ჯო ბაიდენი დედოფლის დაკრძალვაზე ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთში იმყოფება. პრეზიდენტი ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად მეუღლესთან ერთად იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.  

მეტი...

ალა პუგაჩოვა, მეუღლესთან ერთად, აგენტების სიაში შეყვანას ითხოვს

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა მეუღლეს სოლიდარობას უცხადებს და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, ისიც აგენტების სიაში შეიყვანონ. ალა პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს მეუღლის, მაქსიმ გალკინის უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების შემდეგ მიმართა.  იუსტიციის სამინისტრომ ტელეწამყვანი და პაროდისტი გალკინი „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიყვანა, რადგანაც ამტკიცებს, რომ ის უკრაინიდან ფინანსდება.  

მეტი...

კრწანისის ქუჩაზე, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.

მეტი...

„აღმოჩენილია ე.წ. წამების ოთახები და მოწყობილობები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხარკოვის იმ დასახლებებში, რომლების ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, აღმოჩენილია წამების ოთახები და იარაღები. „იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებულ რაიონებში, სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურაც ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, დატყვევებული უკრაინელების წამება „სახალხო მილიციის“ სარდაფში ხდებოდა, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს.  

მეტი...

„სისასტიკე იზიუმში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  რუსეთის მიერ  უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს სოციალურ ქსელში აფასებს. „უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

მეტი...

პრეზიდენტი ლანკასტერის სასახლეში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში,  ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით,  თანაგრძნობა გამოუცხადა  სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. ,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით,  გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება. ვფიქრობ, ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

მეტი...

უკრაინის ნავსადგურებიდან მარცვლეულით დატვირთული გემები გავიდნენ

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ნავსადგურიდან მარცვლეულით დატვირთული გემები გადიან. „18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. დღემდე უკრაინიდან გასულია მარცვლეულით დატვირთული 165 გემი.  

მეტი...

პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებასაც დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.  

მეტი...

უკრაინული მხარის  ინფორმაციით, მოკლულია 390 ბავშვი

უკრაინული მხარე რუსეთის სისასტიკესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით,  მოკლულია 390 და დაშავებულია 750 ბავშვზე მეტი. „18 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1147-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 390 ბავშვი და დაშავდა 757-ზე მეტი“, – განმარტავენ პროკურატურაში. აღნიშნულ ციფრებში ოკუპირებული ტერიტორიები და ასევე, ოკუპაციისგან გათავისუფლებული დასახლებები არ შედის.  

მეტი...

შეტაკებებისას, საზღვარზე  ყირგიზეთის 36 მოქალაქე დაიღუპა  

ყირგიზეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში მომხდარ შეტაკებებში დაღუპულია მათი 36 მოქალაქე. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 100-ზე მეტია. მათივე ინფორმაციით, 137 ათასი ადამიანი ევაკუირებულია კონფლიქტის ზონიდან. ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბული ხდება მხარეები კონფლიქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ტაჯიკეთის მხარე მსხვერპლზე არ საუბრობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი. ამ ეტაპზე, საზღვარზე ცეცხლი შეწყვეტილია.

მეტი...

ესტონეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთისთვის დათმობა არ შეიძლება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ მოსკოვის მიზანი  დაშინების საშუალებით საკუთარი  იმპერიული მიზნის რეალიზებაა. მისივე შეფასებით, რუსეთისთვის დათმობა არ შეიძლება. პრემიერის აზრით, რუსეთთან მნიშვნელოვანია ოთხი პრინციპის დაცვა: ·         უკრაინის უპირობო მხარდაჭერა და სამხედრო დახმარების გაზრდა; ·         რუსეთის პასუხისგება სამხედრო დანაშაულებისთვის; ·         სანქციების გამკაცრება და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა; ·         ნატოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საიმედო თავდაცვა. ​

მეტი...

ზელენსკი არ გამორიცხავს, ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური არხებით მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი დაბრუნების და დეოკუპაციის შესაძლებლობა არსებობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ერთ-ერთი საშუალება დიპლომატიური არხებია. „ყირიმი უნდა დაბრუნდეს, სხვა გამოსავალი არ არის. აუცილებელია, მოხდეს ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლებელია, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. უკრაინა და უკრაინელები ამ ვარიანტს უფრო ემხრობიან“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.  

მეტი...

„უკრაინაში რუსი სამხედროების 85% იბრძვის, მაგრამ ისინი ძველმოდურად იბრძვიან“ – ნატოს ადმირალი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის,  რობ ბაუერის ინფორმაციით, რუსი სამხედროების 85% უკრაინაში და რუსეთს სამხედრო ძალების უფრო მეტად გაზრდა არ შეუძლია. მისივე შეფასებით, რუსეთს საყოველთაო მობილიზაცია ომის გამოცხადების გარეშე არ შეუძლია. „ვხედავთ, რომ უკრაინაში შედის ჯარის შეზღუდული რაოდენობა. მათი  მომზადების დონე არც თუ ისე მაღალია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინელები  წარმატებულები არიან, არის ის, რომ რუსები ძალიან ძველმოდურად იბრძვიან. ყველა რუსული ქვედანაყოფი თავის დავალებას უმაღლესი ხელისუფლებისგან იღებს. უკრაინელები ისე სწრაფად დაწინაურდნენ, რომ რუსებს არ მიუღიათ ახალი ბრძანება და უკან დახევა მოუწიათ“, – აღნიშნავს ბაუერი.    

მეტი...

„სანქციებმა რუსეთს დაარტყა, თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება“ – ნატო

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზა. შეუძლიათ ბევრი საბრძოლო მასალის წარმოება. მათ ჯერ კიდევ შემორჩათ ბევრი საბრძოლო მასალა“, – აცხადებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი, რომელსაც როიტერი ავრცელებს. მისი შეფასებით, მსოფლიო ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით, იარაღის მხრივ პრობლემები არ შექმნილა. „სულ უფრო და უფრო ეშლებათ ხელი სანქციებით, რადგან კომპონენტების ნაწილი, რომლებიც მათ იარაღისთვის სჭირდებათ დასავლური წარმოებისაა. ვხედავთ ამის პირველ სერიოზულ ნიშნებს მათი წარმოების უნარის თვალსაზრისით, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების ჩანაცვლებასთან და უფრო მოწინავე იარაღთან დაკავშირებით. თუმცა, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზისი. შეუძლიათ ბევრი…

მეტი...

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

წუხელ წალენჯიხაში, ლია-ზუგდიდის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა  ცხენს დაეჯახა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

მეტი...

კიკეთში 5 პირის დაჭრისა და ერთის მოკვლისთვის დაკავებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულ გ.ნ-ს კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კიკეთში სროლა გუშინ მოხდა. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.…

მეტი...

უკრაინის ინფორმაციით, ხერსონში აფეთქების შედეგად 180-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც რუსები იყვნენ გამაგრებულები რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგად რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ. „უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთო ავტომანქანით გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან“, – აცხადებენ სამხედრო დაზვერვაში.

მეტი...