პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სადახლოს” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული ა.ხ. და 1996 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება…

მეტი...

საპარლამენტო ოპოზიციის დაპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო ოპოზიციის დაპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების  შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.  სარჩელთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  პარლამენტის წევრებმა: ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ანა ბუჩუკურმა, ასევე, სამართლის ექსპერტებმა მიიღეს.   ინიციატორი დეპუტატების განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება, მინიმუმ, 30 დეპუტატს აქვს და სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან იმართება. მათივე თქმით, ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება.  სარჩელი „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა. აღნიშნული ორგანიზაციები, ასევე, განახორციელებენ დეპუტატების წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. “სადავო ცვლილებები, რომელსაც დეპუტატები…

მეტი...

,,გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, მიუღებელია “გზავნილი” იმის შესახებ, რომ “მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია”. ,,ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა,…

მეტი...

,,რუსეთის „ფილტრაციის ოპერაციები“ შემზარავია”- გაეროში აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, “ფილტრაციის ოპერაციები”, რომელიც რუსეთმა, სავარაუდოდ, გამოიყენა უკრაინის მოქალაქეების რუსეთში დაკითხვისა და იძულებით გადასაყვანად, შემზარავია. „ფილტრაციის“ ოპერაციების თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან რუსეთის ძალების მიერ მუქარის, შევიწროებისა და წამების შემთხვევებს. მათ წაართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება. ჩხრეკდნენ და კითხავდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, – განაცხადა თომას-გრინფილდმა. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერ შეცვლას არასდროს აღიარებს. „რუსეთი თვლის, რომ შეუძლია ხერსონის, ზაპოროჟიეს და უკრაინის სხვა რეგიონების ანექსია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა…

მეტი...

,,აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს”- ,,ოცნებიდან” წასულები

,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ. პარლამენტის წევრების განცხადება მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს ეხება, რომელშიც საქართველოში მოქმედი ,,ამერიკული აგენტურის” შესახებ არის საუბარი. დეპუტატების განცხადებით, აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. „ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში,…

მეტი...

,,მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

 ,,მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის და სხვა სტრუქტურების დონეზე გამუდმებით მიმდინარეობს რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების მცდელობები. „დღეს კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავთ დაკავებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება”- ვალერი ზალუჟნი

,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. ამჟამად ფრონტზე ვითარება არ ჯდება არც რუსების მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგის და არც 21-ე საუკუნის სხვა ომების ჩარჩოებში” –  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენერალ მიხაილო ზაბროდსკის სტატიაშია ნათქვამი. ზალუჟნისა და ზაბროდსკის განცხადებით, რუსებს აქვთ გარკვეული ოპერატიული პერსპექტივები იზიუმისა და ბახმუტის მიმართულებით. ასეთი ქმედებების საბოლოო მიზანი კი შესაძლოა, დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაცია იყოს, სტატიაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყოვლისმომცველი მიდგომა საარტილერიო, სარაკეტო, ტაქტიკური ავიაციისა და უკრაინის საზღვაო ძალებისა და მათი ძალაუფლების სხვა კომპონენტების ხელახალი…

მეტი...

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, კორონავირუსის პანდემიის გამო „ლოქდაუნი“ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა

ჩინეთის, ჩენდუს პროვინციაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო „ლოქდაუნი“ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა. ჩენდუს პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც რეგულაციების გამკაცრება და პირველი სექტემბრიდან „ლოქდაუნის“ დაწესება გადაწყვიტეს. ჩენდუს პროვინციაში რეგულაციები 7 სექტემბრიდან უნდა მოხსნილიყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  რეგულაციები განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.

მეტი...

,,უკრაინულ მხარეს უკეთესად მისდის საქმეები, ვიდრე რუსული მხარეს“- პენტაგონის წარმომადგენელი

შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კოლინ კალის განცხადებით, უკრაინას ბრძოლის ველზე ნელი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესი აქვს. „ვფიქრობ, უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სამხრეთში ახლა უკრაინულ მხარეს უკეთესად მისდის საქმეები, ვიდრე რუსული მხარეს“, – განაცხადა კალმა.

მეტი...

,,გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მიმდინარე კვირას გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან, ყველა მოქალაქე გრძნობს სიამაყეს ჩვენი მებრძოლების გამო,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ყოველი წარმატება ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ. „მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა…

მეტი...