„არ ვაპირებ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო პრემიერ-მინისტრი“ – გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. „რა შუაშია პრემიერ-მინისტრობა, მე ჩემი ვადა მაქვს, რომელიც უნდა ჩავამთავრო. არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, რა რეფორმებიც მაქვს დაწყებული და პრაქტიკულად, გამოვრიცხავ რაიმე იმაზე დიდ თანამდებობას, ვიდრე მე მიკავია. არ ვაპირებ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ლილუაშვილმა მედიასთან.

მეტი...

ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

​ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს. “ფონ კრამონს თბილისში ყოფნის დროს ციხეში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულება სურდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ მცდელობას მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონს, საქართველოში ყოფნის დროს ნიკა გვარამიას მონახულების საშუალება არ მისცეს.…

მეტი...

„ბოლო კვირაში იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ქვეყანაში „კორონავირუსის“ გავრცელებისა და მართვის შესახებ მორიგ  ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით. „ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 787 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1826 ახალი შემთხვევა) მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 13 737 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1962 ახალი შემთხვევა). მათგან კლინიკებში კვირის ბოლოს მკურნალობდა 850 პაციენტი (6,7%), ხოლო დანარჩენი 11 936 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73 436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე…

მეტი...

„აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს“ – ელჩი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი და არც იმ სტატიას იცნობს, რომელიც გამოქვეყნდა. საუბარია გარი კასპაროვისა და მაიკლ მაკფოლის სტატიაზე, რომელიც  The Washington Post-ში გამოქვეყნდა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას ეხება. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. „არ წამიკითხავს სტატია.  ვერ გავაკეთებ კომენტარს მასთან დაკავშირებით. აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს. როდესაც სანქციები წესდება, თუ ისინი დაწესდება, მაშინ ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ასე ვუდგებით ჩვენ სანქციებს. ისინი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა როგორც ვნახეთ, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა…

მეტი...

2021 წელს 162 თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2021 წელს დააკავა და უწყების მიერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 162 თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საუბარია დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღებულია უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი – მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.  

მეტი...

„მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა“ – პატრიარქის სამძიმრი

საქართველოს საპატრიარქო დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს. „თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის,…

მეტი...

“ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას” – ლილუაშვილი

„ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ე.წ. ერთიანი ოსეთის გამოგონილი ცნება, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის ერთ-ერთი იდეური საფუძველია“ – აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატებს 2021 წლის ანგარიშს აცნობს. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, საოკუპაციო რეჟიმი არაერთ მავნებლურ ნაბიჯზე მიდის. „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცისა და ამ კუთხით ინტეგრაციის მხარდამჭერი უამრავი განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ოკუპირებულ რეგიონში…

მეტი...

“საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან” – გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს პირობას აძლევს, რომ მათი ოჯახის წევრები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ დაკავებულებზე. „2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, იმყოფებოდა საქართველოს შვიდი მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ცხრა წლის ვადით. მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული…

მეტი...

„გრძელდება ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ“ – გრიგოლ ლილუაშვილი

„აქტიური „მილიტარიზაცია“, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო „ბორდერიზაცია“ – ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. ლილუაშვილი დეპუტატებს 2021 წლის ანგარიშს აცნობს. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გრძელდება. „გრძელდება ანექსია რუსეთის ფედერციის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებში კვლავ მიმდინარეობს აქტიური მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო „ბორდერიზაცია,“ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება, რაც ქვეყნის უსაფრთხების კუთხით დამაზიანებელია. არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში კვლავ რჩება ის ქვედანაყოფები რომლებიც წლების განმავლობში იყვნენ. ადგილზე მიმდინარეობდა გეგმიური როტაციები რუსულ შეიარაღებულ ძალებზეა საუბარი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო …

მეტი...

„ის იყო კლდე“ – პემიერ-მინისტრი დედოფალზე

ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერი ლიზ ტრასი დედოფალს კლდეს ადარებს და აცხადებს, რომ  ის  იყო უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა. „მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, რომელსაც მსოფლიო ოდესმე იცნობდა. ის იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ის ტახტზე ავიდა 25 წლის ქვეყანაში, რომელიც ომის ჩრდილიდან გამოდიოდა. მან მემკვიდრეობით დატოვა თანამედროვე ერი, რომელიც გაიზარდა და აყვავდა მისი მმართველობის ქვეშ. ის, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს დიდებული ქვეყანაა, მისი დამსახურებაა. თანამეგობრობა დღეს ერთი ოჯახი სწორედ მისი დამსახურებით არის. ის იყო ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კავშირის ერთგული. ის…

მეტი...

,,არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე”- ირაკლი კობახიძე

,,საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ ნოლი კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არის საუბარი. მისი თქმით, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. „საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ ნოლი კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს და ნებისმიერ პირს, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან. საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და რა დონეზე იქნება ეს გაჟღერებული,…

მეტი...

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 8 სექტემბერს, ქ.თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფეხის არეში დაზიანება მიაყენა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის…

მეტი...

,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის” – ირაკლი კობახიძე ირანულ თვითმფრინავზე

,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის,”- ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ამერიკის მიერ სანქცირებულმა ირანულმა თვითმფრინავმა რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა. კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ისინი განმარტავენ ყველაფერს. ,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, ეს ერთი. მეორე – ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი და  დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო ამას გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ…

მეტი...

,,კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც,  კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიოლა ფონ კრამონს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, თავად კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ,,კუბლიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს”-…

მეტი...

,,კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს”- ანდრიუს კუბილიუსი

,,კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს,”- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თქმითაც ევროპარლამენტარი ,,არსად შესაშვები არ არის”. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს ქართული ოცნების გაცხადებულ მცდელობას, მოიპოვოს  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი” – წერს  ანდრიუს კუბილიუსი. ,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე – (mcm.ge)

მეტი...

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე  რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელეს და მხარი მესამე მოსმენით,  83  ხმით დაუჭირეს.  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება და სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს.  აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან  ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს.  ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება.  როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ…

მეტი...

,,ოცნება“ ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება”- ელენე ხოშტარია

,,მინდა წამოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში, ”- ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებას. ხოშტარიას თქმით, არსებობს დოკუმენტები, სადაც ლაპარაკია, რომ ირანული ავიაკომპანია სანქცირებულია სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო. „მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად საგანგაშო ბრიფინგი ირანის თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რომელმაც გაიარა ქართული საჰაერო სივრცე და ირანის სამხედრო აეროდრომიდან ჩავიდა მოსკოვში. მინდა წამოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ…

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

,,ნაყოფიერად ვმუშაობთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით – პარლამენტი წლის განმავლობაში 57 ანგარიშს ისმენს”- შალვა პაპუაშვილი

„პარლამენტი, წლის განმავლობაში, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში,  57 ანგარიშს ისმენს, აქედან 27 -პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვადასხვა უწყების ანგარიშია, ხოლო 30 – საპარლამენტო კომიტეტების, საბჭოების, მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   „მიმდინარე კვირაში, საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით – პლენარულ სხდომებზე მოვისმინეთ ის ანგარიშები, რომელიც კომიტეტებში უკვე იყო განხილული ზაფხულის განმავლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე ინფორმაციით, განსახილველი  ანგარიშების რაოდენობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა  დათვალა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშების რაოდენობის დათვლა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, თუ რამდენად აქტიურად ახორციელებს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას და ასევე, რამდენად აქტიურია პარლამენტსა და მისი…

მეტი...

რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა, 826 კი დაზიანდა. უწყების ცნობით, ისინი გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციასთან Project Hope-თან თანამშრომლობენ, რათა მთელ ქვეყანაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აღადგინონ. მათივე თქმით, დაზიანებული 62 ობიექტი უკვე აღდგენილია.

მეტი...

რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სავიზო რეჟიმის აამოქმედოს

რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სავიზო რეჟიმის აამოქმედოს, – ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული  მედია ავრცელებს. ​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ უკრაინელებისთვის ვიზების განხილვისას რუსეთი ბევრ ფაქტორს გაითვალისწინებს. ,,კიევის საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს სხვადასხვა დეპარტამენტებთან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი სპექტრი, მათ შორის ჰუმანიტარული“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.   

მეტი...

პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. პლენარულ სხდომაზე  2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტებს სააგენტოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, სააგენტო პარლამენტის შესაბამის სუბიექტებთან აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2021 წელი გამორჩეული იყო, რადგან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს  რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. მისივე თქმით, ასევე, მუშაობა დაიწყო კონკურენციის კანონმდებლობის ახალმა რედაქციამ, რითაც  კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გაძლიერდა. „2021 წლის ივნისიდან დავიწყეთ ანტიდემპინგური პოლიტიკის წარმოება, მაგრამ მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, ჯერ არც ერთი განაცხადი ადგილობრივი კომპანიებიდან არ შემოსულა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ…

მეტი...

,,მთელი რუსეთი მალე საბჭოთა კავშირის ნაფტალინის სუნში აღმოჩნდება”- ანდრეი ერმაკი ევროკავშირის მიერ გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე

,,მთელი რუსეთი მალე საბჭოთა კავშირის ნაფტალინის სუნში აღმოჩნდება, ”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას. „რუსებო, გრძნობთ? ეს საბჭოთა კავშირის ნაფტალინის მყრალი სუნია, რომელშიც ასე გინდოდათ მოხვედრა. მალე მთელი თქვენი ქვეყანა იქ იქნება”, – აღნიშნა მან. ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს – (mcm.ge)

მეტი...

,,ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ტყუილია, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, დასანქცირებულია”- დეკანოიძე

,,ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,” – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ  განაცხადა. დეკანოიძის თქმით, კომპანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. „ყველამ ნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის სტატია, რომელიც არის სანქციების ჯგუფის თანაავტორი ერმაკთან ერთად. მაკფოლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ დასანქცირდება, რადგან ხელს უწყობს რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას. ეს კომპანია  არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო…

მეტი...

,,უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. „რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს

ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, –  ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ამიერიდან,  სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ცვლილებების შედეგად: ვიზის მოსაკრებლის გაიზრდება 35-დან 80 ევრომდე. საჭირო გახდება დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდება. ვიზის დამუშავების დრო გაიზრდება. მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესები გამკაცრდება ევროკავშირის აღნიშნული გადაწყვეტილება 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.

მეტი...

,,ოპოზიციას შესაძლოა, სურვილი აქვს, უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაშალონ”- მიხეილ სარჯველაძე

,,ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, თითქოს, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ულტიმატუმს ჰქონდა ადგილი” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული პროექტისთვის ხმის არმიცემასთან დაკავშირებით განაცხადა. სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს. „განა რა არის აქ საულტიმატუმო ან ისეთი, რაც შეიძლება უარის თქმის მიზეზს იძლეოდეს? არ მგონია, რომ ოპოზიციამ მართებული პოზიცია დაიკავა. ვაითუ, არიან ოპოზიციის რიგებში ისეთი დეპუტატები, ვისაც მიზეზი ჰქონდა მოსაძებნი იმისთვის, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. წარმოდგენილ…

მეტი...

,,მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს”- სალომე ზურაბიშვილი

,, საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც რეგიონში ომი მიმდინარეობს, ასეთი მასშტაბის მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. „მინდა, პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ 31 წლის წინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება, რათა თავდაცვის სამინისტროს დაეწყო ეროვნული არმიის ჩამოყალიბება. ეს დიდი დღეა, თუმცა ეს იყო…

მეტი...

თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროება – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უწყების მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით,  გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება იმავე დღეს დაიწყო. ,,გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება. აქვე განვმარტავთ, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ადვოკატის თანდასწრებით. ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა…

მეტი...

,,ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით”- პრემიერი

მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება,…

მეტი...

,,ტაქსის მძღოლის მიმართ სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა”- პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ  ტაქსის მძღოლის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ “იანდექსის” მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებს მგზავრობის ღირებულების – 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, რასაც მგზავრებსა და მძღოლს შორის შეკამათება მოჰყვა. პროკურატურის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა მგზავრები ვაზიანის მიმართულებით დაუსახლებელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ, 500 ლარი მოსთხოვა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის…

მეტი...

,,მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მოკვლის მიზნით მიაყენა”- პოლიციამ 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

გურიაში, სამართალდამცავებმა 51 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მეზობლის, 55 წლის ქალის მკვლელობა სცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მოკვლის მიზნით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის…

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებული საკანონმდებლო პაკეტები, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. საკითხები, რომლებიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა…

მეტი...

,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ არის სანქცირებული”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უარყოფს პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ამერიკის მიერ სანქცირებულმა ირანულმა თვითმფრინავმა რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა. მისი თქმით, კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე წესების დაცვით გადაკვეთა. „ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ის არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში…

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება ოზურგეთში – კაცმა მეზობელი ქალი დანით დაჭრა

ოზურგეთში კაცმა მეზობელი ქალი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 52 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, მას გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. სისხლიანი დაპირისპირების მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დამნაშავე  უკვე დააკავა.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში 51 900 ჯარისჯაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 51 900 ჯარისჯაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 51 900; ტანკი – 2 122; ჯავშანტექნიკა – 4 575; საარტილერიო სისტემა – 1 237; სარაკეტო სისტემა – 306; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 159; თვითმფრინავები – 239; ვერტმფრენი – 211; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 888; საკრუიზო რაკეტები – 214; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 399; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 114. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდს.

მეტი...