დედოფლის დაკრძალვის დღე უქმედ გამოცხადდა

დედოფალ ეისაბედ II-ეს სავარაუდოდ 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დედოფლის დაკრძალვის დღეს ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, ცნობილია, რომ დაკრძალვის დღე უქმე იქნება. გადაწყვეტილება ოფიციალურად მეფე ჩარლზ III-მ ლონდონის წმინდა ჯეიმსის სასახლეში „საიდუმლო საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე დაამტკიცა.  

მეტი...

„დაიწყო საბანკო ტერორი“ – დიმიტრი ლორთქიფანიძეს სანქციები დაადეს

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სანქციებში მოექცა. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, TBC ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. ის ავრცელებს ბანკისგან მიღებულ წერილსაც, სადაც წერია, რომ ლორთქიფანიძეს ერთი კვირის ვადა აქვს ანგარიშებზე არსებული თანხის სხვა ბანკებში გადასატანად. წერილში ანაგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული. „TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!! პასუხი გაგეცემათ!!!“ – წერს ლორთქიფანიძე.

მეტი...

„რუსული ჯარები გაიქცევიან“ –  თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გამარჯვებას უახლოვდებიან. როგორც რეზნიკოვი აცხადებს, რუსები მალე გაიქცევიან. „დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო იყოს და ნახავთ, რუსული ჯარები გაიქცევიან. დამიჯერეთ, ასე იქნება, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“- აღნიშნა მინისტრმა რეზნიკოვმა. მისივე შეფასებით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს. შეგახსენებთ რომ უკრაინელებმა არაერთ ქალაქი გაათავისუფლეს და უკრაინის დროშა აღმართეს.

მეტი...

მეფემ ფიცს ხელი მოაწერა

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ფიცს ხელი მოაწერა. მეფე პირობას დებს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას.  ფიცს ასევე ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა. მეფე ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დარჩენილ ცხოვრებას იმ მოვალეობის შესრულებას მიუძღვნის, რაც დაეკისრა. „დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლის…

მეტი...

უკრაინელები უკრაინულ ქალაქებს ათავისუფლებენ და უკრაინულ დროშებს აღმართავენ

უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ ქალაქებს ოკუპანტებისგან ნელ-ნელა ათავისუფლებენ. ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა ფრიალებს. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან ქალაქი კუპიანსკიც გათავისუფლდა. აქაც უკრაინული დროშა აფრიალდა, რომლის ამსახველ ფოტოსაც უკრაინული მხარე ავრცელებს.  

მეტი...

ჩარლზ III-ს მეფედ დღეს გამოაცხადებენ  

დღეს, ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოაცხადებენ. ღონისძიება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა. ღონისძიებას ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე, ბრიტანეთის დროშებს, რომლებიც ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაშვებულია, 24 საათის განმავლობაში აღმართავენ.  

მეტი...

კოვიდპანდემიის პერიოდში ოჯახური ძალადობა და ქალთა სიკვდილიანობა გაიზარდა

2020 წელს ,,კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, “ლოქდაუნის” პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის – „მსოფლიოში COVID-19-ის გავლენა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და სერვისების მიწოდების შესახებ“ მიხედვით, შესწავლილია მსოფლიოს 49 ქვეყანაში არსებული ვითარება,  გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაზრდილია. წითელი ჯვრის  ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით „კოვიდ 19-ის დროს სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირება“, გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის პირობებში მომატებულია ოჯახში ჩადენილი მკვლელობები, ერთ-ერთ დახმარების ცხელ ხაზზე მსხვერპლთა შეტყობინებები გაიზარდა 700%-ით. კანადაში, კარანტინის პირობებში, ძალადობის რიცხვი ზოგიერთ რეგიონში…

მეტი...

2014-2022 წლებში საქართველოში 186 ქალი მოკლეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა. ქალთა მკვლელობა (ფემიციდი) 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა. გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. რაც შეეხება სტატისტიკას, 2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129…

მეტი...

ოჯახურ ძალადობაზე, 8 თვეში სს დევნა 4591 ადამიანზე დაიწყო

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შემთხვევები კატასტროფულად მზარდია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ,  ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა  550 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 5144 პირის მიმართ, რაც შეეხება 2022 წლის 8 თვის მონაცემებს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ. 2014-2021 წლებში, ასევე მზარდია  პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა.

მეტი...

„აშშ-ის თავდასხმა სამართალდამცველების წინააღმდეგაა მიმართული“ – ოთხეულის მორიგი გზავნილი

მმართველი გუნდიდან წასული ოთხი დეპუტატი მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ,  აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი  აშშ-ის საელჩოს მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პარლამენტმა იგი საქართველოს მოქალაქეების კონტროლის მიზნით მიიღო. ვინც თუნდაც ზედაპირულად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას, მიხვდება, რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან…

მეტი...

იძულებით ქორწინებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მამა დააკავეს

ქვემო ქართლში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ შვილს. 20 წლის გოგოს  იძულებით ათხოვებდა. შედეგად კი შვილმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო, ასევე, საპროცესო მოქმედებების შედეგად, შ. ა. შეტყობინების მიღების დღესვე, ბრალდებულის…

მეტი...

„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ძალიან ბევრი რუსი ტყვე ჰყავთ და არ იციან, რა უყონ. „უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს“ – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი. „უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ამდენ ტყვეს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.  

მეტი...

აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, რუსეთის მოქალაქეები კი – აფხაზეთის

რუსეთი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. კერძოდ, აფხაზეთთან  2020 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი მოქმედებაში მოდის. პროგრამის, რომლის სახელწოდებაა ,,კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ- ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება,”  რეალიზება იწყება. ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რუსეთის სახელით ხელი მოეწერა შეთანხმებაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ.ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ. ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია. „მიღებული იქნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. დოკუმენტი 45 პუნქტს მოიცავს. მისი ერთ-ერთი ნაწილია მოქალაქეობის მიღება. შეთანხმებით, აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის…

მეტი...

გამდინარე წყალში პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ რაიონში, გამდინარე წყალში პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს. აღნიშნულის გამო, ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვაქცინაცია დაჩქარდა. პოლიომელიტის ვირული, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შტატებში პირველად დაფიქსირდა. ის ადგილობრივსაც აღმოაჩნდა.  შესაბამისად, დაიწყო ვაქცინაცია და მეტიც, ვაქცინირებლებს ე.წ. ბუსტერ დოზებით ცრიან. საგანგებო მდგომარეობა 9 ოქტომბრამდე იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ პოლიომელიტი არის ვირუსი, რომელიც რიგ შემთხვევებში დამბლისაც იწვევს. პოლიომელიტი ვაქცინით ბავშვებს დაბადებისთანავე ცრიან.  

მეტი...

სუს-ის უფროსი ირწმუნება, რომ ფარულს ჩანაწერებზე გამოძიება გრძელდება

ე.წ. კრეფსებთან დაკავშირებით, რომელიც ათასობით ადამიანის ფარულ მიყურადებას, გადაღებას, თვალთვალს ეხება, სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება. მისი მტკიცებით, ჩანაწერების ნაწილი ყალბია, ნაწილი რეალური. „უამრავი ადამიანის გამოკითხვა, ექსპერტიზები, რასაც უზარმაზარი დრო მიაქვს იმიტომ, რომ ეს მასალები იყო არა მოსმენების შედეგად მიღებული აუდიო ან ვიდეო, ეს იყო „ვორდში“ აკრეფილი ტექსტები, რომელიც რიგ შემთხვევაში დასტურდებოდა დაზარალებული თუ არადაზარალებული პირების მიერ, ხოლო ხშირ შემთხვევაში არ დასტურდებოდა.  დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გამოძიება. ნებისმიერი ჩვენება, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩვენი მისამართით იქნება, ჩვენ ამის თაობაზე გახსნილები ვართ. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და მომავალშიც…

მეტი...

„თუ პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ უსმენენ, ფაქტები წარმოადგინოს“ – სუს-ის უფროსი პრეზიდენტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ ეკადრება მოსმენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება. მისი თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს,  რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს. „ეს შეგრძნება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მათთან დაახლოებულ ტელე-მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შევატყვე. შესაბამისად, შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას არ ეკადრება, მათ შორის პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია, შეუძლია წარმოადგინოს. განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.  

მეტი...