ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაკავებულია

კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული თ.გ. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა…

მეტი...

„ვიბრძვი სიცოცხლისთვის“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს. “მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების!თქვენი მიშა”,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მეტი...

„არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“ – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება და ყველა პატიმარი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. „რაიმე კონკრეტიკა, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ რა სჭირს სააკაშვილს? მე ვიცი, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და 9000 სხვა პატიმრის ჯანმრთელობა, მათი უფლებები იყოს დაცული, არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან.  

მეტი...

„არავინ უსმენს ხელისუფლების  წარმომადგენლებს, ეს ტყუილია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრს განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არავინ უთვალთვალებს და უსმენს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, ეს შესაძლოა, ჰაკერების გაკეთებულიც იყოს. „მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა  და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნათ“ – ამის შესახებ…

მეტი...

„არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე“ – პრემიერი ფარულ მიყურადებაზე  

„მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო“, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის მიერ „ქართული ოცნების“ მოსმენას შეეხებოდა. პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო. „ესე იგი, “ქართულ ოცნებას” უსმენს მთელი საქართველო. სუს-იც უსმენს “ქართულ ოცნებას”  იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის  შედეგად 6 ადამიანი მათ შორის  4 ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევისას, „მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ჯებირს შეეჯახა. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.  

მეტი...

უკრაინა სასწრაფოდ საჰაერო თავდაცვით სისტემებს ითხოვს

უკრაინული მხარე მეგობარ ქვეყნებს მიმართავს და თავდაცვის საშუალებებს სთხოვს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, თავდაცვის სისტემები უკრაინას გადაუდებლად და სასწრაფოდ სჭირდება. „სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება… რუსეთი სარაკეტო ტერორს აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში. ღამით განხორციელებული 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე, სულ მცირე 12 დაღუპული და მრავალი დაჭრილი“, – აცხადებს დმიტრო კულება.  

მეტი...

აბორტის იძულება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

თუ ერთი სუბიექტი მეორეს აიძულებს აბორტი გაიკეთოს, აღნიშნული ქმედება დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობით დაისჯება. სს კოდექსში შესატანი ცვლილებებით, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს, აბორტთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება დაისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. თუ იგივე ქმედება…

მეტი...

აბორტი დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობას დაექვემდებარება

აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს იხილავს, კერძოდ, ცვლილებებს სს კოდექსში, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობას დაექვემდებარება. მომზადებული ცვლილებებით, თუ ორსულს აბორტს ინფორმირებული თანხმობის გარეშე შეუწყვეტენ, პირი პატიმრობას ოთხიდან რვა წლამდე ვადით დაექვემდებარება. სანქციები მკაცრდება, თუ ქმედება სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, პატიმრობა 5-დან 9 წლამდეა. კანონი უფრო მკაცრია, თუ აბორტი გაკეთებულია არასრულწლოვნის მიმართ. არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის პირის მიმართ ჩადენილი ქმედება ცხრიდან ცამეტ წლამდე პატიმრობას დაექვემდებარება.  

მეტი...

„მანქანის ნომრის აღების, რეგისტრაციის მოწმობის, ნომრის შეცვლის საფასური ძვირდება

საკანონმდებლო ორგანო მთავრობის  საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასური ზრდას ითვალისწინებს. მომზადებული კანონპროექტით,  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი ეღირება; სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა  35 ლარის ნაცვლად, ასევე  80 ლარი; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასურის  35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.

მეტი...

„სპორტი გამოეყოს კულტურას და შეწყდეს პროფესიონალების დევნა“ – სპორტული სამყარო ხმაურიანი განცხადებისთვის ემზადება (ექსკლუზივი)

„უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღეს “მე-5 ბორბლის” და არასასურველი “მდგმურის” პოზიციაშია“ – ასეთია სპორტული სამყაროს დამოკიდებულება დღეს არსებულ რეალობასთან. ინფორმაცია, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს, ეკუთვნის ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტულ ფედერაციებსა თუ დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რიგითი გულშემატკივრებსა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებს. „2017 წლიდან მოყოლებული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოშლის, ე.წ. “რეფორმებით” და პერმანენტული “რეორგანიზაციებით” შენიღბული ექსპერიმენტებით აღსავსე სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან დამოკიდებულება, სამწუხარო რეალობად იქცა. უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა,…

მეტი...

პუტინმა ე.წ. ეფესბეს  ქერჩის სრუტის დაცვა დაავალა

ყირიმის ხიდის აფეთქებისა და გარკვეული მონაკვეთის ჩამოშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვაზე უფლებამოსილება ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს დააკისრა. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ქერჩის სრუტეზე გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის ელექტროქსელისა და კრასნოდარის ოლქი-ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს”. ინფორმაციისთვის, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა. ხიდის ნაწილი, როგორც სარკინიგზო, ისე სატრანსპორტო ჩამოინგრა და უფუნქციოა.  რუსული მხარე, აღნიშნულს უკრაინას აბრალებს და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მეტი...

ევროკავშირი პუტინის განკარგულებას ატომური ელექტროსადგურის მითვისებაზე ბათლად აცხადებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროადგური რუსეთის შემადგენლობაში გადადის. პუტინის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განკარგულება ბათილია. „ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა და ატომურ სადგურზე კონტროლი გადასცეს მის კანონიერ მფლობელს, უკრაინას”, – აცხადებს ჯოზეფ  ბორელი.  

მეტი...

თერჯოლის მერი ავარიაში გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი გარდაიცვალა. ლაშა გოგიაშვილი სოფლის ტერიტორიაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მეტი...