,,მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინელ მებრძოლებს მიმართა. ზელენსკის  თქმით, მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელი მებრძოლების ქმედებებით. ,,ჩვენი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. დაინახავთ, როგორ ბრწყინავენ ჩვენი ხალხის თვალები და დაინახავთ გაქცეულ ოკუპანტებს, რომლებიც ამას კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ჩვენ კი ამას, გამარჯვებას დავარქმევთ,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს. “შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში – არის მსხვერპლი

სროლა სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში – წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, ხოლო დაჭრილია სულ მცირე 4. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით,”– ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ტერორისტებთან, მათ კი, ვისაც უკრაინის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდათ, ბოდიში უნდა მოიხადონ. „პუტინის მიერ ჩაფიქრებული გენოციდის გეგმა, სურვილი, რომ უკრაინა რუკიდან წაშლილიყო, ჩავარდა. ის არ არის მოლაპარაკების პოზიციაში. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით“, – წერს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.    

მეტი...

,,სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არაა ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც თქვენთან „მეგობრობა და ძმობა“- ზელენსკი რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება. ზელენსკის თქმით, სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი უკრაინისთვის არაა ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორიც რუსეთთან„მეგობრობა და ძმობა“. „უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება. კარგად წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სინათლის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლისა…

მეტი...