,,20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა”- სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, არამ ტოროსიანის ინფორმაციით, გუშინ საღამოს 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის შეწყდა ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, რაიმე ინციდენტები  ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. „ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხური დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბსოლუტური სიყალბეა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ოფიციალური ახალი ამბებით“,- განაცხადა არამ ტოროსიანმა.

მეტი...

,,რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს”- ალექსეი დანილოვი

,,რუსეთი განწირულია დაშლისთვის და ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს, თუმცა პროცესები სწრაფად არ წარიმართება,” – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, მალე ბევრი რუსი გამოჩნდება, რომლებიც შეეცდებიან პუტინის ქმედებებისგან განცალკევებას. „ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთისთვის არ არის ძალიან სასიამოვნო, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება. ისინი უკვე ეძებენ, ვინ იქნება მემკვიდრე პუტინის შემდეგ. დღეს კი ხვდებიან, რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს კონტროლირებადი. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ 1991 წლიდან რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი ექსპერიმენტით, სადაც იყო ვითომდა დემოკრატიის ხანმოკლე პერიოდი, რომელიც გაგრძელდა არაუმეტეს 1.5-2 წლისა“, – აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.

მეტი...

,,Covid 19-ის დასასრული ახლოვდება”- ჯანმოს- ხელმძღვანელი

,,Covid 19-ის დასასრული ახლოვდება,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო არასოდეს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად. ,,ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს” – დასძინა გებრეიესუსმა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. პრეზიდენტის პრესცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ზელენსკიმ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმებაც. უკრაინული მედიის ცნობით,  წინასწარი ინფორმაციით, ავარია შემთხვევითობა იყო და არა ტერაქტის მცდელობა.

მეტი...