეკვატურია-მეთქი, თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს…

მეტი...

,,უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს” – რუსეთის უშიშროების საბჭო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში მიღებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ,,ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს“. „კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

მეტი...

,,პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, საქმე შოთაძეს უდევს თაროზე, დამნაშავე თავისუფალია”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია. გოგაშვილის თქმით, დადგენილია საიდან აიტვირთა მასალები, ასევე, პიროვნება, რომელმაც ატვირთა, თუმცა დამნაშავე თავისუფალია. ,,გავეცანი ბინძური ქოცების მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა ნაცების დროინდელი. ოცნების დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ…

მეტი...