დასავლეთმა რუსეთს 300-500 მილიარდის აქტივები გაუყინა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დასავლეთის სანქციები რუსეთის მიმართ მზარდია, რაც ეტაპობრივად მოქმედებს როგორც რუსეთის ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთს  300-დან 500 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის აქტივები გაუყინა. „აგრესორმა თავისი ფასი უნდა გადაიხადოს და მისი სახსრები ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენის მთავარი რესურსი უნდა გახდეს”, – აღნიშნა შმიგალმა. მისივე თქმით, უკრაინის აღდგენაა ასეული მილიარდი დოლარი დასჭირდება და ეს სწორედ რუსული აქტივებით უნდა მოხდეს.

მეტი...

25 სექტემბერს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ. გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება…

მეტი...

კომისარიატმა ასაკოვანი, ცერემბრალური იშემიით დაავადებული მამაკაციც გამოიძახა

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის შესრულება, რომელიც მიღმაც სრული მობილიზაცია იგულისხმება, ყველანაირი მეთოდებით სრულდება. ვინც კომისიარიატში საკუთარი ნებით არ მიდი, ძალით მიჰყავთ. ანგარიშს არ უწევენ არავის, მათ შორის დაავადებულ პირებსაც. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციას, რომ ვოლგოგრადში, ე.წ. მობილიზაციის ფარგლებში 63 წლის მამაკაციც გამოიძახეს, რომელიც  მეორე ხარისხის დიაბეტით და ცერებრალური იშემიითაა დაავადებული. მედიის ინფორმაციით,  მან გამოძახება 22 სექტემბერს, გამთენიისას მიიღო. მიუხედავად დიაბეტისა და იშემიური დაავადებისა, პენსიონერი მამაკაცი საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს, რომ უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიანი მომზადება გაატარონ. ყველა, ვინც კომისარიატის გამოძახება მიიღო, უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიან მომზადებას გადის. რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

მეტი...

რა ქონდება დაუყადაღეს სოსო გოგაშვილს?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პატიმრობაშ მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსმის,  სოსო გოგაშვილისთვის დაყადაღებული ქონებისა და ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს. „ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს: კერძოდ, ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, ოთხ საცხოვრებელ ბინას და ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს. ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას,…

მეტი...

„შოკში ვარ… ისრაელიდან არანაირი დახმარება მიგვიღია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, ისრაელი რუსეთის ზეგავლენის ქვეშ იყოს მოქცეული. აღნიშნულის ეჭვის საფუძველს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს არსებული რეალობა აძლევს, რომ ისრაელისგან ამ დრომდე ნულოვანი დახმარება მიიღეს. „ომის დაწყების შემდეგ ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია ისრაელს. არადა, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში. მიკვირს და შოკში ვარ კიდეც, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნულოვანი დახმარება“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემასთან, რომელსაც „ერბეკა უკრაინა“ ავრცელებს.  

მეტი...

მასობრივ სამარხებში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა, ზოგს სასქესო ორგანო მოჭრილი ჰქონდა

უკრაინის ქალაქ იზიუმში, მასობრივ სამარხში 436 ცხედარი იპოვეს. მათი ექსჰუმაციის პროცესი დასრულებულია. მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან. ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განაცხადებით, ცხედრების უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღენიშნება, 30 ცხედარს აქვს წამების კვალი. რუსი სამხედროები მათ ჯერ აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ. ზოგიერთ ცხედარს კისერზე თოკი აქვს მობმული; ზოგს კი ხელები ჰქონდა შეკრული, ზოგს მოტეხილობები აღენიშნებოდა, ზოგს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გამოკვლევის პროცესში აღმოაჩინეს რომ რამდენიმე მამაკაცს გენიტალიები ჰქონდა ამპუტირებული. ცხედრებს შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, 21 კი სამხედრო პირია. მოკლულებს შორის 202 ქალი და ხუთი ბავშვია. 11 ცხედარი…

მეტი...

“განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება” – სუს-ი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთ-ერთი საკითხი უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ეხებოდა. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია. შედგა დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტეროტირიაზე შექმნილი ვითარების გარშემო, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს…

მეტი...

რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ – ასე ჰქივია პროცესს, რომლის მიღმაც საყოველთაო მობილიზაცია და გამოცდილების არქონის მიუხედავად, ყველას უკრაინაში გაგზავნას ითვალისწინებს. ვინც გამოძახების შემდეგ კომისარიატში არ ცხადდება, სახლებში აკითხავენ. უფრო მეტიც, სამხედრო სამსახურში მიცვალებულებსაც კი იძახებენ. „სამხედრო კომისარიატმა ჩემ ძმას მოაკითხა, რომელიც 2 წლის გარდაცვლილია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ ძმას არასდროს უმსახურია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა. თავიდან არ დაიჯერეს, რომ გარდაცვლილია, შემდეგ ბოდიში მოიხადეს. როგორ დავიჯეროთ, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია, როდესაც მკვდრებსაც კი აკითხავენ?! – წერს რუსეთში მცხოვრები ნატალია სემიონოვა.  

მეტი...

„რეფერენდუმის“ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია ამოქმედდება“ – პესკოვი  

რუსული მხარე კმაყოფილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობით. „რეფერენდუმი“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოკითხვის დადებითად დასრულების შემთხვევაში კი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონსტიტუცია გავრცელდება. უფრო მეტიც, თუ ამ ტერიტორიებზე უკრაინა პრეტენზიას გამოხატავს, ეს განიხილება თავდასხმად სხვის მიწაზე. „უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში „რეფერენდუმების“ დადებითი შედეგების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის მცდელობებს, დაიბრუნოს დონბასი და სხვა ტერიტორიები, განიხილავს როგორც თავდასხმას თავის მიწებზე“ – ასეთია კრემლის პრესმდივნის – დიმიტრი პესკოვის განცხადება. „რეფერენდუმი“ იმართება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში. მთავარი კითხვა შემდეგია: თანახმა ხარ თუ არა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე.  

მეტი...

„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს. მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შემდგომ ასპარეზობებში წარმატებას უსურვებს. „ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქ გვერდზე.

მეტი...

,,უკრაინამ 9 000 დამცველი დაკარგა”- უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

,,უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 9 000 დამცველი დაკარგა”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სამხედროებისთვის მტრის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა. „თუ მათ უკვე ჰყავთ 50 000-ზე მეტი დაღუპული, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით არის 9 000″ – აღნიშნა მალიარმა.    

მეტი...

ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა

ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, – აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვები 23 სექტემბრის გვიან ღამით დაწესდა და დაახლოებით 03:30 საათზე ქალაქ ვლადიკავკაზში, მოსკოვსკისა და კოსტას გამზირების კვეთაზე, მოძრაობა საგზაო პოლიციის პოსტთან შეჩერდა. ამასთან,  ვრცელდებაინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივი ნომრის მქონე ავტომობილებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ფულს უხდის.

მეტი...

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა. ,,თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა”- ნათვამია შსს-ის განცხადებაში.

მეტი...

,,გული მტკივა ოპოზიცია აღარ არსებობთ – ღვარძლი გალაპარაკებთ”- ლადო კახაძე

,,ასე ნუ იქცევით, მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს… ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი”- ამ სიტყვებით, უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციას მიმართა. ლადო კახაძის თქმით, სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია და „32 კბილი უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“. ,,ადამიანებს შესთავაზეს ერთი, მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე, თქვეს ეს არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა… რა აღმოჩნდა იცით? აღმოჩნდა, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არსად არ ჩანან, ჩრდილში არიან. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თქვენ მართლა ჩვენი ნდობა გაქვთ და შეგვიძლია თქვენი დაუმადლებელი…

მეტი...

,,რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები”- კულება ლავროვზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით,  სერგეი ლავროვი ისევე სწრაფად გაიქცა გეაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომიდან, როგორც რუსი ჯარისკაცები გარბიან ბრძოლის ველიდან. „შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, – აღნიშნა კულებამ. ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმ სერგეი ლავროვი საათ ნახევრის დაგვიანებით მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ მალევე დატოვა.

მეტი...

,,თქვენი შიდა თამაშები შიგნით შეინახეთ, როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს გააგრძელეთ ბრახუნი”- მდინარაძე ოპოზიციას

,,ეს თქვენი შიდა თამაშები შიგნით შეინახეთ. როგორც უბრახუნებთ ერთმანეთს გააგრძელეთ ბრახუნი, აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ,”-  ამ სიტყვებით  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეალურ პრობლემებზე საუბარი არ უნდა და გადასულები არიან, რომელი აჯობებს ”რადიკალიზმში”. „ჩემი თანაგუნდელების თეზისებს ვიღებ და ვმეცადინეობ, რომ კარგად გამოვიდე და თქვენ გამხილოთ კარგად. გუშინ, საღამოს შევიკეტეთ 10 დეპუტატი და ვიმეცადინეთ, დღეს გამოვდივართ და სიმართლეს გეუბნებით… რადგან თქვენ ჩვენზე რეალურ ინფორმაციას არ ფლობთ და ზღაპრებს ჰყვებით, მე ზღაპრებს ნამდვილად ვერ მოვყვები, თქვენთან რა ხდება იმას გეტყვით. სამი „შიდა კლანიდან“ ერთის…

მეტი...

,,შენი ყვირილის არავის ეშინია”- ხმაური პარლამენტში

პარლამენტის  სხდომათა დარბაზში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის მიერ, ვიდეოჩანაწერის ჩართვას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, ხმაური მოყვა. ,,ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოგასმენინეთ და შეგახსენეთ, თქვა 2012 წლის 24 დეკემბერს. დღეს რომელ წელია, ქალბატონო რიმა? და რით ვეღარ დადგა ის მეოთხე, სანუკვარი წელი, რომელსაც გვპირდებოდა და საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო საქართველოს მოქალაქეს?” – აღნიშნა კირკიტაძემ. მხარეებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტის განმუხტვა მანდატურებს მოუწიათ. ,,აგერ აქ ბატონი წაქაძე იცინის და ხელებს იქნევს… რა ენაღვლება? ამხელა სამშენებლო კომპანია აქვს და საპარლამენტო მანდატი მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ თავისი…

მეტი...

,,75 ადგილზე 84 წევრი როგორც დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს – სხვა, საღამოს – სხვა”- მდინარაძე რომან გოცირიძეს

,,ბატონო რომან, ერთი კვირაა, საუბრობთ, 75 ადგილზე 84 დეპუტატი დავსვათ, როგორ, ამიხსენით, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, საღამოს სხვა,”– ამ სიტყვებით  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიმართა. მდინარაძის თქმით, დარბაზის მარცხენა მხარეს სულ 75 ადგილია, სადაც უმრავლესობის წევრი 84 დეპუტატი არ ეტევა. „ბატონო რომან, ერთი კვირაა, თქვენ საუბრობთ, რომ უმრავლესობის წევრები თუ არიან, გადასვით მარცხენა მხარესო. მარცხენა მხარეს, შეგატყობინებთ, ალბათ იცით, მაგრამ მაინც და უკაცრავად, თუ ირონიად მიიღებთ ამას, არის 75 ადგილი. მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, ასევე არის 75 ადგილი. სულ 150…

მეტი...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა. 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეტი...

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაწვა სცადეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს. რუსული მედიის ცნობით, ხაბაროვსკში კომისარიატის შენობას უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, რის შედეგადაც ორ კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, სამხედრო კომისარიატების შენობების დაწვა სცადეს პეტერბურგში, ორენბურგის ოლქში, ასევე იმიერბაიკალეთის მხარეში. 23 სექტემბრის ღამეს, ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის კამიშინის მერიაში და ალტაის სოფელ ცელინის კულტურის სახლში, სადაც მდებარეობს სოფლის საკრებულოს ადმინისტრაცია.

მეტი...

,,გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა ინსტანციას”- სოსო გოგაშვილის ადვოკატი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ , საპროცესო მოქმედებები უკანონოდ, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. ადვოკატის თქმით, ავტოტექნიკა სპეციალურ სადგომზე დალუქვის გარეშე გადაიყვანეს. მისივე ანცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. „მთავარი დარღვევა იყო ის, რომ განჩინება მიღებულ იქნა სამი დღის წინ. საპროცესო ნორმის თანახმად, განჩინება ქონების ყადაღის თაობაზე უფლებამოსილ პირს უნდა ეცნობოს 48 საათის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პროცედურა უკვე მიმდინარეობს უკანონოდ. რაც შეეხება უშუალოდ ყადაღის ოქმის შედგენის პროცედურებს, შენიშვნის სახითაც მივუთითეთ, რომ შედგენილ იქნა მხოლოდ ყადაღის ოქმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოღების ოქმი არ შედგენილა. ყადაღის…

მეტი...

ქუთაისთან მომხდარ ავარიას დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ემსხვერპლნენ. ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მგზავრი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.    

მეტი...

,,შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მკვდარი”- გოგაშვილის ცოლი

,,შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი,”- – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა მათი კუთვნილი ავტომობილების დაყადაღების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ავტომობილებიდან უკანონო ნივთმტკიცების ამოღების შემთხვევაში  პასუხისმგებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ. ,,გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. 15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს – ,,ტოიოტა პრადო”, ,,ელანტრა” და ,,მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს – დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ…

მეტი...

,,მობილიზაცია არ იქნება”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაცია არ გამოცხადდება. მისი თქმით, შესაძლო მობილიზაციაზე მხოლოდ ოპონენტები და ”პროპაგანდისტები” საუბრობენ. ,,ეს მობილიზაცია რუსეთშია. მობილიზაცია არ იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზებას, ეს ტყუილია”- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერიდან გამოაცხადა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისთან 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

ქუთაისთან, სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა. დაღუპულები მსუბუქი ავტომობილის მგზავრები იყვნენ. შემთხვევის შედეგად დაშავად ორი ადამიანი, ისინი  კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

მეტი...

ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო იქნება. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ორსულებს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს და სამედიცინო პერსონალს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უფასოდ შეეძლებათ. ,,გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ უკვე აძლევს ორგანიზმს მაქსიმალურ დაცვას. თუ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაცული ვიქნებით, გართულებული მიმდინარეობისგან, მძიმე შემთხვევებისა და საავადმყოფოში მოხვედრისგან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის 100…

მეტი...

ქედაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით ინფორმაციით, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

მეტი...

თბილისში, კახეთსა და იმერეთში, გოგაშვილის ოჯახისა და მათი გარემოცვის ბინები, ნაკვეთები, მანქანები, იარაღები დააყადაღეს

ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს. გამომძიებლის თქმით, დაყადაღებულ ავტომობილებს სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანენ და დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს. ,,ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია: საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტო და მოტო ტექნიკა, სასოფლო…

მეტი...

დავით ნარმანიამ ISET-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო სემეკის საქმიანობის შედეგები და პერსპექტივები, ისაუბრა რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე, სატარიფო რეგულირებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. „მოხარული ვარ, რომ მზარდია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების საკითხების მიმართ. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. მისასალმებელია, რომ მომავალი ეკონომისტებისთვის ენერგეტიკა არის ის დარგი,…

მეტი...

,,ყველაფერი დააყადაღეს და თან მიყავთ ავტომანქანები – გავასაჩივრებთ!”- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც ირკვევა ადგილზე მისული სამართალდამცველები  გოგაშვილების კუთვნილი  უძრავი ქონების, კერძოდ 3 ავტომობილის ამოღების პროცესში იღებენ მონაწილეობას. ,,20 სექტემბრის ახალი სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააყადაღეს დედაჩემზე, ჩემს ძმაზე, დეიდაჩემზე და დამატებით კიდევ ჩვენი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება, ანუ რაც არ ჰქონდათ მანამდე დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიყავთ ავტომანქანები! განჩინებაში არ წერია, რომ უნდა შეგვეზღუდოს სარგებლობის უფლება, მაგრამ არღვევენ კანონს და მიყავთ ჩვენი მანქანები, რისი უფლებაც არ აქვთ და რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ!!!”- წერს ნინო გოგაშვილი.  

მეტი...

,,წელს გრიპის ორი პიკი გვექნება – ზამთარსა და ზაფხულში”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს მაქსიმალური,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე კი ზაფხულში. ,,წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო. გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს მაქსიმალური. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა…

მეტი...

თბილისში ერეკლე დანელიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

არასამთავრობო ორგანიზაცია ” დაიცავი შენი წილი სამშობლოს”-ს ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიღებული №400 განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ერეკლე დანელიას სახელი მიენიჭა. 22 სექტემბერს, ქუჩის გახსნის ცერემონიას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნათია ჯანაშვილი ესწრებოდნენ. საბრძოლო შენაერთ “მხედრიონის” მებრძოლი, ერეკლე დანელია დაიბადა 1956 წელს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 126 საშუალო სკოლა და ჩააბარა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1977 წელს;…

მეტი...

,,ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია”- სერგეი ლავროვი ზელენსკიზე

,,ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია” – ამ სიტყვებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოლიტიკა დაახასიათა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ. ლავროვის განცხადებით, შეერთებული შტატები და მის მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, “სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში”.

მეტი...

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი, მათ შორის პატრონიც, დაგლიჯა. თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს. სამივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.

მეტი...

,,ჩეჩნეთში მობილიზაციის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში მობილიზება არ განხორციელდება, რადგან მათ გეგმას უკვე  ”გადააჭარბეს“. კადიროვის თქმით,  გაწვეული სამხედროების გარდა, ჩეჩნეთში მოხალისეთა რეზერვიც არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს აუცილებლად დაეხმარება. ,,ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა. სამხედრო კომისარიატში ყველა აპლიკანტი გამოცხადდა. ხელისუფლებამ ეს მექანიზმი თავიდანვე შეიმუშავა, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს”,- წერს კადიროვი.

მეტი...