დედოფალი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე  გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. „დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში. ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. დედოფალი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. სასახლესთან ადგილობრივები იკრიბებიან და დედოფალს გლოვობენ.  

მეტი...

ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევიდან ქალაქ ირპენში ჩავიდა. სახელმწიფო მდივანმა დელეგაციის წევრებთან ერთად, საკუთარი თვალით იხილა ის სისასტიკე, რაც რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს. „განადგურებული ავტომობილები, დაბომბვის კვალი, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ბატონ ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები“, –  აცხადებს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულება. ​ირპენში გამგზავრებამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ირპენი რუსული სისასტიკის გამორჩეული მაგალითია. ​  

მეტი...

“ხელმოცარულობა განაპირობებს ასეთ გაუგონარ რამეს“, – მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ხელმოცარულ ადამიანს უწოდებს და აცხადებს, რომ არ იტყვის, რასაც მასზე ფიქრობს. „ახლა თავში მილიონი რამ მიტრიალებს, მაგრამ უმჯობესია, საზოგადოებას პატივს ვცემ და რასაც ვფიქრობ, არ გეტყვით. უცნაური ამბავია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ. ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა“ – აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. დეპუტატი ევროდეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებაშიც ადანაშაულებს. „არაერთხელ გვისაუბრია, რომ დაკავებული არიან აქტიური ლობისტური საქმიანობით, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის”, რაც ძალიან ცუდი ამბავია. როგორც ჩანს, ამ…

მეტი...

დედოფლის მდგომარეობა გაუარესდა, ახლობლები სასახლეში იკრიბებიან

დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან. დედოფლის ოჯახი წევრების ნაწილი უკვე ციხე-სიმაგრეშია, ნაწილი კი დედოფლისკენ მიემგზავრება. პრინცი ჩარლზი, ოჯახთან ერთად უკვე ჩავიდა ბალმორალში. სასახლისკენ მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი. შეგახსენებთ, რომ ექიმების ინფორმაციით, დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეკომენდებულია, რომ ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს.

მეტი...

დააკავეს 63 წლის კაცი, რომელმაც 12 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა  

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ​

მეტი...

კანონი, რომელიც უსინათლოს, ყრუს, სმენადაქვეითებულსა და წერა-კითხვის არმცოდნეს შეეხება

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ ცვლილებებით, უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება. კანონპროექტი პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კოლეგებს პირველი მოსმენით გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა ინკლუზიურად და დაინტერესებული პირების ჩართულობით წარიმართა. „უსინათლოები გარიგებების დროს ბევრ უსამართლო ბარიერებს აწყდებიან  და განსაკუთრებით ეს კერძო სექტორში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ დადონ  გარიგება, ისინი იძულებულნი არიან მესამე პირის, მოწმის თანდასწრებას, რაც მათ კონფიდენციალურობას უქმნის საფრთხეს. ეს ერთგვარ დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს.  აღნიშნული საკითხები რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის ბრძანებით დაარეგულირა, მაგრამ საჭიროა, რომ ეს მიდგომა კანონის დონეზე…

მეტი...

ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება

უმაღლესი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ამერიკის მხრიდან მორიგ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა,  პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ ადასტურებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, კიევი იყო და დარჩება დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად.  

მეტი...

უკრაინა ამერიკისგან 675 მილიონიან სამხედრო დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებით 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. ინფორმაციას  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი  ლოიდ ოსტინი ადასტურებს. დახმარებაში შედის 105-მილიმეტრიან ჰაუბიცები, საარტილერიო ჭურვები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლ იარაღი და სხვა ის დახმარება, რაც უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. აშშ უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

​აშშ-სთვის უკრაინა მთავარ პრიორიტეტად რჩება, თუ,ცა, უკრაინის პარალელურად, არსებობენ სხვა ქვეყნები, ვისთვისაც შტატები ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფინანსურ დახმარებას 18 ქვეყანას გაუწევს. საუბარია სამხედრო დახმარებაზე. თანხის მოცულობა კი 2,2 მილიარდი დოლარი იქნება. როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, აშშ-სგან სამხედრო დახმარებას უკრაინა,  მისი მეზობელი ქვეყნები და აშშ-ის პარტნიორები მიიღებენ, რადგანაც რუსული აგრესია ძლიერდება. პარალელურად, უკრაინა  აშშ-სგან  დამატებით 675 მილიონი დოლარის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს. „13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები მიმდინარე სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშ არის, სასურსათო დეფიციტი, მსოფლიოში სურსათის ფასის…

მეტი...

„არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში“ – ესტონეთის საგარეო მინისტრი რუსეთის მოქალაქეებს

რუსეთის მოქალაქეების მიღება არაერთი ქვეყნისთვის უკვე სასურველი არ არის. უფრო მეტიც, ბევრი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ქვეყანაში არ ჩავიდნენ. ერთ-ერთი ასეთი, რომლისთვისაც რუსეთის მოქალაქეები სასურველი სტუმრები არ არიან, ესტონეთია. ქვეყნის საგარეო მინისტრი რუსეთის მოქალაქეებს ღიად მიმართავს, რომ მათ ქვეყანაში არ ჩავიდნენ. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. „არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

მეტი...

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი 1 კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, დიდ დიღომში აფეთქება 1 სექტემბერს მოხდა.  არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილი ბავშვის დედა.  

მეტი...

,,როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება”- ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძე სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვება. ,,ღმერთო ჩემო.  ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო, მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ საქართველო, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე – (mcm.ge)

მეტი...

,,ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ, რა დგას სასწორზე, რა გიღირთ და არ გიღირთ პოლიტიკურად” – შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს

“დღეს გამოჩნდება, შევძელით თუ არა ამ პარლამენტში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ თქვენს შვილებზე, სამშობლოზე, სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, რა დგას სასწორზე, რა გიღირთ და არ გიღირთ პოლიტიკურად, ადამიანურად და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე იმსჯელეს.  შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი რვა პოლიტიკური ჯგუფისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფზე ისაუბრა, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობა სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ მიიღო.  „როდესაც გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ვნახეთ, რომ ისევე,…

მეტი...

ელისაბედ მეორე სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. „ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი. ”ჩემი ფიქრები – და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ფიქრები – ამ დროს მის უდიდებულესობა დედოფალთან და მის ოჯახთანაა”, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.  

მეტი...

ახმეტაში, ვარჯიშის დროს 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში – ვარჯიშის დროს 16 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, 16 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემთხვევას გარდაცვლილის მამაც შეესწრო.

მეტი...

,,სანქციების განხილვა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო”- არჩილ თალაკვაძე

,,სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო, რადგან სწორედ მისი ლიდერობით ქვეყანაში შეიცვალა ძალადობრივი რეჟიმი,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. უმრავლესობის წევრმა უპასუხა კითხვას, გახდება თუ არა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტი, გარკვეული პირებისთვის  სანქციების დაწესების წინაპირობა. “სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი დეკანოიძის აღიარება, რომ სანქციებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს და ეს მათი უპირველესი ამოცანაა, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში ცალკეული პოლიტიკური პირები ეხმაურებიან იმას, რასაც აქ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა ვრწმუნდებით , რომ სანქციებზე საუბრის უკან დგას პირადი და…

მეტი...

,,აგენტურის თემის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს”- ირაკლი კობახიძე

,,არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე – ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების დღევანდელ წერილს. კობახიძის თქმით, მას არ სურს კონკრეტიკაში შევიდეს, რადგან, წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას. „ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვთქვით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებდით. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს. არ…

მეტი...

პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე საჯარო მოხელეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისება ედავება. ,,საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული…

მეტი...

,,არ მგონია, ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაშიც”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის  მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტია. „გუშინ გამოჩნდა, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი. ეს არის დღესავით ნათელი. ამის მიზეზი რა არის, ყველამ კარგად იცის. სახალხო დამცველის უპრეცედენტო ინიციატივა წარმოვადგინეთ. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, კობახიძის თქმით, მას არ გონია ნინო ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს. „რაც შეეხება შეფასებას, არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი,…

მეტი...

,,არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან”- კობახიძე ვიოლა ფონ კრამონზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ვიოლა ფონ კრამონის, ნიკა გვარამიასთან არშეშვებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ევროპარლამენტარი ”არსად არ არის შესაშვები”. ,,ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა  ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მე მგონი არსად არ არის…

მეტი...

,,არასწორ დასკვნებს – ქალბატონ ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან”- ირაკლი ზარქუა USAID-ზე

,,USAID-ში  ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე. ზარქუას თქმით, სააგენტო ეკა გიგაურის არასწორ დასკვნებს ეყრდნობა. „საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მივმართავ, USAID არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთელ რიგ რეფორმებში გვერდით უდგას. იქ ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით. საქართველო 2012 წლამდე კორუფციის ინდექსის მიხედვით, 70-ე ადგილზე იყო.…

მეტი...

ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. ბლინკენი დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოაცხადებს 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებსაც მომავალში შესაძლოა რუსეთის აგრესია დაემუქროთ. ცნობისთვის, ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

მეტი...

,,ერთ მხარესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს არიან – არახამია, პოდოლიაკი – ყველა მეორე ფრონტზე საუბრობს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. კობახიძე აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების ერთადერთი ინტერესია, რომ როგორმე საქართველო მეორე ფრონტად აქციონ. „ეს ყველაფერი არის აბსურდული და უკვე ამაზე საუბარი მომაბეზრებელიც ხდება. ყველამ ვიცით, რა ინტერესი ამოძრავებთ ამ ადამიანებს, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ და ისინი ამას არც მალავენ. მათი ერთადერთი ინტერესია, რომ როგორმე საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ამას ვერ ეღირსებიან, როგორი შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ. ჩვენი ხელისუფლება დგას მყარად იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც მოსახლეობას აქვს. გვგონია, რომ მოსახლეობას არ უნდა ომი, მეორე ფრონტი და ამ…

მეტი...

,,როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს, ასეთი ფრაზები გაგეპარება” – კობახიძე USAID-ზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს ეხმიანება, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე. კობახიძის თქმით, ,,როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“. „რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღესავით ნათელია – როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს ,ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი NGO-ა, მაგრამ ვიცით მისი რეპუტაცია, ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, დოკუმენტში წერია, რომ ,,საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა,  რაც უნდა გახდეს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შეფასების საგანი და…

მეტი...

,,სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!”- ზარქუა არახამიაზე

,,არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?! – ასე ეხამიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა , უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებას. ზარქუას თქმით, არახამიას განცხადებები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. „არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო.  ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის! ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ…

მეტი...

გორში ვითარება დაძაბულია – ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ

ხმაურია დილიდან გორში – როგორც ადგილობრივები იუწყებიან, კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ორსულ ქალსა და მის ხანდაზმულ ოჯახის წევრს ძალის გამოყენებით ასახლებენ. არსებული ინფორმაციით, ოჯახს თანხას კერძო მევახშე ედავება, რომელიც მათი მეზობელია. ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე იმყოფება სასწრაფოც, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.

მეტი...

აშშ უკრაინას  675 მილიონი დოლარის შეიარაღებას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები  უკრაინას  675 მილიონი დოლარის შეიარაღებას გადასცემს. არსებული ინფორმაციით, დაზმარების ახალი პაკეტი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებს, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებს და აღჭურვილობას მოიცავს . ცნობისთვის,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

მეტი...

,,უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს”- ხატია დეკანოიძე

,,უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განცხადა. მისი თქმით, უკრაინის მიერ, ბიძინა ივანიშვილის შეყვანა სასანქციო ნუსხაში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მისი მოქმედებები არის უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი. „მესმის, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სპეკულაციები ზუსტად ისეთი იქნება, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები დაუკავშირონ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება და რომელი ქვეყნიდან. განსაკუთრებულ სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალურ…

მეტი...

თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. „სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, –…

მეტი...

,,დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!”- ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს განხადებაზე

,,რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?! – დალოცვილებო, წაიკითხეთ რა კანონები!”- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას. ,,დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი”- აღნიშნავს ქადაგიშვილი. მისივე თქმით, ადგილი აქვს ანგარიჟირებული პოლიტიკური შეტევის მცდელობას. ,,ვეტოს დაძლევის წინ კომიტეტში მოსმენა იყო. ვინც ესწრებოდა, მათგან ერთი სამართლებრივი არგუმენტი მაინც მოისმინეთ, სადაც წერია, რომ ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტს არღვევს…

მეტი...

,,რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“ – კახა კალაძე

„რაც შეიძლება მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიას, გამოწვევების მიუხედავად, აქვს უამრავი პროექტი იმისთვის, რომ მეტად კომფორტული გახდეს ქალაქი, მეტი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი გაკეთდეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველა ვართ შემართებით და გვაქვს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, გადასადგმელი ნაბიჯებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე…

მეტი...

გორში, 60 წლის კაცმა 12 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტი გორში – 60 წელს გადაცილებულმა კაცმა, 12 წლის გოგონა გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაცი არასრულწლოვნის მეზობლად ცხოვრობდა. მამაკაცი ამჟამად მიმალვაშია და პოლიცია მას მთელი რეგიონის მასშტაბით ეძებს.  

მეტი...

,,დავით არახამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,დავით არახამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინული ფილიალი,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას ემსახურება. „არახამიას ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებას, საერთაშორისო სასანქციო სისტემის დაზიანებას და მიზნად ისახავს ძალიან ბინძურ მიზანს საქართველოს შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არის ამ ინდივიდის საქმიანობა. დავით არახამიას ბექგრაუნდი დღესაც კი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შესწავლის საგანია, რადგან ღია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის დატაცებასა და გაფლანგვაზე, ერთ-ერთი ფიგურანტია საქმეში – 22 საგზაო კონტეინერი, 329 რკინიგზის ვაგონი და 220 ტრაილერის გაქრობა ზაპოროჟიისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება. ამიტომ, არახამიას…

მეტი...

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების მანძილზე იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს…

მეტი...

,,ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია”- ლევან ბეჟაშვილი

,,ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია,”- ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე. ბეჟაშვილის თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ,,საქართველოს საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 2012 წლის შემდეგ კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ამაში ჩართულები არიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები ასევე მუნიციპალურ დონეზე გამგებლები, საკრებულოს წევრები და ა.შ. შეუთავსებელია საქართველოს ევროპული…

მეტი...

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა”- ანა ბუჩუკური

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი სუბიექტი,  მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ე.წ.მოსმენების კანონის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება არ გაკვირვებია. ,,ამ კანონთან დაკავშირებით, გარდა ოპოზიციისა, იყო დიდი წინააღმდეგობა არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ვენეციის კომოსიის დასკვნაც ვიხილეთ, ეს ის პირველი შემთხვევა იყო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო გამოიყენა, სამწუხაროდ, ვეტო დაძლია “ქართულმა ოცნებამ” და ვიხილეთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ- ის საელჩოს ოფიციალური განცხადებაც. “ქართული ოცნება” თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში “ქართული ოცნების” გარდა, ზოგადად…

მეტი...