შანხაის სამიტის მონაწილეებმა დეკლარაციას ხელი მოაწერეს

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მონაწილეებმა სამარყანდის დეკლარაცია გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით,  ტერორიზმის. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით   ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ 2023 წელი ტურიზმის წლად გამოაცხადა. დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ღიაა ფართო თანამშრომლობისთვის. წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ კოსმოსის დაცვას ნებისმიერი სახის იარაღისგან და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა. შეგახსენებთ, რომ სამიტის მონაწლეებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და ლუკაშენკო. მათ ინდივიდუალური შეხვედრებიც გამართეს, სადაც არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ.…

მეტი...

ჯერ აწამებდნენ, შემდეგ კლავდნენ – რუსეთის მორიგი სისასტიკე

უკრაინის ქალაქ იზიუმში, სადაც მორიგი სასაკლაო აღმოაჩინეს, საერთაშორისო მედიას ჩაიყვანენ და საკუთარი თვალით აჩვენებენ იმ სისასტიკეს, რაც რუსულმა ჯარმა ჩაიდინა. ტყე მიცვალებულებითაა სავსე. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც რუსულ ჯარებს ჰქონდათ ოკუპირებული და უკრაინამ დაიბრუნა. გვამებით მოფენილი ნაძვნარი შოკისმომგვრელი სანახავი იყო. გვამები თავად ადგილობრივებმა თავიანთი ძალებით დამარხეს, თუმცა, სანამ სპეციალური ჯგუფი არ იმუშავებს არავინ იცის ვინ არიან გარდაცვლილები. როგორც გაირკვა, რუსი ჯარისკაცები, უკრაინელებს ჯერ აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ, მოკლულთა შორის არიან ბავშვებიც.  

მეტი...

თურქეთი რუსულ გაზს რუბლში შეისყიდის  

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მყოფი თურქეთისა და რუსეთს პრეზიდენტები არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის, თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი რუსული გაზის 25%-ს რუბლში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას. პუტინის განცხადებით, რუსეთს პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლია

მეტი...

პუტინის განცხადებით, რუსეთს პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლია

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და მათ შორის იყო რუსეთში სურსათის ექსპორტის თემა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, ამ საკითხის მოგვარება თურქეთის გავლით არის შესაძლებელი. „მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს შესაბამისი სიგნალები, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლითაც. ვგულისხმობ, რომ თურქეთი საიმედო პარტნიორია ამ მხრივ და შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიით საიმედო მიწოდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებში, რადგან ჩვენ ძირითადად იქ ვყიდით პროდუქციას“, – განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას, რომლიც თურქეთის პრეზიდენტთან გამართა. მისივე ინფორმაციით,  თურქეთი რუსეთიდან…

მეტი...

,,შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება, ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შურისძიება სამართლიანად საშინელი იქნება, ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, მასობრივ სამარხების აღმოჩენას, სადაც სადაც ნაწამები უკრაინელების ცხედრები იპოვეს. ზელენსკის თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას ტოვებს. ,,მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს სამყარო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი. მაგრამ ეს ყველაფერი არის და მისი სახელია რუსეთი. იზიუმში მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. რუსეთი მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას ტოვებს. მკვლელები ჯალათები მოკლებული არიან ყველაფერს ადამიანურს. ვერ გაიქცევი, ვერ დაიმალები. შურისძიება…

მეტი...

,,რუსი ტურისტების არსებობა ევროპაში უკვე შემცირდა 9-ჯერ – ასე ხდება, როცა მთელ დემოკრატიულ სამყაროს უცხადებ ომს”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთს ბიუჯეტის შევსების პრობლემები აქვს, მიუხედავად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელები სამხრეთს ორივე მიმართულებით უტევენ და უნდა ველოდოთ დიდ გარღვევას. ,,მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ დაიბრუნა მანამდე რუსეთის ჯარით გაძეძგილი 8000 კვ/კმ ტერიტორია, მხოლოდ ხარკოვის მთლიანად გათავისუფლებულ ოლქში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და აღადგინა კონტროლი რუსეთთან საზღვარზე. ეს უტოლდება რამდენიმე ცხინვალის რეგიონს ან პრაქტიკულად მთელს აფხაზეთს. ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გუშინ ოფიციალურად აღიარა, რომ ამ ოლქში, რომელიც მანამდე მთლიანად დაკარგულად ითვლებოდა, მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები.…

მეტი...

იზიუმში, მასობრივ საფლავში ნაპოვნი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს შემოხვეული, ნაწილს კი ხელები შეკრული

რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში, მასობრივ სამარხებში აღმოჩენილ ცხედრების ნაწილს კისერზე თოკი აქვს შემოხვეული, ხოლო ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის, სერგეი ბოლვინოვის ინფორმაციით, იზიუმში იპოვეს მასობრივი საფლავი, სადაც 440-ზე მეტი ცხედარია დამარხული. ცნობისთვის, იზიუმი საოკუპაციო ძალებს 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული.

მეტი...

,,უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე”- ალიევი

,,ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევის თქმით, 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, რაც მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს. ,,აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს”- პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომზე

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე. „მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ – უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ – ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

,,დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისგან”- გოგაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილს,  4 საათიანი გამოკითხვა აფგან მუხთარლის საქმეზე დასრულდა. გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაასახელა ის პირები, რომლებიც მუხთარლის საქმეში მონაწილეობდნენ. ადვოკატის თქმით, დასახელებულთა სიაში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილიც არიან. ,,მან დაასახელა მანამდე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში არსებული ფიგურანტები. ჩვენებაში იოსებ გოგაშვილმა დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ვახტანგ გომელაურიც. ასევე დასახელებულია კუპრაშვილი, ერთ-ერთი ფიგურანტი, შემსრულებელი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა აღნიშნული დავალება.  მან განაცხადა, რომ გაიცა კონკრეტული დავალებები იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლისა, სადაც სავარაუდოდ თავისუფლება…

მეტი...

„უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს”- ოლაფ შოლცი

„უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა“,-  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. კანცლერის თქმით, გერმანიამ და ევროპამ პუტინის ამბიციებს ძლიერი ჯარები უნდა დაუპირისპიროს. „რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს: აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელიც თავს დამნაშავედ ცნობს. „დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, – განაცხადა ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა. მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, რომ  გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ რადგან ის დანაშაულის ჩადენის დროს, შეზღუდული შერაცხადობის პირობებში იყო, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო. შეგახსენებთ,  მკვლელობა თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს, დანით 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

,,ამ თვითმარქვიებს ჩვენს მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ: “გადაჯექით, გადაჯექით!”- რომან გოცირიძე ე.წ. ოთხეულზე

,,ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა. გოცირიძის თქმით, კელი დეგნანის განცხადება ნიშნავს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, საუბრობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ოთხეულის ენით. „ამერიკის ელჩი როცა ამბობს, რომ ამ ოთხეულის პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენო, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი? – სახელმწიფო მდივანი. ფაქტობრივად ელჩი ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, არის თუ არა ეს ვითომ განდგომილები და „ქართული ოცნება“ ერთი და იმავე. უფრო შორს თუ…

მეტი...

,,კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ძლიერი მხარე არ არის”- ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ძლიერი მხარე არ არის. მისი თქმით, ეს არჩევნებით მტკიცდება. „NDI ჩვენს ქვეყანას ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის გადამზადებასა და ტრენინგებში, მაგრამ კვლევების პოლიტიკური ნაწილი მაინცდამაინც მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს არჩევნებით მტკიცდება. დარწმუნებული ვარ, ახლაც საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული განწყობა გვაქვს, თუმცა ერთ ტენდენციას ნამდვილად ასახავს – მმართველ პარტიას გაცილებით მეტი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, ვიდრე ერთად აღებულს ოპოზიციას. პროცენტებში არ შევდივარ, რადგან არ ვეთანხმები, ვინაიდან NDI-ის ძლიერი მხარე კვლევები არ არის. უნდა ითქვას,…

მეტი...

,,კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს”- გია ვოლსი

„კვლევებს ჩვენც ვატარებთ. კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არ აქვს. ,,წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ – საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არა აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელი არ არის ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა! გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან ოდესმე ვინმეს…

მეტი...

,,ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილება იმის გამოა, რომ ვერ შეძლეს ხელისუფლების ცვლილება”- ბადრი ჯაფარიძე

,,ოპოზიციური პარტიების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში,”- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  NDI-ის კვლევის შედეგების, იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილებაა. ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა იმითაა გამოწვეული, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება. „პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით. ვითარება ძალიან მძიმეა. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. მე ასეთი შეფასება ბოლო წლებში არ მახსენდება. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. ,,კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, – განაცხადა პრემიერმა. არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია. „მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი,…

მეტი...

ჩინეთში ცათამბჯენი დაიწვა

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ცათამბჯენში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მათივე ინფორმაციით,  რამდენიმე ათეული სართული  იწვის. შენობაში სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, China Telecom-ის ოფისია განთავსებული. „მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობისა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დაიწყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საკუთარ ოფისში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა

ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის  გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო დღეს, საკუთარ ოფისში, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.  აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანაშემწე ვიტალი კისელევზე დაყრდნობით ავრცელებს. „სერგეი გორენკო ლუგანსკში გენერალური პროკურატურის შენობაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა“,- განაცხადა კისელევმა.

მეტი...

,,დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი გათავისუფლებულია. მისივე თქმით, რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ,,დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია”, –…

მეტი...

კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის 38% ფიქრობს, რომ  ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა უმნიშვნელოა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია წინა წლებთან შედარებით კლებადია. ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მეტი...

,,ოთხეულმა ისე შეტოპა, ისე გააჭენეს და ისეთ დაუკრეფავში არიან, რომ თავად ვერ ჩერდებიან”- ალეკო ელისაშვილი

,,ამ ოთხეულმა ისე შეტოპა, ისე გააჭენეს და ისეთ დაუკრეფავში არიან, რომ თავად ვერ ჩერდებიან,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ მათთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. „პრემიერის განცხადება სწორი იყო. წერტილი უნდა დასვა და უსასრულო პინგპონგში არ უნდა იყო – დასავლელი მოკავშირეების ლანძღვაში. ამ ოთხეულმა ისე შეტოპა, ისე გააჭენეს და ისეთ დაუკრეფავში არიან, რომ თავად ვერ ჩერდებიან. ქვას რომ დაღმართში დააგორებ და ვერ ჩერდება, ასე არიან. რაღა თქვან აღარ იციან, არც თემა აქვთ, არც სალაპარაკო, რაღაცას…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა

„საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილის საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითრების ახალ ეტაპზე გადავიდა. „დღეს, ყველა ობიექტური კვლევით, აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და…

მეტი...

გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება; 29% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 23%-ის აზრით კი, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, თბილისის მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 22%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება; 20% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მეტი...

ახალგაზრდების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. კითხვაზე –  თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასე გადანაწილდა: 65% – არა;  29% – კი; [ 18-34 წლის ასაკი]; 55% – არა; 41% – კი [35 – 54 წლის ასაკი]; 48% – არა; 47% – კი [55+ ასაკი] ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-…

მეტი...

გამოკითხვით, მოსახლეობას გაცილებით დაბალი შემოსავალი აქვს, ვიდრე 5 წლის უკან

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევით, გამოკითხული მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესებულია. გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა ცუდია; 38%-ის აზრით, საშუალო და მხოლოდ 4%-ის აზრით – კარგი. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის თქმით, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. კითხვაზე: 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ, პასუხები შემდეგია: 45% – „ნაკლები“; 34% – „იგივე“; 20% – „მეტი“.  

მეტი...

კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს, ნატოში – 69%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის. კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს?- პასუხები ასე გადანაწილდა: პროდასავლური – 47%; პროდასავლური, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – 31%; პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან – 7%; პრორუსუსლი – 2%; არ ვიცი – 12%; გამოკითხულთა 65%  მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? შედეგები…

მეტი...

ყოველი მესამე გამოკითხულს საკვების ფული არ აქვს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევით, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა აცხადებს, რომ საკვების ფულიც კი არ აქვთ. გამოკითხულთაგან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. კითხვაზე:  ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, პასუხები შემდეგია: არასდროს – 39%; ყოველთვე ან უფრო ხშირად – 30%; უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე – 29%.  

მეტი...

პრემიერის საქმიანობას 28% კარგად აფასებს, 35% – ცუდად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობა არ მოსწონს. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% – კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. პრეზიდენტის საქმიანობას 12% კარგად, 40% კი ცუდად აფასებს

მეტი...

9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 41% – ცუდად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ცუდად აფასებს. 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% – ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის – 4% -მა. გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. „პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებასა და მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის არსებული უფსკრული არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას სურს პოლიტიკოსებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად იმუშაონ. მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, პოლიტიკურმა აქტორებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზე და საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე უნდა მიმართონ”, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

მეტი...

პრეზიდენტის საქმიანობას 12% კარგად, 40% კი ცუდად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიც კვლევით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაზრდილის. როგორც NDI-ის კვლევაში ვკითხულობთ, ნეგატიურადაა გაწყობილი გამოკითხულთა 40%. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, შედეგი შემდეგია: გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% – კარგად;  43%-საშუალოდ; 40%-ცუდად აფასებს; 5%-მა პასუხი არ იცის.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – როგორის გამოკითხვის შედეგები?!

გამოკითხულთა უმეტესობას პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნია და გაურკვევლობაშია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13% სხვა პარტიებს; 54%-მა კი არ იცის. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.  

მეტი...

გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხება. კითხვაზე: 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. გსმენიათ თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ, პასუხები შემდეგია: 62 % ამბობს – „დიახ“, 30 %-ის  – „არა“, 8 %  „არ ვიცი“. აქვე, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. 62 %-დან, ვისაც სმენია, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, 56 % ამბობს, რომ „საქართველოს…

მეტი...

17-18 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

 ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს. ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილების გადაადგილება მიცკევიჩის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გამრეკელის ქუჩის გავლით,  ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელისა და ტანძიის ქუჩების საშუალებით. რაც შეეხება ზაარბრიუკენის…

მეტი...

სომხეთის მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის თავდასხმას 135 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთი მათ საზღვარზე აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებების განახლების შედეგად დაღუპულებზე საუბრობს. როგორც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცხადებს, დაღუპულია 135 ადამიანი. „დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი დადასტურებული მსხვერპლთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ბევრი დაშავებულია“, – აღნიშნა  ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.  

მეტი...

„თუ გინდათ ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა „გაატაროთ“, ასე არ გამოვა“ – იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი გუნდი ანტიამერიკულ პროპაგანდას უნდა გაემიჯნოს. როგორც ხვიჩია ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თემის „გატარება“ არ გამოვა. „ელჩის განცხადებაში ახალი არაფერი იყო. ყველანი ვგრძნობდით იმას, რაც მან თქვა. კერძოდ, იმას, რომ “ქართული ოცნება” და ეს „ოთხეული“ განუყოფელი ხალხია. შესაბამისად, ამ ფინტის შესრულება დამაჯერებელი არავისთვის იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკვეთრი გამიჯვნა ანტიამერიკული პროპაგანდისგან. თუ თქვენ გინდათ ელჩის და პოლიტიკოსების კინკლაობა „გაატაროთ“, ასე არ გამოვა – ასე ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები-ო, ეს თქვა ელჩმა, როგორც მე გავიგე,”- განაცხადა ხვიჩიამ მედიასთან. საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონიდან…

მეტი...