„გინდ „ლელოში“ წადი,  გინდ რაგბის კავშირში, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“ – წულუკიანი სამადაშვილს

კულტურის მინისტრის განცხადებით, დეპუტატი სალომე სამადაშვილი არაკომპეტენტური ელჩი იყო და ახლაც არაკომპეტენტური „ნაციონალია“. წულუკიანის შეფასებით, სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობა ნულია. „სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულის ტოლფასია და  „გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. ქალბატონი სალომე იყო ბრიუსელში, ევროკავშირის მისიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპით. ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ…

მეტი...

„ის ძაღლია შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილია“ – ლავროვი ზელენსკიზე

რუსეთის ფედერაციის  საგარეო საქმეთა მინისტრ დასავლეთს აკრიტიკებს და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ყველამ იცის, რომ “ის” „ძაღლის შვილია“. „დასავლეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პოლიტიკას აყალიბებს პრინციპით: „ის, რა თქმა უნდა, ძაღლის შვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილია“, – აღნიშნა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას. მან უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა  და მიმდებარე ტერიტორიების დანაღმვაში დაადანაშაულა. „მსგავსი სისასტიკე შესაძლებელი გახდა და დაუსჯელი რჩება იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს რვა წლის განმავლობაში. ისინი აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკის მიმართ ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის, რა თქმა უნდა, ძაღლის…

მეტი...

„გახარიას ჰკითხეთ რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე… გამოვედი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ“ – წულუკიანი

კულტურის მინისტრის  თეა წულუკიანია განცხადებით, როცა ერთ-ერთ მატჩს ახალ სპორტის სასახლეში ესწრებოდა, აღმოაჩინა, რომ სასახლე აშენებულია სასაფლაოზე. უფრო მეტიც, თურმე, ბაბუამისის საფლავთან. „როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, გადმოვედი შუაღამისას. ტრაგიკომედიაა“ – ასეთი პასუხი გასცა წულუკიანმა დეპუტატ ელისაშვილს, რომელმაც ჰკითხა  ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ახალი სპორტის სასახლის „იქ“ აშენება. წულუკიანის თქმით, ეს ყველაფერი უხერხულია და სხვა არაფერი. „არ ვიცი კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო.  ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ…

მეტი...

„საქართველო დგას უკრაინის გვერდით“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე. პრემიერის შეფასებით,   საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას. „ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა,…

მეტი...

„საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან

„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ – მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, –…

მეტი...

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია“ – ღარიბაშვილი გაეროში

ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავს. როგორც პრემიერი აცხადებს, 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. „იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო…

მეტი...

ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძროლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში. აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.

მეტი...

ფინეთის საზღვართან რუსეთის მოქალაქეების 30 კილომეტრიანი რიგი დგას

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები გარბიან, ფინეთია. პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას უკრაინაში საომრად გასაგზავნად, ყველა გაურბის. ვინც თვითმფრინავის ბილეთის აღება მოახერხა, უკვე დატოვა ქვეყანა, ვინც ვერა, ხმელეთით გადადი იქ, სადაც ვიზა არ სჭირდებათ ან იქ, სადაც ვიზა აქვთ. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ავტომობილების და იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანთი კაიკოვენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საზღვარზე არსებულ სიტუაციას. შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს. წესებს ამკაცრებენ ბალტიის…

მეტი...

„რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლს ნავთი დაასხა“ – ენტონი ბლინკენი მობილიზაციის გამოცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პროცესების გამწვავებას უწოდებს. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, პუტინმა საერთაშორისო წესრიგი ნაკუწებად აქცია. ენტონი ბლინკენის შეფასებით პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის დაგეგმვით „ცეცხლს ნავთი“ დაასხა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა  პუტინმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.  

მეტი...

ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას პატიმრობა შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა​. ​პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ლევან თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა“, – განაცხადა მოსამართლემ. თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია საკუთარ პროცესს არ ესწრება, ის ნაცემია

მეტი...

თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია საკუთარ პროცესს არ ესწრება, ის ნაცემია

ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას სასამართლო პროცესი იმართება. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება და ის პროცესში ვირტუალურად მონაწილეობს. ნარსიას სახეზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ჩაშავებული აქვს სახის ნაწილი და აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. დაცვის მხარე დანაშაულის ჩადენას ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ ეს დანაშაული მან შვილის გამო ჩაიდინა. კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით, ნარსიამ დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ მის შვილს გადაუდებელი აუცილებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს, რადგანაც, არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკები. სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე გამოცხადებს. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ…

მეტი...

თუ პუტინთან დალაპარაკება არ მოხდება, დაღუპულთა რიცხვი  გაიზრდება – ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკონ და მასთან საერთო ეა გამონახონ, წინააღმდეგ შემთხვევაშ, ერდოღანი უარესის მოლოდინშია. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო ომის დასრულება და სისხლისღვრის შეჩერება. ვერც ომის შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისიდან გამოსვლა. მეტი ძალისხმევაა საჭირო ომის დასასრულებლად. შექმნილი ვითარება მოითხოვს, მსოფლიო ლიდერების ძალისხმევას. ყველამ უნდა შეუწყოს ხელი ამ არხის წინ წაწევას. ყველამ, ვისაც მეტ-ნაკლებად ურთიერთობა აქვს ბატონ პუტინთან, უნდა განიხილოს ეს საკითხები მასთან, რომ ეს კარი გაიხსნას. ასევე, ზელენსკისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიური მიდგომები არ მოიტანს მოსალოდნელ შედეგს, პირიქით, ვფიქრობ, რომ აქ დაღუპულთა და ნგრევის რიცხვი…

მეტი...

„ზონდერმინისტრი კულტურის სფეროში მიგავლინეს, რომ იქ პოლიტიკური დისციპლინა დაამყაროთ“ – სამადაშვილი წულუკიანს

„ვინმე, თეა წულუკიანი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია“ – ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა მინისტრ წულუკიანს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს, რომ ის კრავის ტყავში ვერ გაეხვევა.  როგორც დეპუტატი აცხადებს, რომ წულუკიანი გელათის ტაძართან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას უმალავს. „ქართული ოცნების“ ბურჯი, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან შეუცვლელი კადრი, ქალბატონი წულუკიანი დღეს ამ დარბაზში გამოვიდა, გამოაცხადა, რომ დიდი ხანია გელათი ინგრევა, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც ხდებოდა მისი მინისტრად დანიშვნის დღემდე. ქალბატონო თეა, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ აქ კრავის ტყავში გამოეხვევით და პასუხს არ მოგთხოვთ…

მეტი...

სექსუალური შევიწროებისთვის თავდაცვის სამინისტრომ თანამშრომელი დაითხოვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმ თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებაში ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. „თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებაში ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო…

მეტი...

„ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით და უცოდინარობით მუშაობდნენ სისტემაში, დავემშვიდობეთ“ – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სისტემაში ვინც სამსახური დაკარგა, ნეპოტიზმისა და უცოდინრობის „მსხვერპლი“ გახდა. მისივე შეფასებით, მათ სამსახურიდან გაშვებისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს. „ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. ორივე რ-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ. უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე“ – აღნიშნა წულუკიანმა. მისივე განცხადებით, ზოგ თანამშრომელს ეზარება, რომ ობიექტზე გავიდეს. „არ მაქვს კრიტერიუმები,…

მეტი...

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საზღვარზე მგზავრთა ნაკადის ზრდა არ შეინიშნება

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები იმ ქვეყნებში გარბიან, სადაც რუსეთს სავიზო  რეჟიმი არ გააჩნია ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა. რუსეთიდან საქართველომდე (ერევნის გავლით) თვითმფრინავის ბილეთი 2000 დოლარსაც აღწევს. თუმცა, არა მხოლოდ საჰაერო, სახმელეთო გზებითაც დიდი ნაკადია. შემოსავლების სამსახურშ კი განმარტავენ, რომ საქართველოში მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება…

მეტი...

„ექსპონატების ცხრილში წერია ნული“ – ჩამონათვალი, რა ექსპონატები  გაქრა მუზეუმებიდან

მინისტრმა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში ის ექსპონატები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოს მუზეუმებიდან დაიკარგა. როგორც წულუკიანი აცხადებს,  გამქრალია ქანდაკებებიც და კერამიკაც. „რამდენიმე ექსპონატს ჩამოვთვლი მაგალითისთვის: გიგო გაბაშვილის „სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის „ბრძოლის შემდეგ“; მოსე თოიძის „ტყეში“; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე – ალავერდობა“; შალვა ქიქოძის „პარიზის ეტიუდი“; ირაკლი გამრეკელის „მე და ცირკი“; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, „ბალერინა“; „უხვი მოსავალი“ და „შემოდგომა გურიაში“; ზურაბ ნიჟარაძის „ივდითი“, „გოგონა თუთიყუშით“ და „აკრობატები“; ბორის ფოგელის „სამხრეთის პეიზაჟი“. ქანდაკების და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის „ხორავას პორტრეტი“; „ჯანელიძის ბიუსტი“; „ანჟელიკა კაუფმანის “პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი“; ადრიან…

მეტი...

დაკარგულია 2 640 ექსპონატი, გამქრალია ახვლედიანის, გუდიაშვილის, გაბაშვილისა და სხვების ნამუშევრები

საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის არის ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვათა ნამუშევრები. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,  ერთ-ერთ მუზეუმში არც ერთი ესპონატი არ დარჩა. „გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით დღეს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში. მისი შეფასებით, ფონდში ვერ იმუშავებს ადამიანი, რომელიც…

მეტი...

,,დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი – ეს არის პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით”- თეა წულუკიანი

,,ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ის ვინც ვერ იცავს, ვერ მუშაობს მუზეუმში. „როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ამას ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როდესაც 90-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და შენ არ ინტერესდები, სად არის ის, რა საკვირველია, ასეთი ადამიანი ფონდში ვერ იმუშავებს. რამდენიმე ექსპონატს…

მეტი...

,,ძეგლთა დაცვის სისტემაში რეფორმა განხორციელდა, ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება”- თეა წულუკიანი

,,ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. წულუკიანის განცხადებით,  ბოდიშს არ მოიხდის, იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, სამინისტრო დაემშვიდობა. „ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. ორივე რ-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ…

მეტი...

,,ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი განცხადებით, რეფერენდუმები ჩატარდება და დონბასის ე.წ. რესპუბლიკასა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ. „რუსეთმა გამოაცხადა, ასეთი დაცვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი“, – განაცხადა  მედვედევმა. მედვედევის თქმით, მოსკოვს დასავლეთის მუქარის არ ეშინია. „სხვადასხვა გადამდგარი იდიოტები გენერლების ზოლებით ნუ გვაშინებენ ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით. ჰიპერბგერითს ნამდვილად ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია ევროპასა და ამერიკაში სამიზნეებამდე მიღწევა“, – აღნიშნა მედვედევმა.

მეტი...

პროკურატურამ ბანკზე თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული  მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი  შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა…

მეტი...

ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდეს

ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდა. არსებული ინფორმაციით, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი დაკარგა ირანის ფოსტის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

მეტი...

,,ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს და მეორე ნაკლებს – დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს”- თეა წულუკიანი

„კანონით შემოვიღებთ განსაკუთრებული მხარდაჭერის მქონე თეატრების ნუსხის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იმ თეატრების წახალისებას, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა,”- – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც იქნება რეფორმაში, განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები. „ათეულობით კონკურსი ჩავატარეთ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე შარშან და წელს და არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა. ვთვლით, რომ თეატრის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიაში უნდა იყოს მოცემული პირი უმაღლესი განათლების მქონე და უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ვინაიდან ძალიან კარგი რეჟისორები…

მეტი...

,,შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს კომისია უნდა შეიქმნას”- მდინარაძე ოპოზიციაზე

,,საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის კომპეტენციაა და შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ნებისმიერ ინფორმაციას მტკიცებულებები სჭირდება. „რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის კომპეტენციაა და შეუძლიათ, კომისია შექმნან, თუ ფიქრობენ, რომ ამ აბსურდზე, რომელსაც თვითონ იგონებენ და შემდეგ გოგაშვილი ახმოვანებს, კომისია უნდა შეიქმნას. ეს მათი საქმეა. მათი მხრიდან უკვე შემოტანილია შესაბამისი ხელმოწერები და კი ბატონო, კომისია შეიქმნას და ჩვენც ჩავერთვებით, რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ. კომისიამ დადოს შედეგი. როცა ვიღაც…

მეტი...

,,საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა”- თეა წულუკიანი

,,საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა,” – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კალათბურთის ფედერაციას საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე ჰქონდა მოთხოვნილი. „ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც…

მეტი...

აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცეს. საელჩოს განცხადებით, დახმარების ღირებულება 11.5 მილიონი დოლარს შეადგენს. „დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს”- მამუკა მდინარაძე

,,სოსო გოგაშვილის  ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძისადმი სუს-ის უფროსს ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პასუხს. მდინარაძის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. „ამ ადამიანის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარს ვხედავთ, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია. სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული…

მეტი...

,,სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით”- ჩერგოლეიშვილი

,,სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით,” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ჭუჭყიანი გორგალიდან ძაფის გამოძრობა და სწორი მიმართულებით წაღება მხოლოდ გიგა ბოკერიას შეუძლია. „სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით. გიგა ბოკერიასი იმიტომ, რომ ჯერ სხვა არავინაა, ვისაც საკმარისი პატიოსნება გააჩნია, პროცესს უხელმძღვანელოს. ალბათ ყველა ფიქრობთ, რომ მისი გონიერებაა მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პატიოსნებაა, მერე მოდის გონიერება, და მაგაშიც პირველია არსებულ სპექტრში. ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და საერთოდ არ მგონია,…

მეტი...

,,გულწრფელად ვნანობ ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებას – ყველაფერი მარტო ჩავიდინე”- ბანკზე თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში ბრალს აღიარებს და აღნიშნავს, რომ დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირი არ მონაწილეობდა. ბანკზე თავდამსხმელი ჩვენებაში აცხადებს, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ნანობს. „ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი, „მულიაჟი“. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე, ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, რაც მეცოტავა. ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, თავისი უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვსთხოვე, რომ…

მეტი...

,,ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს”- მამუკა მდინარაძე

,,ყველაფერი, საბოლოო ჯამში, იმას ემსახურება, რომ ამ ანტირუსული ისტერიის ფონზე და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ასეთი აჟიტირებული კამპანიების ფონზე, ჩვენ რაღაც პასუხები თავის მართლების რეჟიმში გაგცეთ, მაგრამ თავის სამართლებელი არაფერია,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მდინარაძის თქმით, ისტერიას ის ადმიანები ტეხენ, ” რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს”. „ნაცმედიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულაციებს ითხოვდნენ როდესაც ომი დაიწყო და თითქოს წაგვლეკეს რუსებმა- აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ უკვე რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 10% საქართველოში დარჩაო – აღმოჩნდა ტყუილი, შემდეგ ფორმულირება გამოიტანეთ ასეთი, რომ რამდენიმე ათასეული…

მეტი...

,,როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია”- მამუკა მდინარაძე

,,ნიკა მელია, როგორც ჩანს, ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, კლანებს შორის ფინანსების გადანაწილების საკითხზე ბრძოლა მიმდინარეობს. „როგორც ჩანს, მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია? ამას ამბობს? – მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ სახელებსა და გვარებს. „ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია. ბრძოლა შეეხება მათ შორის იმას, ვის განკარგულებაში იქნება თავის დროზე მოპარული „ნაცმოძრაობის“ დიდი…

მეტი...

რატომ ითხოვდა ბანკზე თავდამსხმელი ანკესს და რუსეთის დროშას – გრიგოლ ნარსიას ჩვენება

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება, სადაც  გრიგოლ ნარსია განმარტავს, რატომ ითხოვდა რუსეთის დროშასა და ანკესს. ნარსიას თქმით, საქართველო აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით სურდა დაეტოვებინა და რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა. ,,იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის…

მეტი...

,,მსჯავრდებული მოტყუებით დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს დაეუფლა”- სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო განაჩენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა ვებ-გვერდი დაარეგისტრირა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს დაეუფლა.…

მეტი...

,,ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით განვახორციელეთ, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დგას”- კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო კონფერენციას – „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. „არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ დედაქალაქში, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა…

მეტი...

,,ვვარაუდობ, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება”- იაროსლავ ნადი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს. „რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით“, – აღნიშნა იაროსლავ ნადმა.  

მეტი...