,,თუ ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ, განდევნოთ რუსული გავლენა მთავრობიდან, არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება, შთაგაგონოთ”-კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ქართული ლეგიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ის ამაყობს ქართული ლეგიონით. ,,ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით,”- წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა – ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10 დღეში დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება. გლოვის პირველ დღეს, ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება და ეროვნული წუთიერი დუმილი გაიმართება. სამეფო ოჯახი სამძირებს მთელი მსოფლიოდან და სახელმწიფოთა ლიდერებისგან იღებს. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში გართულდა და ბალმორალის სასახლეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გუშინ, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

მეტი...

უბედური შემთხვევა რუსთავში – 50 წლამდე ქალი სკოლის მე-3 სართულიდან გადავარდა

რუსთავში 50 წლამდე ქალი სკოლის მე-3 სართულიდან გადავარდა. ქალი სკოლაში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ქალი მე-3 სართულზე ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ წინ მოხდა.

მეტი...

,,ქართული ოცნება“ ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა დააზიანონ ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს”- გიორგი ვაშაძე

,,ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა, დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა,”-  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებული კანონის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა აღნიშნული კანონის დაჩქარებული წესით მიღებისთვის. „ქმედებები, რომლებიც მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვიხილეთ, ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის, ჩვენი პარტნიორების – ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ჩვენი, ოპოზიციის პოზიციების უგულებელყოფა, არ არის გზა ევროპისკენ. უფრო მეტიც, ეს არის „ქართული ოცნების“…

მეტი...

,,ელისაბედ მეორე თაობებს ემახსოვრება, ის იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დედოფალი ელისაბედ მეორე თაობებს ემახსოვრება. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბალაკლეა გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. „ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღმართეს უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სახელმწიფო დროშა. „ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში. ცნობისთვის, ქალაქი ბალაკლეა რუსეთის არმიას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული.

მეტი...

,,ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას”- მეფე ჩარლზი

ელისაბედ მეორის შვილი და გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ,,ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ჩვენ ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მის დაკარგვას მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს. ამ გლოვისა და ცვლილებების მომენტში, მე და ჩემს ოჯახს გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რაც დედოფლის გარშემო ასე ფართოდ იყო გავრცელებული,”- წერს მეფე ჩარლზი. შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში…

მეტი...

,,სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს”- ზელენსკი

,,სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და თავდაცვის მთელი სექტორი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რესურსითა და მასალით „თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა, გვაქვს ახალი შედეგები. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველყო. მადლობა არმიას, მზვერავებსა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა“,…

მეტი...

რუსეთის მოქალაქეები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. ,,არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, შეზღუდვები ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს. როგორც, 4 ქვეყნის საერთო განცხადებაშია აღნიშნულია,  “ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას“.

მეტი...

,,ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი,  ლიზ ტრასი ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დედოფალი იყო ის „კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა“. მისივე თქმით, ,,ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის”. „დღეს გვირგვინი გადაეცემა ახალ მონარქს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი მეფე იქნება მისი უდიდებულესობა ჩარლს მესამე. მეფესთან ერთად ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. ჩვენ მას ვთავაზობთ ერთგულებას, ისეთ ერთგულებას, როგორითაც დედამისმა გვიერთგულა ყველა ჩვენთაგანს ასე დიდხანს. ღმერთო, დაიფარე მეფე!“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

მეტი...