უკრაინამ 32 ტყვე დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, უკრაინამ რუსეთში ტყვედ მყოფი 32 პირი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ვრცელებს. „ჩვენები სახლში არიან. დღეს ტყვეთა მორიგი გაცვლა განვახორციელეთ. მოვახერხეთ ჩვენი 32 მეომრის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრი ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან – ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი იქ იყო, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა”, – წერს ერმაკი. არ ხმაურდება ინფორმაცია, რა მიიღო რუსეთმა უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ.

მეტი...

„პუტინი პასუხს აგებს“ – G7-ის ლიდერები

„დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა დასრულდა. ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ იმ სისასტიკისთვის, რაც პუტინმა უკრაინაში ჩაიდინა, პასუხისგება მოუწევს. G7-ის ლიდერები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელონ, სანამ ეს საჭირო იქნება. ასევე, ადასტურებენ მზაობას, დაეხმარონ ომში მყოფ ქვეყანას როგორც  ფინანსურად, ისე ჰუმანიტარულად თუ სხვა მიმართულებით. „ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში, მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, – აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.  

მეტი...

„ჩავალ და გვერდიდან არ მოვშორდები“ – ნელი დოროყაშვილი „მოძალადე“ მეუღლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსოფლიო ვარსკვლავის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დიროყაშვილის სასამართლო დავა გრძელდება. დღევანდელი  სასამართლო პროცესი ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის გამოკითხვით გაგრძელდა. ნატალია ნაჭყეპია უარყოფს ნელი დოროყაშვილის ბრალდებებს როგოც ნიკოლოზ ბასილაშვილის, ისე მისი მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და პირიქით ყოფილი რძლის მიერ განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ მოსამართლეს ფურცელზე ის შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაუწერა, როგორც მას ყოფილი რძალი მიმართავდა. ასევე, მან იმ შეტყობინებაზეც ისაუბრა, რასაც ნელი დოროყაშვილი ყოფილ დედამთილს უგზავნიდა და დახმარებას სთხოვდა. ნატალია ნაჭყეპიას თქმით, აღნიშნული მიმოწერა 2018 წელს არის განხორციელებული, სწორედ მაშინ, როცა ნელი დოროყაშვილის მტკიცებით,…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი G7-ის ლიდერებს თავდაცვით სისტემებს სთხოვს

„დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეკრებაზე სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩაერთო. მან  G7-ის ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა სთხოვა. „ჩვენ გვჭირდება საჰაერო ფარი უკრაინისთვის. ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა თანამედროვე და ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საკმარის რაოდენობას მიიღებს, რუსეთის სარაკეტო დარტყმები ვეღარ იმუშავებს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიასა და ამერიკას  მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მეტად გვერდში დგომა სთხოვა. „მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ შოლცს IRIS-ის მიწოდების დაჩქარებისთვის. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს თანამედროვე ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის.…

მეტი...

დეპუტატ თინა ბოკუჩავას ტყუპები შეეძინა

საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თუნა ბოკუჩავა ტყუპების დედა გახდა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი სოციალურ ქსელში ტყუპების ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ასე გახდა ჩემი ნიკული უროსი ძმა. კეთილი იყოს ლუკას და სანდროს მობრძანება.”

მეტი...

ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებული აცხადებს, რომ მას ცოლის მოშორება უნდოდა

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 22 წლის მამაკაცს,  თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს იგივე მოსამართლე იხილავდა, რომელმაც ცოლზე განხორციელებული ძალადობის გამო ერთხელ უკვე დაკავებული გირაოთი გაათავისუფლა. თორ­ნი­კე გამხვეტე­ლაშ­ვი­ლი, ამჯერად, დანაშაულს აღიარებს აცხადებს, რომ მას ცოლის მოშორება უნდოდა, თუმცა, ვერ მოიშორა. “სასამართლოდან წასვლის შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა,…

მეტი...

„პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი, არამედ ჩვენი მარცხიც იქნება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია. წინააღდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება ყველას მარცხი. „ყველასთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის დიდი მარცხი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის სახიფათო მარცხი იქნება, რადგან ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი უფრო დაუცველს, რუსეთის შემდგომი აგრესიისგან”, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება.  

მეტი...

„რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, პუტინის განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საფრთხილოა, თუმცა, მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაში, მოგებული არც ერთი მხარე იქნება. „რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ შეიმჩნევა, თუმცა, ვფხიზლობთ. ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა. ნატო-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. მომავალ კვირას ნატო გამართვას დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეკავების სწავლებას. ეს არის რუტინული წვრთნები, რომლესაც ყოველ წელს ვატარებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის…

მეტი...

„ომი პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაასრულოს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი  უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას აკეთებს და პუტინს მოუწოდებს ომი დაასრულოს. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ნატო უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება. მისივე განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომაც უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ არალეგალურ კონფლიქტში. „ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეხვდებიან ამ კვირაში, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დროს. ჩვენ შევაფასებთ მიღწეულ პროგრესს ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით. მეტად გავაძლიერებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, რასაც გავაკეთებთ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ განხორციელებული საბოტაჟის ფონზე. ჩვენ გავაძლიერებთ და განვამტკიცებთ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვის გაგრძელება და ტერიტორიების რუსეთის…

მეტი...

,,დოროყაშვილმა ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა”- ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

,,დოროყაშვილმა ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა” – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ნატალია ნაჭყებიას თქმით, იმ სიტყვის თქვა, რაც მას ყოფილმა რძალმა უწოდა არ შეუძლია სასამართლო პროცესზე. ამიტომ ნაჭყებიამ ეს სიტყვა მოსამართლეს ფურცელზე დაუწერა. ,,როდესაც მივედი მეორე სართულის კუთხეში, აივნის კუთხეში დავინახე ესეთი სიტუაცია – მანქანის კარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა რომ გააღოს. მივხვდი, რომ უნდოდა სკანდალის მოწყობა. დავუწყე დამშვიდება – “ნელიკო, დამშვიდდი, დაწყნარდი…” მოსცილდა მანქანას, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა”-  განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

მეტი...

საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე“. დეკლარაციის თანახმად, მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა გადაიყვანონ სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და ამ მიზნით, ადასტურებენ მზაობას, კიდევ უფრო გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგის დინამიკა და შინაარსი, გააძლიერონ თანამშრომლობა სექტორულ დონეზე, რუმინეთსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობის ხელშეწყობით. ასევე, გააღრმაონ თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ უფრო გააღრმაონ არსებული დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. „რუმინეთი და…

მეტი...

ხობში, მდინარე ჭანისწყალმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

პუტინსა და ერდოღანს შორის ხუთშაბათს შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს. ,,შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

მელიტოპოლში რუსების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომზე, ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებე ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს. ,,აფეთქებები მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განალაგეს სამხედრო ბაზა. ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც “ვარჯიშებზე”, თუმცა მცხოვრებლებმა უკვე ისწავლეს “ვარჯიშების” ყრუ ხმების გარჩევა სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ხმამაღალი აფეთქების ხმისგან“, – წერს ქალაქის მერი. მისივე თქმით, დეტალური ინფორმაციას ამ წუთებში არკვევენ.

მეტი...

,,ივანიშვილი ოლიგარქი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ამ ავაზაკებს “კუდით ქვა ასროლინა”- ცაგარეიშვილი

,,ივანიშვილი ოლიგარქი გახდა მას შემდეგ, რაც “კუდით ქვა ასროლინა” 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებიდან ამ ავაზაკებს. ამის შემდეგ გახდა ივანიშვილი მათთვის ოლიგარქი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა . ,,2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა – აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო და არ ჩამოშლილიყო,”- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ოპოზიციის შეთავაზებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრების: დავით უსუფაშვილის, ხატია დეკანოიძის, ლევან ბეჟაშვილის, გიორგი ვაშაძის, თამარ ჩარკვიანის  ინიციატივით წარმოდგენილი  პროექტის შესახებ  იმსჯელეს.  პროექტის მიხედვით ცვლილებები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს, ამომრჩევლის იდენტიფიცირების საკითხს, საარჩევნო პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებას, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდას.  მომხსენებელმა, ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  პროექტიც წარადგინა.  განხილვის შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების  შეტანის შესახებ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია და  ის…

მეტი...

,,კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებასთან”- დიმიტრი პესკოვი

,,კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა დღეს დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“. „კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

„რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია – ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმების განხორციელება ომის დანაშაულია. მისი თქმით, მათი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაა. „რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრ ობიექტს დაარტყეს და დღესაც იგივე და ახალ ობიექტებს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას – რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

მეტი...

,,ივანიშვილი წლების განმავლობაში რომ აფინანსებდა, აცმევდა და აჭმევდა ჯარს, მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?!” – ირაკლი ზარქუა

,,ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა ჯარს, აცმევდა და აჭმევდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელფასებს უხდიდა თითოეულ თანამდებობის პირის, თითოეულ რიგით ჯარისკაცს- მაშინ არ იყო ოლიგარქი ხომ?!”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, უკრაინული მოდელი ოპოზიციისთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ დაფინანსების გარეშე დარჩებიან. ,,უკრაინული მოდელი, თურმე მიუღებელია, რატომ?! იმიტომ, რომ დაფინანსების გარეშე დარჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ბატონი კეზერაშვილისგან. დაფინანსების გარეშე დარჩება “ლელო” იმიტომ, რომ მათი დამფინანსებლები არიან ოლიგარქები, ამ კრიტერიუმებით. დაფინანსების გარეშე დარჩება ჭიჭე ვაშაძე და ა.შ. თურმე ივანიშვილი არის ოლიგარქი, წლების განმავლობაში მათ, რომ აფინანსებდა  თავდაცვის…

მეტი...

,,თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი”- ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ყოფილი მეუღლის,  მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ჩოგბურთელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომები დასრულდების შემდეგ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს. ,,თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იწყება. დღეს ბასილაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხებიან. მხარეების კითხვებს ჩოგბურთელის დედა, ნატალია ნაჭყებია უპასუხებს, ასევე იგეგმება ბალისაშვილის ძმის გამოკითხვაც.  

მეტი...

,,ამერიკელები არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს”- სერგეი ლავროვი

,,ამერიკელები არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს თანამგზავრებიდან და არა მხოლოდ ათეული სამხედრო თანამგზავრიდან, არამედ რამდენიმე ასეული კომერციული თანამგზავრიდან, რომლებიც ახლა სამხედროების სამსახურშია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, რუსეთს აშშ-ის მხრიდან სერიოზული წინადადებები არ მიუღია. „ახლა ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მთელი გულით მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და გამოდიან უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირებისთვის, მაგრამ რუსეთი არის ძალიან ცუდი და ის უარს ამბობს კონტაქტზე. ეს…

მეტი...

სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. უწყების ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა. “ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი: ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა…

მეტი...

,,არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს, ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, უშედეგობის გადაბრალებით რომელიმე მხარე  გამარჯვებული იქნება. „მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არის სრულყოფილი. ჩვენი რუმინელი პარტნიორები იყვნენ პირველები და მუდმივი ჩვენი მხარდამჭერები ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დღეს არის უკვე შეჯერებული პოზიცია ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, რომ ჩვენი გზა არის ხსნილი ამის ნიშანი არის პერსპექტივა, ამის ნიშანია ჩვენი მოწვევა პრაღის სამიტზე და ამის ნიშანია, 12 რეკომენდაცია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა…

მეტი...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარს შეადგენს – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით); ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით…

მეტი...

,,უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები”- კლაუს იოჰანისი

,,უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები, ” – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „რუმინეთი თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს თავის ევროპულ მისწრაფებებში, ლობირებას ვაკეთებთ მუდმივად, რომ საქართველომ მიიღოს აღიარება ამ გზის და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში, რუმინეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც ხმას იმაღლებდა საქართველოსთვის და იგივე გრძელდება ასევე ნატო-ს კუთხით, საკითხი, რომელიც განიხილებოდა 2008 წელს აქ, ბუქარესტში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კუთხით. რუმინეთსაც ასევე…

მეტი...

,,საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი – ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, საქართველოს მზად იყო და არის გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს და რუმინეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკის. „არ შემიძლია გამოსვლა არ დავიწყო, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში, არ დავგმო ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს, ახლა ხორციელდება უკრაინელ მოსახლეობაზე. რუმინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან. სრულიად ვუთანაგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში სრულიად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები. მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის…

მეტი...

რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება – დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება. ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის განცხადებით, უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა სიტუაცია შეცვალა. „რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორს არის და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა.  

მეტი...

,,სამინისტროს გუნდი კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი”- თეა წულუკიანი

,,სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი. „მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუობრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.…

მეტი...

როგორია ნარკოტიკის მოხმარების მაჩვენებელი სკოლის ასაკში – გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ექსპერტმა და ნარკოლოგმა, გური მენაბდიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლის ასაკში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კვლევავ აჩვენა, რომ 15-16 წლის ასაკის მოსწავლეებში მარიხუანის მოხმარება 3%-ით არის გაზრდილი. ,,2019 წლის კვლევის შედეგად, 280 სკოლის 3000-მდე მოსწავლე გამოიკვლიეს. ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების ფაქტი, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში რამდენიმე პროცენტით დაწეულია. ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალებებზე ხელმისაწვდომობა პროცენტულად დაწეულია 2015 წელთან შედარებით. რაც შეეხება მარიხუანას, კვლევას თუ დავეყრდნობით, დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი 15-16 წლის ასაკში მოხმარება როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. მნიშვნელოვანია, რომ აქ კითხვარი შემდეგნაირი იყო: ცხოვრებაში ერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა? ბოლო…

მეტი...

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 401,2 მილიონი ლარით განისაზღვრება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტი წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება. რაც შეეხება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსურ პარამეტრებს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაიგეგმა, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი…

მეტი...

სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. კლუბური ნარკოტიკი – გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ექსპერტი და ნარკოლოგი, გური მენაბდიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  ე.წ კლუბურ ნარკოტიკების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს. გური მენაბდიშვილის განცხადებით, თუ ე.წ კლუბურ ნარკოტიკებში ფენტანილი აღმოჩნდება, ეს პრობლემას წარმოადგენს და მისი მოხმარება შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. „საუბარია, რომ ე.წ კლუბურ ნარკოტიკში – მეტამფეტამინში, ამფეტამინსა და ექსტაზის შემცველობაში არის ფენტანილის შემცველობა. კვლევების თანახმად, კლუბებში მოხდა ნარკოტიკული საშუალებების გამოკვლევა. აქ იყო MDMA-ს, ექსტაზის გამოკვლევა. თუ მართლაც ისეა, რომ ნებისმიერ ნარკოტიკშია ფენტანილის შემცველობა, ეს პრობლემაა. ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს

უკრაინული მედიის ცნობით. ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა 11 ოქტომბერს უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა ისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში ორი რაკეტა გაანეიტრალეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხმელნიცკის რეგიონში კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის.

მეტი...

სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები ითხოვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს

რამდენიმე სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ, რათა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრის, ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, სპორტის სამინისტროს გაუქმებამ არ გაამართლა. „2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, ე.წ. რეფორმების და რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა ხან ერთ, ხან მეორე და ხან მესამე სამინისტროებთან და უწყებებთან მიერთება. ამან არ გაამართლა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მსგავსი ექსპერიმენტების სპორტზე ჩატარება დადებითად ვერ იმოქმედებს. ამას არც დადებითი ეკონომიკური და არც დარგობრივი ეფექტი ჰქონია. ჩვენ,…

მეტი...

ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს  პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის…

მეტი...

,,იმედი გვაქვს, ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას”- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

,,თვალსაჩინოა, რომ აშშ-სა და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვაფრთხილებთ და იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ამასთან, რიაბკოვი აშშ-ს აფრთხილებს, რომ აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის გამო, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება. „კიევისთვის მიმდინარე ფართომასშტაბიანი დახმარება, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების რეალურ დროში მიწოდება. საარტილერიო დარტყმის სამიზნეების განსაზღვრისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების დაგეგმვისას, სულ უფრო მეტად რთავს დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს“,- განაცხადა რიაბკოვმა.    

მეტი...