,,პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას”- წულუკიანი

,,პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არამედ ის თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. „პრემიერის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის…

მეტი...

,,უდავოა, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, სწორად უნდა ვიმოქმედოთ”- შარლ მიშელი

,,უდავოა, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა ჩვენ სწორად უნდა ვიმოქმედოთ,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიშელის თქმით, ევროპელი ლიდერების საერთო ამბიციაა  ფასების შემცირება. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა უკრაინის პრეზიდენტისთვის, მან მოგვმართა და გაგვიზიარა უკრაინის პრიორიტეტები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სრული მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინის მიმართ. ეს არის სრულმასშტაბიანი აგრესია, მიუღებელი ომი და ჩვენი სულისკვეთებაა, მობილიზება გავუკეთოთ ყველა საჭირო საშუალებას და ინსტრუმენტს რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო, ჰუმანიტარული და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერით. ასევე თქვენ იცით,…

მეტი...

,,ომბუდსმენის უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობა და არა საგარეო პოლიტიკის ტაქტიკა”- შალვა პაპუაშვილი

„საქართველოს  მთავრობა,  პარლამენტი ევროინტეგრაციასთან  დაკავშირებით რასაც აკეთებს, ამას ხედავს საზოგადოება და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს, რაც შეეხება სახალხო დამცველის თუ სხვა კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, თქვენი უფლებამისილებაა ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ზედამხედველობა. რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევთ, ამით შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც სახალხო დამცველი კონსტიტუციის 78-ე მუხლით აპელირებს ევროინტეგრაციასთან მიმართებით, ტოვებს მნიშნელოვან პასაჟს, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების ფარგლების შესახებ.…

მეტი...

დიდ დიღოლმში ქალი მოკლეს

მკვლელობა დიდ დიღომში –  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. არსებული  ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი ადგილზე დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

,,პოლიტიკური სუბიექტური პოზიციების გამო უხერხულობას უნდა გრძნობდეთ”- რატი იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას

„ჩვენი ინტერესი არის, რომ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები. როდესაც აქ ამ სტანდარტიდან გადახვევა ხდება, ვფიქრობ,  რეაგირება და აღნიშვნა, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს იცავდეს მიუკერძოებლობის და აპოლიტიკურობის სტანდარტს. მიუკერძოებლობაზე საუბრისას, თუ ჩვენი ამოცანა არის ქალთა უფლებების დაცვა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს შერჩევითი“, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინეს. მან სახალხო დამცველს მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია მედიის…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ ხდება ის, რომ პარტია აღარ არსებობს, სულს ღაფავს და ალბათ საბოლოოდ გაქრება”- თეა წულუკიანი

ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ ხდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობა” სულს ღაფავს და ალბათ საბოლოოდ გაქრება პოლიტიკური სცენიდან „ეს არის საბოლოო პროცესი ჩამოშლისა, რაც არა ერთი წლის წინ დაიწყო. რასაკვირველია, როდესაც ვერ ჩამოყალიბდა ვერცერთი მათი წარმომადგენელი ლიდერად, ვინც ჩაანაცვლებდა მიხეილ სააკაშვილს და წარუძღვებოდა ამ პარტიას; როდესაც პარტიამ არ ისურვა განახლება, რეალურ და ძირეულ ცვლილებებზე მაქვს საუბარი; როდესაც ისინი ვერ გადავიდნენ დესტრუქციიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე; როდესაც მათ ვერ იპოვეს საკუთარ თავში ძალა თითოეული იმ ოჯახისთვის მოეხადათ ბოდიში და შემდეგ…

მეტი...

60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის კიდევ ერთი ახალი სერვისი ამოქმედდება

60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 10 ოქტომბრიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება. პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პარალელურად, რაც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს, თბილისის მერია მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხსნის. უწყების ცნობით, პროექტი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება. „60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. კლუბის…

მეტი...

,,ირაკლი კობახიძეზე კიდევ რბილი იყო ჩემი განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა”- ნინო ლომჯარია

,,კიდევ რბილი იყო  განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, რადგან კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს,” – ასე უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვას. ნინო ლომჯარიას თქმით, ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავს ბევრის უფლება მისცა. „შემდეგი კითხვები იყო დასმული ქალბატონი ნინო წილოსანისგან. მან რამდენიმე ჩემი ციტატა მოიყვანა. პირველ რიგში, ქალბატონო ნინო, თქვენ ადგილას მე არ გავიხსენებდი, მაგრამ გაიხსენეთ ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემ მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ შორის მისი რეპუტაციის და ლეგიტიმაციის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებები გავაკეთე. გაგახსენებთ რატომ გავაკეთე ეს განცხადებები.…

მეტი...

,,ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ”- სააკაშვილი ,,ვივამედის” დირექტორს

,,ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, ”- ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედის” გენერალურ დირექტორს ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიმართავს. სააკაშვილის თქმით, კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული. ,,მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით მტკივნეული”- ნინო ლომჯარია

,,ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით უფრო მტკივნეული. ეს ჩემი სიტყვები არ არის ამაზე მეთორმეტე საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი,”- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ნინო ლომჯარიამ განმარტა თუ, რა იგულისხმებოდა მის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ სირცხვილისგან მიღებული ტკივილი და წვა შეიძლება იყოს უფრო მძაფრი, ვიდე ბომბისგან მიღებული ტკივილი. მისი თქმით, ეს განცხადება მისი მხრიდან გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი და ემოციური ფონი საკმაოდ მაღალი იყო. „არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ომი. თუმცა შეგახსენებთ,…

მეტი...

,,ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში“- რობერტა მეცოლა

,,დავასრულოთ სპეკულაციები და დღის ბოლოს პუტინს ვანახოთ, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც გვკარნახობს, ვინც გადაიხდის და როგორ გადავიხდით ჩვენს გადასახდელს“- ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეწყდეს ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება. „არავითარი განსხვავება არ იყო ქვეყნებს შორის. ჩემი აზრით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, სწორედ ამას ელოდება ჩვენგან მოსახლეობა. რაც შეეხება იმ ზომებს, რომლებიც უნდა მივიღოთ. გვაქვს მოკლევადიანი ზომები, ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ გაზის მიმართულებით. არ არსებობს მარტივი გამოსავალი. არ არსებობს მარტივი პასუხები, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, მათ მისაღებად. ჩვენი მოქალაქეები შეშფოთებულები…

მეტი...

,,პარლამენტში “სახალხო” დამცველის გედის სიმღერას უსმენენ”- თეა წულუკიანი

,,პარლამენტში “სახალხო” დამცველის გედის სიმღერას უსმენენ” – ასე ეხმაურება ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას ფეისბუკის პირად გვერდზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში ნინო ლომჯარიას უსმენენ. სახალხო დამცველმა  400 გვერდიანი ანგარიში წარუდგინა დეპუტატებს.

მეტი...

,,როგორც გიორგი გახარიაა „კოკაიშნიკი“, ისე მე მაქვს აღებული 20 000 დოლარი”- დავით ფარცვანია

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი დავით ფარცვანია პარტიიდან გარიცხვას უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიასთან გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა. მისი თქმით, პარტიის დატოვებაზე თავად დაწერა განცხადება. „პირველ რიგში მინდა, დავიწყო, რომ პარტია მე თვითონ დავტოვე. მქონდა საუბარი ამაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან. ასევე დღეს განცხადებაც კი დავწერე და ერთგვარად პირველი ტყუილია, ვითომ გამრიცხეს პარტიიდან. მეორე, რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაკებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დასხდნენ სხდომის დარბაზში ჩემს გვერდით. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არ არსებობა, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ, ასევე პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები. ეს ისეთივე ბრალდებაა,…

მეტი...

,,რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ერთმანეთზე კომპრომატების გამოქვეყნებით არის დაკავებული”- გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძემ ოპონენტები მიზანმიმართულ ცილისწამებაში დაადანაშაულა. ტყემალაძის განმარტებით, „ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს“. „ჩვენი ოპონენტები ისევ და ისევ დაკავებულნი არიან ცილისწამებით და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ერთმანეთზე კომპრომატების გამოქვეყნებით არის დაკავებული. ნაფეტვრებში სპორტული კომპონენტი უცვლელი რჩება და იქ ჩოგბურთის მოედანი და საცურაო აუზი განთავსდება. არ იცვლება არც შენობის ფორმა. ამას გარდა, თანხა, რომელიც კომპანიების მიერ დამატებით იქნება გადახდილი, დედაქალაქის ბიუჯეტში შევა. ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტს, „ნაციონალური…

მეტი...

,,უკრაინაში აინტერესებთ აქ მეორე ფრონტი, შეიძლება, ექსტრადაციის მოთხოვნა ამის გაგრძელებაა”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინის ხელისუფლებაში ვიღაცებს აინტერესებთ აქ ვითარების არევა, მეორე ფრონტი, შეიძლება, ექსტრადაციის მოთხოვდა ამის გაგრძელება იყოს”,-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადაცია არ მოხდება. ,,ვერცერთი ასეთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადაცია. საქართველოს აქვს თავისი იურისდიქცია. აქ იქნა უმძიმესი დანაშაულებები ჩადენილი და ადამიანი იხდის სასჯელს ამ უმძიმესი დანაშაულებებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არ არის რელევანტური. შესაბამისი სახეწლმწიფო უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურეობა იყოს უზრუნველყოფილი.  ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას.…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში” არავითარი დაპირისპირება არ არის”- ხატია დეკანოიძე

,,ვფიქრობ, არასწორ ადგილას აწყდებიან კედელს, „ნაციონალურ მოძრაობაში” არავითარი დაპირისპირება არ არის,”-  ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, არავითარ მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეთ გარკვეულ ადამიანებს ისაუბრონ “ნაციონალური მოძრაობის” “ლიდერშიპის” მიმართ, მათ შორის სოსო თოფურიძეს. ,,პარტიაში ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ გვაქვს. ზრდასრული ადამიანები, პოლიტიკოსები ვართ, ვისაც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ. რაც შეეხება ახლა წამოტივტივებული ადამიანების სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს, მინდა, მათ ვუთხრა და შევახსენო, რომ ყველა ის ადამიანი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ის, რომ 2012 წლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის ხელისუფლებაში და ათი წლის…

მეტი...

,,ენერგეტიკა გეოსტრატეგიული საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე“- ბორელი

,,ენერგეტიკა გეოსტრატეგიული საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მსოფლიოში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე“, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. „აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“, – განაცხადა…

მეტი...

„როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ, ზუსტად ისე ვცხოვრობ მეც”- არჩილ თალაკვაძე

ჟურნალისტებმა არჩილ თალაკვაძეს გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ისე ცხოვრობს, როგორც სხვა მოქალაქეები. „როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ზუსტად ისე ვცხოვრობ მეც. მეც ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, როგორც მე, ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერც თქვენი ცინიკური შეკითხვები მიქმნის დისკომფორტს“. – აღნიშნა თალაკვაძემ. ცნობისთვის, გუშინ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ატვირთა ფოტოსურათი, სადაც წერდა, რომ ,,თბილისს საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს”.

მეტი...

,,პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი”- ,,PSP”

შპს პსპ ფარმა „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) წილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, PSP-მ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი რვა მილიონ აშშ დოლარად. ,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან. ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და…

მეტი...

,,ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ”- წილოსანი ნინო ლომჯარიას

,,ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ,” – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. წილოსანის თქმით, ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქცია. „მინდა თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო. 2017 წელი – თქვენი სიტყვები: „ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის სახალხო დამცველად არჩევა იმ განხილვების ფონზე, რაც მიმდინარეობდა. ბევრი კრიტიკული პოზიცია იყო, შესაბამისად, ამ უმრავლესობით ჩემი მხარდაჭერა ძალიან სასიხარულოა“, 2022 წელი – „მეხუთე წელია გამოვდივარ პარლამენტში და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან უბრალოდ არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს.…

მეტი...

,,ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს”- გიული ალასანია

,,გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ განაცხადა. მისი თქმით, ვინც ამერიკელი ექსპერტის კლინიკაში შეშვებას არ დააკმაყოფილებს, კანონით დაისჯება. „თვითონ მან, პატიმარმა მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება. კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

გახარიას პარტიიდან სუს-თან და „ქართულ ოცნებასთან“ თანაშრომლობისთვის დავით ფარცვანია გარიცხეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრ დავით ფარცვანიას ფრაქცია დაატოვებინეს. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი განმარტებით, დავით ფარცვანია შემჩნეულია „ქართულ ოცნებისა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში. ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ფარცვანია 20 000 დოლარის და თანამდებობის სანაცვლოდ, „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ს პარტიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. სწორედ ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით ფარცვანიას დაეტოვებინა პარტია. „დღეს პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, სუს-ის და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული თბილისის საკრებულოს წევრ დავით ფარცვანია პარტიის რიგებიდან გარიცხულია. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან სულ…

მეტი...

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

პარლამენტმა 92 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ნოტების გაცვლის გზით იდება. როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა აღნიშნა,  შეთანხმების საფუძველზე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური დახმარება გრანტის სახით 2 100 000 ევროს ოდენობით.  „აღნიშნული გრანტი მიმართული იქნება  პროექტისთვის – „მდგრადი ურბანული  განვითარება საქართველოში“,  პროექტის განმახორციელებელი იქნება გერმანიის ტექნიკური  თანამშრომლობის საზოგადოება და  იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით წარიმართება“, -განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების საკითხი და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. მათივე ცნობით, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ ანკარა მზადაა, უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში თავისი როლი შეასრულოს.  

მეტი...

,,ვერავინ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას. კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს. „რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები. ეს გამოწვეულია  პრობლემით, რაც…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. კალაძის თქმით, მას გაუჭირდება შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბარი. „გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, ეს დაპირისპირება არსებობს და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. ასე რომ, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ. მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, როგორ და რა გადალაგება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“- სოსო თოფურიძე – (mcm.ge)

მეტი...

,,ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა – ნიკა მელიამ რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია”- თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნათელი გახდა, თუ რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს. მისი თქმით, ახლა ყველამ იცის, რომ  ნიკანორ მელიამ გააგზავნა მესიჯები „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის. „ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება გახმოვანება)…. იყო ერთი ამბავი, ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ, მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი”- არჩილ თალაკვაძე

,,სოსო თოფურიძის განცხადება დაადასტურდა, რომ პარტია შავი ფულით ფინანსდება და პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები,”– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენისა და ტელევიზიების განაწილების პროცესი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და როცა ის ერთი კაცი დღეს კანონის საფუძველზე დისტანცირებულია პარტიის მართვის პროცესიდან, ხედავთ, რომ მის თანაპარტიელებს მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორ გადაინაწილონ შიდა პარტიული ბიუჯეტი. სოსო თოფურიძის იმ განცხადებით დადასტურდა, რომ პარტია…

მეტი...

სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს…

მეტი...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“- სოსო თოფურიძე

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. თოფურიძის თქმით, ”ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“. „პატივცემულო საზოგადოებავ, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები ?! გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყეს! მე ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი, თუ საზოგადოების რიგითი წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას! „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემ…

მეტი...

,,როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს”- ლუკაშენკო პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს. მისი თქმით, პუტინი გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს იღებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. როგორც დიდი სახელმწიფოს ნამდვილი ლიდერი, თქვენ იღებთ გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება და რუსი ხალხის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა“, – აცხადებს ლუკაშენკო. ლუკაშენკოს განცხადებით, აფასებს ღია და სანდო ურთიერთობებს რუსეთის პრეზიდენტთან და თანაბარ და ნაყოფიერ დიალოგს, რომელიც ემსახურება მოკავშირე ბელარუსული-რუსული კავშირების განმტკიცებას. „ბოლო დროს ეს აშკარად გამოიხატა ჩვენი ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაში. დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

პროკურატურამ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება

მეტი...

,,უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები”- რობერტა მეცოლა

,,უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ​განაცხადა. მისი თქმით, მიესალმება დისკუსიის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს. „ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან. ასეთია მოლდოვა. ასე რომ, პრაღის შეხვედრას მივესალმებით. მივესალმებით დისკუსიის გამართვის ნებისმიერ შესაძლებლობას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებენ მათ.…

მეტი...

თურქეთი საქართველოს ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია ASFAT-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, რომ თქვენ სიკვდილზე გაეგზავნეთ”- რეზნიკოვი რუს სამხედროებს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც რუს ოფიცრებს და სამხედრო მეთაურებს მიმართავს. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები „სიკვდილისთვის გაწირეს“, ხოლო პრეზიდენტი პუტინი „ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს“. „თქვენი მედესანტეები ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იხოცებიან. ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, რომ ისინი სიკვდილზე გაეგზავნა. ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან ახლა თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას. მოსკოვს კი სიმართლე არ მოსწონს. მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ დაიღუპეთ გმირულად ნატო-ს გამოგონილ ლაშქართან ბრძოლაში“, – აცხადებს რეზნიკოვი.…

მეტი...

ჩხუბი ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში – დაჭრილი მოსწავლე თბილისში გადმოჰყავთ

ჩხუბი და დაპირისპირება ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში – დაჭრილი მოსწავლე კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. თავდასხმა მეთორმეტე კლასელზე საგაკვეთილო პროცესის დროს დაიწყო და სკოლის შემდეგ სკვერში გაგრძელდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი.

მეტი...