პუტინი აცხადებს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე ხალხის გადასარჩენად იბრძვის

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი – რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, დასრულდა. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა რეფერენდუმის ბოლო დღეს განაცხადა, მისი სურვილია უკრაინელების გადარჩენა. “დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და დონბასში რეფერენდუმების ჩატარების პირობებში ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, ზუსტადაც ხალხის გადარჩენა ყველა ტერიტორიაზე, სადაც ეს რეფერენდუმი ტარდება – ეს ყველაფერი წინა ეტაპზეა და მთელი ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ყურადღების ცენტრშია”, – განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა.  

მეტი...

ევროკავშირი რუსეთიდან გაქცეულების მისაღებად რეკომენდაციებზე მუშაობს

ევროკავშირი რეკომენდაციების პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების მიღებას და თავშესაფრის მიცემას შეეხება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენლის, ერიკ მამერის თქმით, საუბარია იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო მობილიზაციას გაურბიან. როგორც მამერი განმარტავს, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მოსაღებად მხოლოდ საზღვართან მისვლა საკმარისი არ არის. მთავარი იქნება თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. ასევე, თავშესაფრის მისაღებად საკმარისი არ იქნება მოქალაქის სურვილი.  

მეტი...

რუსეთი არ აპირებს საქართველოდან და ყაზახეთიდან რუსეთიდან გაქცეული მამაკაცები იძულებით დააბრუნოს

რუსული მხარე საქართველოში გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაქცეულების რუსეთში დაბრუნებას არ მოითხოვენ. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნია, არ შეუმუშავებია და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისადმი იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ”, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომრად გასაგზავნად, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანასო ათასობით მოქალაქე ტოვებს. მრავალ კილომეტრიანი რიგია ლარსის გამშვებ პუნქტთან.  

მეტი...

„საქართველო – უტანკო ანექსიის მსხვერპლი, დაკეტეთ საზღვარი“ – აქცია რუსთაველზე

თბილისში. რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეების ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვას ითხოვენ. საუბარია საზღვრის რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტვაზე, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში გაურბიან. მსვლელობის მონაწილეებს ქართული და უკრაინული წარწერით ბანერი აქვთ გაშლილი: “ ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია”. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “დიდება გმირებს!” , “საქართველოს გაუმარჯოს!”, „საქართველო – უტანკო ანექსიის მსხვერპლი“… ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა პარლამენტთან აქციით დასრულდება.  

მეტი...

აფხაზეთმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ და რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს ე.წ. შეთანხმებას, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებულად შეეძლებათ და პირიქით – აფხაზეთის მოქალაქეობას მარტივად მიიღებენ რუსეთის მოქალაქეები. „უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზებს ხელი მოაწერინა პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება ,,კანონმედებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება” და 45 პუნქტისგან შედგება. სწორედ ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია ორმაგი მოქალაქეობის საკითხი.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე”- შალვა პაპუაშვილი

„პირდაპირ ეთერში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ  საკითხს როგორც არ უნდა მოუაროს ოპოზიციამ, ოლიგარქებს საკუთარ რიგებში აღმოაჩენენ. „როცა საუბარი იყო დეოლიგარქიზაციაზე, ვსწავლობთ უკრაინულ კანონს და ოპოზიცია საკუთარი კანონის წარმოდგენას გეგმავდა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. ამ საკითხს როგორც არ უნდა მოუარონ, აღმოაჩენენ ოლიგარქებს საკუთარ რიგებში. ამ დღეების განმავლობაში რას ვხედავთ? – რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დასტურდება, რომ არის ადამიანი, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა, საქართველოში ის სასჯელმისჯილია იმის გამო, რომ მან 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს, ფურცელზე ჩაატარა ტრენინგი,…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს”- პრეზიდენტი გომელაურს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. ,,შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია,”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო. მისი თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. „ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული. ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.…

მეტი...

ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველებს უფასოდ აცრიან

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ. სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს მოემსახურება: ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი (კიკვიძის ბაღი) – 11:00-12:00 სთ. ვერის ბაღი –13:00-14:00 სთ. მოსკოვის გამზირი N52ა-სთან მდებარე სკვერი – 15:00-16:00 სთ.ვარკეთილის მეტრო (ე.წ. ყვავილების ბაზრობის მიმდებარედ) – 17:00-18:00 სთ. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება.…

მეტი...

,,შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე”- შალვა პაპუაშვილი

,,შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც აქამდეც იყო ეჭვები და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები შავი ფულით ფინანსდება, ”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ,,სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს”. ,,საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარებისა, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ვხედავთ, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ ეს არის აღიარება, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის…

მეტი...

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ. მედიის ცნობით, დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას რიგში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად. „საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – აცხადებენ ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაში.  

მეტი...

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, 5.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

მეტი...

,,კონფლიქტმა, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია”- არჩილ თალაკვაძე

,,კონფლიქტმა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია,” – ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს. ,,ნაციონალური მოძრაობა” გახლავთ პარტია, რომელსაც არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული არც ერთი ლიდერი, არ აქვს სამომავლო გეგმა და კანონზომიერია ის პროცესი, რასაც თვალს ვადევნებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის დაიწყო ეს პროცესები “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა 12 რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი არის დეოლიგარქიზაცია. იმ კონფლიქტმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა,…

მეტი...

,,ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”- ზურაბ კახაბრიშვილი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ლაშხს და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ კახაბრიშვილს მოუსმინეს.  სპორტული მედიცინის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, ასოციაციის პრეზიდენტმა მცირე დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური გუნდების ექიმების ნახევარს მინიმალური ხელფასი აქვთ. ,,ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ ხუთ კაცს აქვს 1000 ლარი, დანარჩენი 100-500 ლარი. მაშინ ჩვენ მოდი ცალკე ვიქნებით და ფედერაციებმა გადაწყვიტონ, რა უღირთ ექიმები და მე იმ სტანდარტებს დავაჯენ. თუ არა, მოძებნონ სხვა სპეციალისტები,”- განაცხადა კახაბრიშვილმა.  კახაბრიშვილის ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდს 72 ექიმი ემსახურება და მათი ნაწილის…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სხვა ქვეყნებში გაქცეული მოქალაქეების დაბრუნების მოთხოვნას არ აპირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება არ აპირებს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსეთიდან წასული მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად. „ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც გეგმავს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

რამდენმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი – შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო ბოლო ათი დღის მონაცემებს აქვეყნებს. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ. მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: 17 სექტემბერს 6986 – 7406 18 სექტემბერს 6606 – 6743 19 სექტემბერს 6411 – 6782 20 სექტემბერს 5603…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ირაკლი ზარქუა ლომჯარიაზე

,,სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ~ ზარქუას თქმით, ,,დღეს ვინც ჩვენ სახალხო დამცველად გყავს, ყველაფერია სახალხო დამცველის გარდა!”. „29 სექტემბრამდე ყველა კანდიდატს აქვს დარეგისტრირების საშუალება. მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი დარეგისტრირდება და განსახილველად თითოეულის დოსიე გადმოგვეცემა, პოზიციას ამის შემდეგ წარმოგიდგენთ. პირადად ჩემი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატს დავუჭერ, არის ის, რომ უნდა იყოს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ობიექტური, განათლებული და არ უნდა…

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გაერო

გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის 382 ბავშვია. ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებით,  რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებული ან განადგურებულია 252 სამედიცინო და 415 სასწავლო დაწესებულება. „დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ 5 996 ადამიანი დაიღუპა და 8 848 დაშავდა. დაღუპულთა შორის 382 ბავშვია. ეს რიცხვები ასახავს დადასტურებულ ცალკეულ ინციდენტებს, რეალური ციფრები კი გაცილებით მაღალია“, – განაცხადა ბოგნერმა.    

მეტი...

კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა: „ 27 სექტემბერი საკმაოდ მძიმე დღა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ქვეყანა ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად. ამ ქვეყანას მომავალი აქვს ერთი – ძლიერი და თავისუფალი! დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილი თანამებრძოლების სულებს.…

მეტი...

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაჟონვა ერთმანეთთან ახლოს მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მოხდა, შვედეთის და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმთან ახლოს. ამ დროისთვის ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია. „გუშინ რუსეთსა და დანიას შორის მდებარე ერთ-ერთ გაზსადენზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვა. გაზსადენი არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით, რომელიც მიედინება. დღეს შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი გაჟონვა მოხდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ზეც, რომელიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით“, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა. არსებული ინფორმაციით, გაჟონვის აღმოჩენის მომენტში, ევროპას არც…

მეტი...

,,ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება”- სალომე ზურაბიშვილი ე.წ. რეფერენდუმებზე

,,კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედებაა, რომელიც ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. „მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ამ პერიოდში, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ომბუდსმენის თანამდებობაზე  უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ „უტყდება”, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია”- იაგო ხვიჩია

,,ომბუდსმენის თანამდებობაზე ჩვენ არ გამოგვადგნენ “ენჯეოშნიკები”, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ “უტყდება”, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. დეპუტატი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურების დასახელებას გამოეხმაურა. „რაც შეეხება ჩემს, როგორც კანდიდატის შანსებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გემოვნება ექნებათ ჩემს კოლეგებს, “ენჯეოშნიკებს” დაუჭერენ მხარს თუ პოლიტიკოსს. ასეთ დროს შანსები დამოკიდებული არ არის მოთამაშეებზე, ეს დამოკიდებულია “ქართული ოცნების” განწყობაზე, რასაც ვერ ვპროგნოზირებ. მე ამ ადამიანებს, (ვისაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია) ვიცნობ და…

მეტი...

,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს”- მიხეილ სარჯველაძე

,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. ,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს. მიგრაციულ ნაკადებსაც რეალურად, უნაკლოდ მართავს საქართველოს ხელისუფლება და არ მგონია, რომ სადმე რაიმე შეშფოთებისა და შორსმიმავალი დასკვნების მიზეზი გვქონდეს ვინმეს, ქვეყნის ან გულშემატკივარს ან მტრულად განწყობილს. დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მსურველთა რაოდენობა ან დიდი იყოს ან ნაკლები საქართველოში მოგზაურობისა, არაფერი გრანდიოზული აქ არ ხდება”, – განაცხადა მიხეილ…

მეტი...

,,სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო”- პრეზიდენტი

,,სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები ალბათ მიხვდნენ, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. „სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ…

მეტი...

,,ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი”- ნეკა დოროყაშვილი

,,ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს,”- ამის შესახებ  ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ,  ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. დოროყაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, წყვილს შორის პირველი კონფლიქტი მის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც მეჯვარედ ერთ-ერთი პირის არდაყენებას შეეხებოდა, რადგან ის არაფოტოგენური იყო. „მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე”, – განაცხადა დოროყაშვილმა. ამასთან, დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მას აიძულა კარიერა მიეტოვებინა.

მეტი...

,,რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი”- დიმიტრი მედვედევი

,,ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოებში არ გაჩნდეს ბირთვული იარაღი. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. „საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, – წერს მედვედევი.  …

მეტი...

,,ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი – არაფერში გვჭირდება დეზერტირი რუსები”- ალეკო ელისაშვილი

,,საქართველოს საზღვარს ჩავკეტავდი, არაფერში არ გვჭირდება დეზერტირი რუსები – ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა საქართველოს ბომბავდა, ჩეჩნეთს და ყირიმი წაიღო, შემდეგ დონბასი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების სახით ქვეყანა გრძელვადიან პრობლემას იღებს. „ახლა, როცა გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, ახლა გაახსენდათ, რომ ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა. ის, რომ იქიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი…

მეტი...

,,დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა” – ილია II

,,დღეს არის მწუხარების დღე – დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას,”- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული – ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება…

მეტი...

,,კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია”- საგარო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, დეოკუპაცია, მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის — აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს…

მეტი...

,,რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება დეპოლარიზაციისთვის”- ირაკლი კობახიძე

,,პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გადაინაცვლა, რაც ბუნებრივია, არის ძალიან კარგი,”– ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. „ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, ერთ-ერთი ოლიგარქის კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის – სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება, არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელა შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას – რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით…

მეტი...

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე-კონტროლიორები გაძლიერებული ძალებით მუშაობენ

შინაგან საქმეა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე-კონტროლიორები გაძლიერებული ძალებით მუშაობენ. მისი თქმით, როგორც შემომსვლელი რუსების, ასევე უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაზრდილია. „რიგები დგას, ხედავთ, ჩვენს მხარეზეც. ჩვენი გამტარიანობა ისე არ არის, რომ 10 და 20 “გეითიანი” იყოს, ახლა უკვე ჩვენც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. რომ ვთქვათ, პიკზე ვართ, ამაზე მეტი არა მგონია გაიზარდოს და ვერ გავატარებთ ფიზიკურად“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

,,დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უტანკო ანექსია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გირგი ვაშაძის განცხადებით, საქართველო დგას უმძიმესი საფრთხის წინაშე. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უტანკო ანექსია. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, მათი გათვლებით საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი. „საქართველო დგას უმძიმესი საფრთხის წინაშე. უტანკო ანექსია შეგვიძლია, დავარქვათ იმ პროცეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენი გათვლებით, საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი. საქართველო, რომლის ტერიტირიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ნომერ პირველი საფრთხე დღეს. დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უტანკო…

მეტი...

,,ვარკეთილში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს – გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით გავიყოთ“ – ხაბეიშვილი

,,ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს. გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, შემდეგ ერთად გავიყოთ“,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, „რამდენს გიხდით კეზერაშვილი?“ ხაბეიშვილის თქმით, მილიარდელის მხრიდან მის დაფინანსებაზე საუბარი უხერხულია. „მე დეკლარაციას ვავსებ, ჩემი დეკლარაცია და ანგარიშები გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, გადახედოთ. ლევან ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ აქვს, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი, ავტომობილი. ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს. როცა მეუბნებით, რომ მილიარდელი გაფინანსებთ, ცოტა უხერხულია. თქვენ გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე…

მეტი...

,,ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ საფრთხეებს”- თავდაცვის მინისტრი

,,ეს რუსეთის შიდა საკითხია, ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს; ასე რომ, ამ ეტაპზე ასე არ განვიხილავთ“,-  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საზღვის სიახლოვეს რუსეთის მიერ ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და მათ შორის ლარსზეც, კონტროლი გამკაცრებულია. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის…

მეტი...

,,საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეებიც ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება,” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება და ვითარება კონტროლქვეშაა. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოები ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ…

მეტი...

„ბადრი ესებუას ვეძებთ, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუას ძებნის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. მისი თქმით, მძარცველმა შესაძლოა ქვეყანა დატოვა. „ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის – ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც 20 წელი ვეძებდით, 18 წელი. ასე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, მაგრამ ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს“,-განაცხადა გომელაურმა.

მეტი...