„მიხეილ სააკაშვილი, დროებით, უკრაინულ მხარეს უნდა გადასცენ“ – უკრაინელი ადვოკატი

უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დაავალა, ქართულ მხარეს სააკაშვილის დროებითი გადაცემის შესახებ მიმართოს. აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ვადიმ ზავორიტნი აკეთებს, მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინულ მხარეს დროებით უნდა გადასცენ. ​„სააკაშვილის დროებითი გადმოცემა უკრაინის ტერიტორიაზე, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც კიევის მახლობლად რაიონული სასამართლო განიხილავს. საქმე ეხება გარემოებას, როდესაც 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. საქმე წარიმართა სასამართლოში და ახლა საქმის მასალების შესწავლა ხდება.  გვსურს, დავკითხოთ, როგორც დაზარალებული. ეს პოზიცია ჯერ კიდევ ძალიან ადრე შევათანხმეთ თავად სააკაშვილთან. აქამდე ვაგროვებდით ამისთვის საბუთებს და დღეს სასამართლომ დაავალა…

მეტი...

„ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“ – პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვაში. “მოხარული ვარ,რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში ,რომელიც ჩეხეთში იმართება. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის,  სადაც შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას” – წერს პრემიერი.  

მეტი...

„ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

​ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებასა აკეთებს და ამბობს, რომ ნატო-მ საკუთარი სიძლიერე უნდა დააფიქსიროს. მისი შეფასებით, უკრაინა იმსახურებს, იყოს ალიანსის წევრი. „უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, განსაკუთრებით ევროპულ კონტინენტზე. ჩვენ ვხედავთ ვინ არიან ჩვენი მეზობლები, როგორი მეზობლები და როგორი რისკი არსებობს.  ვთვლი, რომ ევროპის აღმოსავლეთში სიმყარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მადლობელი ვართ დახმარებისთვის, ღია კარისთვის, თუმცა, პასს ვაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან და სწორ მომენტში, როდესაც არა მხოლოდ უკრაინამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა რუსეთს, არამედ, მოკავშირეებმაც ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.…

მეტი...

რუსული მხარე უკრაინას მოლაპარაკებას სთავაზობს

რუსეთის რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო უკრაინელ კოლეგებს დაზავებას და მოლაპარაკებას სთავაზობს. როგორც მარტვიენკო აცხადებს,  დიდი ოცეულის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების სამიტი ერთ-ერთი გამოსავალია კრიზისი  მშვიდობით გადაილახოს. მისივე შეფასებით, რუსეთმა უკრაინას მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა, უკრაინამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო. „სამწუხაროდ, იმ დროს, უკრაინა, როგორც ჩანს, იმყოფებოდა გარე კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ  ჩვენ ვართ მოლაპარაკებების მომხრე, ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე, ჩვენ ვართ ამ კრიზისის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მომხრე. მოდი, ვილაპარაკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – ასეთია ვალენტინა მატვიენკოს გზავნილი.  

მეტი...

მინისტრის განცხადებით, „ენკას“ დაბრუნებაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“  დიალოგის რეჟიმში იმყოფებიან და „ნამახვაჰნესის“ მშენებლობა სტრატეგიულ პროექტად რჩება. „ენკამ“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება, შევიდეს არსებულ შეთანხმებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია და უნდა განხორციელდეს. მინდა, გითხრათ, ჩვენთვის ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად“ – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.  

მეტი...

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრ4ზიდენტი ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა რომ ის უკრაინულ მხარეს უნდა გადაეცეს. როგორც შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, გადაცემის მიზეზი დროებითია, რადგანაც უნდა მოხდეს  მისი დაკითხვა, როგორც დაზარალებულია. „უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად. ,რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო განიხილავდა საქართველოში სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სწორი ინფორმაციაა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის…

მეტი...

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი,  მჭიდროდ იყო კოორდინირებული საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სანქციების ახალი პაკეტი პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარიმების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებს. „პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან და შეიზღუდოს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირება“,  განაცხადეს ევროკომისიაში. სანქციების მერვე პაკეტი მოიცავს რუსეთიდან შვიდი მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტის აკრძალვას. ასევე,  ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში…

მეტი...

,,პუტინი ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას”- ზელენსკი

,,პუტინი ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ამაში დარწმუნებული ვარ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის ლოის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „რუსებს უჭირთ კონტროლი ყველაფრის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც ვერ აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე ხდება“. უკრაინის პრეზიდენტს ეჭვი ეპარება, აქვს თუ არა  ვლადიმერ პუტინს საკმარისი კონტროლი რუსულ სამხედრო ოპერაციაზე, ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ”- იოსელიანი

,,ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, თუ  მათ გზავნილებს მკვეთრად არ ემიჯნები, ესე იგი  მათი თანამოაზრე ხარ. „ე.წ ოთხეულის თუ ახლა რამდენნი არიან, არ ვიცი, მათ განცხადებებს თუ არ გაემიჯნება „ქართული ოცნება”, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ- ს ელჩზე ასეთ თავდასხმას არ ახორციელებდნენ. თუ მკვეთრად არ ემიჯნები მათ გზავნილებს, ესე იგი მათი თანამოაზრე ხარ, ეს წერილები თავისთავად ძალიან არამეგობრული რიტორიკით იყო გამსჭვალული, რომელსაც არ იმსახურებს ჩვენი და…

მეტი...

პროკურატურამ ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს,  ქ. თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ  სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში“ ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  ბრალდებულის მიერ მიყენებული  ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა  ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც…

მეტი...

,,რუსეთმა დღეს დილით უკრაინას საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან მიაყენა”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა. ოლექსი გრომოვის ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებიდან ავიაცია ბოლოს 28 აგვისტოს გამოიყენეს. „დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის Ту-22М3 ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გრომოვმა.    

მეტი...

,,ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის?”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ერთ კვირაზე მეტია მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ალასანია ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  პოლიტიკური სპეკულაციაა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი. ,,ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა…

მეტი...

,,აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას”- „ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, წყაროს არ გაუსაჯაროვებია, „უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია, ვინ განახორციელა თავდასხმა და იყო თუ არა მისიის შესრულების ნებართვა გაცემული პრეზიდენტ ზელენსკის მიერ“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს უკრაინის ჩართულობას დუგინას მკვლელობაში. ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა რუსეთში, ავტომობილში 20 აგვისტოს ააფეთქეს.

მეტი...

,,ერთი წელია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებლობაა იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე, და ეს ზრუნვა გაგრძელდება. ,,ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და…

მეტი...

,,დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა”- ლევან დავითაშვილი

,,2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე, ხოლო 2019 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ასევე ორი პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, სიღარიბის  დაძლევის რეალისტური გზა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. „ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ…

მეტი...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე”- პარტიის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. პარტიის ცნობით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს. „გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.…

მეტი...

,,ელჩს თავს ნიკა გვარამია და ნიკა მელია დაესხნენ, სხვა არ მახსენდება”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე   აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები. კობახიძის თქმით, კელი დეგნანს თავს ორჯერ – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დაესხნენ. ,,საუბარი იყო მე რაც ვიცი თავდასხმაზე, ეს ტერმინიც იყო გამოყენებული, მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, გამონათქვამები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება”, – აღნიშნა კობახიძემ. ამასთან,…

მეტი...

,,ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა – ბრძოლა ფულზე მიდის”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, სხვა საკითხებზე გარეგნულად ერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, მათი დაპირისპირება გამოაშკარავდა. „ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. როცა ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ხომ გახსოვთ მათი ირონია, არაფერი ხდებაო. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის. როგორც კი, ფულზე მივიდა საქმე, იმ წუთასვე ისე იჩხუბეს, რომ ვეღარ დამალეს. ასე…

მეტი...

,,ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე. მისი ინფორმაციით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება – უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. „როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. აღნიშნულ თემაზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე მოხსენების დროს ისაუბრა. მისი განცხადებით,…

მეტი...

,,ვთხოვ ყველას, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც შეიძლება, პასუხად მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა”- მდინარაძე

,,ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება, მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე  აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები. „ძალიან გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ნუ მომთხოვთ მის კონკრეტულ განცხადებაზე მისივე მოტივაციას, რადგან ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ. ამის ლაპარაკი რომ მდომოდა, ახლა არ ვიქნებოდი „ქართულ ოცნებაში“, ვიქნებოდი „ხალხის ძალაში“. კულისებში ბევრი რაღაც არის, რაზეც სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ.…

მეტი...

,,ელჩზე პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან”- გია ვოლსკი

„პერსონალური თავდასხმები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მახსოვს, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები. „პერსონალური თავდასხმები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მახსოვს, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. ეს იყო პიროვნული თავდასხმა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა. უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო…

მეტი...

,,ეს კაცი არის საციხე, ქურდი” – ჩხუბი და დაპირისპირება ხარაგაულში

ჩხუბი და ხმაური ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში  – დაპირისპირება ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ჩასვლას მოჰყვა. ხაბეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.  ხაბეიშვილი ამბობს, რომ კიკნაძეს 4 000-მდე ლარი აქვს შემოსავალი. ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.  

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა1 471 000 უჯდება”- სოსო თოფურიძე

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც  ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. მისი თქმით,  ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ფუფუნება მოიწყო. „პატივცემულო საზოგადოება, საქართველოში თანამდებობაზე ყოფნის დროს მე და ჩემი კოლეგები, ვიცავდით თქვენს უფლებებს! დღეს მე გახლავართ პოლიტდევნილი. მიუხედავად ამისა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც შემეძლება, ყოველთვის დავიცავ ჩემი ხალხის უფლებებს და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს ჩემი ხალხის მოტყუება! ეს წუთია, მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც, ძალიან გამაღიზიანა!! რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა: ფეისბუქი – 500 000 დაცვის ხელფასი: 18 000. თვეში!…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთა შორის „ჯახი“ გარდაუვალია”- გია ვოლსკი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბებულია პოლიტიკურ ჯგუფები, რომელთა შორის „ჯახი“ გარდაუვალია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მძიმე წარსულმა „ნაცმოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. „ფინანსური რესურსების მოზიდვაზე საუბარი, რომლის წყარო, ადამიანი ყველასთვის ცნობილია, საჯილდაო გახდა. არსებობს ასევე მათი წარსული, რომელიც სისხლიანი ლაქებით ხასიათდება. ხდება ამისგან გამიჯვნა, ისევე, როგორც გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს. მათ რიგებში არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება და როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მეტი...

სემეკის დავალებით „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში წყალმომარაგების პრობლემების აღმოსაფხვრელად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება. 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები. სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის“ საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია…

მეტი...

,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი

,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ,” – ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა განაცხადა. ჯენკინსის თქმით, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის იმ დიდი სქემის, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. „შეხვედების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ასევე საქართველოს…

მეტი...

ბათუმში, მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული მშენებლობაზე მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს კახი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა”- თემურ ჯანაშია

,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი  სიკვდილის პირასაა. „ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“,- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

მეტი...

„იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება, იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

ზამთრის სეზონის მოახლოების, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტსა და ტარიფებზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ნარმანიამ არნიშნა, ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. „ბაზრის გახსნამდე, ჩვენ გავაგრძელეთ ის ტარიფები, რომელიც ელექტროენერგიაზე გვქონდა დადგენილი. შესაბამისად, ტარიფების რაიმე ზრდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაიმე სახის ზრდას ბუნებრივ აირზეც არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს გრძელვადიანი შეთანხმება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასები უცვლელი იქნება. ჩვენი მოხმარებული ბუნებრივი…

მეტი...

რუსეთმა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსებმა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყეს. გაიდაის ცნობით, სტარობილის რაიონში რუსები სამხედრო კომისრებთან ერთად ეზოებში დადიან და გამოძახებებს არიგებენ. ,,ყველას “ჩუქნიან” განურჩევლად, სტუდენტებს, ავადმყოფებს და მოხუცებს“, – აცხადებს გაიადაი და აღნიშნავს, რომ  იგივე სიტუაციაა კრემინნაიაშიც.

მეტი...

საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. ინფორმაციის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი – 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი – 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი – 565. უსტატუსოდ მიიჩნევა, ის მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.

მეტი...

,,კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება”- იაგო ხვიჩია

,,კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან. „ნაცმოძრაობის“ შიდაანატომიას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ სხვადასხვა სახის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირებაა. მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“…

მეტი...

,,ოკუპანტები ხალხსაც იპარავენ, 1 600 000-ზე მეტი უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1 600 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე იძულების გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. მისივე თქმით,  უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას მალე შეძლებენ. ,,კიდევ რამდენი დრო ექნება რუსეთს, რომ მოიპაროს უკრაინიდან მარცვლეული, რესურსები, სამრეწველო საწარმოები, რომლებსაც ოკუპანტები უბრალოდ ანაწილებენ და რუსეთში მიჰყავთ, ისევე როგორც ხალხი. ისინი იპარავენ ხალხს. 1 600 000-ზე მეტი უკრაინელი უკვე დეპორტირებულია რუსეთში. ისინი მიმოფანტულნი არიან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მიმოფანტულნი არიან რუსეთის შორეულ რაიონებში. ბევრ მათგანს საბუთები წაართვეს, ბევრმა გაიარა ოკუპანტების საშინელ ფილტრაციის ბანაკებში, სადაც დასცინოდნენ და აშინებდნენ,”- განაცხადა ვოლოდიმირ…

მეტი...

საწარმო “აზოტის” თანამშრომელმა შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საწარმო “აზოტის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია. საწარმოს თანამშრომელი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. საწარმოს დირექტორის განცხადებით,  50 წლამდე კაცს სადეზინფექციო ხსნარი წყალი ეგონა. მისივე თქმით,  ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა მოკვლევა.  

მეტი...

„ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით“ – დავით ნარმანია „მედიცენტრ მთავარში“

ბუნებრივი აირის იმპორტისა და ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი 38%-ს აჭარბებს. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი, ადგილობრივი მოპოვებით. გაზის უმთავრესი მომწოდებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საშუალოდ, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს ქვეყნის  მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს. დავით ნარმანიას თქმით, საქართველო გრძელვადიანი მოწოდების კონტრაქტების ფონზე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას. სისტემა ტექნიკურადაც მზად…

მეტი...

„ამ ეტაპისთვის, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან  განაცხადა,  ენერგეტიკის სექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება. ამასთანავე, ამ ეტაპის მონაცემებით, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. „მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს  –  საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური გამომუშავება შეადგენს 13.645 მლრდ კვტ/სთ-ს. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით. 2021 წლის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 10,064 მლრდ კვტ/სთ,…

მეტი...