კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას არ ექვემდებარებიან. თუმცა, მათ ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია, მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)“, – ნათქვამია დადგენილებაში.

მეტი...

,,ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის“- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მუდმივ იმყოფება კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. სააკაშვილის თქმით, მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის. ,,სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა. როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს, რომ ისინი სულ…

მეტი...

აშშ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. არსებული ინფორმაციით,  დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილს, ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამასთან, აშშ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

მეტი...

,,აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  საგარეო საქმეთა მინისტრის,  ინალ არძინბას განცხადებით,     მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში   “სპეცოპერაციაში” მუდმივად იზრდება. „მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – განაცხადა არძინბამ. არძინბას მტკიცებით, აფხაზებმა “დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით” დაიცვეს და  დონბასის „თავისუფლება“ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე გაეცნო. ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 149 940 ლარი დაიხარჯება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს, ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო სთავაზობს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას,…

მეტი...

,,სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან”- შვედეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენებზე გაჟონვაზე

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი „ჩრდილოეთის ნაკად-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის გაზსადენებზე გაჟონვას სავარაუდო დივერსიათ აფასებს. მისივე თქმით, აღნიშნული არ წარმოადგენს ომის აქტს შვედეთის წინააღმდეგ. „ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიიდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან. საუბარი არ არის შვედეთის ან დანიის ტერიტორიაზე თავდასხმაზე, თუმცა მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს სიახლოვეს უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა. პრემიერის თქმით, შვედეთის მთავრობა მჭიდრო კავშირშია პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, დანია და გერმანია.

მეტი...

,,ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ”- კანადის პრემიერ-მინისტრი

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს დაუწესებს. ტრიუდოს თქმით, კანადა გმობს ფსევდო რეფერენდუმებს და არასდროს აღიარებს მის შედეგებს. „ჩვენ ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრაზე“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.  

მეტი...

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 66 000 რუსი შევიდა

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირის საზღვარი დაახლოებით 66 000 რუსმა გადაკვეთა. ,,გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, რაც 30%-ზე მეტია წინა კვირასთან შედარებით. რუსების უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა”,- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.

მეტი...

,,რეფერენდუმები დასრულდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში”- მედვედევი

რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმს ეხმიანება. ,,რეფერენდმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!”- აცხადებს მედვედევი. შეგახსენებთ, ე.წ. რეფერენდუმები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა. რუსული მხარის მტკიცებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.

მეტი...

,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში,”- ამის შესახებ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ. „ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხისგანაც კი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.    

მეტი...

ნატო ალიანსის წევრებს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის მარაგი შეავსონ

უკრაინის თემაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  ალიანსის შესყიდვების მაღალჩინოსნებთან საგანგებო  სხდომა გამართა. მთავარი თემა უკრაინა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის იარაღით მომარაგება იყო. ნატოს საიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იენს სტოლტენბერგმა სახელმწიფოებს მოუწოდა იზრუნონ იარაღის მარაგის ოპერატიულად შევსებაზე. „ნატოს იარაღის მარაგის გაზრდა უზრუნველყოფს რომ ჩვენ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეებმა, უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და მრეწველობებთან მუშაობა, რათა შევავსოთ ჩვენი საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას მისთვის საჭირო დახმარება მანამდე, სანამ ეს უკრაინას სჭირდება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია. გათავისუფლებული პირი საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს. „ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”,- აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში.  

მეტი...