,,მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა განიხილა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,-წერს პრემიერი.

მეტი...

,,რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ, შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს”- თეთრი სახლი

,,აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს,” – ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა. კარინ ჟან-პიერ თქმით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჩვენ შესაძლებლობას უკრაინის დახმარების კუთხით მოლაპარაკების მაგიდასთან „ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობის ჰუმანიტარულ და კომერციულ მოთამაშეებს პრობლემა შეუქმნას საკვების ექსპორტში, გლობალური საკვების კრიზისის შემსუბუქებაში და ძირი გამოუთხაროს შავი ზღვის საპორტო შეთანხმებას, რომელმაც უკვე უზრუნველყო მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული საკვების ექსპორტით მსოფლიოსთვის მიწოდება, მათ შორის აფრიკისთვის. ეს ასევე გააუფასურებს ჩვენ უპრეცედენტო პირობას, რომელიც იყო ეფექტური პუტინის წინააღმდეგ.…

მეტი...

გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ქალაქ გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.

მეტი...

,,ევროპა არ არის მკვლელების და მათი მხარდამჭერების სასეირნო ადგილი“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ევროპა არ არის მკვლელების და მათი მხარდამჭერების სასეირნო ადგილი“– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. მისი თქმით, სავიზო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხიც არის, რადგან რუსეთმა ტურისტების საფარქვეშ არაერთხელ გაგზავნა მკვლელები ევროპაში ,აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ევროპული ტერიტორია ტურიზმის ან საყიდლებისთვის გამოიყენონ მათ, ვინც სახლში, რუსეთში არამხოლოდ მხარს უჭერს ევროპის განხეთქილებას და დაცინვას, არამედ მუშაობს ამაზე,” – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, რომლებსაც გარკვეული წუხილი უკავშირდება – სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება”- ბორელი

,,ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ეს სხდომა ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები…

მეტი...

„უნდა დასრულდეს 12-ვე პრიორიტეტის შესრულება, ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე”- ოლივერ ვარჰეი

,,როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული,” – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია და განხორციელება. „უნდა დასრულდეს 12-ვე პრიორიტეტის შესრულება, იმიტომ, რომ ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე. როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული. მეორე საკითხი, რაც მინდა წამოვჭრა ის არის, რომ გადაწყვეტილება არის…

მეტი...

,,პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობთ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას”- ჯოზეფ ბორელი

,,პოლარიზაციის დაძლევაზე როდესაც ვსაუბრობთ, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი. „ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიდანაც. როდესაც საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე მაქვს საუბარი. მე საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელს პოლიტიკურ სპექტრს.…

მეტი...

,,მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო”-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. „მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული…

მეტი...

,,ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. „ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე,  მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...