„პუტინთან მოლაპარაკების საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველზეა“ – უკრაინული მხარე

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების თემა იდევ გააქტიურდა. ამჯერად, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა, უკრაინა პროცესს აჭიანურებს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ თანახმაა მოსალაპარაკებლად, თუმცა, მოლაპარაკება ბრძოლის ველზე შედგება. „პუტინთან დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია. ყოველთვის შეგიძლიათ დაურეკოთ პუტინს ტელეფონზე, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს. აზრი არ აქვს, რადგან ის მატყუარაა და ვფიქრობ, რომ ემანუელ მაკრონმა ეს იცის. მახსოვს  ძალისხმევა, რომელიც მან ომის წინ გასწია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. იმუშავა? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა მას შემდეგ გადაიფიქრა ან მზად არის მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა კულებამ ფრანგულ გამოცემასთან. რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე თანახმაა და პროცესის გაჭიანურებაში უკრაინას…

მეტი...

„დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო!“ – კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და მმართველო გუნდის წევრებს „რუსეთის უკანა ეზოს“ დატოვებისკენ მოუწოდებს. „ვეხმაურები სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის განცხადებებს, რომელიც მან ნოდარ მელაძის გადაცემაში გააჟღერა. პირველი რაც ვიფიქრე – როგორ გავანეიტრალოთ ხელისუფლებაში მოკალათებული ამდენი მოღალატე ?! მომავალში, ნებისმიერი მთავრობის ამოცანა იქნება, არ აჰყვეს ცდუნებას და არასამართლებრივი გზით, ერთი ხელის მოსმით არ გაანადგუროს რუსეთის აგენტურა, რომელმაც რუსეთის დახმარებით მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში. ეს ურთულეს ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ დემოკრატიული, თავისუფალი მართლმსაჯულების პროცედურების დაცვით უნდა გამოვავლინოთ და გავასამართლოთ ჩვენი სამშობლოს ყველა მოღალატე. მივმართავ „ქართულ ოცნების“ წევრებს და…

მეტი...

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე თანახმაა და პროცესის გაჭიანურებაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. როგორც ლავროვი განმარტავს, პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნული პოზიციას სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ოფიციალურად დააფიქსირა. „თათბირის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა უკრაინის „ისტორიაზე“ განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლავროვმა.  

მეტი...

„რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ“ – მიხეილ სააკაშვილი  

უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფი საქართვლოს პრეზიდენტი წერილს ავრცელებს. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, რუსები ტყვედ ბარდებიან, რაც უკრაინისთვის დამატებითი პრობლემაა. „უკრაინის არმიამ უკვე 80კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის “ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა…

მეტი...

რუსეთი უკრაინას „ტუ-22 ემ3“-ით ბომბავს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს, რუსეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტუ-22 ემ3“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით ბომბავს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ. როგორც საჰაერო ძალების სპიკერი  იური იგნატი აცხადებს, რუსულმა ავიაციამ იერიში  უკრაინის ჩრდილოეთიდან, მოგვიანებით კი სამხრეთიდან განახორციელა. „მტერი მუდმივად გვაშინებს სარაკეტო შეტევებით. სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავების გასანეიტრალებლად ჯერ არ გვაქვს საშუალებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. შემდეგ კი ცოტათი იოლად ვისუნთქებთ“, – აღნიშნა იგნატმა.  

მეტი...

„რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის“ – უკრაინული მხარე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინელი ჯარისკაცების წარმატებებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, ოკუპანტი ქვეყანა ვალს აუცილებლად გადაიხდის. „უკრაინის გმირობის 200 დღე. რუსეთი ცდილობდა უკრაინის განადგურებას, მისი თავისუფლების დამცირებას და ევროპის დაჩოქებას. დღეს უკვე გასაგებია, რომ რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. სამართლებრივად და ფიზიკურად“ – აღნიშნავს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ უკრაინელები წინ მიიწევენ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნელ-ნელა ათავისუფლებენ.

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა

უკრაინის ატომური სააგენტოს „ენერგოატომის“ ინფორმაცით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ელექტროსადგურის მეექვსე ბლოკი ელექტრო ქსელიდან გათიშულია. ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ბოლო ენერგობლოკი დაიხურა და ბირთვულ ობიექტი ახლა ცივ მდგომარეობაშია გადაყვანილი. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს რუსული მხარე აკონტროლებდა. ის რამდენჯერმე  გაითიშა, რის გამოც, რადიაციის გაჟონვის საფრთხეც დადგა. უკრაინული მხარე და პარტნიორები ითხოვდნენ  ატომური ელექტროსადგური უკრაინულ მხარეს დაბრუნებოდა.  

მეტი...

„უკრაინის პრეზიდენტმა თავად უნდა განსაზღვროს ად და როგორ აწარმოოს ომი“ – აშშ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს დ მან თავად  თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი. როგორც სალივანი განმარტავს, სწორედ პრეზიდენტია პასუხისმგებელი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. „უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი. ის პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე ამ ომის მიზნებზე. ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიზანია, წვლილი შევიტანოთ უკრაინის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი ამ ომში არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იქნება ეს მოლაპარაკებების გზით, თუ ბრძოლის ველზე“,…

მეტი...

თუ რუსეთი უცხო მიწას დააბრუნებს, ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგანაც ის მზად არ არის ომის დასასრულებლად. რიგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მოლაპარაკების თემა მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს. „ჩვენ მთავარი მიზანია  ომის დასრულება, მაგრამ სივრცე და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ უცხო მიწა. ამ შემთხვევაში,  შეგვეძლება, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომლებიც ხსნიან გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. დედოფლის დაკრძალვის დღე, გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად, დიდ ბრიტანეთში  უქმედ გამოცხადდა. დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.  

მეტი...

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი გაიქცა  

უკრაინული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისა და ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი გაიქცა. არსებობს ვარაუდი, რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდა.

მეტი...

ოკუპირებული ქალაქი გათავისუფლდა, ბილბორდზე რუსული დროშის ნაცვლად ტარას შევჩენკო დაბრუნდა (ვიდეო)   

უკრაინელები წინ მიიწევენ და რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს ათავისუფლებს. სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც კარგად ჩანს, როგორ ხევენ რუსულ პროპაგანდისტულ პლაკატებს უკრაინელი სამხედროები და მათ თავიანთ, პირვანდელ სახეს უბრუნებენ. ერთ-ერთ ბანერზე კარგად ჩანს, რომ ტარას შევჩენკოს პლაკატზე რუსული დროშა იყო გადაკრული. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული პლაკატი ჩამოხიეს და ბილბორდზე ისევ ტარას შევჩენკოს პლაკატი დააბრუნეს. ეს კი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლიაში მოხდა. ბილბორდზე დღეს ისევ ტარას შევჩენკოს ფოტო და სიტყვები „იბრძოლე, იბრძოლე“ წერია.

მეტი...