რუსეთში დაკავებული „პროტესტანტების“ რიცხვი იზრდება

დაკავებული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, ამ ეტაპისთვის, 800-მდე ავიდა. ეს არის არაზუსტი მონაცემები, რომელიც ამ ეტაპისთვის ვრცელდება. ყველა, ვინც გაბედავს, რომ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ნაწილობრივ მობილიზებას ეხება, პროტესტს გამოხატავს, სასტიკი ფორმებით უსწორდებიან და აკავებენ. რუსული წყაროების მიხედვით, 25-მე ქალაქში, სადაც აქცია გაიმართა, დაკავებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბუგში, ეკატერინბურგსა და მოსკოვშია დაკავებული. შეგახსენებთ რომ ადგილობრივები პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მობილიზებას ექვემდებარება, გამოიძახებენ, უკრაინაში საომრად უნდა მოემზადოს.

მეტი...

რუსეთის ქალაქებში, აქციაზე 400-მდე ადამიანი დააკავეს

რუსეთის ქალაქები პროტესტმა მოიცვა, თუმცა, პოლიცია „პროტესტანტებს“ ქუჩაში გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებს ყველგან აკავებენ და პოლიციის განყოფილებებში გადაჰყავთ. დაკავებულთა შორის ქალებიც არიან. მასობრივი გამოსვლების მიზეზი კი ვლადიმერ პუტინის მეირ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზებაა. ყველა მამაკაცი დაბარებულია შესაბამის უწყებაში. მათ უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ. გაწვევას ქალებიც ექვემდებარებიან. ამ ეტაპზე არსებული არასრული ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია დაახლოებით 400 ადამიანი ვინც პუტინის გადაწვეტილებას აპროტესტებდა. როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, „ნაწილობრივი მობილიზება“ ნიშნავს საყოველთაო მობილიზებისთვის მზადებას. მათივე შეფასებით, თუ პუტინმა საკმარისი რაოდენობის „არმია“ ვერ შეკრიბა, გამოცხადდება საყოველთაო მობილიზება და ქვეყნის საზღვრებიც ჩაიკეტება, რომ რუსეთიდან…

მეტი...

„მე ბატონი პესკოვი ვარ“ – რუსი ჩინოვნიკის შვილს რეზერვში გაწვევა არ ეხება

პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზება უკრაინაში,  ომში გასაგზავნად ჩინოვნიკების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არ ეხებათ. ექსპერიმენტი პუტინის გარემოცვის ერთ-ერთ უახლოეს წევრზე ჩატარდა. კერძოდ, კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილს „პოპულარული პოლიტიკის“ არხის წამყვანმა დაურეკა, უთხრა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სამხედრო კომისარიატიდან ურეკავდა. ეს ყველაფერი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. „დილის 10:00 საათზე, რა თქმა უნდა, ხვალ არ ჩამოვალ. თუ იცით, რომ ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გაიგოთ, სწორი რომ არ არის ჩემი იქ ყოფნა. ამას სხვა დროს გადავწყვეტ, სხვა დონეზე. უნდა გავიგო რა ხდება და რა უფლებები მაქვს… სამშობლოს დასაცავად პრობლემა არ მაქვს, მაგრამ,…

მეტი...

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე, როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში,  კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ელექტროენერგეტიკის სექტორის კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სექტორის ძირითად საკანონმდებლო ჩარჩოს, დარგის განვითარების ტექნიკურ შესაძლებლობებს, სატარიფო რეგულირების, ბაზრების…

მეტი...

,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ“ – ჯო ბაიდენი გაეროს სესიაზე

ამერიკის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან ატომურ შანტაჟზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელახლა გამოხატონ ვალდებულება დიპლომატიური გზით გააძლიერონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი. ,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის, რაც  პუტინმა დასავლეთის მიმართ გააჟღერა, არის უპასუხისმგებლო მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებით. „მომავალს მოიგებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის სრულ პოტენციალს გამოიყენებენ. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, მართლაც დიდია. ჩვენ არ ვართ ისტორიის პასიური მოწმეები,…

მეტი...

რუსეთში მომიტინგეებს აკავებენ, მამაკაცები კი ფედერაციიდან გარბიან

პუტინის რეჟიმის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები ეწყობა. ხალხი ქუჩაში გამოდის, თუმცა, პოლიციელები მათ მანქანებში ტენიან და იზოლატორებში გადაჰყავთ. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზება გამოაცხადა და ყველას უკრაინის ომში ერეკება. მხოლოდ ეკატერინბურგში 100-მდე ადამიანია დაკავებული. ნოვოსიბირკში კი აქციის მონაწილეთა დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. ერთ-ერთი „ცხელი წერტილი“ მოსკოვია, სადაც პოლიცია მოქალქეებს დასდევს. პარალელურად, რთული ვითარებაა აეროპორტებში, რადგანაც ვისაც გაქცევა შეუძლია, იმ ქვეყანაში მირბის, სადაც სავიზო რეჟიმი არ არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი საქართველოა, სადაც რუსეთიდან ბილეთები კატასტროფული სისწრაფით იყიდება და ფასებიც…

მეტი...

„ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“ – ვლადიმერ პუტინი

„სუვერენიტეტის დასუსტება რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ს საჯაროდ იმეორებს, რომ რუსეთი შანტაჟს და დაშინებას არ ექვემდებარება. „1160 წლის განმავლობაში, მტკიცედ ვისწავლეთ, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ეროვნული ინტერესების მიტოვება. ასეთ პერიოდებში რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მეტი ასეთი შეცდომა არ იქნება მოსალოდნელი. ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.  

მეტი...

​1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი კერძო პირის ბინაში ინახებოდა – გამოძიება დაიწყო  

კბილი, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება, გამოძიების საგანი ხდება. როგორც მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. „დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეს უდიდესი…

მეტი...

„პუტინის მიზანია უკრაინის გაქრობა“ – ჯო ბაიდენი გაეროში

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან რუსეთის სისასტიკეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი დამოუკიდებელი უკრაინის განადგურება და წაშლაა. „პუტინი ამტკიცებს, რომ მას უნდა ემოქმედა, რადგანაც საფრთხე არსებობდა რუსეთის მიმართ. თუმცა, რუსეთს არავის დასხმია თავს. თავად რუსეთი ეძებდა კონფლიქტსა და ომს. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ ეს ომის დაიწყებოდა. შევეცადეთ ყველანაირად, ომი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ პუტინის მიზნები ნათელია. მისი მიზანია უკრაინის გაქრობა. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა შექმნა უკრაინა და მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებლობა. ვხედავთ როგორ ბომბავს ის სკოლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რკინიგზას, საავადმყოფოებს, ანადგურებს უკრაინის კულტურას და საშინელ დანაშაულს სჩადის. აღმოჩენილია…

მეტი...

„ერთი კაცის დაწყებული ომი“ – ჯო ბაიდენი გაეროში

ამ წუთებში, გაეროს ტრიბუნაზე აშშ-ის პრეზიდენტი დგას.  ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსულ სისასტიკეზე საუბრობს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს არის ერთი კაცის დაწყებული ომი. „დიახ, ერთი კაცის დაწყებული ომი.  ქვეყანა, რომელიც არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, შეეცადა, დაეპყრო მეზობელი ქვეყანა, წაეშალა რუკიდან დამოუკიდებელი ქვეყანა. რუსეთმა  ძალიან უხეშად დაარღვია გაეროს ყველა პრინციპი და საფუძველი. არ შეიძლება, ერთი ქვეყანა მეორეს ართმევდეს ტერიტორიებს, არ შეიძლება ამგვარი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. დღეს პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის მიმართ გააჟღერა ბირთვული საფრთხეების რისკები და ამით დაარღვია არგავრცელების შეთანხმება. ახლა კი რუსეთი მეტ ჯარისკაცს უხმობს, რომ გაგზავნოს ომში. ასევე,…

მეტი...

ბანკის მძარცველის შესაძლო თანამზრახველ ქალს ეძებენ

გრიგოლ ნარსიას სახლი და გვარი დღეს ყველამ იცის. ეს რის მძარცველი, რომელმაც „საქართველოს ბანკის“ შენობაში 12 მძევალი აიყვანა. სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა,  ვრცელდება ახალი ინფორმაცია მძარცველის თანამზრახველთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიხედვით, ეძებენ 50 წლამდე ასაკის  ქალს, რომელიც შესაძლოა, გრიგოლ ნარსიას ეხმარებოდა. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც გრიგოლ ნარსიას მეზობლები სოფელ ბანოჯაში აცხადებენ, ქალი სოფლიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ნარსია აიყვანეს.

მეტი...

ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას რომის პაპი ეხმიანება

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეფასებას რომის პაპიც აკეთებს. როგორც პაპი ფრანცისკე აცხადებს, ეს სრული სიგიჟეა. პაპის შეფასებით, უკრაინელები განიცდიან სისასტიკეს, და წამებას. მისი თქმით, კეთილშობილ უკრაინელ ხალხს აწამებენ. რაც შეეხება ატომურ იარაღს, როგორც პაპი აცხადებს, ყაზახეთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, უარი თქვა  ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე. „ეს იყო მამაცური გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ამ ტრაგიკული ომის დროს ზოგი ფიქრობს ბირთვულ იარაღზე, რაც არის სიგიჟე, ამ ქვეყანამ თავიდანვე უთხრა „არა“ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა.  

მეტი...

„ეს არის უგუნური რიტორიკა“ – იენს სტოლტენბერგი პუტინის  ბირთვულ შანტაჟზე

ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაში საომრად გასაგზავნად ათასობით სამხედროს მობილიზებასთან და ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ნატოს გენერალური მდივანიც აკეთებს. როგორც იენს. სტოლტენბერგი აცხადებს, ეს საგანგაშო სიგნალია. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორედ ამიტომ, ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის შეფასებით, უკრაინაში გასაგზავნად ნაწილობრივი მობილიზება მოულოდნელი არ ყოფილა და ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. „მობილიზაციას სჭირდება აღჭურვილიბა, ამ…

მეტი...

პუტინის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეს ზელენსკი ეხმიანება

„დაუჯერებელია, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, –  აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, რისკები არსებობს, „მის თავში ჩახედვა არ შეგვიძლია, არის რისკები… ხვალ პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა ჩვენ ასევე პოლონეთის ნაწილი გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ კომპრომისებზე წასვლა”, – აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.  

მეტი...

,,გრიგოლ ნარსიას ნამდვილად აღენიშნება საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები”-თავდამსხმელის ადვოკატი

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ადვოკატის განცხადებით, გრიგოლ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. უფლებადამცველის განმარტებით, ნარსიამ დაზიანება დაკავების დროს მიიღო. ,,ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ნამდვილად აღენიშნება საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები. როგორც თავად განაცხადა, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია სპეცდანიშნულების რაზმისთვის. მან დაზიანებები დაკავების დროს მიიღო. ერთმა პიროვნებამ მიაყენა თუ რამდენიმემ ის ამას ვერ განმარტავს”,- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებული მძევლების აყვანას არ აპირებდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო. შეგახსნებთ,  ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი გუშინ შეიჭრა. თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი და მათ გასათავისუფლებლად,  2 მილიონ…

მეტი...

,,პუტინს სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულება  რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  სურს მეტი ადამიანი გაახვიოს ომის ცეცხლში. კულებას თქმით, რუსეთის ომის მოგების შანსი არ აქვს. ,,პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს”,- წერს წულება ,,ტვიტერზე”. შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი…

მეტი...

,,ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაცია“- არვიდას ანუსაუსკასი

ლიეტუვის მთავრობამ გაზარდა თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. „ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაცია“, – წერს ლიუტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი. შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მეტი...

რუსები ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ – რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

რუსეთის რამდენიმე ქალაქში,  ვლადიმერ პუტინის  მიერ დღეს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყეტილებას აპროტესტებენ. როგორც Wall Street Journal-ის ჟურნალისტი იტყობინება, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. შეგახსნებთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მეტი...

,,ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი – ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინის მიერ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამომცხადებას ეხმაურება. მიშელის განცხადებით,  ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. „კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მეტი...

,,აუცილებელია, ვიმსჯელოთ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან”- სალომე სამადაშვილი

,,აუცილებელია, ვიმსჯელოთ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან, რამდენადაც ხელისუფლებამ არათუ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამ მიმართულებით, არც კი აპირებს ამ საკითხის განხილვას,”- ამის შესახებ ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილის თქმით, ცვლილებები უნდა შევიდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესებას. „მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთში დაიწყოს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მილიონობით მოქალაქეს სახელმწიფო ჯარში გაიწვევს. ეს აჩვენებს იმას, რომ ბოროტების იმპერია პუტინის სახით უკრაინაში მარცხდება. ეს არის სასოწარკვეთილი…

მეტი...

,,დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა”- მიხეილ სააკაშვილი

რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერილს ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. ,,დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს – ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით. F35-ით დაბომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას. წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.…

მეტი...

,,მჯერა, დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს”- გიორგი ვაშაძე

,,მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს – აგერ მე და აგერ თქვენ!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  განაცხადა. ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს. ,,ირაკლი კობახიძე პრორუსული “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი თავია, რომელმაც საქართველო რუსეთს შეადარა. უფრო მეტიც, მისი განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს. “ოთხეულის“ ყველა განცხადება და ფორმულირებები არის მისი ხელწერა – არათუ არასდროს გაემიჯნება მათ, არამედ პირდაპირ ამყარებს მტკიცებულებას, რომ არის პრორუსი, გამოდის მხოლოდ რუსეთის და…

მეტი...

,,ვაპირებ გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო პროკურატურას”- ლევან მურუსიძე გოგაშვილს შანტაჟში ადანაშაულებს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მურუსიძის თქმით, სოსო გოგაშვილმა მას სამჯერ მიმართა და ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. მურუსიძე აცხადებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას. ,,ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუს-ის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა. მინდა აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება. მოგეხსნებათ, რომ ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად,…

მეტი...

,,დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს”- კახა კალაძე

,,დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას არასამთავრობო სექტორთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. „დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, წარვადგინეთ კანონპროექტი და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. კანონი ეხება იმას, რომ ცხოველების უხეში მოპყრობა, ცემა, დაზიანება, მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი უწყებები აღასრულებენ“, –…

მეტი...

,,არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“- ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ერთობლივ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელისუფლება არ დაუბრუნდება. „რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება… ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, – განაცხადა კობახიძემ. 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – (mcm.ge)

მეტი...

,,მგზავრების ზოლში მოძრაობის და რიგის პრობლემაა, შესაბამისად, საცობს ქმნიან”- ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ზოგიერთ მეტროსადგურში საცობს მგზავრები ქმნიან, რადგან ზოლში არ მოძრაობენ. მისი თქმით, მგზავრები არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით და ხდება ერთმანეთთან შეფერხებები. ,,მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ „ახმეტელის თეატრთან“ და „ვარკეთილის მეტროსთან“ დაკავშირებით, არის მხოლოდ შესასვლელის პრობლემა. შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე…

მეტი...

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება „არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება“

„ქართული ოცნებია” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას სავიზო რეჟიმის დაწესება „არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება“. „ორჯერ იყო აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ბოლომდე კონტროლქვეშ არის ვითარება. ყველა უწყება ამ კუთხით არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება. ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება ზოგადად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის…

მეტი...

ლატვია თავშესაფარს არ მისცემს არცერთ რუსს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია უარს აცხადებს თავშესაფარი მისცეს რუსებს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ. ,,უსაფრთხოების მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას და არ შეიცვლება 19 სექტემბრიდან შემოღებული შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები”, – წერს მინისტრი. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მეტი...

,,ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რასაც ვერ გავიზიარებთ”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ე.წ. ოთხეულზე. კობახიძის თქმით,  ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ. „მათ განცხადებებში უამრავი დეტალი იყო. ამ დეტალების განხილვისგან თავს ვიკავებდით და ახლაც ვიკავებთ. ამაში ვერ შევალთ, თუ შევალთ, გამოდის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორები, რომელიც გამოქვეყნდა. ამას ვერ გავაკეთებთ და კომენტარს ვერცერთ დეტალში ვერ შევალთ. ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. რა თქმა…

მეტი...

,,გუშინ იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა”- ირაკლი კობახიძე

,,გუშინ იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ გვქონდა პოლიციელების იმედი და პოლიციამ უმაღლეს დონეზე იმოქმედა და აღკვეთა ეს დანაშაული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აქვს და საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა. „პოლიცია გააგრძელებს მუშაობას, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ვითარება არის კონტროლქვეშ. ბუნებრივია, გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აქვს და საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა. მთავარია, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს როგორც პრევენციული, ისე პოსტ-ფაქტუმ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღეს ეს სამინისტრო გამართულად მუშაობს. ეს…

მეტი...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – სასამართლომ კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და მათ პოლიცია ეძებდა, თუმცა, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა. ,,სამართალდამცველებმა ი.ბ. 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში…

მეტი...

მასობრივი პროტესტი ირანში – ირანელი ქალები ჰიჯაბს წვავენ

ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება. პროტესტი არ ცხრება მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა, რომელიც „ჰიჯაბის არასათანადო ტარებისთვის“ დააკავეს. ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან, თმას იჭრიან და სკანდირებენ  სკანდირებენ „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“. მომიტინგეები ანადგურებენ სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებს, ცეცხლს უკიდებენ მანქანებს, ბლოკავენ თეირანის ქუჩებს და სკანდირებენ: “სიკვდილი დიქტატორს”. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებაც. პროტესტის მასობრივი ტალღა 22 წლის მაჰსა ამინას გარდაცვალებას მოყვა. მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო…

მეტი...

12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დეპუტატებმა შეიმუშავეს საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის საპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით, შევიმუშავეთ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გარდატეხისა და ძირეული რეფორმებისთვის საჭიროა უფრო სიღრმისეული ცვლილებები რაც ასევე იქნა მომზადებული ჩვენს მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ფორმატში. თუმცა, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა ყველა იმ პროექტს,…

მეტი...

მკვლელობა საგარეჯოში – ახალგაზრდა კაცი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე ასაკის კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, აიდინ ჰამზაევი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.    

მეტი...

,,აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ განცხადებებს, რაც ყოველდღე უკრაინიდან გვესმის”- გია ვოლსკი

,,აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ იმ განცხადებებს, რაც ყოველდღე გვესმის უკრაინიდან, რომ საჭიროა ომში ჩართვა, ხელისუფლების გადაგდება და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელსაც შეუძლია, ომი დაიწყოს,”– ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. „არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. აშშ და ევროკავშირი უნდა გაემიჯნონ იმ განცხადებებს, რაც ყოველდღე გვესმის უკრაინიდან, რომ საჭიროა ომში ჩართვა, ხელისუფლების გადაგდება და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელსაც შეუძლია, ომი დაიწყოს. ასევე ის, ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. ასეთივე განცხადებები გვესმის მიტინგებზეც. სამწუხაროდ, ერთი კონგრესმენისგანაც გავიგეთ ეგ ამბავი, პირდაპირ მოწოდება,…

მეტი...

,,ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება”- კახა კალაძე

დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებულ პრობლემას ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს. „მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კიდევ ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. შესაბამისად, გამოსავალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქში ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი, რაც ტრანსპორტით…

მეტი...