ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ედუარდ სნოუდენს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი რუსეთის მოქალაქე გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო. სნოუდენის პიროვნება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2013 მან  საიდუმლო ფაილები, რომლებმაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შიდა და საერთაშორისო სათვალთვალო ოპერაციები გამოააშკარავა. მას შემდეგ სნოუდენი შეერთებული შტატებიდან გაიქცა და თავშესაფარი რუსეთში მიიღო. სნოუდენი აშშ-ში ჯაშუშობისთვისაა ბრალდებული.  

მეტი...

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

„თბილისობა 2022-ის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს. მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც,   მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების…

მეტი...

კრემლში ამტკიცებენ რომ საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებენ

28 სექტემბერს რუსეთის საზღვრების ჩაკეტვას კრემლში არ ადასტურებენ. როგორც კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთში მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „მსგავსი რამ არც მსმენია არც განგვიხილავს და არც მიგვიღია“ – აცხადებს პესკოვი. შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან იმ ქვეყნებში, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს მრავალკილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები გარბიან ყველანაირი საშუალებებით, რომ უკრაინის ომში არ მოუწიოთ წასვლა. 15-დან 40 კილომეტრამდე რიგი დგას რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთ- ფინეთის საზღვართან, ყაზახეთთან, მონღოლეთთან.  

მეტი...

დიდი ბრიტანეთი  რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციების პაკეტს ამოქმედება

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული უკანონო რეფერენდუმის საპასუხოდ 92 პუნქტიანი სანქციების პაკეტი გამოაცხადა.  სანქციების სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ. სანქციები მათაც შეეხებათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ამართლებს და მხარს უჭერს. სანქცირებულთა სიაში შედის: ოკუპირებული ხერსონის „მთავრობის“ ახლახან დანიშნული მეთაურ სერგეი ელისეიევი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ივან კუსოვი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მთავრობის სავარაუდო მეთაური ევგენი ბალიცკი. სანქციები რუს ოლიგარქებსაც შეეხებათ.

მეტი...

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმის მოსახლეობა რუსეთიდან საქართველოში შემოსულ და მომავალ ნაკადს აპროტესტებს და საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში, საქართველოში რუსეთიდან 100 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. “ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის” – ასეთია სლოგანი, რომელის ბათუმში, ევროპის მოედანზე ისმის. როგორც აქ იის მონაწილეები აცხადებს, საქართველოს რუსეთიდან დიდი საფრთხე ემუქრება ასეთი დიდი ნაკადის ჩვენს ტერიტორიაზე შემოდინება არსებულ საფრთხეებს ზრდის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტვას.  

მეტი...

დაღესტანში პროტესტის მონაწილეებს აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან

რუსეთის ქალაქების პარალელურად, საპროტესტოდ ხალხი ქუჩაში დაღესტანშიც გამოვიდა. ისინი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას აპროტესტებენ, რომელიც მოსახლეობის მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.  პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლისა და შეტაკებების ამსახველი არაერთი ვიდეომასალა ვრცელდება.

მეტი...

„მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი  მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შექმნილ ვითარებას ეხმაურება. „კილომეტრიანი რიგები გასასვლელად. 2. საპროტესტო აქციები ნაციონალურ რესპუბლიკებში. 3. სროლა სამხედრო სამსახურში გაწვევის ოფისში 4. ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევაზე, ტექნიკის ნაკლებობაზე. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“, – წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.  

მეტი...

სკვერების გადათხრა-დაზიანებაზე ჯარიმები იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შესატანი ცვლილებებით, რომელიც მთავრობამ მოამზადა, და პარლამენტს წარუდგინა,  სანქციები იზრდება. კანონპროექტის მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე, დანაშაული უფრო მკაცრია, თუ ის ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში. ფიზიკური პირი ისჯება 1 000 ლარით, იურიდიული პირი –  3 000 ლარით.  

მეტი...

ერთ კვირაში, რუსეთ-საქართველოს საზღვარი 37 000 ადამიანმა გადაკვეთა  

ქართული მხარე ამტკიცებს რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთა ნაკადის ზრდა არ ფიქსირდება. რუსული მხარე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხოლოდ ერთ კვირაში, რუსულ საქარველოს ორივე მიმართულებით საზღვარი 37 000-მა ავტომანქანამ გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,  ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა. „საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია. გასულ კვირას, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია, ალბათ კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას”- არჩილ თალაკვაძე

,,რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცახადა. თალაკვაძის თქმით, პარტიას, რომელსაც არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა და არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები, განწირულია ასეთი კონფლიქტებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, კანონზომიერია, რადგან პარტიას, რომელსაც არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები, რასაკვირველია, განწირულია ასეთი კონფლიქტებისთვის. ძალაუფლების განაწილებისთვის მინიმუმ სამი ჯგუფი იბრძვის. ნიკა მელიას ჩამოშორების მცდელობაა, რაზეც მიუთითებს ის თავდასხმები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მთლიანად…

მეტი...

გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარი  37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა

რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ზემო ლარსის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია“, – განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის  ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა.  

მეტი...

„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება”- ირაკლი ზარქუა

„ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა პარტიაში ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს. „ვხედავთ, მთავარი ოპოზიციური პარტია თვალსა და ხელს შუა როგორ იშლება. მათ „ენდიაიც“ კი 8-პროცენტიან რეიტინგს უწერთ. ამაზე მეტი კატასტროფა რას უნდა იყოს? ამის მიზეზია მათი არათანმიმდევრულობა, არაპრინციპულობა, ანტიქართული სულისკვეთება, მტრის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი უნდობლობა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების საფუძველს აჩენს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.  

მეტი...

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს

საქართველოს პარლამენტში მომავალი კვირიდან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები  საკომიტეტო განხილვის ფორმატში დაიწყება. „საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტთან ერთად, პლენარული სხდომა პირველი მოსმენით უყრის კენჭს.  „იმ გეგმის მიხედვით, რომელიც აქვს პარლამენტს, ჩვენ, სავარაუდო თარიღად აღებული გვაქვს 29 ნოემბერი, როდესაც უნდა მოხდეს მესამე მოსმენით ცვლილების მიღება. ჩვენ თუ პლენარულ სხდომაზე  მომავალ კვირას განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ კანონს, შემდგომ ის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს დასკვნისთვის.  ამ გრაფიკით, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისიასაც და ეუთო/ოდირიც შეძლებენ დროულად მოგვაწოდონ პასუხი, რომ ნოემბრის ბოლოს შევძლოთ მესამე მოსმენით კანონის მიღება. გვაქვს მნიშვნელოვანი იდეები, რომელიც…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობას“ ერთს ვთხოვდი, „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალურ მოძრაობს” ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ისაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას. „როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული – მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას, რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ ხელჩართული ჩხუბი იყო-თქო და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი,…

მეტი...

კობა კობალაძემ ჯოსეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან, ჯოსეფ ბილბოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადსხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც უწყების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის თანადგომის მიუხედევად, სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დასაძლევადაც, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. კობა…

მეტი...

,,გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების, ასევე გამსვლელთა რაოდენობა”- ლაშა ხუციშვილი

,,საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც დადგენილია – გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს. ,,შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია შემომსვლელთა ნაკადები, როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ…

მეტი...

,,რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მეტი...

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება.  ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებოთ,  სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. მისივე თქმით, გაიზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე. ქვეყნის გარეთ მივლინების დროს კი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან. „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ანალოგიურად, გამოიცემა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ნორმები გადაიხედება. მრავალი წლის განმავლობაში, ეს ნორმები მოქმედებდა საქართველოში და მისი გადახედვა არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა,…

მეტი...

რუსული ჯავშანტექნიკა საქართველო-რუსეთის საზღვართან – რუსეთის ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს. უწყების ცნობით,  საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და სამხედროები გააკონტროლებენ, რომ რეზერვისტებმა  საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ. ,,ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება. საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეებისთვის გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსი სამხედროები საქართველო-რუსეთის საზღვარზე – (mcm.ge)

მეტი...

რუსი სამხედროები საქართველო-რუსეთის საზღვარზე

რუსული მძიმე ტექნიკა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ფაქტის ამსახველი ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ბლოგ-პოსტის მოწყობას აპირებენ. როგორც ფოტოებში ჩანს, შეიარაღებული რუსი სამხედროები საზღვართან  ,,ბეტეერით” მივიდნენ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. ზელენსკის თქმით,  რუსეთის ჯარები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ და კლავენ. ,,რა შეიძლება გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა? ჩვენ ამას ვისურვებდით – ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ძალიან სასტიკ, საზარელ სურათებს – ჩვენ ვხედავთ ნაწამებ, მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებს. შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოავლინოს თავისი ლიდერული პოზიცია და აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე მესმის, რომ ამას ექნება შედეგები, რომელიც შეუძლებელს გახდის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, თუმცა ისინი ტერორისტები არიან. ისინი არ დანებდებიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,რუსები უნდა დარჩნენ და მობილიზდნენ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“- ლიეტუვის ელჩი

„ჩვენი პოზიციაა, რომ რუსები უნდა დარჩნენ და მობილიზდნენ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. კითხვაზე უქმნის თუ არა ქვეყანაში რუსების შემოდინება საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას, ელჩმა განაცხადა: ,,ეს არ არის მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეს არის ასევე არსებულ სიტუაციაში მთავრობის პოზიციის საკითხი”. „ყველაზე მთავარი, და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოსა და ლიეტუვას, არამედ ყველა ქვეყანას, ამ კრიზისის დროს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს მხოლოდ დამკვირვებლად ყოფნა საკმარისი არაა, ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ელჩმა.    

მეტი...

,,ქართველების და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია”- ევროკავშირის ელჩი მობილიზაციას გამოქცეული რუსების შემოსვლაზე

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის, პავენ ჰერჩინსკის განცხადებით,  ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია რა დამოკიდებულება უნდა იყოს რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველოში ჩამოდიან. ,,სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება უნდა იყოს, ეს ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, სრულად მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, დაეწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, გამოიწვია რუსების ნაკადი. თუმცა ეს საქართველოს გადასაწყვეტია“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მეტი...

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაშავებულია 21 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მოტივი უცნობია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. შემთხვევა დღეს მოხდა.

მეტი...

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის ეტაპობრივად გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების: საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილის და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.   „მშენებლობის ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან როგორც მატერიალურ, ასევე ადამიანურ რესურსთან. პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით…

მეტი...

,,დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს”- ვლადიმერ პუტინი

დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა. ,,ჩვენ (რუსეთის ფედერაციას) პატივისცემით უნდა მოგვეპყრონ”- აღნიშნა პუტინმა ლუკაშენკოს სიტყვების საპასუხოდ, რომ მინსკი დასავლეთს არ ელაპარაკება მისი მხრიდან პატივისცემის გარეშე. ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი არ მოითმენენ ევროპისგან დამცირებას.

მეტი...

მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, ყაზახეთში ღამეს კინოთეატრში ათევენ

ყაზახეთში წასული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გაექცნენ, ღამეს კინოთეატრში ათევენ. ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია. „ხალხი რეალურად შეშინებული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ“, – განაცხადა ერთ-ერთი კინოთეატრის დირექტორმა.  

მეტი...

,,ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გე­ნენ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და კონ­ფორ­მის­ტე­ბი – სა­ა­კაშ­ვი­ლი თვე­ში სულ რა­ღაც 15 ათას­ში გაც­ვა­ლეს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება და წერს, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გე­ნენ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და კონ­ფორ­მის­ტე­ბი”.  მისივე თქმით, ტელეწამყვანი იმ ადამიანების სახელებს და გვარებს დაასახელებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიპარნენ. ,,ფაზ­ლე­ბი და­ლაგ­და. ახლა უკვე ვხვდე­ბი გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში რა­ტომ ორ­თქლდე­ბო­და ყვე­ლა, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ში­ნა­უ­რი და ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ტე­ლე­ფო­ნებს რომ აღარ იღებ­დნენ. განა არ ვი­ცო­დი, უბ­რა­ლოდ, ასე­თი გუ­ლი­სამ­რე­ვიც არ მე­გო­ნა რე­ა­ლობა. აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ყვე­ბი სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით რო­გორ გა­ი­პარ­ნენ ბრძო­ლის ვე­ლი­დან ეს სა­მარ­ცხვი­ნო­ები და რო­გორ გა­მო­მი­ცხა­დეს რუს­თა­ვის ციხე ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არა­აო მი­შას შიმ­ში­ლო­ბის 30-ე…

მეტი...

,,დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას შეეხება. ,,ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და ლარსის გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგი დგას. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლი გახსნა – დაიჭრა სამხედრო კომისარი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გაწვეულმა ახალგაზრდა მამაკაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა. ირკუტსკის გუბერნატორ იგორ კობზევის განცხადებით,  დაჭრილი კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა.

მეტი...

სროლა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ექვსი ადამიანი

რუსეთის ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებს. ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

,,ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენ ვართ მოხარული, რომ პირველად ვმასპინძლობთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას საქართველოში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. პრემიერმა ირაკლი შოთაძესა და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადაუხადა. „მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმრებს – პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ  ვანგს, გენერალურ მდივანს ჰან მორაალს, ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს,  გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ქალბატონ ნაჟატ შამემ ხანს და ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელებს, მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მაღალი დონის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის სათაური – „გლობალური…

მეტი...

,,ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, გაზრდილია მებაჟეთა რაოდენობა”- შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით,საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. „აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან,…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის – სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება”- კახა კალაძე

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას  მხარეს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა უპასუხა კითხვას, თუ რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. „მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას  მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან “, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, 57 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, 57 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 57 200; ​ტანკი – 2 290; ჯავშანტექნიკა – ​4 857; საარტილერიო სისტემა – 1 369; სარაკეტო სისტემა – 330; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 172; თვითმფრინავები – 260; ვერტმფრენი – 224; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 970; საკრუიზო რაკეტები – 241; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 711; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131. აღნიშნნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 სექტემბრამდე პერიოდს.

მეტი...

,,მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას ოთახში შეიჭრა და პროვოკაციის მოწყობა სცადა“- ,,ნაციონალური მოძრაობა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის ცნობით, დაპირისპირება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის მოხდა. მათივე ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს. ,,რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა…

მეტი...