,,თბილისში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ”- ღარიბაშვილი

,,თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და საპატიო მოქალაქეებს მიესალმა.  „საღამო მშვიდობის, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, თუ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ვართ…

მეტი...

,,რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში”- პრემიერი

,,მინდა, ვთქვა მთავარი – ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ…

მეტი...

,,დაე, სიყვარულით დავკავდეთ და არა ომით”- დემნა გვასალია

,,ეს შოუ სიმართლის ძიებისა და რეალისტობის ერთგვარი მეტაფორაა. დაე, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან. დაე, სიყვარულით დავკავდეთ და არა ომით,”-  ამის შესახებ ქართველი დიზაინერმა,  ბალენსიაგას შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ 2023 წლის საზაფხულო კოლექციის წარდგენამდე განაცხადა. ქართველმა დიზაინერმა განცხადებაში ინდივიდუალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვიტა დიზაინი განწყობით გადმოსცეს. ,,ყუთები, იარლიყები და იარლიყმიწებებულს ყუთში მოთავსება მძულს. საზოგადოებაში, ინტერნეტში და, ზოგადად, მსოფლიოში კი ამის გაკეთება უყვართ, რადგან ასე თავს დაცულად გრძნობენ. ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლაა…

მეტი...

,,ათმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას – ქვეყნებმა, რომლებსაც ახსოვთ რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები”- პოდოლიაკი

,,ჩვენ მადლიერი ვართ ლიდერობისა და პასუხისმგებლობისთვის. ისტორია დღეს იწერება”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი იმ ქვეყნებმა დაუჭირეს, რომლებსაც ახსოვთ ”რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები”. ,,უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნატოში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, ბლოკის 10-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას – ძირითადად ქვეყნები, რომლებსაც ახსოვთ რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები,”- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, უკრაინამ ნატო-ში შესვლის განაცხადის გაკეთების თაობაზე 30 სექტემბერს განაცხადა.

მეტი...

,,ვევედრები ვლადიმერ პუტინს შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი”- რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. რომის პაპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა, რათა იყოს ღია ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. „ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.

მეტი...

,,თითქმის მივაღწიეთ, რომ კოვიდს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას”- თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის მიღწეულია ის, რომ „კოვიდ-19“ იმართება. მისი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, მეტად შემცირდეს COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები. „COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ბოლო კვირაში იყო სულ ხუთი გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – ექვსი გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ. უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის…

მეტი...

სამინისტროების დაფინანსება იზრდება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსების გაზრდა იგეგმება. მთავრობის მიერ მომზადებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია და ხვალ ბიუროს სხდომაზე იქნება წარმოდგენილი. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401,2…

მეტი...

უკრაინის ქალაქ ბალაკლიაში სასწრაფოს მანქანა ნაღმზე აფეთქდა – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტებისგან ერთი თვის წინ გათავისუფლებულ ბალაკლიაში აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი  მძიმედ დაშავდა. ადგილზე დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი, ხოლო ექიმმა დამწვრობა და ტვინის შერყევა მიიღო.

მეტი...

,,უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. „ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინას ჰაუბიცებს გადასცემენ

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო წლიდან გერმანია, დანია და ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცა Zuzana-2-ით მოამარაგებენ. სამი ქვეყანა ჯამში 92 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიის თავდაცვის უწყების ცნობით, შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა.

მეტი...

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას გარდაცვლილთა რიცხვი  182-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, უშუალოდ მინდორზე დაიღუპა 34 ადამიანი, დანარჩენები კი იმ დროს, როცა შინ ან საავადმყოფოში მიემართებოდნენ. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი ხუთი წლის ბავშვია. მატჩის შემდეგ Arema FC-ისა და მისი მეტოქის Persebaya Surabaya-ს მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. წაგებული გუნდის მხარდამჭერები მოედანზე „შეიჭრნენ“ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ადამიანები სტადიონის გასასვლელისკენ მასობრივად დაიძრნენ, რამაც  ჭყლეტა გამოიწვია. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მოითხოვა ტრაგედიის ანგარიში, ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი განცხადებით გამოვიდა: „საფეხბურთო სამყარო დღეს შოკის მდგომარეობაშია. ეს შავი დღეა მთელი ფებურთისთვის. ეს…

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი,განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით  სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

თეთნულდზე დაკარგული სამი  ტურისტი  გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი  ტურისტი  გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი  მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან. არსებული ინფორმაციით, დაკარგულების  შესახებ  ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით  მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. ამ წუთებში, მიმდინარეობს გადოსვენების სამუშაოები.

მეტი...

,,ლიმანი ბოლომდე გაწმენდილია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,12 საათისა და 30 წუთის მონაცემებით, ლიმანი ბოლომდე გაწმენდილია. მადლობა ჩვენს სამხედროებს, მადლობა ჩვენს მებრძოლებს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში მომდევნო კვირებში სხვა დასახლებული პუნქტებიც გათავისუფლდება. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქი ლიმანი მაისში დაიპყრეს და ო ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად გამოიყენეს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის.

მეტი...

,,ქვეყნის მამოძრავებელი ძალა დღეს ქალების ხელშია და ყველამ კარგად ვიცით, რა ძალას წარმოვადგენთ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სოციალურ- ეკონომიკურ, ბიზნეს სფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ ღონისძიებაზე დასწრება, ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის ვალდებულებაა. ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი.…

მეტი...

შსს-მ ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. საუბარია ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება.

მეტი...

ნატოს წევრი 9 ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ნატოს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი  ერთობლივ განცხადება ავრცელებს, სადაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს. ასევე, ქვეყნები მხარდაჭერას აფიქსირებენ, რომ უკრაინა ალიანსს შეუერთდეს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის…. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის პროცესში, რუსეთიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“ – აღნიშნულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრეზიდენტების განცხადებაში. მათივე განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ალიანსის წევრობას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის…

მეტი...

ავტომობილში მოწყობილი სამალავით,  საქართველოს საზღვრიდან 2 ადამიანის გადაყვანას ცდილობდნენ

დაკავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც საქართველოს საზღვრიდან თურქეთის მიმართულებით, ავტომანქანაში ჩამონტაჟებული სამალავით 2 ადამიანი გადაჰყავდათ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული ი.ფ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის – სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, –…

მეტი...

მოკლა და გვამი გადამალა

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. დაკავეულია 1966 წელს დაბადებული ზ.თ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს – 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.…

მეტი...

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

უკრაინული მხარის მტკიცებით, პუტინს ორეულები ჰყავს რომელსაც საჭიროების მიხედვით იყენებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც საკითხზე მუშაობენ. “პირადად მე არ ვარ “პუტინოლოგი“. ჩემთვის არის ზუსტი ის, რომ მას ჰყავს 3 ორეული, რომლებსაც პირადად მე უცბად ვხედავ. რამდენი ორეული ჰყავს მას სინამდვილეში – უბრალოდ, საჭიროა ინფორმაციის დამუშავება,” – აღნიშნავს ბუდანოვი.  

მეტი...

გახმაურებული ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, მითვისებულია 767 000 ევროზე მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია 4 პირი, 8 პირს კი ბრალი წარუდგინეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ. ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს – ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს –…

მეტი...

ალა პუგაჩოვა სასახლეს ყიდის და რუსეთიდან მიდის

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, ოჯახთან ერთად რუსეთს ტოვებს და ქვეყნიდან მიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პუტინის „რეპრესიების“ გამო მიიღო. პუგაჩოვას ვილა  სოფელ გრიაზში, მოსკოვთან ახლოს, უკვე იყიდება.  მომღერლის ოჯახი კი საცხოვრებლად ისრაელში გადადის. ფეშენებელური სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლია. შეგახსენებთ, რომ, პუტინის რეჟიმმა ალა პუგაჩოვას მეუღლე  მაქსიმ გალკინი ,უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა. მას უკრაინიდან დაფინანსებას ედავებიან. ,,გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”- ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს

მეტი...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა და სამხედრო დახმარებასაც დახმარების პირობაც დადო

უკრაინა რამდენიმე დღეში, გერმანიისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს. აღნიშნული  განცხადება ომში მყოფ უკრაინაში ყოფნისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი ქალაქ-ნავსადგურ ოდესაში ჩავიდა, სადაც მას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დახვდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა დაპირებულ პირველ IRIS-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს. მისივე შეფასებით, Gepard საზენიტო-სარაკეტო  დანადგარები, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინას, ოდესას დაეხმარება რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან დაცვაში. თავის მხრივ, აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრიც ავრცელებს. „მინისტრმა კარგი ამბები და უკრაინის არმიის გასაძლიერებლად მეტი ინსტრუმენტი ჩამოიტანა.  გვქონდა დისკუსია მიმდინარე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაზე. მინისტრი მოხარული იყო…

მეტი...

„ბურთი ახლა ნატოს მოედანზეა“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია და ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა საკუთარ პოზიციას უნდა გადახედონ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, ცხადია, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხი ახლა უკრაინაში წყდება. „ევროატლანტიკური სივრცის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე… მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა უკრაინის ნატო-ში წევრობაზე საკუთარი პოზიცია უნდა გადახედონ“ – აცხადებს უკრაინელი დიპლომატი. ის ევროკავშირის წევრობის განაცხადსაც იხსენებს და ამბობს, რომ შედეგიც დადგა. „საბოლოო ჯამში, ამ განაცხადმა პოლიტიკური პროცესის დინამიკა და ლოგიკა შეცვალა…

მეტი...

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება პრინციპული საკითხი არ არის

უცხოური მედიის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ამ ეტაპისთვის, პრინციპულ მოცემულობას არ წარმოადგენს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთის შესაჩერებლად. ამავდროულად, ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.  

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქალაქი ლიმანი თავისუფალია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. „დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს, დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო. პარალელურადმ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რუსული დროშის ჩამოგდება და ლიმანის შესასვლელში უკრაინული დროშია აღმართვა.  

მეტი...