,,პუტინს უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც ხორცსაკეპ მანქანაში შეუძლია ჩატენოს”- ბენ უოლესი

,,პუტინს უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც ხორცსაკეპ მანქანაში შეუძლია ჩატენოს,” – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინის სტრატეგიული ვარაუდები ყველა მხრივ მცდარი ჩანს. ,,ყოველ ნაბიჯზე ხალხი საკმარისად არ აფასებდა უკრაინას და ზედმეტად აფასებდა რუსეთს. თუმცა მას  უკანა ჯიბეში მილიონობით ადამიანი ჰყავს, რომლებიც შეუძლია ხორცსაკეპ მანქანაში ჩატენოს წესების გარეშე, ადამიანთა სიცოცხლისთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე”, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მეტი...

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით – კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით – ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა და გავრცელდება რუს მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს…

მეტი...

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს”- ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. „რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. გავაგრძელებთ თურქეთთან თანამშრომლობას დასავლეთთან…

მეტი...

,,ეს არის სრული სისულელე”- კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირზე

თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, სრული სისულელელეს უწოდებს. „ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მეტი...

,,ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა”- კელი დეგნანი

,,ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. „არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ და იმის მტკიცების თაობაზე, რომ ამან მოახდინა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამ სამსახურებთან უკვე ათწლეულებია, ვმუშაობთ, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ისინი შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი…

მეტი...

,,ყოველთვის გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს საქართველოში”- კელი დეგნანი

„ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, აშშ ეხმარებოდა საქართველოს, რათა ყოფილიყო უფრო უსაფრთხოდ. „ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, ჩვენ ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს, რათა ყოფილიყო უფრო უსაფრთხოდ, უფრო მომზადებული საქართველოს საზღვრების დასაცავად, რომ ყოფილიყო ეკონომიკა უფრო დივერსიფიცირებული და განვითარებული, ყოფილიყო მეტი…

მეტი...

გერმანია უკრაინას ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო Twitter-ის პირად გვერდზე წერს. ,,რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – ნათქვამიას გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

,,უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ – ეს ზამთარი რთული იქნება”- დენის შმიგალი

,,უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ,” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ დააგროვა საკმარისი რაოდენობის ენერგორესურსები, მოამზადა ქსელები და  შეიძინა დამატებითი აღჭურვილობა. „ნუ გავალამაზებთ რეალობას, ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები, ე.წ. ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“, – განაცხადა შმიგალმა.

მეტი...

სომხეთის პროკურატურამ ყირიმის ხიდის აფეთქებაზე სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ მასალები უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა

სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  შეისწავლეს ყირიმის ხიდის აფეთქების საქმის ფარგლებში სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები. უწყების ცნობით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია და სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში სომხეთის მოქალაქის მონაწილეობის შესახებ. ,,გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთდახმარების ინსტიტუტის გამოყენებით, თანმიმდევრული იქნება გამოქვეყნებული ინფორმაციის გარემოებების სრულად გამოვლენაში. შედეგების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”,- ნათქვამია განცხადებაში. უწყების განცხადებით, ვინაიდან პუბლიკაციები შეიცავს აშკარა დანაშაულის დამადასტურებელ ინფორმაციას, გენერალურმა პროკურატურამ ისინი გადაუგზავნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებას, სისხლის სამართლის საქმის…

მეტი...

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბერში. იმ ნაბიჯებს შორის, რომლებსაც ევროკავშირი ელოდება ბოსნია და ჰერცეგოვინასგან, არის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონთან დაკავშირებული ცვლილებების დამტკიცება, როგორც პრიორიტეტული საკითხი, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გადამწყვეტი ზომების მიღება კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების ყველა დონეზე ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობა და თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ცნობისთვის, ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა.

მეტი...

,,ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა”- წალენჯიხის მერის გამოკითხვა დასრულდა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს.  წალენჯიხის მერის ინფორმაციით, პოლიცია სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მიმდებარედ კამერების ჩანაწერების დათვალიერება. ,,ძირითადად, შეკითხვები ეხებოდა ხანძრის წინა ვითარებებს. ანუ წინა ვითარებებს, მანქანის მდგომარეობას, გამართულობას და ვუპასუხე, რომ 100%-ით გამართული იყო მანქანა. ვუთხარი რა დროს მოვედი, ვუთხარი როგორ გავიგე ხანძრის შესახებ და ამასთან, მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდში იყო თუ არა რაიმე მუქარები ან რაღაც უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს რამე განსაკუთრებული ვითარება, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებით წარმოვიდგინე ის კვალი, ნამწვის ზოლი მაძლევდა სრულ უფლებას…

მეტი...

პრეზიდენტმა კონსტანცას პორტის ხელმძღვანელობასთან საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კონსტანცაში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა, რომელმაც კონსტანცას პორტში უმასპინძლა. შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საზღვაო-საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა ევროკავშირთან ლურჯი საზღვრის არსებობის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვები დაიწყოს რუმინეთის მიმართულებითაც. როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ივანე აბაშიძემ განაცხადა, პრეზიდენტის ვიზიტი კონსტანცას პორტში მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო კავშირების უზრუნველყოფა, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს…

მეტი...

რას ითვალისწინებს სანქციების მეცხრე პაკეტი – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტებას აკეთებენ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში განმარტავენ, თუ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს მომდევნო, მეცხრე პაკეტში. ,,იქნება ისეთი რამ, რაც არ იყო წინა პაკეტებში. მაგალითად, ზოგიერთი რუსული და ბელორუსული ბანკი ჯერ კიდევ არ არის გათიშული SWIFT-დან, განსაკუთრებით, მაგალითად, გაზპრომბანკი. ან, მაგალითად, ფასის ლიმიტი (ფასის შეზღუდვა – UNIAN) ნავთობზე. ასევე წინა პაკეტებში რუსული გაზის შეზღუდვები ჯერ არ არის შეტანილი“, – განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვქვამ. ამასთან, მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის აკრძალული რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ასევე, რუსებისთვის შესვლის (ევროპის ქვეყნებში – UNIAN) შესაძლებლობის ჩამორთმევა, ანუ…

მეტი...

,,ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა”- ლაიენი

,,ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა,”-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი მეზობელი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთის აგრესია, ენერგეტიკული დაუცველობა, კლიმატური ცვლილებები და საფრთხეეები. „უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ევროპაში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. რა თქმა უნდა, კანდიდატ…

მეტი...

ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა

ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა. აღნიშნული გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო. „რუსულ რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში. ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.

მეტი...

,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით”- ნიკა მელია ხარჩილავას ავტომობილის დაწვაზე

,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით,”- ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტს. მელიას თქმით, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა – ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება. ,,ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა! ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო! წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი,…

მეტი...

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს”- ალექსანდრე დარახველიძე ყირიმის ხიდზე აფეთქებაზე

,,ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. „საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“- განაცხადა დარახველიძემ. ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მეტი...

ევროკავშირის ელჩები ელჩები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული “პასპორტების” მიუღებლობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ინფორმაციით, ეს არის პასუხი რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის. „უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი…

მეტი...

,,ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა”- ზარქუა ხაბეიშვილსა და კუბილიუსზე

,,ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეხვედრას. ,,ბრიუსელში ხაბე რომ დადის, აქ უკვე დამთავრებულია როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და ხედვები, თუმცა ეს მათი შიდა სამზარეულოა. და შეხვდა თუ არ ვცდები კუბილიუსს, ანუ ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა. თქვენ რომ მოიკითხოთ, მაგალითად, კუბილიუსს რა განწყობა აქვს თავის ქვეყანაში და ქალბატონი რასა, განცხადებებს რომ აკეთებს. მემგონი ჭიჭე ვაშაძეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს აქ 1% აქვს, ვიდრე იმათ თავიანთ ქვეყნებში და აი, ასეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს ხვდებიან და მათი…

მეტი...

,,კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს”- პუტინი

,,მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს. ისინი არც ატომურ ტერორიზმს ერიდებიან,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლით დროს ისაუბრა. პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს. ,,მსოფლიო ეკონომიკა დღეს მძაფრ კრიზისს განიცდის, რაც დაკავშირებულია ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო დინამიკით, ასევე მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის დარღვევით. თუმცა, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბაზრის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული დივერსიებით და აქ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ნაკადზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ. ისინი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით…

მეტი...

,,რუსეთი მზადაა განაახლოს ევროპაში გაზის მიწოდება, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი მზადაა განაახლოს ევროპაში გაზის მიწოდება, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლით დროს ისაუბრა. ,,რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად, ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა. თუ მათ სურთ, ონკანი გააღონ და მორჩა. არავის არაფერში არ ვზღუდავთ და მზად ვართ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები,”- განაცხადა პუტინმა. პუტინმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდაში დასავლეთი დაადანაშაულა. ,,ფასების ზრდა არ არის დაკავშირებული “სპეციალურ ოპერაციასთან”, დამნაშავე დასავლეთის პოლიტიკაა”, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

,,ხელისუფლებას პასუხი გასცეს, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი”- რომან გოცირიძე

,,გამოვიდეს ხელისუფლება და გასცეს პასუხი, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი რაღაც სქემებს ხლართავს და რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას, ამას შემდეგ შევიტყობთ . „ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა ის ტვირთი, რომელშიც იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს და ასევე საქართველოს ტრანზიტით არ განხორციელებულა ამ ტვირთის ტრანსპორტირება. რუსეთი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ფოთის პორტში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ქართულ ნომრიანი ავტოტრანსპორტის მონაწილეობით, დისკრედიტაციას აკეთებს…

მეტი...

,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, არის ეს პიროვნება” – იონათამიშვილი გია ხარჩილავაზე

,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა,”- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტს. მისივე თქმით,  ადგილი აქვს ამ ფაქტით პოლიტიკულ სპეკულირებას, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს. ,,თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება. ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თავად ფაქტს ცხადია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თანაც იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც სპეკულირებითაა სახელგანთქმული, არავის გვიკვირს,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

მეტი...

,,საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს”- გიორგი კაკაურიძე

,,საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს,”- ასე ეხმიანება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმააც, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მისივე თქმით,  თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. „გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა,…

მეტი...

რუსებმა ავდიივკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი

დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკასთვის რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით  საოკუპაციო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ავდეევკას ცენტრალურ ბაზარზე. „ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“, – აცხადებს კირილენკო.

მეტი...

„გირჩი“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ბრიფინგზე, პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა მოქმედ კანონმდებლობით დაწესებული ქონების გადასახადის ცვლილებას შეეხება, რომლებიც წლის განმავლობაში, 40 ათას და 100 ათასს ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდება.  „ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული, როდესაც ლარის სხვა კურსი იყო. მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ დამატებით იბეგრებიან. პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქონების ღირებულების 0.05%-დან-0.2%…

მეტი...

,,მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ უკრაინას მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”- იენს სტოლტენბერგი

„ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება. შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის. „დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო კვირებში ჩვენ ვიხილეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ. რუსეთი ახორციელებს ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას. ისინი ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ…

მეტი...

,,ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება არის რუსეთის მხრიდან სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“- გიორგი ვაშაძე

,,ეს არის რუსეთის მხრიდან ღია პროვოკაციული ქმედება და სახეში სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით,”-  ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე რუსული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმააც, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება კვლავ გრძელდება. „ეს, ჩემი აზრით, არის ღია პროვოკაციული ქმედება რუსეთის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთხელ სახეში სილის გაწნა ყველა პრორუსისთვის, პირველ რიგში პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად. ხომ ხედავთ, რამხელა პროვოკაციებს აქვს ადგილი? ჩვენ დაგვიცავს ერთადერთი რამ, ძლიერი…

მეტი...

,,რუსული FSB-ს და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა”- უკრაინა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერის, ანდრეი იუსოვის განცხადებით,  რუსული “FSB-ისა და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა”. მისივე თქმით, “ყალბი სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს, ამიტომ მათ მომავალ განცხადებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ”. ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 5 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაა ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური…

მეტი...

უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. ,,ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – განაცხადა ვლადისლავ ნაზაროვმა. მისივე განცხადებით, მოწინააღმდეგე  უკრაინის პოზიციების დაბომბვას აგრძელებს.

მეტი...

,,როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება”- ჯოზეფ ბორელი

,,უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება,” – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაზე შეტევას კვირის ბოლოს დაიწყებდა. „და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო, წინააღმდეგობა გაეწია ისე ძლიერად და წარმატებით, როგორც ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის წყალობით. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ…

მეტი...

,,საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ”- გიორგი ვაშაძე

,,საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ,,თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას”. „გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ მყისიერად, დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია, არასდროს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან…

მეტი...

,,ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე”- ბულგარეთის მთავრობა

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა. „სარწმუნოდ დამტკიცებულია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია მისი მარშრუტის საწყის წერტილად“, – აცხაადებენ ბულგარეთის მთავრობაში. მათივე ცნობით,  ბულგარეთის მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყნის სახელი ასოცირებული იყოს ტერორისტულ საქმიანობასთან რამე სახის კავშირთან.    

მეტი...

დედაქალაქში საცხოვრებელი ფართები დამატებით, 260 ოჯახს დაუკანონდება

თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დამატებით, 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული. „დაწყებული გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონება ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანებს წლების განმავლობაში ჰქონდათ ეს პრობლემა. შეიძლება ნება არ იყო, შეიძლება, ბიუროკრატიული პრობლემები არსებობდა, მაგრამ მათ…

მეტი...

პოლონური მილსადენის ოპერატორის ცნობით, ,,დრუჟბას” ნავთობსადენზე გაჟონვა მოხდა

პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დააფიქსირა. ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით  გასულ საღამოს აღმოაჩინეს. გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობისთვის, დრუჟბას ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსიას, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას.

მეტი...