ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთიდან  ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა. რეგიონის მეთაურმა სერგეი მენიაილომ რეგიონში გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა. „ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილით შესვლის შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე მყოფ სანატორიუმებში, პანსიონატებსა და ტურისტულ ბაზებზე მიემართება და შესაბამისი საბუთები გააჩნია. მუნიციპალურ ადმინისტრაციებს გაეცათ რეკომენდაცია საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის ოპერატიული შტაბების შესაქმნელად. საქართველოსთან საზღვარზე რეკომენდებულია ადამიანების “სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის” უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

„სამარცხვინო ნაბიჯი“ – გიორგი კვირიკაშვილი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება. როგორ კვირიკაშვილი აცხადებს, ეს არის „სამარცხვინო ნაბიჯი“. “ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი – იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში – იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან”, – წერს კვირიკაშვილი.  

მეტი...

„ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას შეხვდა.  

მეტი...

„ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა“ – ბჟანია-ლუკაშენკოს ჩახუტება

ორივე მხარე – ბელორუსიც და აფხაზეთიც, მათი „პრეზიდენტების“ მეთაურობით, კმაყოფილია, რომ ე.წ. ისტორიული შეხვედრა შედგა. მხარეები ერთმანეთს ძმობას, მეგობრობასა და სიყვარულს უმტკიცებენ და იფიცებიან, რომ მათი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავა. ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. „ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა, ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.…

მეტი...

,,გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

​ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა. ლაიენის თქმით, აღნიშნული სანქციები შეზღუდავს რუსული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას და რუსეთს დამატებით 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს. ,,გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ორგანიზებული, არის მიწის დატაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობაა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არის შემდგომი ნაბიჯები ესკალაციის გზაზე. ჩვენ არ ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიების რაიმე სახის ანექსიას. გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ შემდგომი ესკალაციისთვის”,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

20 ათასი ლარი მოსკოვი – თბილისის რეისზე – რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის დატოვების მსურველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, ბილეთებში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ. სომხეთის ავიახაზებზე მოსკოვი – თბილისის რეისის ავიაბილეთი ფასი 6 100 ევროს, ანუ დაახლოებით 20 ათას ლარს შეადგენს.  ქართული ავიაკომპანია  ,,აირზენა” კი, ერევნის გავლით მოსკოვი -თბილისის ბილეთს ცხრა ათას ლარად ყიდის. მაღალი ფასის მიუხედავად, ბილეთების ყიდვა თითქმის შეუძლებელია.

მეტი...

,,ლუკაშენკომ დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც რეაგირება მოყვება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ  ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე დაბარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ…

მეტი...

,,საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთში”- საგარეო უწყება

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე,”– ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყება ბელარუსის მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,”- ნათქვამია…

მეტი...

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.  

მეტი...

,,საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს სთხოვენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს იძულებით აწერინებენ ხელს დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს საოკუპაციო რეჟიმად ცნობს. ვოლოდინის თქმით, აღნიშნულ ,,დოკუმენტზე” ხელმომწერებს  „თბილი მიღება“ ელოდებათ. „აი, ახლახან ნიკოლაი კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს – განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული. უნდა გავერკვიოთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი…

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა”- მაია ბუწაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, მსოფლიოში ვირუსის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. ,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა. ალბათ, იმაზე უფრო სერიოზული ვიდრე წარმოვიდგენდით. მსოფლიოში ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსი კონცენტრირდა გარკვეულ რისკის ჯგუფების ირგვლივ, თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რომ ინფიცირება მხოლოდ ამ სარისკო ქცევასთანაა კავშირში. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა ჰომოსექსუალი მამაკაცები, მათში ყველაზე მაღალია გავრცელება. ზოგადად, სქესობრივი გზა წამყვანი აღმოჩნდა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ,,მაიმუნის ყვავილი” კონკრეტული ჯგუფების დაავადებაა, რაც სიმართლე არ არის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. საქართველოში ორი იმპორტირებული შემთხვევაა…

მეტი...

„დასანანია, რომ ფიქრობენ აუცილებელია ლარსზე წასვლა, პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც”- მიხეილ სარჯველაძე

,,პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც – ლარსში ჩასვლა არ მგონია, რომ აუცილებელი იყო, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან გამართულ აქციას. მისი თქმით, აქციის ჩატარებას კონკრეტული რეგლამენტი აქვს. „საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც. არ მგონია, პოლიტიკური პერფორმანსი აქ რელევანტურია. თუ ვინმეს ასეთი სათქმელი აქვს, ამის გაკეთება და ხმის მიწვდენაც შეუძლია ყველასთვის, ვისაც ამის გაგონების სურვილი შეიძლება, ჰქონდეს. არ მგონია, რომ ამისთვის ლარსზე ჩასვლა აუცილებელი იყო. თუ სურვილი აქვთ, ჩავიდნენ, რა…

მეტი...

მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი…

მეტი...

,,საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე ნორმალურად ცხოვრობდეს”- ლუკაშენკო ბჟანიას შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება თავად ავრცელებს. ,,თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩამოსვლით”,- განაცხადა ბჟანიამ. ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეხვედრაზე მან განიხილა აფხაზეთის საკითხი და აღნიშნეს, რომ ”აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება”. „საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს. ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მეტი...

აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.  საელჩოს ცნობით, მოსკოვმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე და, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებაშიც. „აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამასთან, საელჩო აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.

მეტი...

ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, 28 სექტემბრიდან, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, , ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ,,ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, მშვიდი და მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. გადაუდებელი ზომების მიზანია ამისთვის წინასწარი მომზადება”- ნათქვამია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება – „ეხო კავკაზა”

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. გამოცემის ცნობით, ლუკაშენკოს ესკორტმა უკვე გაიარა გაგრა და ის შეხვედრას სავარაუდოდ ბიჭვინთაში გამართავს. გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.

მეტი...

,,რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცადებით, რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით,  ყველა პასუხისმგებელი უწყება აკონტროლებს ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. „ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე ბუნებრივია, უარს ეუბნებიან. ჩვენი…

მეტი...

,,ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“ – აქცია საქართველო-რუსეთის საზღვართან

ამ წუთებში ლარსზე პარტია “დროას” ორგანიზებით აქცია იმართება. საპროტესტო აქციას  სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და მოქალაქეები უერთდებიან. სამართალდამცავებმა აქციის ჩატარების უფლება ადგილზე შეკრებილებს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით მისცეს. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, იქ ვერ ჩაგატარებინებთ აქციას“, –…

მეტი...

,, საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს – „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები”- გიორგი ვაშაძე

,,სამი რამ, რაც სჭირდება საქართველოს და რასაც პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ეს არის „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერ გაბედავს ვერანაირ აგრესიას საქართველოზე. „ჩვენ გვჭირდება „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის და „აბრამსის“ ტანკები და ვერც კი გაბედავს ვერანაირი აგრესიის დაწყებას რუსეთი. ამას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანი ჩამოდის. სამწუხაროდ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნატო-ს წარმომადგენლებთან…

მეტი...

,,ვგმობთ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში”- შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისივე თქმით, საზღვრების ძალისმიერი შეცვლა დაუშვებელია. „დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მეტი...

,,თმით მათრევდა – ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი”- ნელი დოროყაშვილი

,,ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა”,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა განაცხადა. დოროყაშვილის თქმით, შესაძლოა მას მიჯაჭვულობა ჰქონდა მოძალადის მიმართ. ,,იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა დოროყაშვილმა. მისივე თქმით, ყოფილმა…

მეტი...

ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან და ურჩევს რუსეთში დარჩენილ ბულგარეთის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებით დატოვონ რუსეთის ტერიტორია. უწყების ცნობით, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში”, რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო.

მეტი...

,,რუსეთი თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დღეს თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის. ,,დღეს ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის. გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ მსოფლიო წესრიგის მომავალი დგინდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაჟინებით და შემოქმედებითად მუშაობა მსოფლიო ასპარეზზე”- განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები იყო და რჩება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და  რუსეთის პოზიციის განმტკიცება მსოფლიო ასპარეზზე.

მეტი...

თბილისის მერია გეგმავს, „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში არსებული ჩასასვლელის ტერიტორია დაიბრუნოს

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორიელება აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით იგეგმება. „მეტროში გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაიდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს გადაყვანის, ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და…

მეტი...

„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს”- საგარეო უწყება

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით,  საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს”- კახა კალაძე

თბილისი იმსახურებს, რომ საუკეთესო იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამჟამად საცობებთან დაკავშირებული დისკომფორტი არსებობს, მაგრამ  დედაქალაქისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. „საცობებთან დაკავშირებით, ცხადია, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები – მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ქალაქის მერს, გამიხარდებოდა, რომ ეს ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო და ისე გვიწევდეს რეფორმის განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. თბილისისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ ქალაქმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ჩემი წარმატება ზუსტად აქედან დაიწყო და ის იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო,…

მეტი...

,,ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა”- მაია ბუწაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია,”- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფექციონისტის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სხვა ინფექციების გამოვლენის რიცხვმა იკლო, რამაც გავლენა ინფიცირების ზრდაზეც მოახდინა. „კოვიდმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. განსაკუთრებით იგრძნობა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართებით. ვიცით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა გამოვლენა. ეს რისკს უქმნის იმას, რომ ჩვენ ელიმინაციას მივაღწიოთ. გვიანი გამოვლენა მეტ ინფიცირებულს ნიშნავს. იგივე პრობლემა გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით,”- აღნიშნა ინფექციონისტმა. მაია ბუწაშვილის…

მეტი...

,,გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ”- კახა კალაძე

საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, პრობლემური კვანძების თანმიმდევრულად მოწესრიგებაა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქში არსებული საცობების გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ თბილისში 12 პრობლემური კვანძია მოსაწესრიგებელი. „საცობები თბილისში ყოველთვის იყო. არის კონკრეტული კვანძები, რაც ქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა. შესაბამის სამსახურს ყველა მათგანი განსაზღვრული აქვს, თუ რომელ კვანძზე არის საჭირო ჩარევა. მოვაწესრიგეთ მნიშვნელოვანი კვანძები – თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა და ძალიან მალე დასრულდება დიდი დიღმის კვანძი. ასევე, უმნიშვნელოვანეს კვანძებზე – ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. განვსაზღვრეთ 12 ლოკაცია, სადაც…

მეტი...

,,მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია”- ინალ არძინბა

,,ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს,” – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს. არძინბას მტკიცებით, აშშ  საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას. „ვიდრე საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,  ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს“, – განაცხადა არძინბამ.  

მეტი...

,,ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, ამას გამართული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილებასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. „შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და კომფორტი გავზარდოთ. დღეს ქალაქში გვაქვს გადაადგილების პრობლემა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული არაა. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა, ამას გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ. გაძლევთ პირობას, რომ ასეც იქნება. ზუსტად ამის გამო ვაწარმოებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ…

მეტი...

,,თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს”- კახა კალაძე

,,წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო უდიდესი პრობლემა და დავიწყეთ ამის მოგვარება, წამოვიწყეთ რეფორმა. გამოწვევები დღესაც გვაქვს, თუმცა, ვართ თანმიმდევრული და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა. „პირველ რიგში, დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი…

მეტი...

,,რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს”- ლევან ბეჟაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას გულისხმობს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა თითოეულ მოქალაქეზე  1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, და პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ, კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს, შესაბამისად ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ…

მეტი...

პოლიციამ მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების…

მეტი...

,,ბირთვული იარაღიც კი ვერ შეაჩერებს უკრაინელებს თავიანთი მიწის დაცვაში” – ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს. მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დეტალური ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. „ასეთ გაბედულ თავდასხმაზე მსოფლიო საზოგადოებისგან, ნატო-ს ქვეყნების მხრიდან პასუხი თუ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს, ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები და ეს არაერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა დანილოვმა.

მეტი...