Forbes-ის ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადებიდან რუსეთი მილიონამდე ადამიანმა დატოვა

რუსულენოვანი Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა. როგორც მედიასაშუალება წერს ორი კვირის განმავლობაში ქვეყნიდან 700 000-დან მილიონამდე ადამიანი გავიდა.  არსებული ინფორმაციით,გასულების დიდი წილი, 90%-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ უკრაინის ომში წასვლის შიშით გავიდა, დანარჩენები კი შესაძლოა, ტურისტებად ჩაითვალონ. რაც შეეხება მიმღებ ქვეყნებს, ყველაზე დიდი წილი ფინეთზე, ყაზახეთსა და საქართველოზე მოდის.  

მეტი...

ნატომ უკრაინის განაცხადი ალიანსის წევრობაზე ოფიციალურად მიიღო

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიღებულია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა აცხადებს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი. „დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა განაცხადა ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით ხელი რამდენიმე დღის უკან მოაწერა.

მეტი...

„მოტივირებული ვართ, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია“ – პრემიერი

„ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში. „საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც არის პარლამენტში. მე ზეგ პრაღაში მონაწილეობას მივიღებ პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები და იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ…

მეტი...

„ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა“ – ღარიბაშვილი

ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,რომ მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი აიღო, რომელიც ევროკავშირის მიერ მოწონებულია და ამ კანონს მიიღებენ. „გასაგებია, ოპოზიციის მთავარი სურვილია, რომ ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 ოქტომბერს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ…

მეტი...

„ისინი თავად გაგვემიჯნენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ოცნებიდან“ წასულებზე

პრემიერ მინისტრის განცხადებით, „ისინი“ თავად გაემიჯნენ გუნდს და ერთად იმიტომ არ არის რომ მათი პოზიციები განსხვავებულია. „ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი იდეოლოგიაა მისაღები. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და  მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს. ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება ამ პოზიციების“, – აღნიშნა პრემიერმა მედიასთან. მისი თქმით, „ჩვენ ვართ გამიჯნული, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ…

მეტი...

„ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. „ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და…

მეტი...

საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განხორციელებით 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მე დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელე, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა – 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩადოს პროფესიულ განათლებაში. „ჩვენთვის ყველასთვის არის ცნობილი, რომ კვალიფიციური კადრების და ზოგადად მუშახელის პრობლემაც კი არის ქვეყანაში. აქ იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ საქართველოში. თქვენ გახსოვთ, რომ მე დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელე, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა – 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ,…

მეტი...

“მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა” – პრემიერ-მინისტრი

„უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკაა მსოფლიოში, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ია. „ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში, პანდემიამ, მაშინ მკაცრი ლოქდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში. ამას დაემატა ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მთელი ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი – საშუალო მაჩვენებელი არის უკვე ორნიშნა ინფლაცია, 11%-ია, თუ არ ვცდები. ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი…

მეტი...

‘’არმიელთა’’ წარმატებული თამაში ქუთაისში

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, ‘’აია’’ არენაზე, გაიმართა რაგბიში, პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის ‘’არმიასა’’ და ქუთაისის ‘’ბაგრატს’’ შორის.   შეხვედრა დამთავრდა ‘’არმიელთა’’ გამარჯვებით, ანგარიშით 38:10. ‘’აია’’ არენაზე, შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე. ამ ეტაპისთვის, ‘’არმიელები’’, სამცხე-ჯავახეთის ’’ტაოსთან’’ და ოზურგეთის‘’არწივებთან’’ ერთად, 14 ქულით, ცხრილში, მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. ცნობისთვის, სპორტულ კლუბ ‘’არმიას’’ დამფუძნებლის უფლებამოსილებას, 2018 წლიდან ახორციელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

მეტი...

,,ამ „შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება”- სააკაშვილის ადვოკატი

,,ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება,” ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. შოთა თუთბერიძის თქმით, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში. „ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი. რაც პროკურორმა განაცხადა არის ტყუილი, ეს რომ ტყუილი არ ყოფილიყო, სასამართლო სააკაშვილის გარეშე ჩატარდებოდა. თუ პროცესის მონაწილე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ეს სასამართლოს შეფერხებას არ იწვევს. რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.…

მეტი...

ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს აქვეყნებს. ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.30%-ია, ბოლო 14 დღის – 10.64%.

მეტი...

,,რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არ რჩებიან, აქ დროებით არიან”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები, ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩებიან. ბურჯანაძის განმარტებით, რუსები აქ დროებით იმყოფებიან. ,,ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება საქართველოში და გავლენას ვერ მოახდენენ ვერც ერთ სფეროზე, გარდა მაღაზიებისა. მათი უმრავლესობა სასტუმროებით თუ რესტორნებით არ სარგებლობენ და შეიძლება ითქვას, რომ დროებით არიან საქართველოში, რადგან მათ არ აქვთ სახსრები თავი ირჩინონ. შესაბამისად, საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ”ლტოლვილებს”. ისინი თურქეთში, სომხეთში ან დასავლეთ ევროპაში გადავლენ. ამ ადამიანების უმრავლესობა საქართველოში არ დარჩება და გავლენაც ვერ ექნებათ. გარკვეული ნაწილი ამ…

მეტი...

,,ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს”- ალეკო ელისაშვილი

,,ასეთი არასერიოზული, ქაოტური და ბრიყვული აზრები, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, ყველაფერს აზიანებს და ამიტომაც არის ოპოზიცია იქ, სადაც არის,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი ახსოვს. „ოპოზიცია გათიშული და დაბეჩავებული რომ არის, ასეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს. კვლევებს უნდა ჩავხედოთ კარგად. რა გვითხრა კვლევამ? – ხალხმა თქვა, ჩვენზე არ ფიქრობთ, ჩვენ ერთგან ვართ, თქვენ სხვა რაღაცას აკეთებთო, ჩვენი არ გესმითო. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რატომ სხედხართ და მუშაობთო. იმიტომ კი…

მეტი...

,,ზაფხულის სეზონი შედგა და სექტორმაც ამოისუნთქა”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა, როგორც სარესტორნო, ასევე სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის კუთხით. მისივე თქმით, ტურისტული სეზონი შედგა და სექტორმაც ამოისუნთა. ,,წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა, როგორც სარესტორნო, ასევე სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის კუთხით. ის ორწლიანი კოვიდვითარება, რომელიც გვქონდა და დიდი პრობლემები შექმნა ჩვენს სფეროში, დადებითად განვითარდა ამ სეზონზე, შემოსავლების და  დატვირთულობის კუთხით. შესანიშნავი სეზონი იყო, რა თქმა უნდა ის პრობლემები, რომელიც პოსტკოვიდის შემდეგ  გვქონდა (დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული ობიქტები) რეაბილიტირებული არ არის, თუმცა, სეზონი შედგა და გარკვეულწილად ამ სფეროში დასაქმებულებმა თუ მფლობელებმა ამოისუნთქეს,”- განაცხადა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა – მედია

გამოცემა „თაიმსის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა. მედია წერს, რომ კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე. „კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე. პუტინის ადრინდელი მინიშნებების შესახებ შიშები, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გამძაფრდა იმის მტკიცებით, რომ საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისკენ გაუშვეს“, – წერს „თაიმსი.“ მედიის ცნობით, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა…

მეტი...

,,სპეცოპერაციაში” ვმონაწილეობთ, მაგრამ სამხედროებს არ ვაგზავნით”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსი მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის “სპეცოპერაციაში” უკრაინაში, მაგრამ არ აგზავნის საკუთარ ჯარს, ქვეყანაზე თავდასხმის აღკვეთის მოტივით. მისი თქმით, ბელარუსის ამოცანაა პირველ რიგში, თავიდან აიცილოს ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე. ,,რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ, მაგრამ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

,,ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო”- ხოშტარია გვარამიას პროცესიდან გააძევეს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან, მოსამართლეთა კოლეგიამ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გააძევა.  ელენე ხოშტარიამ პროკურორს ამ სიტყვებით მიმართა: „ნამდვილი ხარ? ერთი წამი ხელს მოგკიდებ”, რაზეც მოსამართლემ ხოშტარიას სიტყვიერი შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, საბოლოო, მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ,,დღეს ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები;…

მეტი...

,,რუსეთიდან მომავალი ადამიანების ნაკადისთვის საქართველო არის გამტარი, ისინი ვერც ერთ სფეროზე გავლენას ვერ მოახდენენ”- შოთა ბურჯანაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთიდან მომავალი ადამიანების ნაკადისთვის საქართველო არის გამტარი. ბურჯანაძის თქმით, მათი დიდი ნაწილი ნის განმავლობაში არ დარჩება საქართველოში და გავლენას ვერ მოახდენენ ვერც ერთ სფეროზე. ,,რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ მოქალაქეების პირველი ნაკადი მიიღო, საუბარია 20-50 ათასამდე ადამიანზე, ესენი არიან რუსეთის უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები. მათ დიდი გავლენა იქონიეს არა მარტო სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ადამიანები დისტანციურად გამოიმუშავებენ თანხას და ხარჯავენ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ნაკადს, ჩემი აზრით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის გამტარი. ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება…

მეტი...

,,კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, ამას ყოველდღიურად ხედავს თითოეული კახელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატების საპასუხოდ  იმ ინფრასტრუქტურული პროექტების  თაობაზე ისაუბრა, რომელიც კახეთის რაიონებში ხორციელდება. „სახლშიც რომ რემონტს აკეთებ, დისკომფორტი გექმნება და ბუნებრივია, ამ პროექტების განხორციელებასაც ახლავს მტვერი და გადაადგილების შეზღუდვა. კახეთის ყველა რაიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, განსაკუთრებით წყალმომარაგების სისტემების დანერგვისაკენ. რომელიც ამ ქალაქების და სოფლების არსებობის მანძილზე ან არ ყოფილა ან ნაწილობრივ იყო.   დღეს სრულყოფილად მიმდინარეობს ყველა ამ უმნიშვნელოვანესი საყოფაცხოვრებო თუ კომუნალური პროექტების განხორციელება მთელი კახეთის მასშტაბით და 2024 წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად ყველა დიდი და საშუალო დასახლებული პუნქტი 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი. კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე.…

მეტი...

,,ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია”- კახა კალაძე

,,რეალური მიზეზია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან,’ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ცუდია ხელისუფლებისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. „რეალური მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის უდიდესი პრობლემა, ხედავთ, რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა, საერთოდ შეუძლებელია, რაღაც კონსტიტუციურ რეჟიმში გადავიყვანოთ. გამოცდილი კანონპროექტი, მოწონებული საერთაშორისო პარტნიორებისგან – ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, ყველაფერი არასწორად კეთდება. გვესმის ეს რადიკალიზმი, ეს დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, აზიანებს მათ. იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ქვეყანაში არ არსებობს…

მეტი...

,,მიატოვო შვილმკვდარი დედა ღალატის უკიდურესი ფორმაა – ეს იყო ზურგში ტყვია, საკონტროლო გასროლა”- ბექა პატურაშვილის ყოფილი მეუღლე

,,არსებობს ღალატის სხვადასხვა ფორმა და დონეები, მაგრამ მიატოვო შვილმკვდარი დედა-ღალატის უკიდურესი ფორმაა, ყველაზე მახინჯი ფორმა”- ამის შესახებ ჟურნალისტ  ბექა პატურაშვილის მეუღლე ნატალი ღვედაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ნატალი ღვედაშვილი ვრცელ პოსტში იმ მძიმე პერიოდის შესახებ საუბრობს, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ გადაიტანა. მისი თქმით, ყოფილმა მეუღლემ შვილის გარდაცვალების მეორე დღეს მიატოვა და ცხოვრება ისე გააგრძელა თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ,,ბექა პატურაშვილი. Beqa Paturashvili. ალექსის მამა და ყოფილი მეუღლე Rustavi 2 ის ჟურნალისტი, წამყვანი. ბევრი მეკითხება მასზე ამ ორი წლის განმავლობაში პირდაპირ თუ ირიბად, თუ რა მოხდა, სად დაიკარგა. ყველა ჩვენი მეგობარი თუ…

მეტი...

,,ნაცმოძრაობა“ რაღაც ცუდს რომ დაგიძახებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“ რაღაც ცუდს რომ დაგიძახებს – ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობაში“ დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ. „ნაცმოძრაობა“ რაღაც ცუდს რომ დაგიძახებს – ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ. ანუ, მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და იბრძვი სამშობლოსთვის, რადგან საქართველოს ისტორიაში არ არსებობს უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც სიტყვით ყოველთვის დეკლარირებს ვითომ დასავლეთისკენ და საქმით მტრის საქმეს აკეთებს. ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როცა ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს და…

მეტი...

უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის  გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს პუტინთან მოლაპარაკებებზე. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მეტი...

,,ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  მოძრაობის წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. მისივე თქმით,”ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს საკუთარი ხედვა აქვთ. „მათი გადაწყვეტილება არის ეს ნაბიჯი. თუმცა, რაც შეეხება უმრავლესობას, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება უმრავლესობა, მაგრამ მე როგორც მოვისმინე, ისინი იზიარებენ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. მთელ რიგ საკითხებში პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს საკუთარი ხედვა აქვთ, ეს მათი გადასაწყვეტია“,- აღნიშნავს კალაძე. ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა…

მეტი...

„რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ“- რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დაშლით ევროკავშირის რეკომენდაციის პირველი პუნქტი – დეპოლარიზაცია შესრულდება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით, ჩვენი ქვეყანა გადადგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. „როდესაც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უზრუნველყოფით დეოლიგარქიზაციის ახალ კანონზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ზუსტ მაგალითს გვაჩვენებენ, თუ რა არის ოლიგარქიზაციის მანკიერი და მავნებლური მხარე. ამ პარტიაში და მის წიაღში ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გაჩაღებულია ოლიგარქების ომი გალენებისთვის და უფრო დაბალ დონეებზე, პარტიის წევრების და აქტივისტების ომი ამ ოლიგარქების ფულის გადანაწილებაზე. ყოველივე ამის ფონზე კიდევ უფრო…

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქვეყანაში ვითარება არიოს. მისი თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და ერთამანეთს დავით კეზერაშვილის ფულის გამო ებრძვიან. „ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ეს მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა…

მეტი...

,,მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა”- თალაკვაძე ოპოზიციას

„ვუსმენდი ოპოზიციიდან გამომსვლელებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ არა ერთ მათგანს წლის დასაწყისში დაწერილი გამოსვლები დააქვს ყველა სხდომაზე და ერთი და იგივეს ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვუპასუხეთ ამ განცხადებებს“,- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება რამდენიმე მნიშნელოვან ფაქტზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „შეგახსენებთ ოპოზიციაში  კოლეგებს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაეწერა ჩვენი ხალხის  და საქართველოს არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც მხარი არ დაუჭირეთ ამ საკონსტიტუციო…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო კონსენსუსი თუ არ იქნება, კანონს არ მივიღებთ”- ირაკლი კობახიძე

,,თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ. მათ შორის ევროკავშირის ყოფილ ელჩს ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  ოპოზიცია მხარს არ უჭერს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს , რადგან ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება. „უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც არავისზე არ არის მორგებული, არც ერთ პოლიტიკოსზე. შემდეგ ეს კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მოიწონა და ჩვენ ეს კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ. მაშინვე წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო წამოვიდა – მათ ნახეს, რომ ეს კანონი ბიძინა…

მეტი...

,,პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, , 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ,,ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, ჩვენ გვქონდა მშვიდობის ათი წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის ათი წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,…

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ არის ზეიმი, სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს”- რომან გოცირიძე

,როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება მაინც და მაინც მთავარ ღირსებად არ მიაჩნიათ,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. რომან გოცირიძე  გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატის მოძრაობა „ხალხის ძალაში” გადასვლას. „ქართულ ოცნებაში“ არის ზეიმი, სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს და დანჩენილები არიან ბედნიერები, თუმცა ეს ბედნიერება დიდი ხანი არ გაგრძელდება, გაფართოების მესამე ტალღაც იქნება და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად გრძნობენ თავს და ჰგონიათ, აიცილეს მოღალატის, პრორუსის, ანტიდასავლელის იარლიყი, ეს დროებითია, რადგან როგორც…

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” მოგვცა შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება”- ნიკა გვარამია

“მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ნიკა გვარამია სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება მისცა ქვეყანას. ,,ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ჩვენ ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არცერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, ჩვენ ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ რა და ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი, ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი.…

მეტი...

,,იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუნათდება გონება და მიიღებენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფოს გამოადგება, არ არსებობს”- მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არ არსებობს იმედი, რომ „ქართულ ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ მიიღებს ისეთ კანონპროექტს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება. მელიას თქმით, მმართველი პარტია მიიღებს  ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. „თვეების განმავლობაში რუსული ხელისუფლება უტიფრად საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. მეტიც, საუბრობენ, რომ ის არის მეცენატი. ეს არც გუშინ უთქვამთ და არც გუშინწინ, ევროპული დავალების სახით 12 რეკომენდაცია გაცემული არ იყო, რომ მათ ეს განცხადება გააკეთეს. ამიტომ იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში გაუნათდება გონება და მიიღებენ კანონპროექტს, აქცევენ კანონად, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ,…

მეტი...

,,ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”- სოზარ სუბარი

დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა ტელევიზია “პოს ტვ”-ის წილების 52% იყიდა. აღნიშნულის  შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი...

,,ქართული ოცნებიდან” წასულებს კიდევ ხუთი დეპუტატი უერთდება

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების დაფუძნებულ “ხალხის ძალას” მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი – დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე და ეკა სეფაშვილი უერთდება. „ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალას“ თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

მეტი...