რუსეთმა დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 61 330; ტანკი – 2 449; ჯავშანტექნიკა – 5 064; საარტილერიო სისტემა – 1 424; სარაკეტო სისტემა – 344; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176; თვითმფრინავები – 264; ვერტმფრენი – 225; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 074; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 854; გემი/ნავი/კატარღა – 15; ​სპეციალური აღჭურვილობა – 134. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდს.

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. „სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი – 1997 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ს.ო., 1983 წელს დაბადებული მ.ქ. და 1996 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული…

მეტი...

,,კონტრშეტევის გამო, რუსები პანიკაში არიან – აძლიერებენ ფილტრაციას, ათავისუფლებენ თანამშრომლებს”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კონტრშეტევის გამო, რუსი  ოკუპანტები პანიკაში არიან. უწყების ცნობით, რუსებმა რუბიჟნოეში,  კომენდანტის საათი დააწესეს და გაზარდეს ფილტრაცია, ეძებენ უკრაინელ “დივერსანტებს” და “პარტიზანებს”. ,,უკრაინელი დივერსანტებისა და პარტიზანების ძებნის მიზნით, ოკუპანტებმა დააწესეს კომენდანტის საათი და გააძლიერეს ფილტრაციის ზომები ლუგანსკის რაიონის სოფელ რუბიჟნოეში“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.  

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ჯენსკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიო-უსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას დაესწრება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელია. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია. ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება. ამ დროისთვის უცნობია, გამართავს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინისთვის მძიმე იარაღის უმსხვილესი “მიმწოდებელი” გახდა”- მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში სწრაფი გარღვევის შედეგად, ასობით ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ხელში. მათივე ცნობით,  რუსული არმია, ტოვებს თავის მძიმე იარაღს და მარაგით სავსე საწყობებს, უკან დახევის დროს. როგორც მედია იტყობინება, რუსეთმა ფრონტზე საბჭოთა ტიპის საარტილერიო ჭურვები დატოვა, რომლებიც თითქმის ამოიწურა უკრაინაში. გამოცემა წერს, რომ ბოლოდროინდელმა მიღწევებმა კრემლი უკრაინისთვის მძიმე იარაღის უდიდეს მიმწოდებლად აქცია, რაც უსწრებს აშშ-ს ან სხვა მოკავშირეებს. ხარკოვში უკრაინის საარტილერიო განყოფილების შტაბის უფროსის განცხადებით, მის ქვედანაყოფს ოთხი რუსული თვითმავალი ჰაუბიცა, ამერიკული წარმოების იარაღი და ბევრი საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალა აქვს.

მეტი...

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი კიევს ეწვევა

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი კიევს ეწვევა. რაფაელ გროსი  ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, უსაფრთხოების ზონის შექმნას განიხილავს. მისი თქმით, ახლა დაცვის ზონის საჭიროება იმაზე აქტუალური საკითხია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ,,ჩვენ მივდივართ კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის”, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი Twitter-ზე. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობას უბრძანა დაემორჩილებინა ევროპის უმსხვილესი ატომური ქარხანა და გახადოს იგი “ფედერალური საკუთრება”.

მეტი...

,,ხარკოვში უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ეს შეტევა ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევს. მათივე შეფასებით, ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის რელიეფი შესაფერისია სწრაფი მანევრული ომის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს. „უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში აიღეს ჰრეკივკა და მაკიივკა. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს ლუგანსკის ოლქის სოფლების გათავისუფლება დაიწყეს. უკრაინულმა ძალებმა თავიანთი კონტრშეტევის მანევრული ფაზა, რომელმაც ახლა ლუგანსკის ოლქში მიაღწია, 6 სექტემბერს დაიწყეს“, – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

მეტი...

,,უკრაინის კურსი ნატო-ს წევრობაა”- ანდრეი ერმაკი

,,უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარაა, ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალანსს მხოლოდ გააძლიერებს. „აღარ არის არანაირი საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამ ომში ჩვენი მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, – განაცხადა ერმაკმა.

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მისივე თქმით, სულ 7 სარაკეტო იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. „ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ”,- განაცხადა სტარუხმა. თავდასხმების შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ქალი.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ზელენსკის თქმით, რუსეთის  სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს. „მხოლოდ ამ დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმებისგან გათავისუფლდა და სტაბილიზებულია ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა ნოვოვოსკრესნოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა. წინსვლა გრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, ჩვენი საჰაერო ძალების მეომრები, რომლებმაც დღეს შეძლეს ირანული წარმოების ექვსი უპილოტო აპარატის ჩამოგდება, რომელთა გამოყენებასაც ოკუპანტები ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ ცდილობდნენ… ახლა კი ვეტყვი ოკუპანტებს, სადმე მსოფლიოში კიდევაც რომ იპოვოთ…

მეტი...

,,ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით”- პუტინი ანექსირებულ რეგიონებზე

,,ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე საუბრისას განაცხადა. პუტინის მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ”გულში მიისწრაფოდნენ რუსეთთან გაერთიანებისკენ”. ,,ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებას” – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით,  რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ. ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტებს რუსი ჯარისკაცების ცხედრები არ წაუღიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში რუსები ცხოვრობდნენ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი მოაწყვეს. უკან რომდესაც იხევდნენ, დაჭრილები წაიყვანეს, გარდაცვლილები კი დატოვეს.

მეტი...

დღეიდან, მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რეაბილიტაციის განმავლობაში, მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351,…

მეტი...

„გულწრფელად ვამბობ, ზამთარი იქნება რთული“ – ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ზამთრის სეზონზე, მოსალოდნელ პრობლემებსა და სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს რომ რთული პერიოდი იქნება. „სრულად ვაცნობიერებთ არსებულ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული.  იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია.  ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა…

მეტი...

„ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ“ – რეზნიკოვი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ჯარი წინ მიიწევს და მეტ ტერიტორიას იბრუნებს. როგორც ქვეყნის საგარეო თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, უპირატესობა სახეზეა. “სანამ “რუსეთის პარლამენტი” თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ”, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. მინისტრი რუკასაც აქვეყნებს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ასახავს.

მეტი...

უკრაინული მხარე მოითხოვს „როსატომს“ სანქციები დაუწესდეს

ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე ბათილად მიიჩნევს. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაშ აცხადებენ, ეს არის პუტინის კიდევ ერთი უკანონო ქმედება. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების გრძელ სიას დღეს დაემატა კიდევ ერთი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ბათილად მივიჩნევთ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რისკებსა და საფრთხეებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციასთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში უკრაინული მხარე „დიდი შვიდეულის“…

მეტი...