ეჭვმიტანილი, რომელმაც კიკეთში რამდენიმე ადამიანი დაჭრა და ერთი გარდაიცვალა, დაკავებულია

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ერთ-ერთი კერძო სახლში მოხდა. ეჭვმიტანილმა 10-მდე გასროლა განახორციელა კიკეთში, მეზობლის სახლთან. შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში შევიდა,  სადაც სტუმრები იმყოფებოდნენ. დაიჭრა 4 ადამიანი, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შემთხვევა გათენაშვილების ოჯახში მოხდა. სავარაუდო ბრალდებულის მანქანა კუს ტბის ასახვევთან, ჭავჭავაძის გამზირზეა გაჩერებული, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან. ავტომანქანას ნატყვიარევი ემჩნევა. ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც კრიმინალისტებს ელოდებიან. როგორც პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილის თქმით, დამნაშავე დაკავებულია. მისი დაკავება სოფელ კიკეთში მოხდა. რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, ის შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

მეტი...

კიკეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებისას ორი ქალი დაიჭრა

კიკეთში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ქალი  “ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. არიან სხვა დაჭრილებიც,  ერთი დაჭრილი კი გარდაიცვალა. როგორც შსს-ში განმარტავენ, დამნაშავე იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს ისი დაკავების ოპერაცია. მომხდარ დანაშაულზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, 19-109-ე და 236-ე მუხლებით, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

მეტი...

კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

კიკეთში სროლა იყო. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი იდენთიფიცირებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.  

მეტი...

„პანდემიის შემდეგ მომატებულია დეპრესია, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი“ – ქეთი დალინკევიჩი „მედიაცენტრ მთავარში“

კლინიკური ფსიქოლოგი, ქეთი დალინკევიჩის შეფასებით, პანდემიამ და ჩაკეტილობამ საკმაოდ სერიოზული კვალი დატოვა ბავშვებშიც და მოზარდებშიც. როგორც ფსიქოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ფსიქოლოგთან მომართვიანობა მინიმუმ სამჯერ გაიზარდა გასულ სამ წელთან შედარებით. „სამწუხაროდ, ჩვენთან კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ამერიკულ და ევროპულ კვლევებზე დაყრდნობით, პანდემიის შემდგომ ძალიან გაზრდილია ფსიქიატრიული მდგომარეობები. უცხოური კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულწილად არიან მოწყვლადი კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ“ – განაცხადა ფსიქოლოგმა…

მეტი...

„რაკეტები არ დაფრინავს პარიზის თავზე, ის დაფრინავს უკრაინის ქალაქების თავზე“ – პოდოლიაკი დასავლეთს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართავს და შეახსენებს, რომ რაკეტები უკრაინის ქალაქების თავზე ცვივა. როგორც მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, დასავლეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით არ ეხმარება და აღნიშნულის გამო კრიტიკას გამოხატავს. „დასავლეთის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო ბევრი თანამედროვე და ეფექტური სისტემა აქვს. მაგრამ რაკეტები არ დაფრინავს პარიზის, რომისა და ბერლინის თავზე. ისინი უკრაინული ქალაქების თავზე დაფრინავს. იქნებ, დროა დაიცვათ უკრაინის მოქალაქეები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, თუ დაველოდოთ მასშტაბურ ტექნოგენურ კატასტროფას?“- განაცხადა პოდოლიაკმა მედიასთან.  

მეტი...

რუსეთის მიერ ჩუგუევის დაბომბვას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ჩუგუევში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, 11 წლის გოგონა  ემსხვერპლა. სინებუგოვის ინფორმაციით,  გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა. ,,რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – განაცხადა სინებუგოვმა.

მეტი...

,,ფოთის ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები”- შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CALLIOPE, რომელიც დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით. უწყების ცნობით, გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. „მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CALLIOPE. აღნიშნული გემი დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით – დიზელი 4 044 ტონა. (მიმღები სომხური კომპანია. უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის…

მეტი...

იზიუმის მასობრივ სამარხში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, ბავშვის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 6 წლის ოლესია სპელტაკოვაა. ამასთან, საერთო სამარხში ოლესიას დედის, მამის, დის და ბებია-ბაბუის ცხედრებიც იპოვეს. ,,ხარკოვის რეგიონის ახალგაზრდა მაცხოვრებელს ჰქონდა საკუთარი ინტერესები და ოცნებები. მას სურდა თამაში, სამყაროს შესწავლა, სწავლა. მაგრამ რუსეთიდან არსებები მოვიდნენ მის სახლში. იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს ოლესიას, მისი დედის და 400 სხვა ადამიანის ცხედარი. თუ ეს გენოციდი არ არის, მაშინ რა არის?”- წერს ანტონ გერაშენკო.

მეტი...

,,პუტინი იძულებული იქნება უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს”- პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელი

,,რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინის ომის მიზნები, რადგან დამარცხებები და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს”- ამის შესახებ პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „ახლა მივედით იქამდე, რომ, ვფიქრობ, პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი „ოპერაციის“ მიზნებს, რადგან ახლა ძალიან ნათელია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებდა“, – განაცხადა ბერიერმა.

მეტი...

,,უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. შმიგალი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობას უხდის. ,,უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ეს თანხა აშშ-ის ბოლო დახმარების, $4.5 მილიარდი ნაწილია, რომელიც ამერიკამ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან მიიღო. თანხები მოხმარდება საპენსიო გადასახადებისა და სოციალური დახმარების პროგრამებზე ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას. მადლობელი ვართ პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის”, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”.

მეტი...

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც “იმედინიუსი” წერს, ზაალიშვილის განცხადებით, სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული.  ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო. ცნობისთვის, საქმე ეხება TV პირველის ეთერში 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტს, რომლის ავტორიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა. სიუჟეტი თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა.

მეტი...

,,პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი”- თაკო ჩარკვიანი

,,პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი, დაამტკიცეს კიდეც და გამოხატეს, გაანულეს, მეტი რა ქნას ხალხმა,” –  ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ასოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გიგა ბოკერიას ”ავადმყოფური შური” ამოძრავებს, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. „ჩემი პასუხი (ნასროლ ტალახზე) პირველობის ჟინით შეპყრობილ პოლიტიკურად და „არაპოლიტიკურად“ განულებულ ბოკერიას! 2016 წელს ნაცმოძრაობა პარტია ვინ გახლიჩა, ბოკერიამ, ხო? მიშას ბრძოლა ვინ გამოუცხადა, ბოკერიამ, ხომ ასეა? ციხის ბუნტი იმ წლებში ვინ მოაწყო, ბოკერიამ, ხომ? (იხ ელენე თევდორაძის ჩვენება, პირდაპირ ღია ეთერი დაადო ხელი) ჩვენებები არის ოჯახების,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის,  ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. 19 სექტემბერს კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის…

მეტი...

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექსტროსადგური დაბომბა

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექსტროსადგური დაბომბეს. მისი თქმით, ტერიტორიაზე დაზიანდა ტექნიკა. კირილენკოს ცნობით, რუსეთი ”განზრახ უმიზნებს რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს” და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას.  

მეტი...

,,აწამეს და სიკვდილით დასაჯეს – დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“ – იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ

ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნება. სინეგუბოვის განცხადებით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული. „აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“, – აღნიშნავს სინეგუბოვი. რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი ცხედარია დამარხული.

მეტი...

,,კუპიანსკში ოკუპანტებს შრი-ლანკის 7 მოქალაქე სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის რუსეთისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუს სამხედროებს მოქალაქეები ჩაკეტილი ჰყავდათ. 16 სექტემბერს გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, გათავისუფლებულ ადამიანებს შორის შრი-ლანკის 7 მოქალაქეა. „ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპოვეს წამების კამერები, რომლებშიც შეურაცხყოფა მიაყენეს ოკუპირებული ქალაქებისა და დაბების მშვიდობიან მცხოვრებლებს, ოთახები, რომლებშიც ადამიანები – უცხოელებიც კი იმყოფებოდნენ. კერძოდ, შრი-ლანკის რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე, კუპიანის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი რუსმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოგვიანებით კი სარდაფში ჩაკეტეს”- ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მეტი...

„პანდემიამ მოზარდებში ასოციალურობა და აუტიზაცია გამოიწვია”- კლინიკური ფსიქოლოგი „მედიაცენტრ მთავარში”

„პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა,”- ამის შესახებ კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლინიკური ფსიქოლოგის განმარტებით, პანდემიამ გარკვეული სირთულეები მოზარდებთან ერთად, სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეუქმნა. „პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა. ეს არის ჩაკეტილობა, სახლიდან მუშაობა, სახლიდან სწავლა, სახლიდან ურთიერთობა მეგობრებთან, ანუ ვირტუალური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გაიზარდა ეკრანთან გატარებული დრო. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ბავშვები მეცადინეობდნენ კომპიუტერის დახმარებით. ზოგადად, პანდემიამ არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებშიც…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ომის  დაწყებიდან დღემდე, 54 250 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ომის  დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 54 250 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 54 250 ; ​ტანკი -2 202; ჯავშანტექნიკა – ​4 701; საარტილერიო სისტემა – 1 306; სარაკეტო სისტემა – 312; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168; თვითმფრინავები – 251; ვერტმფრენი – 216; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 911; საკრუიზო რაკეტები – 236; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 571 ; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 121. აღნიშნული მონაცემები, 24 თებერვლიდან 17 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მიმართვაში ბრალდებული 4 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქართდული სამყაროსთვის მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა. უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევა“. პრკურატურის ცნობით,  ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი – სსკ-ის 223’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ. სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8-8 წლით, ხოლო 1 წევრს – 7 წლით…

მეტი...

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. „არ გააკეთოთ ეს“, – აღნიშნა  ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტს არ განუმარტავს, რა რეაგირება ექნება აშშ-ს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი  ქიმიურ ან ტაქტიკუ იარაღს გამოიყენებს. „თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით, რა იქნება ზუსტად? რა თქმა უნდა, მე არ გეტყვით. ამას ექნება შედეგები. ისინი გახდებიან კიდევ უფრო გარიყულები მსოფლიოში, როგორც არასდროს და იმის მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებენ, განისაზღვრება, რა…

მეტი...

„მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამება“ – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი უკრაინაში აღმოჩენილ მორიგ სისასტიკეს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამება. „გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“, – აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში. მათ აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.  

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში  ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის  – 94.6% – აღდგენაა. საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი…

მეტი...

„ნაპოვნია საწამებელი ოთახები, გათავისუფლებულია უცხოელი ტყვეები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, ის 7 უცხოელი ტყვეც გაათავისუფლეს, რომელიც რუსებს ჰყავდათ დაკავებული. „ხარკოვის ოლქში, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რაიონებში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ფიქსირდება რაშისტების ყველა დანაშაული, გროვდება მათი ბრალეულობის მტკიცებულებები. ნაპოვნია საწამებელი ოთახები, სადაც შეურაცხყოფდნენ ოკუპირებული ქალაქების და სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებს, დაწესებულებები, რომლებშიც დაკავებული ჰყავდათ ადამიანები. დაკავებულებს შორის იყვნენ უცხოელებიც. მაგალითად, შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, კუპიანსკის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი დააკავეს რუსმა სამხედროებმა და შემდგომ სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული. მხოლოდ ახლა, ხარკოვის გათავისუფლების შემდეგ, ეს ადამიანები გადაარჩინეს. მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ“, –…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გაეროს 77-ე სესიის მონაწილეებს ვირტუალურად მიმართავს. პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს და იმ საჭიროებებსაც დაასახელებს, რაც დღეს უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. ზელენსკის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას ვირტუალურად მიმართვასთან დაკავშირებით კენჭისყრაც გაიმართა. მას მხარი 101-მა  ქვეყანამ დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო,  19-მა კი თავი შეიკავა. წინააღმდეგი ქვეყნები იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა, სირია და კუბა. ჩინეთმა კი თავი შეიკავა. ასამბლეა კი 20-26 სექტემბერს ჩატარდება.  

მეტი...

„ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით, საკონტრაქტო ნაწილით ვიბრძვით“, –  პუტინი უკრაინაზე

პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაზე იერიში სრული ძალებით არ მიუტანია და მხოლოდ არმიის ნაწილით იბრძვის. აღნიშნული განცხადება მან უზბეკეთში, სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა, „კიევის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს და ატარებენ აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება და რით დასრულდება ის. ჩვენი მიზანი დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებაა. ეს სამუშაო გრძელდება, უკრაინის არმიის კონტრშეტევის ყველა მცდელობის მიუხედავად. ჩვენი შეტევითი ოპერაციები დონბასში არ წყდება, ისინი მიმდინარეობს. მიმდინარეობს არა დიდი ტემპით, თუმცა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად რუსული არმია იკავებს ახალ-ახალ ტერიტორიებს. მე ყურადღებას გავამახვილებ, რომ ჩვენ ხომ არასრული არმიით ვიბრძვით, ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით,…

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა იზიუმში იგივე გაიმეორა, რაც ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები არსებობს. მისი შეფასებით, რუსეთმა  იზიუმში იგივე ჩაიდინა, რაც ქალაქ ბუჩაში. „გრძელდება იზიუმთან მასობრივი სამარხის ადგილზე ცხედრების ექსჰუმაცია. ამჟამინდელი მონაცემებით, დადგენილია 440-ზე მეტი საფლავი. იქ დამარხული ადამიანების რაოდენობაზე ჯერ ადრეა საუბარი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არის ადამიანების წამების, მათი შეურაცხყოფის მკაფიო მტკიცებულებები. არის მტკიცებულებები, რომ რუსი სამხედროები, რომელთა პოზიციები აღნიშნული ადგილის სიახლოვეს იყო, მოკლულებს გასართობად ესროდნენ. მსოფლიომ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა იქონიოს. რუსეთმა გაიმეორა იზიუმში ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ხარკოვის…

მეტი...

რუსეთი სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად,  სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. „ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა უზბეკეთში გამართულ პრესკონფერენციაზე . მან მსოფლიოში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა. „თავად იფიქრონ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ნუ გვაბრალებენ ჩვენ თავიანთ შეცდომებს“ – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

უკრაინა რუსეთს გარიგებას სთავაზობს

​ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან სალაპარაკოდ არ დაჯდება, თუმცა, ერთ საკითხზე, თანახმაა გარიგება შედგეს. უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან“ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს. „წინააღმდეგი ვარ, ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

უკრაინაში მასობრივი სამარხების აღმოჩენით ევროკავშირიც შოკირებულია

უკრაინის ქალაქ იზიუმში, რუსების მიერ დახოცილი უკრაინელების სამარხების აღმოჩენით ევროკავშირი ღრმად შოკირებულია. „ევროკავშირი ღრმად შოკირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი მასობრივი სამარხით. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს მთელ უკრაინაში“, – განაცხადა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. მისივე შეფასებით, რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის, პირი ვინც ჩართულია უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმდინარე დარღვევებში, პასუხს აგებენ.  

მეტი...

იზიუმში ჩადენილი სისასტიკით თეთრი სახლი შოკირებულია

უკრაინის ქალაქ იზიუმში ჩადენილ რუსულ სისასტიკეს მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან და ემოციებს ვერ მალავენ.  თეთრი სახლი ამ მორიგ სისასტიკეს, უკრაინელების სამარხების აღმოჩენას შემაძრწუნებელს უწოდებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გასამარჯვებლად. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას ომის დანაშაულებისა და სისასტიკის დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები უკრაინაში სჩადიან. ასევე, რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას დაეხმარება“ – განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ იზიუმში, ტყის მასივში, ნაძვნარში, უკრაინელები მორიგი სამარხები იპოვეს, სადაც რუსების მიერ დახოცილი ასობით უკრაინელის გვამია.  

მეტი...