„ბევრ ნარკოტიკს ვიღებდი, ჩაისა და ყავაშიც ვყრიდი“ – ორსული ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული

24 წლის გოგა გზირიშილი დღეს სასამართლოში ყვებოდა როგორ მოკლა 22 წლის ფეხმძიმე ცოლი. მან მეუღლეს დანა 30-ჯერ დაარტყა. ეს ყველაფერი კი ორ წლამდე ბავშვის თანდასწრებით მოხდა. როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, ის, რაც მან ჩაიდინა, ნარკოტიკების ზემოქმედების ბრალია, თუმცა, ბრალდების მხარე სხვა მოტივზეც საუბრობს. ეს მოტივი კი ეჭვიანობაა, რომ ბრალდებული მეუღლის მობილური ტელეფონის გაკონტროლებას ცდილობდა და ეჭვიანობდა. ბრალდებულია აღიარებით ჩვენებას, სასამართლო დარბაზში  მოკლული გოგოს ოჯახის წევრებიც ისმენდნენ. „რომ დავარტყი, არ მახსოვს. დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი. ბოლო დროს ბევრ ნარკოტიკს ვიღებდი, ჩაისა და ყავაშიც კი ვყრიდი ნარკოტიკს“ – აცხადებდა…

მეტი...

ფეხმძიმე ცოლისთვის მიყენებული 30 ჭრილობიდან 10 სასიკვდილო იყო

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის საქმის პროკურორის – ლევან ჟორჟოლაძის განაცხადებით, 30 ჭრილობიდან, რომელიც ქმარმა ცოლს მიაყენა, 10 სასიკვდილო იყო. „საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ არის დადგენილი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც, ის ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს. მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციაა მოცემული, რომ მას გარკვეული ფსიქიკური ნაკლი გააჩნდა.  მას ეს ხელს არ უშლიდა, ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად, მას შეუძლია, პასუხი აგოს. მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია უშუალოდ სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ყველა ჭრილობა საერთო ჯამში სიკვდილის…

მეტი...

6 თვეში, ბელგიას თავშესაფრის მოთხოვნით 613 საქართველოს მოქალაქემ მიმართა, მოთხოვნა გაზრდილია

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ ბელგიის სამეფოა. როგორც საქართველოში სტუმრად მყოფი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური აცხადებს,  საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ემიგრანტების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. „მათ, ვინც ჩამოდის ბელგიაში, მოუწევთ ქვეყანაში შესვლის პირობების დაკმაყოფილება,  ვიზის გარეშე ბელგიაში დარჩენა მხოლოდ განსაზღვრული პერიოდით. საზღვარზე იქნება მკაცრი შემოწმება. თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვარზე, ან ვიზის გარეშე მოგთხოვენ საქართველოში დაბრუნებას, და თუ საჭიროა, ძალით დაგატოვებინებენ ქვეყანას. ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტური პროცედურა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის აკრძალვას. ბოლო რჩევა, რომელიც მინდა, გავცე, არის ის, რომ საქართველო…

მეტი...

ბელგია საქართველოდან ემიგრანტებს თავშესაფარზე უარს ეუბნება

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივნის, ნიკოლ დე მურის განაცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფარს ვერ იღებენ. მისი განმარტებით, მიზეზი მარტივია – ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს. „ველოდები, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მეტ განვითარებას  საქართველოში. მივესალმები იმ ქართველებს, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება, სწავლა ან მუშაობა ბელგიაში. ამისთვის კი ჩემი ქვეყანა შემოიღებს სპეციალურ პროცედურებს და კრიტერიუმებს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი არის ამ პროცედურების უფრო კარგად გამართვა, რადგანაც შევნიშნე, რომ ვრცელდება ბევრი ე.წ. ფეიკნიუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, მიგრაცია ბელგიაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია, რომ მათ არ დახვდეთ არასასიამოვნო სიურპრიზები ბელგიაში…

მეტი...

,,ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ”- გოგაშვილი

,,ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ მეც ვიყავი,”- ამის შესახებ  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნი სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში წერს. გოგაშვილის თქმით, ვლადიკავკაზში აირზენას ჩარტერით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, ორივე პილოტი ისმინებოდა. ,,სამხილებლად რუსულ სპეცსამსაურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროვებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო, ვიდეო, ფოტო და ა.შ.) რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას აირზენას ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით.…

მეტი...

,,დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც დაიმალება”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. დანილოვი მედვედევს ურჩევს, ისეთ სახელმწიფოზე იფიქროს, სადაც დაიმალება. ,,დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც დაიმალება და შეწყვეტს “რუსეთის”  წერას დიდი ასოთი. ის უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ “მათ ჯერ უკანაც კი არ დაუხევიათ”, – წერს დანილოვი. ,,ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით”- მედვედევი ზელენსკის – (mcm.ge)

მეტი...

საჯარო სკოლებში ახალი პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ

საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „სამხედრო საქმე“ იწყება, მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.  აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით,…

მეტი...

ბორჯომში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი ქალი  სავარაუდოდ ხანდაზმული ქალია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება. ,,ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება,”- ნათქვამია ათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. „საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის…

მეტი...

„ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს. „ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. ,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველად დასახული მიზნები არ მიიღწევა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა”- ლადო კახაძე

,,ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც აქ ვართ, დედის მოვლენილი ვართ. ახლა ბებია ვინ არის? ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძემ განაცხადა. ცნობისთვის,  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. როგორც კახაძემ თქვა, მოცემული საკანონმდებლო წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას. ,,სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, ჟურნალისტმა მკითხა, ბებიის დღეს აწესებთ თუ არაო. ჩემი პასუხი ასეთი იყო: ცხოვრებაში ქალზე წინ არავინ დამიყენებია. ქალის დამსახურებას ვერასოდეს შევადარებ კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა, ვინც…

მეტი...

,,საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა”-ალექსანდრე დარახველიძე

,,საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტებში მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა და ოფიცრები, ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს. ,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოს. ჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი კაცი ადგილზე გარდაიცვალა,  3 მგზავრი კი დაშავდა.  

მეტი...

,,ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს”- მამუკა მდინარაძე

,,ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, იმ ქვეყნის ინტერესები გაატაროს, რომელიც აწყობს. „ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი – აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს – ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს…

მეტი...

,,მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა გონივრული პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით”- ირაკლი ღარიბაშვილი

მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეფექტიანი მუშაობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ  ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის…

მეტი...

,,გოგაშვილი გომელაურის, საქართველოსა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ ინსტრუმენტალური აგენტია”- მამუკა მდინარაძე

,,იცით, გოგაშვილმა თავისი განცხადებები როდის დაასრულა? – როცა ჰყვებოდა, მოსკოვში სიები იგზავნებოდაო. გულწრფელად ვუთანაგრძნობ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს აგზავნის,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სოსო გოგაშვილი გომელაურის და საქართველოს, ასევე ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის ინსტრუმენტალური აგენტი. „იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი, როგორც ვახტანგ გომელაურია. სოსო გოგაშვილი გომელაურის და საქართველოს, ასევე ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ ინსტრუმენტი – აგენტი იარაღი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბის ე.წ. ნიუსს პოვოდი. ანუ, ნიუსს თავისი საფუძველი ხომ სჭირდება? – „ტვ…

მეტი...

,,მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება”- ირაკლი ღარიბაშვილი

მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის…

მეტი...

,,ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება და არა “გიჟი ჯაფარა” რომ დარბის და ზომავს როდის შემოვარდეს”- ირაკლი ზარქუა

,,ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა “გიჟი ჯაფარა” რომ დარბის და ზომავს როდის შემოვარდეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ოპოზიციის ქმედებები ადასტურებს, რომ მათ დიალოგი და ეროვნული თანხმობა არ სურთ. „საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია ეს გამოვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა ლობისტები, თუ გარე ფასიანი ლობისტები. პირველი პუნქტი, რაც გვითხრა ევროკომისიამ, მას არ ასრულებენ და არღვევენ. დამთავრებული არ ჰქონდა 12 პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი ევროკომისიას და უკვე გადადგომით,…

მეტი...

,,გასულ წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი”- ღარიბაშვილი

,,გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  10.4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი. „დღეს მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მანამდე მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,  10.4%-ით და წელსაც დავიწყეთ…

მეტი...

,,ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება“ – სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები რუსეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობენ. მისივე თქმით, 2016 წელს  ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვლადიკავკაზში, “ფსბ”-ს საიდუმლო ბაზაზე, სოსო ჭელიძესთან და ირაკლი ჩიმაკაძესთან ერთად იმყოფებოდა. გოგაშვილის თქმით, “ფსბ”-ს გენერალთან საუბრის თემა ბორტნიკოვისა და ვახტანგ გომელაურის შეხვედრის დაგეგმვა იყო. ,,საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა. არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის…

მეტი...

,,რუსეთმა, სავარაუდოდ, ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან. უწყების ცნობით, უკრაინის სამხრეთით, ხერსონთან ახლოს რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს ფრონტის ხაზზე  საკმარისი რეზერვის მიტანა მდინარე დნეპროს გავლით. მათივე შეფასებით, სამხრეთში უკრაინული შორი მოქმედების არტილერია ახლა ისე ხშირად ურტყამს მდინარე დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მათი შეკეთება და ძალების მომარაგება. „უკრაინის სწრაფ წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. უკრაინაში განლაგებული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

,,სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა”- ლევან იოსელიანი

,,პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა,”- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას. იოსელიანის თქმით, მოკლე დროში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთული იქნება. „მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა. მათ შეიძლება, რაღაც საერთო ინტერესები ამოძრავებდეთ და ამ საერთო ინტერესებმა გარკვეულწილად განსხვავებული მოქმედება აიძულოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წლებია, ერთმანეთს ლანძღავენ და უშვერ გამონათქვამებს არ იშურებენ, ყველას კარგად გვესმის, ერთმანეთის მეგობარი რომ არ გახდება. ამ შერიგების უკან…

მეტი...

ბათუმში, კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით,  აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, შემთხვევის შედებად არავინ დაშავებულა. აფეთქების შედეგად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

მეტი...

,,ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით”- მედვედევი ზელენსკის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება და  უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. მედვედევის თქმით, ,, ამჟამინდელი “ულტიმატუმები” საბავშვო მოთელვაა მომავლის მოთხოვნებთან შედარებით”. „ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ამჟამინდელი “ულტიმატუმები” საბავშვო მოთელვაა მომავლის მოთხოვნებთან შედარებით და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, – წერს მედვედევი. ,,ჩემი პრინციპია, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი – (mcm.ge)

მეტი...

,,ვერ გეტყვით, რამდენად იქნება სალომე ზურაბიშვილი ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს”- ანრი ოხანაშვილი

,,ვერ გეტყვით, რამდენად იქნება სალომე ზურაბიშვილი ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესი მართოს,” -ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ეროვნული თანხმობის საკითხე პრეზიდენტის განცხადებას. მისივე თქმით, იდეა კარგია და ყველა უნდა აკეთებდეს საქმეს, რომელიც პოლარიზაციას შეამცირებს. „როგორ შეიძლება ამ იდეის მოწინააღმდეგე იყოს ვინმე, ვინც საღად აზროვნებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად პოლარიზებული გარემო იყოს. რა თქმა უნდა, იდეა კარგია, ყველა უნდა ვაკეთებდეთ საქმეს, რაც პოლარიზაციას შეასუსტებს. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ვართ, ამიტომ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა იქნება ამ პოლარიზაციის შემამსუბუქებელი გარემოება. ამისთვის მზად ვართ…

მეტი...

,,შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს”- იაგო ხვიჩია

,,შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით – არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ან პოლიტიკური საკითხები გადაიჭრას,”- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას შეფასებით, „შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“. „თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან – მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით, ეს რთული იქნება, ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა ეფექტიანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ისაუბრა შერიგებაზე, მაგრამ ახლა საქმეც უნდა მოაყოლოს. უნდა გაჩნდეს მექანიზმი, რაც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ასეთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი შეწყალების მექანიზმია. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს…

მეტი...

,,ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს. მათივე ცნობით, წარმატება გამოწვეული იყო იმ კამპანიის შედეგად, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. როგორც  ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, მიმდინარე კონტრშეტევები ომს ვერ დაასრულებს და კონფლიქტი 2023 წლამდე გაგრძელდება. ,,უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება. უკრაინამ ომის მიმდინარეობა სათავისოდ შეცვალა.  კიევი, დიდი ალბათობით, უფრო და უფრო ხშირად უკარნახებს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილს და ხასიათს, რუსეთის რეაგირება კი უფრო და უფრო ხშირად იქნება…

მეტი...

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ტერესა მორეირა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; დირკი ბუშლე, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე; შარუნას კესერაუსკასი, ლიეტუვის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი; თეოდორ ტანერი, ავსტრიის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი. დაგეგმილია ხუთი…

მეტი...

,,რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ უკან დატოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს”- უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ისე გარბიან, რომ უკან დატოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს. ,,რუსი დამპყრობლები უკრაინელ ჯარისკაცებისგან ისე გარბიან, რომ უკან დატოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს. და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მათ დანიშნულებისამებრ – მტრის წინააღმდეგ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვში რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბობმბეს. საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსს ნოვობავარსკის რაიონში ესროლეს. მისივე ცნობით, ხარკოვში წყალმომარაგება ღამით აღდგა. მეტრო და სახმელეთო ელექტროტრანსპორტი კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მეტი...

,,საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. „დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა…

მეტი...

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

61 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა. მიხეილ გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. მას შესრულებული აქვს არაერთი კინო-როლი. მსახიობს მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უწყების ცნობით, უკან დახევის დროს რუსი ოკუპანტები პოზიციებს სწრფად ტოვებენ და გარბიან. გენშტაბი ამბობს, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რომელიც ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს წარმოადგენს. ამასთან, ოკუპანტებისგან ტერიტორიების გათავისუფლების ღონისძიებები ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში გრძელდება.

მეტი...

,,ჩემი პრინციპია, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის არ აპირებს დაელაპარაკოს მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს. ,,ჩვენი მებრძოლების ქმედებები უკრაინის სამხრეთით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. მე ვერ ვხედავ რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები, პუტინმა თუ ვინმე სხვამ, ეს არის ჩემი პრინციპი, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს. რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას…

მეტი...

ხარაგაულში 3 წლის ბავშვს შინდის კურკა გადასცდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – 3 წლის გოგონას შინდის კურკა გადასცდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ  ღარიხევში მოხდა.

მეტი...