რამზან კადიროვი პუტინს ატომური იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი პუტინს ურჩევს უკან არ დაიხიოს და უფრო მეტიც, მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღება გამოიყენოს. კადიროვი ლიმანში რუსული ძალების მარცხს გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდ ლაპინს აბრალებს. “ზუსტად ის ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმცა დე ფაქტო ის იქ ახლოსაც არ ყოფილა. ლაპინს გადასცეს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების ხელმძღვანელობა… საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი არაკომპეტენტურია, არამედ ის, რომ მას ზევით ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები”, – აცხადებს კადიროვი. მისივე თქმით რუსეთის მხრიდან საჭიროა უფრო მეტი სიმკაცრე. „არ ვიცი, თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი აზრით,…

მეტი...

„გაზპრომმა“ იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

დღეიდან იტალიაა „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს ვერ მიიღებს. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეწყვეტილია. „გაზპრომმა“ იტალიის ნავთობისა და გაზის ჯგუფს Eni-ს განუცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან ვერ შეძლებს იტალიისთვის გაზის მიწოდებას, რადგან ავსტრიის გავლით მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია.  

მეტი...

„ლუკაშენკო ახლო მომავალში არ აპირებს აფხაზეთის აღიარებას, ამით ქართულმა დიპლომატიამ უნდა ისარგებლოს“ – ჯემალ გამახარია

„რუსეთი დიდად არც არის დაინტერესებული აფხაზეთი ყველამ აღიაროს. მისი ინტერესია ამ ტერიტორიის „კორპორაცია“ რუსეთში. ამისთვის კი საკმარისია რამდენიმე სახელმწიფოს აღიარება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთი აფხაზეთის აღიარებისთვის ფულს არ გადაიხდის. „ამისთვის ის ფულს არ გადაიხდის. თავიდან უკვე გადაიხადა. გადაუხადა ნაურუს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ამით იყიდა აფხაზეთის აღიარება, მეტი მას არც სჭირდება, ის ამაში ფულს არ გადაიხდის“ – აღნიშნა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებით. „ლუკაშენკოს აშკარად არ უნდა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. მან…

მეტი...

„რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ერთდროულად ახორციელებს“ – ჯემალ გამახარია

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იგივეა, რაც საქართველოს ტერიტორიებს ანექსია. რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ერთდროულად ახორციელებს“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან.“ გამახარია აფხაზეთისა და უკრაინის ანალოგზე საუბრობს და ამბობს, რომ ანექსია რეალურია. „დოკუმენტში  შავით თეთრზე წერია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას ანუ, თუ აფხაზეთს დაესხა თავს ვინმე, ეს იგივე რუსეთზე თავდასხმაა და რუსეთი ერთვება მოქმედებებში და პირიქით. პუტინის მიერ  უკრაინული ოთხი ოლქის რუსეთთან მიერთებით, პუტინი იტყვის, რომ უკრაინელები ბომბავენ რუსულ ხერსონს, რუსულ დონეცკის და…

მეტი...

“არ გენდობი შენ, ნელიკო… ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები…” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩანაწერი

ცნობილი ჩოგანის – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დოროყაშვილი პროცესზე ისევ და ისევ მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის და შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობს. ბასილაშვილი კი აცხადებს, რომ ის არასამთავრობოების ტექსტითა და მითითებით მოქმედებს. „წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე. სხდომაზე დიროყასვილმა ის ფარული ჩანაწერებიც აჩვენა, რომელიც მან ყოფილ მეუღლეს გადაუღო. სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს დოროყაშვილის მიერ ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ავტომანქანაში, სადაც…

მეტი...

„ოცნებიდან“ წასული ოთხეული ისევ ამტკიცებს, რომ  ელჩი დეგნანი საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მხარდამჭერია

„ქართული ოცნებიდან“ გასული  დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით ისევ მწვავე განცხადებას აკეთებენ და მიანიშნებენ, რომ ის საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას უჭერდა მხარს. დეპუტატების მტკიცებით, გუშინ ელჩს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემასა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა. მათივე ინფორმაციით, აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას  სთავაზობდა და ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როცა გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებას ცდილობდნენ. „სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო…

მეტი...

“ოცნება”ისრუტავს, ჭამს მოქალაქეთა, ქვეყნის კეთილდღეობას და მომავალს“ – წალენჯიხის მერი 

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სახელმწიფო სტრუქტურებში საშტატო ერთეულის „გაბერვასა“ და ნეპოტიზმთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. როგორც ოპოზიციონერი მერი ამტკიცებს,  „პარტიული ნეპოტიზმი“ და არამიზნობრივი ხარჯვა სახეზეა. „თებერვლის თვიდან, თვითონ მერიისა და უკვე 5 “აიპის” თვითმმართველობის სტრუქტურულმა ანალიზმა და რეფორმების პროცესმა თვალნათლივ შიგნიდან დაგვანახა, რომ სტრუქტურები ჩამოყალიბებული იყო ყოველგვარი დასაბუთების, სამუშაო აღწერილობების და შესაბამისობის გარეშე.  მინიმუმ, ერთი ასეული საშტატო ერთეული დაშვებული იყო სწორედ “ოცნების” პარტაქტივის დასასაქმებლად (ე.წ.”გაბერილი შტატები”). ამ აშკარა უკანონობას დავუმატოთ ბაღებთან კანონში გაწერილი სტანდარტების დარღვევა, როცა სხვადასხვა ბაღებში ერთ ჯგუფზე სხვადასხვა რაოდენობის თანაშემწეები მოდიოდა, ეს ყველაფერი კი პირდაპირ ტელეფონის ზარებით ხორციელდებოდა“…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო უწყების – „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი დაკავებულია. მისი დაკავება რუსულმა პატრულმა მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, იჰორ მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს, თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე რუსული ძალები აკონტროლებენ.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისაუბრეს  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზეც. კერძოდ, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და არსებული პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  

მეტი...

რუსეთმა რუსეთის ანექსიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ვეტო დაადო  

გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რუსეთმა ვეტო დაადო შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიების  ანექსიას ეხება. რამდენიმე ქვეყანამ კი თავი შეიკავა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა ჩინეთმა, გაბონმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რუსეთის სასარგებლოდ ხმა არც ერთ ქვეყანას მიუცია. ამავდროულად, შტატები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193 წევრს მიმართავს, დაგმოს რუსეთის ქმედებები უკრაინასთან მიმართებით. .

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს

უკრაინის პარალელურად, რუსეთი აფხაზეთშიც აქტიურდება. „ერთი მხარის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან, ამ მხარის მოქალაქეობის უარის თქმის გარეშე მოიპოვოს მეორე მხარის მოქალაქეობა“ – ეს წერია დოკუმენტის პირველივე პუნქტში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის  მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც გახდებიან და პირიქით. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ორმაგი მოქალაქეობა არა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს ეხება. არამედ, რუსეთის  მოქალაქეებსაც, რაც სერიოზული საფრთხეა. „ხელში მიჭირავს განკარგულება, რომელსაც პუტინმა ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. მან საკუთარ საგარეო სამინისტროს დაავალა და უფლება მისცა ხელი მოაწეროს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას…

მეტი...

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სხვა დროს უნდა გადაწყდეს“ – აცხადებენ თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე სასწრაფოდ აუცილებელია უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა, არც შეეხება ალიანსის წევრობას, ეს საკითხი სხვა დრო უნდა გადაწყდეს. „აშშ ათწლეულებია, მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი პოზიციით, ამჯერად უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ“, – უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა,​ ჯეიკ სალივანმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინა ამერიკისგან დახმარების სწორედ იმ პაკეტს მიიღებს, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.

მეტი...

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატოს კარი უნდა გაიღოს

უკრაინის განაცხადა ნატო-ში დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც ეხმაურება. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, მხარს უჭერს ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ს ღია კარს, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება და შეუძლიათ ნატო-ს შესაძლებლობები შემატონ. ამისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ალიანსის დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადი მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორეიების ანექსია ოფიციალურად გამოაცხადა. პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ში შესვლას ითხოვს და განაცხადს აკეთებს

მეტი...

„აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს“ – ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება. „აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ეს რუტინა, რაც მან დღეს აჩვენა; ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ასე შემდეგ; აშშ ამას არასდროს აღიარებს. მსოფლიოც არ აღიარებს. პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა.  ჩვენ გეზს არ შევიცვლით. მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს“ – აცხადებს…

მეტი...